Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქუთაისის ბაზრის მფლობელმა სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა"
"ქუთაისის ბაზრის მფლობელმა სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა"

"ქუ­თა­ი­სის ბაზ­რის მფლო­ბელ­მა 1 ჰა მი­წის ნაკ­ვე­თი და კარ-მი­და­მო წა­მარ­თვა", - ამის შე­სა­ხებ topnews.com.ge-ს ქუ­თა­ის­ში მცხოვ­რებ­მა გელა ფხა­კა­ძემ გა­ნუ­ცხა­და. ფხა­კა­ძის თქმით, წლე­ბის წინ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ბი­ძამ, რა­მაზ ფხა­კა­ძემ ქუ­თა­ი­სის ბაზ­რის მფლო­ბე­ლი­სა­გან 1000 ლარი ისეს­ხა, თან­ხა ვერ გა­და­უ­ხა­და და ამის გამო წყალ­ტუ­ბოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ მუ­ხი­ა­ნი­დან ოჯა­ხი პო­ლი­ცი­ის ძა­ლით სახ­ლი­დან გა­მო­უშ­ვა.

"წლე­ბის წინ ბი­ძა­ჩემ­მა კახა გი­ორ­გა­ძის­გან ისეს­ხა ფული, რო­მე­ლიც ვერ გა­და­უ­ხა­და. ერთ დღე­საც გი­ორ­გა­ძე პო­ლი­ცი­ას­თან ერ­თად შე­მო­ვარ­და და მოგვ­თხო­ვა სახ­ლი დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა. 1990-იან წლებ­ში პო­ლი­ცი­ის მოს­ყიდ­ვა მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბო­და და ამი­ტომ ჩვენ, გა­ჭირ­ვე­ბულ­მა ოჯახ­მა სი­მარ­თლე ვერ და­ვამ­ტკი­ცეთ. ამის შემ­დეგ სა­სა­მარ­თლო­ში ვუ­ჩივ­ლეთ, სა­ქა­ლა­ქო პრო­ცე­სი მო­ვი­გეთ, მაგ­რამ სა­ა­პე­ლა­ციო წა­ვა­გეთ, რად­გან გი­ორ­გა­ძემ მო­სა­მარ­თლე­ე­ბიც მო­ის­ყი­და. ახლა კი, როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა, მინ­და, კვლავ მივ­მარ­თო პრო­კუ­რა­ტუ­რას და იქ­ნებ სი­მარ­თლე და­ვამ­ტკი­ცო. სახ­ლის წარ­თმე­ვის ნერ­ვი­უ­ლო­ბას მა­მა­ჩე­მი, ბი­ძაშ­ვი­ლი და ბი­ძა­ჩე­მი შე­ე­წი­რა, ამ ადა­მი­ა­ნის კი­სერ­ზეა სამი ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლი", - აცხა­დებს გელა ფხა­კა­ძე.

რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად წყალ­ტუ­ბოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ მუ­ხი­ან­ში და ჩა­მო­არ­თვა თუ არა პო­ლი­ცი­ის და სა­სა­მარ­თლოს მოს­ყიდ­ვით გი­ორ­გა­ძემ ფხა­კა­ძე­ე­ბის ოჯახს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი, ამ ფაქ­ტის "ტოპ­ნი­უს­მა" კახა გი­ორ­გა­ძეს­თან სცა­და, თუმ­ცა ის "ტოპ­ნი­უსს" სამ­სა­ხურ­ში არ დახ­ვდა. რო­გორც ად­გილ­ზე გა­ირ­კვა, ის არც მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონს ატა­რებს, ხოლო კახა გი­ორ­გა­ძის მე­უღ­ლემ სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ ეს სიც­რუ­ეა.

"ეს არის ტყუ­ი­ლი და მეტი არა­ფე­რი. პი­რი­ქით, მაგ ოჯა­ხი და­სა­ჭე­რი იყო, მაგ­რამ ჩემს მე­უღ­ლეს შე­ე­ცო­და და არ და­ი­ჭი­რა, სა­ი­დან იგო­ნე­ბენ მსგავს სი­სუ­ლე­ლე­ებს არ ვიცი", - აცხა­დებს გი­ორ­გა­ძის მე­უღ­ლე.

წყა­რო: topnews.com.ge

topnews.com.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"ქუთაისის ბაზრის მფლობელმა სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა"

"ქუთაისის ბაზრის მფლობელმა სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა"

"ქუთაისის ბაზრის მფლობელმა 1 ჰა მიწის ნაკვეთი და კარ-მიდამო წამართვა", - ამის შესახებ topnews.com.ge-ს ქუთაისში მცხოვრებმა გელა ფხაკაძემ განუცხადა. ფხაკაძის თქმით, წლების წინ დაზარალებულის ბიძამ, რამაზ ფხაკაძემ ქუთაისის ბაზრის მფლობელისაგან 1000 ლარი ისესხა, თანხა ვერ გადაუხადა და ამის გამო წყალტუბოს რაიონის სოფელ მუხიანიდან ოჯახი პოლიციის ძალით სახლიდან გამოუშვა.

"წლების წინ ბიძაჩემმა კახა გიორგაძისგან ისესხა ფული, რომელიც ვერ გადაუხადა. ერთ დღესაც გიორგაძე პოლიციასთან ერთად შემოვარდა და მოგვთხოვა სახლი დაგვეტოვებინა. 1990-იან წლებში პოლიციის მოსყიდვა მარტივად შეიძლებოდა და ამიტომ ჩვენ, გაჭირვებულმა ოჯახმა სიმართლე ვერ დავამტკიცეთ. ამის შემდეგ სასამართლოში ვუჩივლეთ, საქალაქო პროცესი მოვიგეთ, მაგრამ სააპელაციო წავაგეთ, რადგან გიორგაძემ მოსამართლეებიც მოისყიდა. ახლა კი, როცა ხელისუფლება შეიცვალა, მინდა, კვლავ მივმართო პროკურატურას და იქნებ სიმართლე დავამტკიცო. სახლის წართმევის ნერვიულობას მამაჩემი, ბიძაშვილი და ბიძაჩემი შეეწირა, ამ ადამიანის კისერზეა სამი ადამიანის სიკვდილი", - აცხადებს გელა ფხაკაძე.

რა მოხდა რეალურად წყალტუბოს რაიონის სოფელ მუხიანში და ჩამოართვა თუ არა პოლიციის და სასამართლოს მოსყიდვით გიორგაძემ ფხაკაძეების ოჯახს საცხოვრებელი სახლი, ამ ფაქტის "ტოპნიუსმა" კახა გიორგაძესთან სცადა, თუმცა ის "ტოპნიუსს" სამსახურში არ დახვდა. როგორც ადგილზე გაირკვა, ის არც მობილურ ტელეფონს ატარებს, ხოლო კახა გიორგაძის მეუღლემ სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ეს სიცრუეა.

"ეს არის ტყუილი და მეტი არაფერი. პირიქით, მაგ ოჯახი დასაჭერი იყო, მაგრამ ჩემს მეუღლეს შეეცოდა და არ დაიჭირა, საიდან იგონებენ მსგავს სისულელეებს არ ვიცი", - აცხადებს გიორგაძის მეუღლე.

წყარო: topnews.com.ge

topnews.com.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა