პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გრძელდება თუ არა საქართველოში ფარული მოსმენები - ინტერვიუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან
გრძელდება თუ არა საქართველოში ფარული მოსმენები - ინტერვიუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან

სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის, კოტე კუბ­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ფა­რულ მოს­მე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ სა­სა­მარ­თლო­სად­მი შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თვის შემ­თხვე­ვე­ბი თბი­ლის­ში 3-ჯერ, რე­გი­ო­ნებ­ში კი 9-ჯერ არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი.

ამის შე­სა­ხებ კოტე კუბ­ლაშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

"2012 წელ­თან შე­და­რე­ბით, თბი­ლის­ში მოს­მე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შუ­ამ­დგომ­ლო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მკვეთ­რად, 3-ჯერ შემ­ცი­რე­ბუ­ლია. რე­გი­ო­ნებ­ში კი­დევ უფრო შემ­ცი­რე­ბუ­ლია - ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში 9-ჯე­რაც", - აღ­ნიშ­ნავს კუბ­ლაშ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა შე­კი­თხვას, ნიშ­ნავს თუ არა ეს, რომ ქვე­ყა­ნა­ში ფა­რუ­ლი მოს­მე­ნე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად აღარ ხორ­ცი­ელ­დე­ბა, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რეს მას­ზე და­დე­ბი­თი პა­სუ­ხის გა­ცე­მა უჭირს.

"არა, ამას პირ­და­პირ ვერ ვი­ტყვით, ისე რო­გორც ვერ ვი­ტყვით იმას, რომ, რად­გან გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი ერთ პრო­ცენ­ტამ­დეა, სა­სა­მარ­თლო არ არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას­თან გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას პირ­და­პი­რი კვე­თა არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ აქვს. მა­გა­ლი­თად შვე­დეთ­ში, ის­რა­ელ­ში, ია­პო­ნი­ა­ში და სხვა­გა­ნაც გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი 1 % - 2 %-მდეა, თუმ­ცა ამ ქვეყ­ნებ­ში სა­სა­მარ­თლო ძა­ლი­ან და­მო­უ­კი­დე­ბელ სის­ტე­მად ით­ვლე­ბა. რო­გორც გა­მა­მარ­თლე­ბელ გა­ნა­ჩენ­თა რა­ო­დე­ნო­ბა არ არის პირ­და­პირ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას­თან, ასე­ვე არ შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ რად­გან ნაკ­ლე­ბი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა შე­მო­დის ფა­რულ მოს­მე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მოს­მე­ნე­ბი არ ხდე­ბა. ესაა მხო­ლოდ ის რა­ო­დე­ნო­ბა, რაც ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­მო­დის სა­სა­მარ­თლო­ში. სა­ერ­თოდ, დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვეყ­ნებ­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი პრე­ზუმფცი­აა, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი მოს­მე­ნე­ბის გარ­და, რაც სა­სა­მარ­თლო­დან შე­სა­ბა­მი­სი ნე­ბარ­თვის აღე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ხდე­ბა, სხვაგ­ვა­რი მოს­მე­ნე­ბი არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა", - გან­მარ­ტავს სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე.

ამას­თან, მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2013 წელს მკვეთ­რად შემ­ცი­რე­ბუ­ლი იყო პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა­თა რა­ო­დე­ნო­ბაც, თუმ­ცა 2014 წელს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აღ­ნი­შუ­ლი კუ­თხით მიდ­გო­მა გა­ამ­კაც­რა.

"2013 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჰქონ­და საკ­მა­ოდ ლი­ბე­რა­ლუ­რი მიდ­გო­მა. საქ­მე­ე­ბის იმ კა­ტე­გო­რი­ა­ზე, რა­ზეც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­სა­მარ­თლო­ში პა­ტიმ­რო­ბის მო­თხოვ­ნით შე­მო­დი­ო­და, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გი­რა­ოს მო­ი­თხოვ­და. ამი­ტომ, ძა­ლი­ან დაბ­ლა ჩა­მო­ვი­და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვი, ვი­საც წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. ამას და­ე­მა­ტა ის, რომ იმ საქ­მე­ე­ბის 7-8 პრო­ცენტზეც, სა­დაც პრო­კუ­რა­ტუ­რა პა­ტიმ­რო­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით შე­მო­დი­ო­და, თა­ვად მო­სამ­რათ­ლე­ე­ბი უფარ­დებ­დნენ გი­რა­ოს. თუ 2012 წელს იმ პირ­თა რი­ცხვი, რომ­ლებ­საც პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ აღ­მკვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბად, 42 პრო­ცენტს შე­ად­გენ­და, 2013 წელს ეს რი­ცხვი - 27 პრო­ცენ­ტამ­დე შემ­ცირ­და, მაგ­რამ უკვე 2014 წლი­დან ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შე­და­რე­ბით გა­ამ­კაც­რა მიდ­გო­მა და უფრო მეტ პა­ტიმ­რო­ბას ითხოვს, და ბოლო ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა 35 პრო­ცენ­ტის შემ­თხვე­ვა­ში იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი", - აცხა­დებს კოტე კუბ­ლაშ­ვი­ლი "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

გრძელდება თუ არა საქართველოში ფარული მოსმენები - ინტერვიუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან

გრძელდება თუ არა საქართველოში ფარული მოსმენები - ინტერვიუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის განცხადებით, ფარულ მოსმენასთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ სასამართლოსადმი შუამდგომლობით მიმართვის შემთხვევები თბილისში 3-ჯერ, რეგიონებში კი 9-ჯერ არის შემცირებული.

ამის შესახებ კოტე კუბლაშვილმა "ინტერპრესნიუსისთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

"2012 წელთან შედარებით, თბილისში მოსმენებთან დაკავშირებით შუამდგომლობის რაოდენობა მკვეთრად, 3-ჯერ შემცირებულია. რეგიონებში კიდევ უფრო შემცირებულია - ზოგიერთ შემთხვევაში 9-ჯერაც", - აღნიშნავს კუბლაშვილი.

რაც შეეხება შეკითხვას, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ქვეყანაში ფარული მოსმენები, ფაქტობრივად აღარ ხორციელდება, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მასზე დადებითი პასუხის გაცემა უჭირს.

"არა, ამას პირდაპირ ვერ ვიტყვით, ისე როგორც ვერ ვიტყვით იმას, რომ, რადგან გამამართლებელი განაჩენი ერთ პროცენტამდეა, სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. დამოუკიდებლობასთან გამამართლებელი განაჩენების რაოდენობას პირდაპირი კვეთა არავითარ შემთხვევაში არ აქვს. მაგალითად შვედეთში, ისრაელში, იაპონიაში და სხვაგანაც გამამართლებელი განაჩენი 1 % - 2 %-მდეა, თუმცა ამ ქვეყნებში სასამართლო ძალიან დამოუკიდებელ სისტემად ითვლება. როგორც გამამართლებელ განაჩენთა რაოდენობა არ არის პირდაპირ დაკავშირებული სასამართლოს დამოუკიდებლობასთან, ასევე არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რადგან ნაკლები შუამდგომლობა შემოდის ფარულ მოსმენასთან დაკავშირებით, მოსმენები არ ხდება. ესაა მხოლოდ ის რაოდენობა, რაც ოფიციალურად შემოდის სასამართლოში. საერთოდ, დემოკრატიულ ქვეყნებში ჩამოყალიბებული პრეზუმფციაა, რომ ოფიციალური მოსმენების გარდა, რაც სასამართლოდან შესაბამისი ნებართვის აღების საფუძველზე ხდება, სხვაგვარი მოსმენები არ ხორციელდება", - განმარტავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, 2013 წელს მკვეთრად შემცირებული იყო პროკურატურის მხრიდან წინასწარი პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობათა რაოდენობაც, თუმცა 2014 წელს ხელისუფლებამ აღნიშული კუთხით მიდგომა გაამკაცრა.

"2013 წლის განმავლობაში ახალ ხელისუფლებას ჰქონდა საკმაოდ ლიბერალური მიდგომა. საქმეების იმ კატეგორიაზე, რაზეც წინა ხელისუფლება სასამართლოში პატიმრობის მოთხოვნით შემოდიოდა, ახალი ხელისუფლება გირაოს მოითხოვდა. ამიტომ, ძალიან დაბლა ჩამოვიდა იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ამას დაემატა ის, რომ იმ საქმეების 7-8 პროცენტზეც, სადაც პროკურატურა პატიმრობის შუამდგომლობით შემოდიოდა, თავად მოსამრათლეები უფარდებდნენ გირაოს. თუ 2012 წელს იმ პირთა რიცხვი, რომლებსაც პატიმრობა შეეფარდათ აღმკვეთ ღონისძიებად, 42 პროცენტს შეადგენდა, 2013 წელს ეს რიცხვი - 27 პროცენტამდე შემცირდა, მაგრამ უკვე 2014 წლიდან ხელისუფლებამ შედარებით გაამკაცრა მიდგომა და უფრო მეტ პატიმრობას ითხოვს, და ბოლო ორი თვის განმავლობაში წინასწარი პატიმრობა 35 პროცენტის შემთხვევაში იყო გამოყენებული", - აცხადებს კოტე კუბლაშვილი "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ