პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სურვილი აისრულა ''პალიტრა TV''-ს ახალი გადაცემის წაყვანით გიორგი მეგრელიშვილმა
რა სურვილი აისრულა ''პალიტრა TV''-ს ახალი გადაცემის წაყვანით გიორგი მეგრელიშვილმა

გი­ორ­გი მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი "პა­ლიტ­რა TV"-ს ეთერ­ში ახა­ლი პრო­ექ­ტით გა­მოჩ­ნდა. "გვე­თა­მა­შე ჩვენ" შო­უ­ე­ბის წაყ­ვა­ნა­ში გა­მობ­რძმე­დი­ლი მსა­ხი­ო­ბის­თვის კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დი­ლე­ბაა, თუმ­ცა ამას­თა­ნა­ვე, რო­გორც გაგ­ვან­დო, ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლიც, ვი­ნა­ი­დან შოუ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რია და მიზ­ნად წიგ­ნი­სა და გა­ნათ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ისა­ხავს.

ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ კვი­რა დღეს ეს­ტუმ­რე­ბი­ან გი­ორ­გის და 15 გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სირ­თუ­ლის შე­კი­თხვა­ზე მო­უ­წევთ პა­სუ­ხის გა­ცე­მა, სხვა­დას­ხვა სფე­რო­დან. ყო­ველ ხუთ შე­კი­თხვა­ზე სწო­რად გა­ცე­მუ­ლი პა­სუ­ხე­ბის შემ­დეგ სტუ­მა­რი თითო წიგნს მი­ი­ღებს. გა­და­ცე­მის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან "ბიბ­ლუ­სი" და "პა­ლიტ­რა L", შე­სა­ბა­მი­სად, წიგ­ნებ­საც გა­მომ­ცემ­ლო­ბა და­ა­წე­სებს.

თა­ვი­დან შე­კი­თხვებს სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფი მო­ამ­ზა­დებს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, რამ­დე­ნი­მე გა­და­ცე­მის შემ­დეგ, მა­ყუ­რებ­ლე­ბიც ჩა­ერ­თვე­ბი­ან და ცნო­ბილ მო­თა­მა­შე­ებს შე­კი­თხვებს და­უს­ვა­მენ. თუკი მო­ნა­წი­ლე მათ კი­თხვას ვერ უპა­სუ­ხებს, და­წე­სე­ბულ წიგნს შე­კი­თხვის ავ­ტო­რი მი­ი­ღებს.

- სხვა­დას­ხვა შოუს წაყ­ვა­ნის გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს, მაგ­რამ დიდი ხა­ნია მინ­დო­და, ასეთ სე­რი­ო­ზულ გა­და­ცე­მას გავ­ძღო­ლო­დი. რა­ტომ­ღაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი ტენ­დენ­ცია ჩა­მო­ყა­ლიბ­და, ტე­ლე­ვი­ზი­ით რაც უფრო დიდ სი­სუ­ლე­ლეს იტყვი, მით უფრო ეცი­ნე­ბათ. იუ­მო­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი მაქვს და არც აც­რი­ლი ვარ ამა­ზე, მაგ­რამ ზო­გა­დად ვა­ფა­სებ სი­ტუ­ა­ცი­ას. დღეს ხალ­ხი უფრო მე­ტად სი­სუ­ლე­ლეს აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას, თუმ­ცა მა­ინც მჯე­რა, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი არ არის სუ­ლე­ლი და გა­ნათ­ლე­ბაც აქვს. უბ­რა­ლოდ, ყვე­ლა ცდი­ლობს თა­ვის გა­პი­ა­რე­ბას მხო­ლოდ სი­სუ­ლე­ლით. მე კი მო­მე­ცა შან­სი, წა­ვიყ­ვა­ნო კარ­გი გა­და­ცე­მა, სა­დაც სა­უ­ბა­რია წიგ­ნებ­სა და ინ­ტე­ლექ­ტზე. მომ­წონს ეს ტენ­დენ­ცია, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში ამ ტი­პის გა­და­ცე­მებს უფრო დიდი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა. ჩემი შვი­ლი 11 წლი­საა და ვცდი­ლობთ, მას წიგ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი ვას­წავ­ლოთ. ვინც ჩვენს გა­და­ცე­მა­ში მოვა სა­თა­მა­შოდ, და­ამ­ტკი­ცებს, რომ წიგ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

- ვინ იქ­ნე­ბი­ან თქვე­ნი თა­მა­შის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი?

- ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­დას­ხვა სფე­რო­დან. სა­ჩუქ­რად ყო­ველ ხუთ კი­თხვა­ზე 15-დან თითო წიგნს მი­ი­ღე­ბენ. მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ად­ვი­ლი შე­კი­თხვე­ბია, ის­ტო­რი­ი­დან, კულ­ტუ­რი­დან, პო­ლი­ტი­კი­დან. იქ­ნე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი ტი­პის კი­თხვე­ბი: რო­გორ იწყე­ბა "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი" ან ვინ გაფ­რინ­და პირ­ვე­ლი კოს­მოს­ში. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არ შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ან­მა ყვე­ლა­ფე­რი იცო­დეს, მათ შო­რის, ჩვენც. თუკი რა­ი­მე გაგ­ვე­პა­რე­ბა, მა­ყუ­რე­ბელს აუ­ცი­ლებ­ლად და­ვე­ლო­დე­ბით, გვექ­ნე­ბა სა­კონ­ტაქ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რი­თაც მა­ყუ­რე­ბელს ჩვენ­თან და­კავ­ში­რე­ბა შე­ეძ­ლე­ბა. ვე­ლო­დე­ბით მათ გა­მოხ­მა­უ­რე­ბას. სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფი მუ­შა­ობს შე­კი­თხვე­ბის შედ­გე­ნა­ზე, მეც ვმო­ნა­წი­ლე­ობ ამ პრო­ცეს­ში. ვფიქ­რობ, ამ გა­და­ცე­მით მა­ყუ­რე­ბე­ლიც გა­იხ­სე­ნებს ბევრ რა­მეს, რაც დრო­ის ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და­ა­ვი­წყდა.

თი­თო­ე­უ­ლი შე­კი­თხვის­თვის ქვი­შის სა­ა­თი მუ­შა­ობს და ერთი წუ­თია გა­მო­ყო­ფი­ლი. სხვა­თა შო­რის, პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მის ჩა­წე­რი­სას და­ვაკ­ვირ­დი, რომ ეს ერ­თწუ­თი­ა­ნი სი­ჩუ­მე ქა­ლებ­თან გან­სა­კუთ­რე­ბით ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლია, თუკი ქალი მსა­ხი­ო­ბია, სა­ერ­თოდ. ამას წი­ნათ, ფი­ლო­სო­ფი­ის­კენ წა­ვე­დი და ბიბ­ლი­ო­თე­კას ვეს­ტუმ­რე. 15 წუთი გა­ვა­ტა­რე, უბ­რა­ლოდ, მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რო­გო­რი გა­რე­მო დამ­ხვდე­ბო­და იქ. გა­მაყ­რუ­ე­ბე­ლი სი­ჩუ­მე იყო, იქ ხომ არა­ვინ ლა­პა­რა­კობს... გა­და­ცე­მა­ში, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ასე­თი სი­ჩუ­მე არ გვექ­ნე­ბა (იღი­მის).

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა სურვილი აისრულა ''პალიტრა TV''-ს ახალი გადაცემის წაყვანით გიორგი მეგრელიშვილმა

რა სურვილი აისრულა ''პალიტრა TV''-ს ახალი გადაცემის წაყვანით გიორგი მეგრელიშვილმა

გიორგი მეგრელიშვილი ''პალიტრა TV''-ს ეთერში ახალი პროექტით გამოჩნდა. ''გვეთამაშე ჩვენ'' შოუების წაყვანაში გამობრძმედილი მსახიობისთვის კიდევ ერთი საინტერესო გამოცდილებაა, თუმცა ამასთანავე, როგორც გაგვანდო, ყველაზე სასურველიც, ვინაიდან შოუ ინტელექტუალურია და მიზნად წიგნისა და განათლების პოპულარიზაციას ისახავს.

ცნობილი ადამიანები ყოველ კვირა დღეს ესტუმრებიან გიორგის და 15 განსხვავებული სირთულის შეკითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა, სხვადასხვა სფეროდან. ყოველ ხუთ შეკითხვაზე სწორად გაცემული პასუხების შემდეგ სტუმარი თითო წიგნს მიიღებს. გადაცემის პარტნიორები არიან ''ბიბლუსი'' და ''პალიტრა L'', შესაბამისად, წიგნებსაც გამომცემლობა დააწესებს.

თავიდან შეკითხვებს სპეციალური ჯგუფი მოამზადებს, მოგვიანებით კი, რამდენიმე გადაცემის შემდეგ, მაყურებლებიც ჩაერთვებიან და ცნობილ მოთამაშეებს შეკითხვებს დაუსვამენ. თუკი მონაწილე მათ კითხვას ვერ უპასუხებს, დაწესებულ წიგნს შეკითხვის ავტორი მიიღებს.

- სხვადასხვა შოუს წაყვანის გამოცდილება მაქვს, მაგრამ დიდი ხანია მინდოდა, ასეთ სერიოზულ გადაცემას გავძღოლოდი. რატომღაც საქართველოში ასეთი ტენდენცია ჩამოყალიბდა, ტელევიზიით რაც უფრო დიდ სისულელეს იტყვი, მით უფრო ეცინებათ. იუმორის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და არც აცრილი ვარ ამაზე, მაგრამ ზოგადად ვაფასებ სიტუაციას. დღეს ხალხი უფრო მეტად სისულელეს აქცევს ყურადღებას, თუმცა მაინც მჯერა, რომ მაყურებელი არ არის სულელი და განათლებაც აქვს. უბრალოდ, ყველა ცდილობს თავის გაპიარებას მხოლოდ სისულელით. მე კი მომეცა შანსი, წავიყვანო კარგი გადაცემა, სადაც საუბარია წიგნებსა და ინტელექტზე. მომწონს ეს ტენდენცია, რომ ბოლო პერიოდში ამ ტიპის გადაცემებს უფრო დიდი ყურადღება ექცევა. ჩემი შვილი 11 წლისაა და ვცდილობთ, მას წიგნის სიყვარული ვასწავლოთ. ვინც ჩვენს გადაცემაში მოვა სათამაშოდ, დაამტკიცებს, რომ წიგნის სიყვარული მნიშვნელოვანია.

- ვინ იქნებიან თქვენი თამაშის მონაწილეები?

- ცნობილი ადამიანები სხვადასხვა სფეროდან. საჩუქრად ყოველ ხუთ კითხვაზე 15-დან თითო წიგნს მიიღებენ. მინდა აღვნიშნო, რომ ადვილი შეკითხვებია, ისტორიიდან, კულტურიდან, პოლიტიკიდან. იქნება დაახლოებით ასეთი ტიპის კითხვები: როგორ იწყება ''ვეფხისტყაოსანი'' ან ვინ გაფრინდა პირველი კოსმოსში. რასაკვირველია, არ შეიძლება, ადამიანმა ყველაფერი იცოდეს, მათ შორის, ჩვენც. თუკი რაიმე გაგვეპარება, მაყურებელს აუცილებლად დაველოდებით, გვექნება საკონტაქტო საშუალებები, რითაც მაყურებელს ჩვენთან დაკავშირება შეეძლება. ველოდებით მათ გამოხმაურებას. სპეციალური ჯგუფი მუშაობს შეკითხვების შედგენაზე, მეც ვმონაწილეობ ამ პროცესში. ვფიქრობ, ამ გადაცემით მაყურებელიც გაიხსენებს ბევრ რამეს, რაც დროის ფაქტორის გათვალისწინებით დაავიწყდა.

თითოეული შეკითხვისთვის ქვიშის საათი მუშაობს და ერთი წუთია გამოყოფილი. სხვათა შორის, პირველი გადაცემის ჩაწერისას დავაკვირდი, რომ ეს ერთწუთიანი სიჩუმე ქალებთან განსაკუთრებით ყოვლისმომცველია, თუკი ქალი მსახიობია, საერთოდ. ამას წინათ, ფილოსოფიისკენ წავედი და ბიბლიოთეკას ვესტუმრე. 15 წუთი გავატარე, უბრალოდ, მაინტერესებდა, როგორი გარემო დამხვდებოდა იქ. გამაყრუებელი სიჩუმე იყო, იქ ხომ არავინ ლაპარაკობს... გადაცემაში, რასაკვირველია, ასეთი სიჩუმე არ გვექნება (იღიმის).

იხილეთ სტატიის გაგრძელება

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები