პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მელაძის, მისი სექსსიმბოლო საყვარლისა და რუსული ესტრადის ვარსკვლავების გაუხმაურებელი ვიზიტი თბილისში (+ფოტო)
მელაძის, მისი სექსსიმბოლო საყვარლისა და რუსული ესტრადის ვარსკვლავების გაუხმაურებელი ვიზიტი თბილისში (+ფოტო)

მუ­სი­კა­ლუ­რი ბიზ­ნეს კომ­პა­ნია VELVET MUSI -ის 10 წლის იუ­ბი­ლე სა­ქარ­თვე­ლო­ში აღი­ნიშ­ნა. ამ კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლი­ა­ნა მე­ლა­ძეა. წევ­რებს შო­რის კი, ბევრ ცნო­ბილ შემ­სრუ­ლებ­ლებ­თან ერ­თად, ვერა ბრეჟნე­ვა და ძმე­ბი მე­ლა­ძე­ე­ბიც არი­ან.

ერთ-ერთი სტუ­მა­რი, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი ესტრა­დის ვარ­სკვლა­ვე­ბის სა­ი­უ­ბი­ლეო ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წრე­ბო­და, ზაზა შენ­გე­ლია იყო. Ambebi.ge მას კო­მენ­ტა­რის­თვის და­უ­კავ­შირ­და.

ზაზა შენ­გე­ლია, "ბრა­ვო რე­ქორ­დის" პრე­ზი­დენ­ტი:

- "VELVET MUSIC-ს ჰქონ­და კორ­პო­რა­ტი­უ­ლი სა­ღა­მო და აქ, თბი­ლის­ში გა­და­ი­ხა­დეს. ჩვენ დაგვპა­ტი­ჟეს, რო­გორც პარტნი­ო­რე­ბი. სტუმ­რებს შო­რის იყო ვერა ბრეჟნე­ვაც, რაც შე­ე­ხე­ბა ვა­ლე­რი მე­ლა­ძეს, ის უშუ­ა­ლოდ ამ ღო­ნის­ძი­ე­ბას არ დას­წრე­ბია", - ამ­ბობს ზაზა შენ­გე­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა ვერა ბრეჟნე­ვას, ის სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის, "ინ­სტაგ­რა­მის" არხზე თბი­ლის­ში, მშვი­დო­ბის ხიდ­ზე გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­საც აქ­ვეყ­ნებს. ფო­ტოს კი თან შემ­დეგ მი­ნა­წერს ურ­თავს: I'm in love here...

ვერა ბრეჟნე­ვას მსგავ­სად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნის გამო სი­ხა­რუ­ლი არ და­უ­მა­ლავს კი­დევ ერთ რუს სექსსიმ­ბო­ლოს, ანა სე­მე­ნო­ვიჩს, რო­მე­ლიც ასე­ვე აქ­ვეყ­ნებს ფო­ტო­ებს. (იხი­ლეთ: რუსი სექსსიმ­ბო­ლო, რო­მე­ლიც "პო­ტენ­ცი­ას ამაღ­ლებს", თბი­ლის­ში იმ­ყო­ფე­ბო­და (VIDEO+17 PHOTO)

აქვე იმა­საც შე­გახ­სე­ნებთ, რომ "ვია გრას" სექსსიმ­ბო­ლო, რო­მე­ლიც მუ­სი­კა­ლურ სფე­რო­ში ამ­ჟა­მად სოლო კა­რი­ე­რას ეწე­ვა, რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი წარ­მო­შო­ბის მუ­სი­კოს­სა და პრო­დი­უ­სერს, კონ­სტრან­ტი­ნე მე­ლა­ძეს ხვდე­ბა. წყვილს შო­რის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ კი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში მე­ლა­ძის ყო­ფილ­მა ცოლ­მა გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა.

ნა­თია გე­დე­ნი­ძე, სპე­ცი­ა­ლუ­რად Ambebi.ge-სთვის

იხი­ლეთ სტა­ტია: "ეგო­ნა, მის­ნა­ირ კა­ცებს ქა­ლე­ბი თა­ვი­სი ნე­ბით არ ტო­ვებ­დნენ" - მე­ლა­ძის ყო­ფი­ლი ცოლი ქმრის ღა­ლა­ტის დე­ტა­ლებს ჰყვე­ბა

მელაძის, მისი სექსსიმბოლო საყვარლისა და რუსული ესტრადის ვარსკვლავების გაუხმაურებელი ვიზიტი თბილისში (+ფოტო)

მელაძის, მისი სექსსიმბოლო საყვარლისა და რუსული ესტრადის ვარსკვლავების გაუხმაურებელი ვიზიტი თბილისში (+ფოტო)

მუსიკალური ბიზნეს კომპანია VELVET MUSI -ის 10 წლის იუბილე საქართველოში აღინიშნა. ამ კომპანიის ხელმძღვანელი ლიანა მელაძეა. წევრებს შორის კი, ბევრ ცნობილ შემსრულებლებთან ერთად, ვერა ბრეჟნევა და ძმები მელაძეებიც არიან.

ერთ-ერთი სტუმარი, რომელიც რუსული ესტრადის ვარსკვლავების საიუბილეო ღონისძიებას ესწრებოდა, ზაზა შენგელია იყო. Ambebi.ge მას კომენტარისთვის დაუკავშირდა.

ზაზა შენგელია, "ბრავო რექორდის" პრეზიდენტი:

- "VELVET MUSIC-ს ჰქონდა კორპორატიული საღამო და აქ, თბილისში გადაიხადეს. ჩვენ დაგვპატიჟეს, როგორც პარტნიორები. სტუმრებს შორის იყო ვერა ბრეჟნევაც, რაც შეეხება ვალერი მელაძეს, ის უშუალოდ ამ ღონისძიებას არ დასწრებია", - ამბობს ზაზა შენგელია.

რაც შეეხება ვერა ბრეჟნევას, ის სოციალური ქსელის, "ინსტაგრამის" არხზე თბილისში, მშვიდობის ხიდზე გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს. ფოტოს კი თან შემდეგ მინაწერს ურთავს: I'm in love here...

ვერა ბრეჟნევას მსგავსად, საქართველოში ყოფნის გამო სიხარული არ დაუმალავს კიდევ ერთ რუს სექსსიმბოლოს, ანა სემენოვიჩს, რომელიც ასევე აქვეყნებს ფოტოებს. (იხილეთ: რუსი სექსსიმბოლო, რომელიც "პოტენციას ამაღლებს", თბილისში იმყოფებოდა (VIDEO+17 PHOTO)

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ "ვია გრას" სექსსიმბოლო, რომელიც მუსიკალურ სფეროში ამჟამად სოლო კარიერას ეწევა, რუსეთში მოღვაწე ქართველი წარმოშობის მუსიკოსსა და პროდიუსერს, კონსტრანტინე მელაძეს ხვდება. წყვილს შორის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ კი ერთ-ერთ ინტერვიუში მელაძის ყოფილმა ცოლმა გულახდილად ისაუბრა.

ნათია გედენიძე, სპეციალურად Ambebi.ge-სთვის

იხილეთ სტატია: "ეგონა, მისნაირ კაცებს ქალები თავისი ნებით არ ტოვებდნენ" - მელაძის ყოფილი ცოლი ქმრის ღალატის დეტალებს ჰყვება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება