მძღოლები პატრიარქს პრემიერთან შუამდგომლობას სთხოვენ

მძღოლები პატრიარქს პრემიერთან შუამდგომლობას სთხოვენ

საპატრიარქოში მეუფე თეოდორესა და რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზების მძღოლების შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის შემედეგ ერთ-ერთმა მძღოლმა თემურ ჩინჩალაძემ განაცხადა, მეუფე თეოდორეს მათი პროტესტის მიზეზები დეტალურად გააცნეს.

მძღოლებმა ასევე საპატრიარქოში დატოვეს განცხადება პატრიარქის სახელზე, სადაც თხოვნით მიმართავენ უწმინდესს, მათი პრობლემების თაობაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეატყობინოს.

"შევხვდით მეუფე თეოდორეს. მოვახსენეთ ჩვენი პრობლემების თაობაზე. ბოლოს განცხადება დავტოვეთ საპატრიარქოში პატრიარქის სახელზე. მოგვცეს იმედი, რომ ჩვენს წუხილსა და გულისტკივილს გულთან მიიტანს და ირაკლი ღარიბაშვილს ჩვენს პრობლემებს გააგებინებს", - აღნიშნა ჩინჩალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია