აშშ-ის შტატ ორეგონში მცხოვრები 25 წლის დედა ბრალდებულია პატარა ვაჟის სასიკვდილოდ ცემაში.
4 წლის ზაქარი დუტრო-ბოგესი 2012 წელს გარდაიცვალა, მაგრამ სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება დღეს მიიღო. სასამართლომ ჯესიკა დუტრო დანაშაულის ყველა პუნქტში დამნაშავედ სცნო, მათ შორის მკვლელობაში. დუტროს საყვარელი, 25 წლის ბრაიან კენედი დამნაშავედ სცნეს იმაში, რომ მონაწილეობას იღებდა ზაქარის ცემაში, მაგრამ მკვლელობაში დამნაშავედ არ უცვნიათ. ბავშვი მუცლის ღრუში ძლიერი დაზიანების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მიზეზი, რისთვისაც დედამ საკუთარი შვილი სასიკვდილოდ გაიმეტა ისაა, რომ ქალი შიშობდა, რომ მისი ვაჟი "მოძრაობდა და საუბრობდა, როგორც გეი".
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.