პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში გავრცელებული უცნაური ფობიები - რისი ეშინიათ ქართველებს ყველაზე მეტად
საქართველოში გავრცელებული უცნაური ფობიები - რისი ეშინიათ ქართველებს ყველაზე მეტად

ფო­ბია რა­ი­მე სი­ტუ­ა­ცი­ის, საგ­ნის ან საქ­მი­ა­ნო­ბის მი­მართ ძლი­ე­რი პა­ნი­კუ­რი ში­შია. ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფო­ბი­ე­ბის გარ­და, იშ­ვი­ა­თი ში­შე­ბიც მრავ­ლა­დაა... რა უც­ნა­უ­რი ფო­ბი­ე­ბია ამ­ჟა­მად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში? -ამ კი­თხვით მივ­მარ­თეთ ფსი­ქო­ლოგ ლილი ხე­ჩუ­აშ­ვილს.

- მე­ტად უც­ნა­უ­რი ფო­ბია სჭირ­და ჩემს 23 წლის პა­ცი­ენტს. ახალ­გაზ­რდა ქალს პა­ნი­კუ­რად ეში­ნო­და პეპ­ლე­ბის, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად უწყი­ნა­რი და მშვე­ნი­ე­რია. იმის გა­ფიქ­რე­ბაც კი ზა­რავ­და, რო­გორ აქ­ნევს პე­პე­ლა ფრთებს. მყო­ლია პა­ცი­ენ­ტე­ბი, რო­მელ­თაც აგო­რა­ფო­ბია, ანუ ხალ­ხმრა­ვა­ლი ად­გი­ლე­ბის, გაშ­ლი­ლი სივ­რცის შიში ჰქო­ნი­ათ ანუ ხალ­ხის კი არ ეში­ნი­ათ, არა­მედ ფრთხი­ლო­ბენ, რა­ი­მე ისე­თი არ და­ე­მარ­თოთ, რომ ვე­რა­ვინ უშ­ვე­ლოს, სახ­ლში ვერ მიბ­რუნ­დნენ, ამას თან პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვაც ახ­ლავს.

ასე­ვე, საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლია აგო­რა­ფო­ბი­ის ისე­თი სახე, რო­გო­რი­ცაა დიდი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბის, მო­ლე­ბის შიში. გვქო­ნია შემ­თხვე­ვე­ბი, როცა პა­ცი­ენ­ტი ტრან­სპორ­ტში ჩაჯ­დო­მას, სახ­ლი­დან გას­ვლას გა­ურ­ბის. გვხვდე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ბი­აც - ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის, ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბის შიში. ამ ადა­მი­ა­ნებს კი­ნო­თე­ატ­რში ჯდო­მა და ფილ­მის ყუ­რე­ბა არ შე­უძ­ლი­ათ, არც ბი­ლე­თის რიგ­ში დოგ­მა. არ­სე­ბობს მო­ბი­ლუ­რის არ­ქო­ნის აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი ში­შიც, ეს შე­იძ­ლე­ბა აგო­რა­ფო­ბი­ის, პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვის სიმპტო­მი იყოს, ანუ მო­ბი­ლუ­რი არ მაქვს, და­კარ­გუ­ლი ვარ, ვერ და­ვუ­რე­კავ იმათ, ვისი იმე­დიც მაქვს, უცხო ად­გი­ლას უცებ რა­ი­მე არ და­მე­მარ­თოს და ა.შ.

ადა­მი­ა­ნებს ხში­რად იპყრობს სა­ჯა­რო გა­მოს­ვლე­ბის შიში, ანუ როცა მას ერთი შე­ხედ­ვით, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მა არა აქვს, მაგ­რამ დიდი აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე ენა უვარ­დე­ბა და სი­ტყვას ვერ ძრავს, რო­გო­რი ენა­წყლი­ა­ნი არ უნდა იყოს, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვას­წავ­ლი და ასე­თი რამ ხში­რია ჩემს სტუ­დენ­ტებ­ში.

არ­სე­ბობს ქლო­უნ­ფო­ბია, - კლო­უ­ნე­ბის შიში, ეს უფრო ბავ­შვო­ბის მწა­რე გა­მოც­დი­ლე­ბი­დან მო­დის, როცა შენ პა­ტა­რა ხარ და თავ­ზე უშ­ვე­ლე­ბე­ლი ჯამ­ბა­ზი დაგ­ყუ­რებს, მო­ხა­ტუ­ლი სა­ხით, შე­იძ­ლე­ბა შე­გე­შინ­დეს. ილუ­ზო­რუ­ლი საფრ­თხის მა­ტა­რე­ბელ ობი­ექ­ტად შე­იძ­ლე­ბა ყვა­ვი­ლიც კი იქ­ცეს. არც თუ იშ­ვი­ა­თად გვხვდე­ბა აუ­ტო­ფო­ბია, სა­კუ­თა­რი თა­ვის შიშს რომ უწო­დე­ბენ. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ეს უფრო მარ­ტო­ო­ბის, მარ­ტო დარ­ჩე­ნის ში­შია, ასე­ვე შიში, რომ ეგო­ის­ტად არ ჩა­მო­ყა­ლიბ­დე. არ­სე­ბობს ციფ­რე­ბის შიში, მა­გა­ლი­თად, ტეტ­რა­ფო­ბია - ოთხი­ა­ნის შიში, ანუ ამ ციფრს რა­ღა­ცას უკავ­ში­რებ და პა­ნი­კა გი­პყრობს..

ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფო­ბი­ე­ბი კი სი­მაღ­ლის, და­ხუ­რუ­ლი სივ­რცის, ასე­ვე, ობო­ბე­ბის, გვე­ლე­ბის, თაგ­ვის ში­შია. ხდე­ბა ხოლ­მე, როცა ადა­მი­ანს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქე­სი­სა ეში­ნია, მა­გა­ლი­თად ზიგმუნდ ფრო­ი­დი ქა­ლებს გა­ურ­ბო­და, თუმ­ცა, ჩემს პრაქ­ტი­კა­ში ამ­გვა­რი შემ­თხვე­ვა არ მქო­ნია..

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

საქართველოში გავრცელებული უცნაური ფობიები - რისი ეშინიათ ქართველებს ყველაზე მეტად

საქართველოში გავრცელებული უცნაური ფობიები - რისი ეშინიათ ქართველებს ყველაზე მეტად

ფობია რაიმე სიტუაციის, საგნის ან საქმიანობის მიმართ ძლიერი პანიკური შიშია. ფართოდ გავრცელებული ფობიების გარდა, იშვიათი შიშებიც მრავლადაა... რა უცნაური ფობიებია ამჟამად გავრცელებული საქართველოში? -ამ კითხვით მივმართეთ ფსიქოლოგ ლილი ხეჩუაშვილს.

- მეტად უცნაური ფობია სჭირდა ჩემს 23 წლის პაციენტს. ახალგაზრდა ქალს პანიკურად ეშინოდა პეპლების, რომელიც სრულიად უწყინარი და მშვენიერია. იმის გაფიქრებაც კი ზარავდა, როგორ აქნევს პეპელა ფრთებს. მყოლია პაციენტები, რომელთაც აგორაფობია, ანუ ხალხმრავალი ადგილების, გაშლილი სივრცის შიში ჰქონიათ ანუ ხალხის კი არ ეშინიათ, არამედ ფრთხილობენ, რაიმე ისეთი არ დაემართოთ, რომ ვერავინ უშველოს, სახლში ვერ მიბრუნდნენ, ამას თან პანიკური შეტევაც ახლავს.

ასევე, საკმაოდ გავრცელებულია აგორაფობიის ისეთი სახე, როგორიცაა დიდი სავაჭრო ცენტრების, მოლების შიში. გვქონია შემთხვევები, როცა პაციენტი ტრანსპორტში ჩაჯდომას, სახლიდან გასვლას გაურბის. გვხვდება სოციალური ფობიაც - ადამიანებთან ურთიერთობის, ახალი ადამიანების გაცნობის შიში. ამ ადამიანებს კინოთეატრში ჯდომა და ფილმის ყურება არ შეუძლიათ, არც ბილეთის რიგში დოგმა. არსებობს მობილურის არქონის აკვიატებული შიშიც, ეს შეიძლება აგორაფობიის, პანიკური შეტევის სიმპტომი იყოს, ანუ მობილური არ მაქვს, დაკარგული ვარ, ვერ დავურეკავ იმათ, ვისი იმედიც მაქვს, უცხო ადგილას უცებ რაიმე არ დამემართოს და ა.შ.

ადამიანებს ხშირად იპყრობს საჯარო გამოსვლების შიში, ანუ როცა მას ერთი შეხედვით, კომუნიკაციის პრობლემა არა აქვს, მაგრამ დიდი აუდიტორიის წინაშე ენა უვარდება და სიტყვას ვერ ძრავს, როგორი ენაწყლიანი არ უნდა იყოს, უნივერსიტეტში ვასწავლი და ასეთი რამ ხშირია ჩემს სტუდენტებში.

არსებობს ქლოუნფობია, - კლოუნების შიში, ეს უფრო ბავშვობის მწარე გამოცდილებიდან მოდის, როცა შენ პატარა ხარ და თავზე უშველებელი ჯამბაზი დაგყურებს, მოხატული სახით, შეიძლება შეგეშინდეს. ილუზორული საფრთხის მატარებელ ობიექტად შეიძლება ყვავილიც კი იქცეს. არც თუ იშვიათად გვხვდება აუტოფობია, საკუთარი თავის შიშს რომ უწოდებენ. სინამდვილეში, ეს უფრო მარტოობის, მარტო დარჩენის შიშია, ასევე შიში, რომ ეგოისტად არ ჩამოყალიბდე. არსებობს ციფრების შიში, მაგალითად, ტეტრაფობია - ოთხიანის შიში, ანუ ამ ციფრს რაღაცას უკავშირებ და პანიკა გიპყრობს..

ჩვენს რეალობაში ყველაზე გავრცელებული ფობიები კი სიმაღლის, დახურული სივრცის, ასევე, ობობების, გველების, თაგვის შიშია. ხდება ხოლმე, როცა ადამიანს საწინააღმდეგო სქესისა ეშინია, მაგალითად ზიგმუნდ ფროიდი ქალებს გაურბოდა, თუმცა, ჩემს პრაქტიკაში ამგვარი შემთხვევა არ მქონია..

ნინო კვიტაშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია