მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისის მერი გინდა, გეი იყოს და გინდა - შმეი"...
"თბილისის მერი გინდა, გეი იყოს და გინდა - შმეი"...

მომ­ღე­რა­ლი ნუგ­ზარ კვა­შა­ლი პო­ლი­ტი­კა­ში საკ­მა­ოდ გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მას თა­ვის ქვე­ყა­ნა­ზე გული შეს­ტკი­ვა და დღე­ვან­დელ პო­ლი­ტი­კას საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო­ინ­დელ პო­ლი­ტი­კას ადა­რებს...

- ზუს­ტად შვი­დი მთავ­რო­ბა გა­მო­ვიც­ვა­ლე. კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს გუ­რუ­ლებს პო­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად ჰქონ­დათ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ მა­შინ­დე­ლი მა­ს­მე­დია პო­ლი­ტი­კით დღე­ვან­დე­ლი­ვით გა­დატ­ვირ­თუ­ლი არ ყო­ფი­ლა. მა­შინ ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში ძლი­ე­რი მთავ­რო­ბა იყო და ხალ­ხმა არც კი იცო­და, ვინ რო­მელ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ნეს, ვინ - მოხ­სნეს და ა.შ. მა­შინ ხალ­ხს ჰქონ­და შიში, რო­მე­ლიც "შე­იქმს სიყ­ვა­რულ­სა". მერე სხვა­დას­ხვა მთავ­რო­ბა მო­ვი­და და დე­მოკ­რა­ტი­ის­კენ და­ვი­ძა­რით. სწო­რედ მა­შინ და­ი­წყეს ქარ­თვე­ლებ­მა თავ­ზე ხე­ლა­ღე­ბა, რად­გან და­მუხ­რუ­ჭე­ბულ ადა­მი­ანს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა, გახ­სნი­ლი­ყო. ახლა პო­ლი­ტი­კა­ში ხე­ლოვ­ნე­ბამ და მეც­ნი­ე­რე­ბა­მაც კი შე­ტო­პა... ხე­ლოვ­ნე­ბა დიდი პო­ლი­ტი­კაა, ხოლო პო­ლი­ტი­კა - ძა­ლი­ან დიდი ხე­ლოვ­ნე­ბა. პო­ლი­ტი­კო­სებს ისე­თი სცე­ნა­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, სპექ­ტაკ­ლე­ბის დად­გმა და რე­ჟი­სუ­რა შე­უძ­ლი­ათ, რომ სტა­ნის­ლავ­სკი­სა და ფე­ლი­ნის აჯო­ბე­ბენ. ჩემი აზ­რით, პო­ლი­ტი­კა მძი­მე, ბინ­ძუ­რი თა­მა­შია. ასე მგო­ნია, თუ თბი­ლი­სი და­ლაგ­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოც და­ლაგ­დე­ბა. უნდა და­ლაგ­დეს თუნ­დაც მე­რი­ი­სა და საკ­რე­ბუ­ლოს ჩხუ­ბი და და­ვი­და­რა­ბა, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­სა და მისი მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ე­ბის მოხ­სნა... მოკ­ლედ, აბ­სო­ლუ­ტუ­რი ქა­ო­სია, რო­მე­ლიც სხვი­სი თვა­ლით შე­საძ­ლოა, ისე არ ჩანს, მაგ­რამ ჩემი თვა­ლით - ჩანს. დღეს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო თბი­ლის­შია, რად­გან სხვა­გან ფული არ იშო­ვე­ბა. მრცხვე­ნია, რომ კულ­ტუ­რა არ ფი­ნანსდე­ბა. გარ­და ამი­სა, არ ვიცი, რა ეშ­ვე­ლე­ბა ჯან­დაც­ვას. მომ­ღერ­ლე­ბი და სხვა ხე­ლო­ვა­ნი, ლე­გენ­და­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ცო­ტა­ნი შე­მოგ­ვრჩნენ, ავად რომ ხდე­ბი­ან, ამა­ზე არა­ვინ წუხს. წე­ლი­წად­ში ერთხელ მა­ინც და­უ­ძა­ხონ, გა­ე­სა­უბ­რონ და მათი გა­ჭირ­ვე­ბაც გა­მო­ი­კი­თხონ. ეს ძა­ლი­ან ცუდი პო­ლი­ტი­კაა. ჯერ არ ვიცი, ახა­ლი მთავ­რო­ბა რო­გო­რია. მგო­ნია, რომ ქარ­თვე­ლე­ბი ვჩ­ქა­რობთ, ყვე­ლა­ფე­რი სწრა­ფად გვინ­და და­ლაგ­დეს. არ­ჩევ­ნე­ბი­დან ჯერ ხომ ორი წელი არც გა­სუ­ლა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ორი-სამი წელი მა­ინც უნდა მთავ­რო­ბას, სა­ნამ და­ლაგ­დე­ბა და აზ­რზე მოვა. გა­ვიხ­სე­ნოთ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი, სა­დაც რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა იყო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. ყვე­ლა ერ­თნა­ი­რად ფი­ნანსდე­ბო­და ჩვე­ნი "დე­და­ქა­ლა­ქის­გან" - მოს­კო­ვის­გან, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­თვის პირ­ველ ად­გილ­ზე იდგა. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ ჩვენ ვართ უნი­ჭი­ე­რე­სი ერი. დღეს ამ ნიჭს ვე­ღარ ვხე­დავ, რად­გან ქარ­თვე­ლე­ბი მას სხვა რა­მე­ში იყე­ნე­ბენ. სა­ნამ ქარ­თვე­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს არ შე­იყ­ვა­რე­ბენ, მა­ნამ­დე არა­ფე­რი გა­მო­ვა. ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რი­რე­ბა რომ გვინ­და, ვართ ამის­თვის მზად? ჩა­დით ერთი და ნა­ხეთ, სოფ­ლებ­ში რა ხდე­ბა. ევ­რო­პა კი არა, სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლა­ქის სა­ხე­ლი აქვთ და­ვი­წყე­ბუ­ლი, რად­გან სარ­ჩო არ გა­აჩ­ნი­ათ. ამი­ტომ კე­თი­ლი ინე­ბონ პო­ლი­ტი­კო­სებ­მა და მთავ­რო­ბა­მაც და ხალ­ხს მი­ხე­დონ. ჩემი პო­ლი­ტი­კა კონ­ცერ­ტე­ბია. წე­ლი­წად­ში 300 კონ­ცერ­ტი უნდა ჩა­ვა­ტა­რო. უნდა ჩა­ვა­კი­თხო გლე­ხებს მინ­დვ­რებ­ში, ყა­ნებ­ში, ვე­ნახ­ში და იქ ვუმ­ღე­როთ მეც და სხვა მომ­ღერ­ლებ­მაც. ამას ჰქვია დიდი პო­ლი­ტი­კა, რად­გან ის გლე­ხი თბი­ლის­ში შენს კონ­ცერ­ტზე და­სას­წრე­ბად ვერ ჩა­მო­ვა. ჩვენ რომ ადრე იქ ჩავ­დი­ო­დით და ვუმ­ღე­რო­დით, შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა 38 პრო­ცენ­ტით იმა­ტებ­და. დღეს ამის­თვის არა­ვის სცა­ლია. და­ვე­ლო­დე­ბი კი­დევ ორ წელს, მაგ­რამ მერე პენ­სი­ა­ზე გა­ვალ და ჩემი პო­ლი­ტი­კაც იქ დამ­თავ­რდე­ბა.

- რო­გორც მივ­ხვდი, თბი­ლის­ზე გული ძა­ლი­ან შეგ­ტკი­ვათ. წინ მე­რის არ­ჩევ­ნე­ბი გვე­ლო­დე­ბა. ამ სა­კი­თხზე რა აზ­რის ბრძან­დე­ბით?

- ძა­ლი­ან ბევ­რმა მერ­მა გა­ი­ა­რა ჩემს თვალ­სა­წი­ერ­ში. ჩემს ახალ­გაზ­რდო­ბა­ში მერი პი­როვ­ნე­ბა იყო ანუ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ქა­ლა­ქი იც­ნობს და დიდ პა­ტივს სცემს. არ იყო სა­ვალ­დე­ბუ­ლო, რომ ის ეკო­ნო­მის­ტი, ფი­ნან­სის­ტი ან "ვი­ღა­ცის­ტი" ყო­ფი­ლი­ყო. მერი ქა­ლა­ქის სახე უნდა ყო­ფი­ლი­ყო. მა­გა­ლი­თად, ასე­თე­ბი იყ­ვნენ ოთარ ლი­თა­ნიშ­ვი­ლი და ნიკო ლე­კიშ­ვი­ლი. ისი­ნი ნამ­დვი­ლი თბი­ლი­სე­ლე­ბი გახ­ლდნენ.

- ანუ ემ­ხრო­ბით იმ მო­საზ­რე­ბას, რომ ქა­ლა­ქის მერი აუ­ცი­ლებ­ლად თბი­ლი­სე­ლი უნდა იყოს?

- არა, დღეს უკვე ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღარ არის. ქა­ლა­ქის მერი უნდა იყოს კაცი, რო­მე­ლიც თბი­ლისს მი­ხე­დავს. ძა­ლი­ან ცუ­დია, როცა აფა­სე­ბენ, ეს "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" კად­რია, ეს - "ოც­ნე­ბი­სო". ჩემ­თვის არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, მთა­ვა­რია, საქ­მე კარ­გად გა­ა­კე­თოს და ვინც უნდა, ის იყოს. თუ უნდა, გეი იყოს და თუნ­დაც - შმეი. ახლა მე­რო­ბის ერთ-ერთი კან­დი­და­ტი და­ვით ნარ­მა­ნი­აა და ვიცი, რომ უნი­ჭი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნია. ამ­ბო­ბენ, მეგ­რუ­ლი აქ­ცენ­ტი აქ­ვსო. მერე რა?

- თბი­ლის­ში ახა­ლი პრო­ექ­ტი - "პა­ნო­რა­მა თბი­ლი­სი" უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს, კვერ­ცხის ფორ­მის სა­ბა­გი­რო გზე­ბი და დახ­რი­ლი ლიფ­ტე­ბი უნდა აშენ­დეს. ამ პრო­ექ­ტზე რა მო­საზ­რე­ბის ბრძან­დე­ბით?

- ძველ თბი­ლისს ის ახა­ლი ხიდი არ მო­უხ­და. კარ­გია, თა­ნა­მედ­რო­ვე და მშვე­ნი­ერ ნა­გე­ბო­ბებს თუ აა­შე­ნე­ბენ, მაგ­რამ ამას წი­ნათ ვნა­ხე, ძველ თბი­ლის­ში რა პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რო­ბენ ქარ­თვე­ლე­ბი. მათი სახ­ლე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ნა­ხევ­როდ დან­გრე­უ­ლია. კე­თი­ლი ინე­ბონ და ჯერ ის სახ­ლე­ბი შე­ა­კე­თონ. ამო­უდ­გნენ მხარ­ში ძი­რძველ ქა­ლა­ქე­ლებს და მი­ხე­დონ. მერე კვერ­ცხის კი არა, თუ უნდა, კა­მათ­ლის და თუნ­დაც დო­მი­ნოს ფორ­მის სა­ბა­გი­რო­ე­ბი და ტრამ­ვა­ე­ბი გა­ა­კე­თონ. რა­საც გა­ა­კე­თე­ბენ, ყვე­ლა­ფე­რი თბი­ლისს დარ­ჩე­ბა.

- და­ბო­ლოს: ახლა პო­ლი­ტი­კუ­რად ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­კი­თხვა­ზე და­ბა­რე­ბაა. ამ სა­კი­თხზე რა კო­მენ­ტარს გა­ა­კე­თებთ?

- ამე­რი­კა­ში ახ­ლობ­ლო­ბა და მე­გობ­რო­ბა ისე არ იცი­ან, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში. მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლიც ერთ-ერთ ამე­რი­კე­ლად მი­მაჩ­ნია, რად­გან იქა­ურ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლობ­და. მე­უღ­ლეც იქა­უ­რი შე­ირ­თო, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოც შე­იყ­ვა­რა და ქარ­თუ­ლიც ის­წავ­ლა. სან­დრა ქარ­თუ­ლად გვე­ლა­პა­რა­კე­ბა, სა­ა­კაშ­ვი­ლი - ინ­გლი­სუ­რად. მეს­მის, რომ ინ­გლი­სუ­რი კარ­გად იცი, მაგ­რამ ეს მთა­ვა­რი ხომ არ არის? ახლა უკვე პრე­ზი­დენ­ტი კი არა, ექ­სპრე­ზი­დენ­ტი ხარ და ვალ­დე­ბუ­ლი ხარ, ჩა­მოხ­ვი­დე და გა­მო­ძი­ე­ბას შე­კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბი გას­ცე. დის­ტან­ცი­უ­რად ვუ­პა­სუ­ხე­ბო, ამ­ბობს. დის­ტან­ცი­უ­რი მხო­ლოდ პულ­ტი ვიცი. ჩემი აზ­რით, ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ ჩა­მო­დის, რად­გან ეში­ნია - შე­საძ­ლოა, ამე­რი­კა­ში ვე­ღარც დაბ­რუნ­დეს...

ნა­თია ჟი­ვი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"თბილისის მერი გინდა, გეი იყოს და გინდა - შმეი"...

"თბილისის მერი გინდა, გეი იყოს და გინდა - შმეი"...

მომღერალი ნუგზარ კვაშალი პოლიტიკაში საკმაოდ გათვითცნობიერებული აღმოჩნდა. რასაკვირველია, მას თავის ქვეყანაზე გული შესტკივა და დღევანდელ პოლიტიკას საბჭოთა კავშირის დროინდელ პოლიტიკას ადარებს...

- ზუსტად შვიდი მთავრობა გამოვიცვალე. კომუნისტების დროს გურულებს პოლიტიკური აზროვნება ყველაზე მეტად ჰქონდათ განვითარებული, მაგრამ მაშინდელი მასმედია პოლიტიკით დღევანდელივით გადატვირთული არ ყოფილა. მაშინ ქვეყნის სათავეში ძლიერი მთავრობა იყო და ხალხმა არც კი იცოდა, ვინ რომელ თანამდებობაზე დანიშნეს, ვინ - მოხსნეს და ა.შ. მაშინ ხალხს ჰქონდა შიში, რომელიც "შეიქმს სიყვარულსა". მერე სხვადასხვა მთავრობა მოვიდა და დემოკრატიისკენ დავიძარით. სწორედ მაშინ დაიწყეს ქართველებმა თავზე ხელაღება, რადგან დამუხრუჭებულ ადამიანს საშუალება მიეცა, გახსნილიყო. ახლა პოლიტიკაში ხელოვნებამ და მეცნიერებამაც კი შეტოპა... ხელოვნება დიდი პოლიტიკაა, ხოლო პოლიტიკა - ძალიან დიდი ხელოვნება. პოლიტიკოსებს ისეთი სცენარის განხორციელება, სპექტაკლების დადგმა და რეჟისურა შეუძლიათ, რომ სტანისლავსკისა და ფელინის აჯობებენ. ჩემი აზრით, პოლიტიკა მძიმე, ბინძური თამაშია. ასე მგონია, თუ თბილისი დალაგდება, საქართველოც დალაგდება. უნდა დალაგდეს თუნდაც მერიისა და საკრებულოს ჩხუბი და დავიდარაბა, კულტურის სამინისტროსა და მისი მინისტრის მოადგილეების მოხსნა... მოკლედ, აბსოლუტური ქაოსია, რომელიც სხვისი თვალით შესაძლოა, ისე არ ჩანს, მაგრამ ჩემი თვალით - ჩანს. დღეს მთელი საქართველო თბილისშია, რადგან სხვაგან ფული არ იშოვება. მრცხვენია, რომ კულტურა არ ფინანსდება. გარდა ამისა, არ ვიცი, რა ეშველება ჯანდაცვას. მომღერლები და სხვა ხელოვანი, ლეგენდარული ადამიანები, რომლებიც სამწუხაროდ, ძალიან ცოტანი შემოგვრჩნენ, ავად რომ ხდებიან, ამაზე არავინ წუხს. წელიწადში ერთხელ მაინც დაუძახონ, გაესაუბრონ და მათი გაჭირვებაც გამოიკითხონ. ეს ძალიან ცუდი პოლიტიკაა. ჯერ არ ვიცი, ახალი მთავრობა როგორია. მგონია, რომ ქართველები ვჩქარობთ, ყველაფერი სწრაფად გვინდა დალაგდეს. არჩევნებიდან ჯერ ხომ ორი წელი არც გასულა. საქართველოში ორი-სამი წელი მაინც უნდა მთავრობას, სანამ დალაგდება და აზრზე მოვა. გავიხსენოთ საბჭოთა კავშირი, სადაც რამდენიმე ქვეყანა იყო გაერთიანებული. ყველა ერთნაირად ფინანსდებოდა ჩვენი "დედაქალაქისგან" - მოსკოვისგან, მაგრამ რატომღაც საქართველო ყოველთვის პირველ ადგილზე იდგა. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ვართ უნიჭიერესი ერი. დღეს ამ ნიჭს ვეღარ ვხედავ, რადგან ქართველები მას სხვა რამეში იყენებენ. სანამ ქართველები ერთმანეთს არ შეიყვარებენ, მანამდე არაფერი გამოვა. ევროპასთან ინტეგრირება რომ გვინდა, ვართ ამისთვის მზად? ჩადით ერთი და ნახეთ, სოფლებში რა ხდება. ევროპა კი არა, საქართველოს დედაქალაქის სახელი აქვთ დავიწყებული, რადგან სარჩო არ გააჩნიათ. ამიტომ კეთილი ინებონ პოლიტიკოსებმა და მთავრობამაც და ხალხს მიხედონ. ჩემი პოლიტიკა კონცერტებია. წელიწადში 300 კონცერტი უნდა ჩავატარო. უნდა ჩავაკითხო გლეხებს მინდვრებში, ყანებში, ვენახში და იქ ვუმღეროთ მეც და სხვა მომღერლებმაც. ამას ჰქვია დიდი პოლიტიკა, რადგან ის გლეხი თბილისში შენს კონცერტზე დასასწრებად ვერ ჩამოვა. ჩვენ რომ ადრე იქ ჩავდიოდით და ვუმღეროდით, შრომისუნარიანობა 38 პროცენტით იმატებდა. დღეს ამისთვის არავის სცალია. დაველოდები კიდევ ორ წელს, მაგრამ მერე პენსიაზე გავალ და ჩემი პოლიტიკაც იქ დამთავრდება.

- როგორც მივხვდი, თბილისზე გული ძალიან შეგტკივათ. წინ მერის არჩევნები გველოდება. ამ საკითხზე რა აზრის ბრძანდებით?

- ძალიან ბევრმა მერმა გაიარა ჩემს თვალსაწიერში. ჩემს ახალგაზრდობაში მერი პიროვნება იყო ანუ ადამიანი, რომელსაც ქალაქი იცნობს და დიდ პატივს სცემს. არ იყო სავალდებულო, რომ ის ეკონომისტი, ფინანსისტი ან "ვიღაცისტი" ყოფილიყო. მერი ქალაქის სახე უნდა ყოფილიყო. მაგალითად, ასეთები იყვნენ ოთარ ლითანიშვილი და ნიკო ლეკიშვილი. ისინი ნამდვილი თბილისელები გახლდნენ.

- ანუ ემხრობით იმ მოსაზრებას, რომ ქალაქის მერი აუცილებლად თბილისელი უნდა იყოს?

- არა, დღეს უკვე ეს მნიშვნელოვანი აღარ არის. ქალაქის მერი უნდა იყოს კაცი, რომელიც თბილისს მიხედავს. ძალიან ცუდია, როცა აფასებენ, ეს "ნაციონალების" კადრია, ეს - "ოცნებისო". ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, საქმე კარგად გააკეთოს და ვინც უნდა, ის იყოს. თუ უნდა, გეი იყოს და თუნდაც - შმეი. ახლა მერობის ერთ-ერთი კანდიდატი დავით ნარმანიაა და ვიცი, რომ უნიჭიერესი ადამიანია. ამბობენ, მეგრული აქცენტი აქვსო. მერე რა?

- თბილისში ახალი პროექტი - "პანორამა თბილისი" უნდა განხორციელდეს, კვერცხის ფორმის საბაგირო გზები და დახრილი ლიფტები უნდა აშენდეს. ამ პროექტზე რა მოსაზრების ბრძანდებით?

- ძველ თბილისს ის ახალი ხიდი არ მოუხდა. კარგია, თანამედროვე და მშვენიერ ნაგებობებს თუ ააშენებენ, მაგრამ ამას წინათ ვნახე, ძველ თბილისში რა პირობებში ცხოვრობენ ქართველები. მათი სახლები, ფაქტობრივად, სანახევროდ დანგრეულია. კეთილი ინებონ და ჯერ ის სახლები შეაკეთონ. ამოუდგნენ მხარში ძირძველ ქალაქელებს და მიხედონ. მერე კვერცხის კი არა, თუ უნდა, კამათლის და თუნდაც დომინოს ფორმის საბაგიროები და ტრამვაები გააკეთონ. რასაც გააკეთებენ, ყველაფერი თბილისს დარჩება.

- დაბოლოს: ახლა პოლიტიკურად ყველაზე აქტუალური - მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში დაკითხვაზე დაბარებაა. ამ საკითხზე რა კომენტარს გააკეთებთ?

- ამერიკაში ახლობლობა და მეგობრობა ისე არ იციან, როგორც საქართველოში. მიშა სააკაშვილიც ერთ-ერთ ამერიკელად მიმაჩნია, რადგან იქაურ უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდა. მეუღლეც იქაური შეირთო, რომელმაც საქართველოც შეიყვარა და ქართულიც ისწავლა. სანდრა ქართულად გველაპარაკება, სააკაშვილი - ინგლისურად. მესმის, რომ ინგლისური კარგად იცი, მაგრამ ეს მთავარი ხომ არ არის? ახლა უკვე პრეზიდენტი კი არა, ექსპრეზიდენტი ხარ და ვალდებული ხარ, ჩამოხვიდე და გამოძიებას შეკითხვებზე პასუხები გასცე. დისტანციურად ვუპასუხებო, ამბობს. დისტანციური მხოლოდ პულტი ვიცი. ჩემი აზრით, ის საქართველოში ვერ ჩამოდის, რადგან ეშინია - შესაძლოა, ამერიკაში ვეღარც დაბრუნდეს...

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია