გოგი თათუხაშვილი - სახელმწიფო პროკურატურის მიერ ჩადენილი დანაშაულის კვალის წაშლაში ღიად ჩაერთო

გოგი თათუხაშვილი - სახელმწიფო პროკურატურის მიერ ჩადენილი დანაშაულის კვალის წაშლაში ღიად ჩაერთო

შალვა თათუხაშვილის მამის, გოგი თათუხაშვილის განცხადებით, სახელმწიფო პროკურატურის მიერ ჩადენილი დანაშაულის კვალის წაშლაში ღიად ჩაერთო.

როგორც გოგი თათუხაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, სახელმწიფოს აქტივობა მიმართულია მისი ოჯახის წინააღმდეგ და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ. Ambebi.ge გოგი თათუხაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"ველოდებოდი და ვხედავ, რომ სახელმწიფო მანქანა ღიად ჩაერთო პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულის კვალის წაშლაში. მათი ეს აქტივობა მიმართულია ჩემი ოჯახის წინააღმდეგ და რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. ეს ბრძოლა იმდენად გააფთრებულია, რომ "ადამიანთა უფლებების დამცველი" ბესელია თავგამოდებით იცავს პროკურატურას!

შალვას გატაცებიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს, ჩემი ქვემოთ მოყვანილი განცხადების შემდეგ, პროკურატურა იძულებული გახდა იმავე დღეს ჩაეტარებინა ჩემი შვილის ინსცენირებული "გაქცევა" სახლის ფანჯრიდან. არადა როგორც ამტკიცებენ ოჯახის წევრები, შალვა გავიდა მეორე კარიდან, იმავე მიმართულებით. კარები გვერდიგვერდაა, ერთმანეთისაგან ოთხი მეტრის დაშორებით. რაც შეეხება სახლის ფანჯრებს, იქ აყენია უძრავი გისოსები...

სიცრუეა ისიც, რომ მე მაქვს გაკეთებული მხოლოდ ერთი განცხადება. ამ განცხადების გარდა, მე გავაკეთე რამდენიმე განცხადება 26, 28 თებერვალს და ა.შ. სადაც მოვითხოვდი გატაცებული შალვას გათავისუფლებას. ასევე ვითხოვდი სისხლის ანალიზის გაკეთებას და სამედიცინო ექსპერტიზას, ვაფრთხილებდი, "შალვა ავადაა და ღებულობს მედიკამენტებს. რასთან რეაქციაში თქვენმა წამლებმა შეიძლება ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანოს. იქნებ ეს არ წაგიკითხავთ?! (თითქმის ყველა მედია საშუალებამ გააშუქა).

სამწუხაროა, რომ არ გვიჩვენეთ "აღიარებამდე''მიყვანის ფირები, როგორ მიმდინარეობდა დაკითხვა, ვინ ესწრებოდა, რა კანონსაწინააღმდეგო მეთოდები იქნა გამოყენებული. გვიჩვენეთ და შემოიფარგლეთ პროკურატურაში შესვლა-გამოსვლის კადრებით, ეს ხომ ისედაც იცოდა მთელმა საზოგადოებამ. მეტს მე არც ველოდი და ამაზეც გიხდით მადლობას, რომ ჩემი თვალით დავრწმუნდი, რაც "აღიარების" კადრებში ნათლად ჩანს - შალვა შალვა არ არის არც ფიზიკურად, არც მეტყველებით და არც სიარულის მანერით. ათეულობით ადამიანი ადასტურებდა იგივეს. დანარჩენზე მოგვიანებით...

ასევე, ჩემს განცხადებაში მინდა აღვნიშნო, რომ ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი, ჩემი ნდობით აღჭურვილი პირია. ვიცი, რომ არის მაღალი კლასის პროფესიონალი და მამაცი ადამიანი. არ უშინდება და უპირისპირდება სახელმწიფო მანქანას, რათა გაარღვიოს პროკურატურის ფალსიფიკაცია და საზოგადოებას დაანახოს სიმართლე", - აღნიშნულია გოგი თათუხაშვილის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ