მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად ირჩევენ სამოსს თბილისში
სად ირჩევენ სამოსს თბილისში

სამ­კერ­ვა­ლო სა­ლო­ნე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სი დრო­დად­რო სულ უფრო იკ­ლებს. წლე­ბის წინ მკე­რა­ვებს და დი­ზა­ი­ნე­რებს უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი აკი­თხავ­და, ახლა კი მათი კლი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სულ უფრო იკ­ლებს.

რო­გორც ანა­ლი­ზი­სა და კონ­სულ­ტა­ცი­ის ჯგუ­ფის - "ეი­სი­თის" მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხვის შე­დე­გად გა­ირ­კვა, დე­და­ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბა 10 წლის წი­ნათ უფრო ხში­რად იკე­რავ­და სა­მოსს, ვიდ­რე ახლა. დღეს ქა­ლე­ბის 80% მზა ტან­საც­მელს და ფეხ­საც­მელს ყი­დუ­ლობს. მა­მა­კა­ცე­ბი კი­დევ უფრო პა­სი­უ­რე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ. მათი 90% შე­კერ­ვას, პრო­დუქ­ცი­ის ყიდ­ვას ამ­ჯო­ბი­ნებს და მხო­ლოდ 10% აკი­თხავს დი­ზა­ი­ნერ­სა თუ მკე­რავს.

დე­და­ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი მზა ტან­საც­მელს (78%) და ფეხ­საც­მელს (87%) ყი­დუ­ლობს. ანა­ლი­ზი­სა და კონ­სულ­ტა­ცი­ის ჯგუ­ფის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ დღე­ი­სათ­ვის ათი­დან ორი თბი­ლი­სე­ლი (20%) პე­რი­ო­დუ­ლად მი­მარ­თავს დი­ზა­ი­ნერს – კერ­ძო მკე­რავს, ათი­დან ერთი თბი­ლი­სე­ლი (9%) კი ისევ კერ­ძოდ უკ­ვეთს ფეხ­საც­მელს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის და­სად­გე­ნად, სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნია "ეი­სი­თიმ" სულ 407 ზრდას­რუ­ლი თბი­ლი­სე­ლი გა­მო­კი­თხა.

"რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას რეს­პონ­დენ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა­მაც უპი­რა­ტე­სო­ბა მზა პრო­დუქ­ცი­ას მი­ა­ნი­ჭა. მათ­თვის ამ სა­ხით შე­მოს­ვა მე­ტად მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი და შე­ღა­ვა­თი­ა­ნია.

"პრი­ო­რი­ტეტს შე­კე­რილ სა­მოსს ვა­ნი­ჭებ. ხში­რად მი­მაქვს იგი მკე­რავ­თან გა­და­სა­კე­თებ­ლად. ძა­ლი­ან ბევრ ტან­საც­მელს სჭირ­დე­ბა კო­რექ­ცია, ამა­ში სხვა­დას­ხვა სამ­კერ­ვა­ლო სა­ლო­ნი მეხ­მა­რე­ბა.

მა­ღა­ზი­ებ­სა და ბაზ­რო­ბებ­ზე გა­მო­ფე­ნი­ლია ერთი და იგი­ვე სა­ქო­ნე­ლი. მერე მთელ თბი­ლისს ერ­თნა­ი­რი პი­ჯა­კი, ფეხ­საც­მე­ლი თუ კაბა აც­ვია. მირ­ჩევ­ნია, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნო და სხვებს არ და­ვემ­სგავ­სო. ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც უნდა იყო გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და­ნარ­ჩე­ნე­ბის­გან. სწო­რედ მკე­რავ­თან სი­ა­რუ­ლით და ასე შე­მოს­ვით ვი­ნარ­ჩუ­ნებ სა­კუ­თარ სტილს. მარ­თა­ლია, ეს ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბაა, მაგ­რამ ღირს. დღეს ლი­ლო­ში იმ­ხე­ლა არ­ჩე­ვა­ნია, რომ კარ­გი და სა­სურ­ვე­ლი მა­სა­ლის ყიდ­ვა პრობ­ლე­მას აღარ წარ­მო­ად­გე­ნას", - ამ­ბობს თე­ო­ნა ჭინ­ჭა­რა­უ­ლი.

რო­გორც "რე­ზო­ნან­სის" მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მცი­რე გა­მო­კი­თხვის შე­დე­გად აღ­მოჩ­ნდა, სამ­კერ­ვა­ლო სა­ლო­ნებს მა­მა­კა­ცებ­თან შე­და­რე­ბით, ქალ­ბა­ტო­ნე­ბი უფრო ხში­რად მი­მარ­თა­ვენ, თუმ­ცა მათი უმ­რავ­ლე­სო­ბაც პრი­ო­რი­ტეტს მა­ღა­ზი­ებ­სა და ბაზ­რო­ბებ­ზე წარ­მოდ­გე­ნილ პრო­დუქ­ცი­ას ანი­ჭებს.

"რა თქმა უნდა, მზა ტან­საც­მელს და ფეხ­საც­მელს ვყი­დუ­ლობ. არის ხოლ­მე გა­მო­ნაკ­ლი­სი და ზოგ­ჯერ სა­მო­სი მკე­რავ­თან მი­მაქვს შე­სა­კე­რად, მაგ­რამ ეს წე­ლი­წად­ში შე­იძ­ლე­ბა ერთი-ორ­ჯერ მოხ­დეს. ასე იმი­ტომ ვიქ­ცე­ვი, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში უმე­ტე­სად არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ. ყვე­ლა დი­ზა­ი­ნე­რო­ბას იბ­რა­ლებს, ყო­ველ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე სამ­კერ­ვა­ლო სა­ლო­ნე­ბია. შე­საძ­ლოა, ეს სარ­ფი­ა­ნი პრო­ფე­სი­აა, მაგ­რამ ჩემ­თვის მათ­თან სტუმ­რო­ბა მომ­გე­ბი­ა­ნი ნამ­დვი­ლად არ არის.

მზა ტან­საც­მე­ლი გა­რან­ტი­აა იმი­სა, რომ ფუ­ლის გა­დაყ­რა არ გი­წევს. თუ არ მო­გე­წო­ნე­ბა და ვერ მო­ირ­გებ, არც იყი­დი. შე­კერ­ვის შემ­თხვე­ვა­ში კი ასე არ ხდე­ბა. ვე­რა­ფერს გახ­დე­ბი, მა­სა­ლა და შრო­მა და­ხარ­ჯუ­ლია, რომც არ მოგ­წონ­დეს, თან­ხა მა­ინც უნდა გა­ი­ღო. სწო­რედ ამი­ტომ ვა­რი­დებ თავს სამ­კერ­ვა­ლო სა­ლო­ნებს", - ამ­ბობს სა­ლო­მე ირე­მაშ­ვი­ლი.

წინა რეს­პონ­დენ­ტის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ნი­კო­ლოზ ბა­შა­რა­უ­ლი სამ­კერ­ვა­ლო სა­ლო­ნებს სა­ერ­თოდ არ სტუმ­რობს. თან­ხი­სა და დრო­ის და­ზოგ­ვის მიზ­ნით, იგი დი­ზა­ი­ნერ­თან სი­ა­რულს, მზა პრო­უდ­ქ­ტის ყიდ­ვას ამ­ჯო­ბი­ნებს.

"დღეს ბაზ­რო­ბა­ზე, მა­ღა­ზი­ის დახ­ლებ­ზე უამ­რა­ვი პრო­დუქ­ცი­აა გა­მო­ფე­ნი­ლი. უპი­რა­ტე­სო­ბას მზა ტან­საც­მელს, ფეხ­საც­მელს ვა­ნი­ჭებ. ჩემ­თვის ამ ფორ­მით ჩაც­მა-და­ხურ­ვა უფრო მარ­ტი­ვი და მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია.

მკე­რავ­თან სი­ა­რუ­ლი არ მიყ­ვარს იმ მი­ზე­ზით, რომ მეტი დრო და თან­ხა სჭირ­დე­ბა. უკვე შე­კე­რი­ლი, დახლზე გა­მო­ტა­ნი­ლი სა­მო­სი კი ბევ­რად ია­ფად შე­იძ­ლე­ბა იყი­დო. ყვე­ლა­ფე­რი ფი­ნან­სებს უკავ­შირ­დე­ბა. ხალ­ხს უნდა, რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი თან­ხა და­ხარ­ჯოს.

მა­გა­ლი­თად, ბაზ­რო­ბა­ზე ფეხ­საც­მე­ლი 40-50 ლა­რა­დაც იყი­დე­ბა, შე­კერ­ვას კი მი­ნი­მუმ 100-150 ლარი მა­ინც სჭირ­დე­ბა. დრო­ის სიმ­ცი­რი­სა და ფუ­ლის და­ზოგ­ვის გამო, მირ­ჩევ­ნია, მზა ტან­საც­მე­ლი და ფეხ­საც­მე­ლი ვი­ყი­დო", - ამ­ბობს ნი­კო­ლოზ ბა­შა­რუ­ლი.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მა­მა­კა­ცე­ბი ნაკ­ლე­ბად სარ­გებ­ლო­ბენ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კერ­ვის მომ­სა­ხუ­რე­ბით და მზა ტან­საც­მელს ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას (90%).

ქა­ლებს კი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბევ­რად მეტი დრო ემე­ტე­ბათ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ჩაც­მის­თვის. მხო­ლოდ მათ სხე­ულ­ზე მორ­გე­ბუ­ლი ტა­ნი­სა­მო­სის­თვის ქა­ლე­ბის 28% პე­რი­ო­დუ­ლად მი­მარ­თავს დი­ზა­ი­ნერს ან კერ­ძო მკე­რავს.

"ეი­სი­თი" ასე­ვე და­ინ­ტე­რეს­და, თუ რო­გორ შე­იც­ვა­ლა თბი­ლი­სე­ლე­ბის ქცე­ვა ტან­საც­მლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ შე­კერ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ბოლო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. თბი­ლი­სე­ლი ქა­ლე­ბის თით­ქმის მე­სა­მე­დი (30%) აცხა­დებს, რომ 10 წლის წი­ნათ უფრო ხში­რად იკე­რავ­და ტან­საც­მელს, ვიდ­რე ახლა. მსგავ­სი ქცე­ვა და­ფიქ­სირ­და თბი­ლი­სე­ლი კა­ცე­ბის 14%-ში. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ ორი­ვე სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მათი რი­ცხვი ვინც 10 წლის წინ უფრო ხში­რად იკე­რავ­და ტან­საც­მელს, თით­ქმის სამ­ჯერ აღე­მა­ტე­ბა იმათ, ვინც ახლა უფრო ხში­რად მი­მარ­თავს აღ­ნიშ­ნულ მომ­სა­ხუ­რე­ბას (9% - ქალი, 5% - კაცი).

"ბაზ­რო­ბებ­ზე, მა­ღა­ზი­ებ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­მო­სის უმე­ტე­სო­ბა უცხო­უ­რი წარ­მო­ე­ბი­საა. ქარ­თვე­ლი მყიდ­ვე­ლი კი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია ფას­ზე და მო­დელ­ზე. მე პი­რა­დად მზა პრო­დუქ­ცი­ას ვყი­დუ­ლობ - მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია და მე­ტად ია­ფიც ჯდე­ბა.

სამ­კერ­ვა­ლო სა­ლო­ნებს ადრე უფრო ვსტუმ­რობ­დი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, წლე­ბის წინ, საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში მზა ტან­საც­მე­ლი და ფეხ­საც­მე­ლი რთუ­ლი სა­შოვ­ნე­ლი იყო, მუდ­მივ დე­ფი­ციტს გან­ვიც­დი­დით, ამი­ტომ ხში­რად სამ­კერ­ვა­ლო სა­ლო­ნებს მივ­მარ­თავ­დით და ვი­კე­რავ­დით.

ახლა ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა. მა­ღა­ზი­ის დახ­ლებ­ზე და ბაზ­რო­ბებ­ზე უამ­რა­ვი იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­აა. არ­ჩე­ვა­ნი ძა­ლი­ან დი­დია - ფასი, ხა­რის­ხი, მო­დე­ლე­ბი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. მკე­რავ­თან მის­ვლა თით­ქმის აღარ არის სა­ჭი­რო", - ამ­ბობს თა­მარ ქო­ი­ა­ვა.

მა­რი­ამ აფ­ცი­ა­უ­რი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

სად ირჩევენ სამოსს თბილისში

სად ირჩევენ სამოსს თბილისში

სამკერვალო სალონების მიმართ ინტერესი დროდადრო სულ უფრო იკლებს. წლების წინ მკერავებს და დიზაინერებს უფრო მეტი ადამიანი აკითხავდა, ახლა კი მათი კლიენტების რაოდენობა სულ უფრო იკლებს.

როგორც ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის - "ეისითის" მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გაირკვა, დედაქალაქის მოსახლეობა 10 წლის წინათ უფრო ხშირად იკერავდა სამოსს, ვიდრე ახლა. დღეს ქალების 80% მზა ტანსაცმელს და ფეხსაცმელს ყიდულობს. მამაკაცები კიდევ უფრო პასიურები აღმოჩნდნენ. მათი 90% შეკერვას, პროდუქციის ყიდვას ამჯობინებს და მხოლოდ 10% აკითხავს დიზაინერსა თუ მკერავს.

დედაქალაქის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მზა ტანსაცმელს (78%) და ფეხსაცმელს (87%) ყიდულობს. ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დღეისათვის ათიდან ორი თბილისელი (20%) პერიოდულად მიმართავს დიზაინერს – კერძო მკერავს, ათიდან ერთი თბილისელი (9%) კი ისევ კერძოდ უკვეთს ფეხსაცმელს. არსებული ინფორმაციის დასადგენად, საკონსულტაციო კომპანია "ეისითიმ" სულ 407 ზრდასრული თბილისელი გამოკითხა.

"რეზონანსთან" საუბრისას რესპონდენტების უმეტესობამაც უპირატესობა მზა პროდუქციას მიანიჭა. მათთვის ამ სახით შემოსვა მეტად მოსახერხებელი და შეღავათიანია.

"პრიორიტეტს შეკერილ სამოსს ვანიჭებ. ხშირად მიმაქვს იგი მკერავთან გადასაკეთებლად. ძალიან ბევრ ტანსაცმელს სჭირდება კორექცია, ამაში სხვადასხვა სამკერვალო სალონი მეხმარება.

მაღაზიებსა და ბაზრობებზე გამოფენილია ერთი და იგივე საქონელი. მერე მთელ თბილისს ერთნაირი პიჯაკი, ფეხსაცმელი თუ კაბა აცვია. მირჩევნია, ინდივიდუალობა შევინარჩუნო და სხვებს არ დავემსგავსო. ვიზუალურადაც უნდა იყო განსხვავებული დანარჩენებისგან. სწორედ მკერავთან სიარულით და ასე შემოსვით ვინარჩუნებ საკუთარ სტილს. მართალია, ეს ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ ღირს. დღეს ლილოში იმხელა არჩევანია, რომ კარგი და სასურველი მასალის ყიდვა პრობლემას აღარ წარმოადგენას", - ამბობს თეონა ჭინჭარაული.

როგორც "რეზონანსის" მიერ ჩატარებული მცირე გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, სამკერვალო სალონებს მამაკაცებთან შედარებით, ქალბატონები უფრო ხშირად მიმართავენ, თუმცა მათი უმრავლესობაც პრიორიტეტს მაღაზიებსა და ბაზრობებზე წარმოდგენილ პროდუქციას ანიჭებს.

"რა თქმა უნდა, მზა ტანსაცმელს და ფეხსაცმელს ვყიდულობ. არის ხოლმე გამონაკლისი და ზოგჯერ სამოსი მკერავთან მიმაქვს შესაკერად, მაგრამ ეს წელიწადში შეიძლება ერთი-ორჯერ მოხდეს. ასე იმიტომ ვიქცევი, რომ დღეს საქართველოში მომსახურების სფეროში უმეტესად არაპროფესიონალები მუშაობენ. ყველა დიზაინერობას იბრალებს, ყოველ ფეხის ნაბიჯზე სამკერვალო სალონებია. შესაძლოა, ეს სარფიანი პროფესიაა, მაგრამ ჩემთვის მათთან სტუმრობა მომგებიანი ნამდვილად არ არის.

მზა ტანსაცმელი გარანტიაა იმისა, რომ ფულის გადაყრა არ გიწევს. თუ არ მოგეწონება და ვერ მოირგებ, არც იყიდი. შეკერვის შემთხვევაში კი ასე არ ხდება. ვერაფერს გახდები, მასალა და შრომა დახარჯულია, რომც არ მოგწონდეს, თანხა მაინც უნდა გაიღო. სწორედ ამიტომ ვარიდებ თავს სამკერვალო სალონებს", - ამბობს სალომე ირემაშვილი.

წინა რესპონდენტისგან განსხვავებით, ნიკოლოზ ბაშარაული სამკერვალო სალონებს საერთოდ არ სტუმრობს. თანხისა და დროის დაზოგვის მიზნით, იგი დიზაინერთან სიარულს, მზა პროუდქტის ყიდვას ამჯობინებს.

"დღეს ბაზრობაზე, მაღაზიის დახლებზე უამრავი პროდუქციაა გამოფენილი. უპირატესობას მზა ტანსაცმელს, ფეხსაცმელს ვანიჭებ. ჩემთვის ამ ფორმით ჩაცმა-დახურვა უფრო მარტივი და მოსახერხებელია.

მკერავთან სიარული არ მიყვარს იმ მიზეზით, რომ მეტი დრო და თანხა სჭირდება. უკვე შეკერილი, დახლზე გამოტანილი სამოსი კი ბევრად იაფად შეიძლება იყიდო. ყველაფერი ფინანსებს უკავშირდება. ხალხს უნდა, რაც შეიძლება ნაკლები თანხა დახარჯოს.

მაგალითად, ბაზრობაზე ფეხსაცმელი 40-50 ლარადაც იყიდება, შეკერვას კი მინიმუმ 100-150 ლარი მაინც სჭირდება. დროის სიმცირისა და ფულის დაზოგვის გამო, მირჩევნია, მზა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ვიყიდო", - ამბობს ნიკოლოზ ბაშარული.

როგორც აღმოჩნდა, მამაკაცები ნაკლებად სარგებლობენ ინდივიდუალური კერვის მომსახურებით და მზა ტანსაცმელს ანიჭებენ უპირატესობას (90%).

ქალებს კი, სავარაუდოდ, ბევრად მეტი დრო ემეტებათ ინდივიდუალური ჩაცმისთვის. მხოლოდ მათ სხეულზე მორგებული ტანისამოსისთვის ქალების 28% პერიოდულად მიმართავს დიზაინერს ან კერძო მკერავს.

"ეისითი" ასევე დაინტერესდა, თუ როგორ შეიცვალა თბილისელების ქცევა ტანსაცმლის ინდივიდუალურ შეკერვასთან დაკავშირებით. ბოლო 10 წლის განმავლობაში. თბილისელი ქალების თითქმის მესამედი (30%) აცხადებს, რომ 10 წლის წინათ უფრო ხშირად იკერავდა ტანსაცმელს, ვიდრე ახლა. მსგავსი ქცევა დაფიქსირდა თბილისელი კაცების 14%-ში. საგულისხმოა, რომ ორივე სქესის წარმომადგენლების შემთხვევაში, მათი რიცხვი ვინც 10 წლის წინ უფრო ხშირად იკერავდა ტანსაცმელს, თითქმის სამჯერ აღემატება იმათ, ვინც ახლა უფრო ხშირად მიმართავს აღნიშნულ მომსახურებას (9% - ქალი, 5% - კაცი).

"ბაზრობებზე, მაღაზიებში წარმოდგენილი სამოსის უმეტესობა უცხოური წარმოებისაა. ქართველი მყიდველი კი ორიენტირებულია ფასზე და მოდელზე. მე პირადად მზა პროდუქციას ვყიდულობ - მოსახერხებელია და მეტად იაფიც ჯდება.

სამკერვალო სალონებს ადრე უფრო ვსტუმრობდი. მოგეხსენებათ, წლების წინ, საბჭოთა პერიოდში მზა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი რთული საშოვნელი იყო, მუდმივ დეფიციტს განვიცდიდით, ამიტომ ხშირად სამკერვალო სალონებს მივმართავდით და ვიკერავდით.

ახლა ყველაფერი შეიცვალა. მაღაზიის დახლებზე და ბაზრობებზე უამრავი იმპორტირებული პროდუქციაა. არჩევანი ძალიან დიდია - ფასი, ხარისხი, მოდელები მრავალფეროვანია. მკერავთან მისვლა თითქმის აღარ არის საჭირო", - ამბობს თამარ ქოიავა.

მარიამ აფციაური

გაზეთი "რეზონანსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია