პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბოლო ათწლეულის ქართული ფილმები, რომლებიც კრიტიკას ვერ უძლებს
 ბოლო ათწლეულის ქართული ფილმები, რომლებიც კრიტიკას ვერ უძლებს

და­ახ­ლო­ე­ბით ათი წლის წინ ქარ­თუ­ლი კი­ნო­ინ­დუსტრია ერ­თგვარ კრი­ზისს გა­ნიც­დი­და, რა­საც თა­ვი­სი ობი­ექ­ტუ­რი და სუ­ბი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბი ჰქონ­და - ქვე­ყა­ნა­ში არ იყო იმის ფუ­ფუ­ნე­ბა, რომ ქარ­თულ კი­ნო­ცენ­ტრს სა­ინ­ტე­რე­სო იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის ხელი შე­ე­წყო. შე­საძ­ლოა, თა­ვად კი­ნო­რე­ჟი­სო­რებს ჰქონ­დათ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კრი­ზი­სი, რა და­ლევს მი­ზე­ზებს...

თუმ­ცა, ფაქ­ტია, რომ ბოლო დროს კი­ნოკ­რი­ტი­კო­სე­ბის­გან მო­ის­მენთ მო­საზ­რე­ბებს, რომ ქარ­თუ­ლი კინო გა­მო­ცო­ცხლდა და იმე­დის ნა­პერ­წკა­ლიც გაჩ­ნდა. მო­ი­მა­ტა კი­ნოპ­რო­დუქ­ცი­ის ჩა­მო­ნათ­ვალ­მაც. ბოლო ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში შექ­მნილ კინო-პრო­დუქ­ცი­ას ზე­რე­ლედ თუ გა­და­ვავ­ლებთ თვალს, შე­იძ­ლე­ბა ვი­ფიქ­როთ, რომ ჟან­რე­ბის ერ­თფე­როვ­ნე­ბას სუ­ლაც არ უნდა ვუ­ჩი­ო­დეთ, მაგ­რამ კი­ნოკ­რი­ტი­კო­სე­ბის შე­ფა­სე­ბე­ბი ოდ­ნავ მკაც­რია. თუმ­ცა, ჯან­სა­ღი კრი­ტი­კა რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ვფიქ­რობ, და­მე­თან­ხმე­ბით.

რა გზას ად­გას ქარ­თუ­ლი კინო, რო­მე­ლი ფილ­მე­ბი ვერ უძ­ლე­ბენ კი­ნოკ­რი­ტი­კას, ამარ­თლებს თუ არა სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­მერ­ცი­ა­ზე გათ­ვლი­ლი ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბა? ამ და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებ­ზე Ambebi.ge კი­ნომ­ცოდ­ნე თეო ხა­ტი­აშ­ვილს ესა­უბ­რა.

- ფაქ­ტია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო დროს კი­ნო­წარ­მო­ე­ბა ასე თუ ისე აღორ­ძინ­და და, შე­იძ­ლე­ბა, იმა­ზე მეტი ფილ­მიც კი გა­და­ი­ღეს, ვიდ­რე ჩვენ გვგო­ნია. თუმ­ცა ისი­ნი ზოგ შემ­თხვე­ვა­ში არა­ნა­ირ სუ­რათს არ ქმნი­ან, არ გვა­მახ­სოვ­რდე­ბა და არც კი გვსმე­ნია რა­ი­მე მათ შე­სა­ხებ. ასე­თი ღრმა კრი­ზი­სის ეტა­პი კი­ნო­ინ­დუსტრი­ა­ში არ დამ­დგა­რა 10 წლის წინ. ეს გა­ცი­ლე­ბით უფრო ადრე მოხ­და, რა­საც ობი­ექ­ტუ­რი და სუ­ბი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბი ჰქონ­და.

ხში­რად ვა­წყდე­ბით ცნო­ბი­ე­რე­ბის კრი­ზი­სის პრობ­ლე­მას. ძვე­ლი თა­ო­ბის აღი­ა­რე­ბუ­ლი რე­ჟი­სო­რე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ვხე­დავთ, რომ ისი­ნი ან ვერ გა­მო­დი­ან საბ­ჭო­უ­რი კონ­ტექ­სტი­დან, ან გა­მო­დი­ან და აქვთ მცდე­ლო­ბა, ფილმში თა­ნა­მედ­რო­ვე რე­ა­ლო­ბის აღ­ბეჭ­ვდი­სა, მაგ­რამ ეს ჩემ­თვის ხშირ შემ­თხვე­ვა­ში არის ხოლ­მე უფრო კომ­ფორ­მის­ტუ­ლი, ვიდ­რე კრი­ტი­კუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ჩვე­ნე­ბის მცდე­ლო­ბა.

ბოლო დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თგვარ მო­დურ ტენ­დენ­ცი­ად იქცა მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა. ამ სი­ტყვის (მო­დუ­რი) თქმის არ შე­მე­შინ­დე­ბა. რე­ლი­გი­უ­რო­ბის ასე­თი აფი­ში­რე­ბა უფრო ლო­ზუნ­გუ­რი და რი­ტო­რი­კუ­ლი ჩანს, ვიდ­რე სუ­ლი­ერ ას­პექ­ტებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

- კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ რე­ჟი­სორს, ან ფილ­მს გუ­ლის­ხმობთ?

- ამის მა­გა­ლი­თად მახ­სენ­დე­ბა რეზო ჩხე­ი­ძის ფილ­მი "მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე დან­თე­ბუ­ლი სან­თე­ლი". ფილ­მი, რო­მე­ლიც არის თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ზე. თუმ­ცა მას­ში რე­ა­ლო­ბი­სად­მი კომ­ფორ­მის­ტუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უფრო იგ­რძნო­ბა, ვიდ­რე კრი­ტი­კუ­ლი. ეს ტენ­დენ­ცია დღე­ვან­დელ რე­ლო­ბა­შიც იგ­რძნო­ბა. ისე ხდე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი გარ­კვე­ულ რე­ლი­გი­ურ რი­ტუ­ა­ლებ­ში ჩაბ­მას გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად, ერ­თმა­ნე­თი­სად­მი მი­ბაძ­ვით იწყე­ბენ. ძნე­ლია ხე­ლო­ვან­მა და­ფა­რო შენი ში­ნა­გა­ნი გან­წყო­ბა.

ზო­გა­დად კი­ნოპ­რო­დუქ­ცი­ის უმე­ტე­სო­ბას ზე­და­პი­რუ­ლო­ბა ახა­სი­ა­თებს. ჩემი აზ­რით, ეს პრობ­ლე­მა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. თით­ქოს ვერ მოხ­და იმის გა­აზ­რე­ბა, რა შე­იც­ვა­ლა ჩვენ­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შემ­დეგ. ხე­ლო­ვა­ნე­ბი ოდ­ნავ დაბ­ნე­უ­ლე­ბი არი­ან, თით­ქოს მათ­თვის ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი ორი­ენ­ტი­რე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ გა­მო­იკ­ვე­თა. საბ­ჭო­თა ეპო­ქა­ში თა­მა­მი რე­ჟი­სო­რე­ბი რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ ილაშ­ქრებ­დნენ ხოლ­მე. თუკი მა­შინ ათე­იზ­მი­სა და მულ­ტი­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ფსევ­დო იმ­პე­რი­ი­სად­მი პრო­ტეს­ტი იგ­რძნო­ბო­და შე­მოქ­მე­დე­ბა­ში, ახლა, რო­დე­საც ეს კონ­ტუ­რე­ბი ჩა­მო­ი­შა­ლა, უკვე ცოტა გა­ურ­კვე­ვე­ლი გახ­და სუ­ლის­კვე­თე­ბა.

- გან­სხვავ­დე­ბა თუ არა ახალ­გაზ­რდა რე­ჟი­სო­რე­ბის ხედ­ვა საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის თა­ო­ბის­გან?

- ახალ­გაზ­რდა რე­ჟი­სო­რებ­შიც ვერ ვხე­დავ მათ მკა­ფიო პო­ზი­ცი­ას - რა აწუ­ხებთ, რა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მა­ტა­რებ­ლე­ბი არი­ან, თით­ქოს აღარ ვი­ცით, რა არის "მტრის ხატი" , რა არის ის ხე­ლის­შემ­შლე­ლი ფაქ­ტო­რი/ფაქ­ტო­რე­ბი, რაც ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას გან­ვი­თა­რე­ბი­სა და წინსვლის­კენ წი­ნა­ღო­ბას უქ­მნის. ამი­ტომ მგო­ნია, ისევ იმას ვე­ბღა­უ­ჭე­ბით, რა­საც 20 წლის წინ მი­ვიჩ­ნევ­დით ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რო­ბი­სა და ღირ­სე­უ­ლო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლად. თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ ზო­მი­ე­რე­ბის დაც­ვა ყვე­ლა­ფერ­ში სა­ჭი­როა, რაც უფრო ებღა­უ­ჭე­ბი ფეს­ვებს, მით უფრო გე­ქა­ჩე­ბა უკან და წინსვლა­ში გიშ­ლის ხელს.

- რო­გორ მი­გაჩ­ნი­ათ, ბოლო ათწლე­უ­ლის რო­მე­ლი ფილ­მე­ბი ვერ უძ­ლებს კრი­ტი­კას, და რო­გორ ფიქ­რობთ, რა არის მათი მთა­ვა­რი ნაკ­ლი?

- ასეთ ფილ­მე­ბად მი­მაჩ­ნია რამ­დე­ნი­მე ფილ­მი. მა­გა­ლი­თად, სოსო ჯაჭვლი­ა­ნის "მა­ი­ტა ნა­სო­სი". აქ და­ა­ვი­წყდათ, რას ნიშ­ნავს მხატ­ვრუ­ლი ტექ­სტი. ეს არის ფსევ­დო-რე­ა­ლო­ბის ეკ­რან­ზე გად­მო­ტა­ნის მცდე­ლო­ბა. იმას, რაც არის "მა­ი­ტა ნა­სო­სი," არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო კი­ნოს­თან. ეს არის ყოვ­ლად უბად­რუ­კი მდა­რე ანეკ­დო­ტე­ბის კრე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც, ვფიქ­რობ სვა­ნე­ბის­თვის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი უფრო არის, ვიდ­რე სა­ა­მა­ყო.

ასე­თი­ვე და­ბა­ლი ხა­რის­ხის და წყალ­წყა­ლა ფილ­მე­ბია "მა­მა­ჩე­მის გელფ­რენ­დი", "გული +", "ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. " თა­ვად რე­ჟი­სო­რე­ბი ამ ფილ­მებს კო­მერ­ცი­ულ მო­გე­ბა­ზე გათ­ვლილ შე­მოქ­მე­დე­ბად აფა­სე­ბენ და თა­ვის დრო­ზე თავს იი­მე­დებ­დნენ, რომ კი­ნო­გა­ქი­რა­ვე­ბი­დან საკ­მა­ოდ კარ­გი შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღეს, მაგ­რამ რაც უნდა იყოს, კო­მერ­ცი­ა­ზე გათ­ვლი­ლი კინო არ ნიშ­ნავს მდა­რე ხა­რისხს. თით­ქოს ამ ფილ­მე­ბის ავ­ტო­რებს არა­ფე­რი აქვთ სათ­ქმე­ლი.

- თუმ­ცა ბოლო პე­რი­ოდ­ში ზო­გი­ერ­თი ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რის ნა­მუ­შე­ვარს სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბაც მოჰ­ყვა...

- კი, ზო­გი­ერ­თი ნა­მუ­შე­ვა­რი და­მა­ი­მე­დე­ბე­ლია. მა­გა­ლი­თად, რუ­სუ­დან ჭყო­ნი­ას "გა­ი­ღი­მე", ნანა ექ­ვთი­მიშ­ვი­ლი­სა და სი­მონ გრო­სის "გრძე­ლი ნა­თე­ლი დღე­ე­ბი", ლე­ვან კო­ღუ­აშ­ვი­ლის " ბრმა პა­ემ­ნე­ბი", ზაზა რუ­სა­ძის "ჩემი საბ­ნის ნა­კე­ცი" - ვერ ვი­ტყვი, რომ ყვე­ლა ფილ­მი ერ­თნა­ი­რად მომ­წონს, მაგ­რამ მათ­ში არის სი­ახ­ლის გან­ცდა. ამ ფილ­მებს ერთი მსგავ­სე­ბა აერ­თი­ა­ნებთ - აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი მყა­რი მი­თე­ბის რღე­ვა, რო­მელ­შიც ჩვენ დღემ­დე ვცხოვ­რობთ. მა­გა­ლი­თად, ქარ­თლის დე­დის მო­ნუ­მენ­ტუ­რი სახე, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად ფიქ­ცი­აა, რუ­სუ­დან ჭყო­ნი­ამ საკ­მა­ოდ კარ­გად ასა­ხა თა­ვის ფილმში, სა­დაც კონ­კურს "ქარ­თლის დედა 2010-ში "ქარ­თვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი" იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. აქ ძლი­ე­რი ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცის იმი­ჯი დარ­ღვე­უ­ლია.

მას­კუ­ლი­ნუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის, პატ­რი­არ­ქა­ტის სი­სუს­ტე ჩანს ფილმში "გრძე­ლი ნა­თე­ლი დღე­ე­ბი," სა­დაც ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცის ძლი­ე­რე­ბის მითი გარ­კვე­ულ­წი­ლად ირ­ღვე­ვა, აქ მა­მა­კა­ცის ძლი­ე­რი მხა­რე მხო­ლოდ ია­რა­ღის ტრი­ა­ლია, რა­საც სა­ბო­ლო­ოდ თა­ო­ბე­ბი და თით­ქმის ქვე­ყა­ნა შე­ე­წი­რა. პრობ­ლე­მა­ტი­კას რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ ყვე­ლა ეს ფილ­მი მა­ყუ­რე­ბელს კი­ნო­ე­ნა­ზე ელა­პა­რა­კე­ბა. რუ­სუ­დან ჭყო­ნია კი­ჩურ ეს­თე­ტი­კას ირ­ჩევს, ლე­ვან კო­ღუ­აშ­ვი­ლი ოდ­ნავ გან­სხვა­ვე­ბულ, აბ­სტრაქ­ტულ კი­ნო­ე­ნა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა, რაც ძა­ლი­ან კარ­გია. ბოლო წლე­ბის კი­ნოპ­რო­დუქ­ცი­ას თა­ვი­სი ორი­გი­ნა­ლუ­რი და სა­ხა­სი­ა­თო სტი­ლი აქვს, რაც არა ყუ­რით მოთ­რე­უ­ლი და ზე­და­პი­რუ­ლია, არა­მედ მთა­ვა­რი სათ­ქმე­ლის ზუს­ტად და გა­სა­გე­ბად გად­მო­ცე­მას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ბოლო ათწლეულის ქართული ფილმები, რომლებიც კრიტიკას ვერ უძლებს

 ბოლო ათწლეულის ქართული ფილმები, რომლებიც კრიტიკას ვერ უძლებს

დაახლოებით ათი წლის წინ ქართული კინოინდუსტრია ერთგვარ კრიზისს განიცდიდა, რასაც თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები ჰქონდა - ქვეყანაში არ იყო იმის ფუფუნება, რომ ქართულ კინოცენტრს საინტერესო იდეების განხორციელებისთვის ხელი შეეწყო. შესაძლოა, თავად კინორეჟისორებს ჰქონდათ შემოქმედებითი კრიზისი, რა დალევს მიზეზებს...

თუმცა, ფაქტია, რომ ბოლო დროს კინოკრიტიკოსებისგან მოისმენთ მოსაზრებებს, რომ ქართული კინო გამოცოცხლდა და იმედის ნაპერწკალიც გაჩნდა. მოიმატა კინოპროდუქციის ჩამონათვალმაც. ბოლო ათწლეულის განმავლობაში შექმნილ კინო-პროდუქციას ზერელედ თუ გადავავლებთ თვალს, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ჟანრების ერთფეროვნებას სულაც არ უნდა ვუჩიოდეთ, მაგრამ კინოკრიტიკოსების შეფასებები ოდნავ მკაცრია. თუმცა, ჯანსაღი კრიტიკა რომ აუცილებელია, ვფიქრობ, დამეთანხმებით.

რა გზას ადგას ქართული კინო, რომელი ფილმები ვერ უძლებენ კინოკრიტიკას, ამართლებს თუ არა საქართველოში კომერციაზე გათვლილი ფილმების გადაღება? ამ და სხვა საინტერესო თემებზე Ambebi.ge  კინომცოდნე თეო ხატიაშვილს ესაუბრა.

- ფაქტია, რომ საქართველოში ბოლო დროს კინოწარმოება ასე თუ ისე აღორძინდა და, შეიძლება, იმაზე მეტი ფილმიც კი გადაიღეს, ვიდრე ჩვენ გვგონია. თუმცა ისინი ზოგ შემთხვევაში არანაირ სურათს არ ქმნიან, არ გვამახსოვრდება და არც კი გვსმენია რაიმე მათ შესახებ. ასეთი ღრმა კრიზისის ეტაპი კინოინდუსტრიაში არ დამდგარა 10 წლის წინ. ეს გაცილებით უფრო ადრე მოხდა, რასაც ობიექტური და სუბიექტური მიზეზები ჰქონდა.

ხშირად ვაწყდებით ცნობიერების კრიზისის პრობლემას. ძველი თაობის აღიარებული რეჟისორების შემოქმედებაში ვხედავთ, რომ ისინი ან ვერ გამოდიან საბჭოური კონტექსტიდან, ან გამოდიან და აქვთ მცდელობა, ფილმში თანამედროვე რეალობის აღბეჭვდისა, მაგრამ ეს ჩემთვის ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე უფრო კომფორმისტული, ვიდრე კრიტიკული დამოკიდებულების ჩვენების მცდელობა.

ბოლო დროს საქართველოში ერთგვარ მოდურ ტენდენციად იქცა მართლმადიდებლობა. ამ სიტყვის (მოდური) თქმის არ შემეშინდება. რელიგიურობის ასეთი აფიშირება უფრო ლოზუნგური და რიტორიკული ჩანს, ვიდრე სულიერ ასპექტებზე ორიენტირებული.

- კონკრეტულად რომელ რეჟისორს, ან ფილმს გულისხმობთ?

- ამის მაგალითად მახსენდება რეზო ჩხეიძის ფილმი "მაცხოვრის საფლავზე დანთებული სანთელი". ფილმი, რომელიც არის თანამედროვე საქართველოზე. თუმცა მასში რეალობისადმი კომფორმისტული დამოკიდებულება უფრო იგრძნობა, ვიდრე კრიტიკული. ეს ტენდენცია დღევანდელ რელობაშიც იგრძნობა. ისე ხდება, რომ ადამიანები გარკვეულ რელიგიურ რიტუალებში ჩაბმას გაუცნობიერებლად, ერთმანეთისადმი მიბაძვით იწყებენ. ძნელია ხელოვანმა დაფარო შენი შინაგანი განწყობა.

ზოგადად კინოპროდუქციის უმეტესობას ზედაპირულობა ახასიათებს. ჩემი აზრით, ეს პრობლემა ძალიან მნიშვნელოვანია. თითქოს ვერ მოხდა იმის გააზრება, რა შეიცვალა ჩვენში საბჭოთა კავშირის შემდეგ. ხელოვანები ოდნავ დაბნეულები არიან, თითქოს მათთვის ღირებულებითი ორიენტირები ჯერჯერობით ვერ გამოიკვეთა. საბჭოთა ეპოქაში თამამი რეჟისორები რეჟიმის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ ხოლმე. თუკი მაშინ ათეიზმისა და მულტინაციონალური ფსევდო იმპერიისადმი პროტესტი იგრძნობოდა შემოქმედებაში, ახლა, როდესაც ეს კონტურები ჩამოიშალა, უკვე ცოტა გაურკვეველი გახდა სულისკვეთება.

- განსხვავდება თუ არა ახალგაზრდა რეჟისორების ხედვა საბჭოთა პერიოდის თაობისგან?

- ახალგაზრდა რეჟისორებშიც ვერ ვხედავ მათ მკაფიო პოზიციას - რა აწუხებთ, რა ღირებულებების მატარებლები არიან, თითქოს აღარ ვიცით, რა არის "მტრის ხატი" , რა არის ის ხელისშემშლელი ფაქტორი/ფაქტორები, რაც ჩვენს საზოგადოებას განვითარებისა და წინსვლისკენ წინაღობას უქმნის. ამიტომ მგონია, ისევ იმას ვებღაუჭებით, რასაც 20 წლის წინ მივიჩნევდით ინდივიდუალურობისა და ღირსეულობის მაჩვენებლად. თუმცა ფაქტია, რომ ზომიერების დაცვა ყველაფერში საჭიროა, რაც უფრო ებღაუჭები ფესვებს, მით უფრო გექაჩება უკან და წინსვლაში გიშლის ხელს.

- როგორ მიგაჩნიათ, ბოლო ათწლეულის რომელი ფილმები ვერ უძლებს კრიტიკას, და როგორ ფიქრობთ, რა არის მათი მთავარი ნაკლი?

- ასეთ ფილმებად მიმაჩნია რამდენიმე ფილმი. მაგალითად, სოსო ჯაჭვლიანის "მაიტა ნასოსი". აქ დაავიწყდათ, რას ნიშნავს მხატვრული ტექსტი. ეს არის ფსევდო-რეალობის ეკრანზე გადმოტანის მცდელობა. იმას, რაც არის "მაიტა ნასოსი," არაფერი აქვს საერთო კინოსთან. ეს არის ყოვლად უბადრუკი მდარე ანეკდოტების კრებული, რომლებიც, ვფიქრობ სვანებისთვის შეურაცხმყოფელი უფრო არის, ვიდრე საამაყო.

ასეთივე დაბალი ხარისხის და წყალწყალა ფილმებია "მამაჩემის გელფრენდი", "გული +", "ყველაფერი კარგად იქნება. " თავად რეჟისორები ამ ფილმებს კომერციულ მოგებაზე გათვლილ შემოქმედებად აფასებენ და თავის დროზე თავს იიმედებდნენ, რომ კინოგაქირავებიდან საკმაოდ კარგი შემოსავალი მიიღეს, მაგრამ რაც უნდა იყოს, კომერციაზე გათვლილი კინო არ ნიშნავს მდარე ხარისხს. თითქოს ამ ფილმების ავტორებს არაფერი აქვთ სათქმელი.

- თუმცა ბოლო პერიოდში ზოგიერთი ქართველი რეჟისორის ნამუშევარს საერთაშორისო აღიარებაც მოჰყვა...

- კი, ზოგიერთი ნამუშევარი დამაიმედებელია. მაგალითად, რუსუდან ჭყონიას "გაიღიმე", ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის "გრძელი ნათელი დღეები", ლევან კოღუაშვილის " ბრმა პაემნები", ზაზა რუსაძის "ჩემი საბნის ნაკეცი" - ვერ ვიტყვი, რომ ყველა ფილმი ერთნაირად მომწონს, მაგრამ მათში არის სიახლის განცდა. ამ ფილმებს ერთი მსგავსება აერთიანებთ - აქამდე არსებული მყარი მითების რღევა, რომელშიც ჩვენ დღემდე ვცხოვრობთ. მაგალითად, ქართლის დედის მონუმენტური სახე, რომელიც რეალურად ფიქციაა, რუსუდან ჭყონიამ საკმაოდ კარგად ასახა თავის ფილმში, სადაც კონკურს "ქართლის დედა 2010-ში "ქართველი ქალბატონები" იღებენ მონაწილეობას. აქ ძლიერი ქართველი მამაკაცის იმიჯი დარღვეულია.

მასკულინური საზოგადოების, პატრიარქატის სისუსტე ჩანს ფილმში "გრძელი ნათელი დღეები," სადაც ქართველი მამაკაცის ძლიერების მითი გარკვეულწილად ირღვევა, აქ მამაკაცის ძლიერი მხარე მხოლოდ იარაღის ტრიალია, რასაც საბოლოოდ თაობები და თითქმის ქვეყანა შეეწირა. პრობლემატიკას რომ თავი დავანებოთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ყველა ეს ფილმი მაყურებელს კინოენაზე ელაპარაკება. რუსუდან ჭყონია კიჩურ ესთეტიკას ირჩევს, ლევან კოღუაშვილი ოდნავ განსხვავებულ, აბსტრაქტულ კინოენაზე გვესაუბრება, რაც ძალიან კარგია. ბოლო წლების კინოპროდუქციას თავისი ორიგინალური და სახასიათო სტილი აქვს, რაც არა ყურით მოთრეული და ზედაპირულია, არამედ მთავარი სათქმელის ზუსტად და გასაგებად გადმოცემას ემსახურება.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება