სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გურამ ოდიშარია მე ჩამაბარეს, რათა რამე სისულელე არ ჩაედინა"
"გურამ ოდიშარია მე ჩამაბარეს, რათა რამე სისულელე არ ჩაედინა"

კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, 2 აპ­რილს კი­ნო­რე­ჟი­სორ­მა ლე­ვან ან­ჯა­ფა­რი­ძემ სა­მი­ნის­ტროს­თან მო­რი­გი აქ­ცია და­ი­წყო. რო­გორც ჩანს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­ნიშ­ნე­ბამ, რომ გუ­რამ ოდი­შა­რია არ გა­დის კარ­გი მი­ნის­ტრის რან­გში და უნდა წა­ვი­დეს, შე­დე­გი არ გა­მო­ი­ღო.

"ალია" ლე­ვან ან­ჯა­ფა­რი­ძეს ესა­უბ­რა:

- წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ და­წყე­ბუ­ლი უამ­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლი დღე­საც გრძელ­დე­ბა გუ­რამ ოდი­შა­რი­ას უმოქ­მე­დო­ბის გამო. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ხელს უწყობს სა­ხელ­მწი­ფო თან­ხე­ბის ფლან­გვას, უნდა წა­ვი­დეს თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან. ის მორ­გე­ბუ­ლია გუ­ლი­სამ­რე­ვი ადა­მი­ა­ნე­ბის სურ­ვი­ლებ­ზე. მე ისევ და­ვი­წყე აქ­ცი­ე­ბი კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს­თან, სწო­რედ იქ, სა­დაც რამ­დე­ნი­მე თვის წინ ვშიმ­ში­ლობ­დი. სამი დღის წინ ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­მო­ვი­და ოდი­შა­რი­ას მო­ად­გი­ლე, ალექ­სან­დრე მარ­გიშ­ვი­ლი და ამ­ბობს, ან­ჯა­ფა­რი­ძეს ფული უნდა, სცე­ნა­რი არ და­უ­ფი­ნან­სეს და ამი­ტომ კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თე­ბო. დიახ, მან ჩემ­ზე კო­მენ­ტა­რი არ უნდა გა­ა­კე­თოს, რაც კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­სა და კი­ნო­ცენ­ტრში ხდე­ბა, ამა­ზე ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტი გაგ­ზავ­ნი­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და ვალ­დე­ბუ­ლია, კრი­მი­ნალ­ზე ილა­პა­რა­კოს.

- ლე­ვან, რა ინ­ფორ­მა­ცია გაქვს, სა­მი­ნის­ტრო­ში რას ამ­ბო­ბენ, ოდი­შა­რია წა­ვი­და თუ რჩე­ბა?

- მა­გას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სწო­რი მი­ნიშ­ნე­ბა გა­უ­კე­თა, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი ისე არ ხდე­ბა, რო­გორც ივა­ნიშ­ვილს წარ­მო­უდ­გე­ნია, მისი მი­ნიშ­ნე­ბე­ბი აღარ მოქ­მე­დებს. ეს ხალ­ხი სა­ნამ გა­ი­ნაღ­დებს, მა­ნამ­დეა ხოლ­მე თავ­მოდ­რე­კი­ლი, თო­რემ მერე ისე­თი ამ­ბი­ცი­ე­ბი უჩ­ნდე­ბათ, მი­ნის­ტრო­ბი­დან კი არა, დამ­ლა­გებ­ლო­ბი­და­ნაც ვე­ღარ გა­უშ­ვებ. ერთი კვი­რის წინ მე პი­რა­დად შევ­ხვდი ოდი­შა­რი­ას მო­ად­გი­ლეს, მარ­გიშ­ვილს, ოთხ კაც­თან ერ­თად ვი­ყა­ვი და ისე­თი რა­ღა­ცე­ბი გვი­თხრა, კი­ნა­ღამ ჭკუ­ი­დან გა­დაგ­ვიყ­ვა­ნა.

- კონ­კრე­ტუ­ლად რა გი­თხრათ?

- გუ­რამ ოდი­შა­რია უუ­ნა­რო და უნი­ა­თო აღ­მოჩ­ნდა, მან დამ­ნა­შა­ვე ნანა ჯა­ნე­ლი­ძეც კი ვერ მოხ­სნაო. მე­ტიც, ეს კაცი აცხა­დებს, გუ­რამ ოდი­შა­რია მე ჩა­მა­ბა­რეს რათა რამე სი­სუ­ლე­ლე არ ჩა­ე­დი­ნა, რო­გორც კი ნარ­მა­ნია თბი­ლი­სის მერი გახ­დე­ბა, თა­ვის­თან წა­მიყ­ვანს, აქ მა­გის­თვის ვარ და­ნიშ­ნუ­ლიო.

- ესე იგი, მარ­გიშ­ვილ­მა თქვა, ოდი­შა­რია მე ჩა­მა­ბა­რეს, რომ ქვი­შა­ში არ ეთა­მა­შაო?

- კი, ეს ყვლა­ფე­რი კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მო­და­გი­ლემ გა­ნა­ცხა­და ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში... რო­გორც ჩანს, მარ­გიშ­ვი­ლი ისე­თი ჭკვი­ა­ნია, რომ ამ­ხე­ლა კაცი ჩა­ა­ბა­რეს, სი­სუ­ლე­ლე­ე­ბი არ ჩა­ი­დი­ნო­სო. ეს ბრიყ­ვე­ბი ახლა ამ­ბო­ბენ, ან­ჯა­ფა­რი­ძე იმი­ტომ გვი­წყობს აქ­ცი­ებს, სცე­ნა­რი არ და­ვუ­ფი­ნან­სე­თო... დიახ, ჩემი პრობ­ლე­მით და­ვი­წყე და წა­ვა­წყდი და­ნა­შა­ულს. ახლა გა­მოჩ­ნდა ახა­ლი ფაქ­ტე­ბი: დღეს უკვე და­ი­წყეს ახა­ლი კონ­კურ­სე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა, სა­დაც 40 გა­ნა­ცხა­დია შე­სუ­ლი. 2013 წელს სულ 7 გა­ნა­ცხა­დი იყო, მაგ­რამ ახლა კი­ნო­მა­ფია შე­შინ­და და გა­ა­კე­თეს პრო­ექ­ტე­ბის დუბ­ლი­რე­ბა, თითო სტუ­დი­ამ 2-3 პრო­ექ­ტი შე­ი­ტა­ნა, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში სცე­ნა­რიც კი არ არ­სე­ბობს, შე­ი­ტა­ნეს ნა­ჩხაპ­ნის სა­ხით. ამათ სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­ზარ­დეს კონ­კურ­სან­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რათა უფრო კარ­გად გა­ა­ნი­ა­ვონ თან­ხე­ბი. ფუ­ლის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი მი­დის სულ 3 სტუ­დი­ა­ში, ესე­ნია: "სი­ნე­ტე­კი", "მი­ლი­მეტ­რი" და "ბა­ზღა­ძე-სტუ­დია". ად­რეც ამ სტუ­დი­ებ­ში თეთრდე­ბო­და ფული და მათ უკან ვინ დგას, იცი? "მი­ლი­მეტ­რის" უკან დგას და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი, "ბა­ზღა­ძის" უკან დგა­ნან ვლა­დი­მერ კა­ჭა­რა­ვა და ნიკა რუ­რუა, ხოლო "სი­ნე­ტი­კის" უკან დგას ელ­დარ შენ­გე­ლა­ია. აი, ამ ადა­მი­ა­ნებ­მა ამ ხერ­ხით გა­ა­კოტ­რეს თა­ვის დრო­ზე კი­ნოს­ტუ­დია "ქარ­თუ­ლი ფილ­მი".

- ლე­ვან, რა ხდე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო?

- მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს შეს­წავ­ლა... მე სულ მალე გა­მო­ვა­ცხა­დებ იმ პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის გვა­რებს, რომ­ლე­ბიც დგა­ნან ამ საქ­მის უკან. ესე­ნი არი­ან უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მფარ­ვე­ლო­ბენ დამ­ნა­შა­ვე­ებს და უხე­შად აფა­თუ­რე­ბენ ხე­ლებს ქარ­თულ კი­ნო­ში. მე დავ­დებ ფაქ­ტებს. მე უკვე მრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ პარ­ლა­მეტ­ში უმ­რავ­ლე­სო­ბა და უმ­ცი­რე­სო­ბა აღარ არ­სე­ბობს, ეგე­ნი ერ­თნი არი­ან, ეს ყვე­ლა­ფე­რი თა­მა­შია. მე მივ­მარ­თავ ყვე­ლას: უახ­ლო­ეს ხან­ში კი­ნო­ცენ­ტრში უნდა ჩა­ტარ­დეს არ­ჩევ­ნე­ბი და ჩვენ თვი­თონ ავირ­ჩევთ დი­რექ­ტორს. ამ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ უნდა მი­ი­ღონ იმ პი­რებ­მა, რომ­ლებ­მაც კულ­ტუ­რის მი­ნისტრს გა­უგ­ზავ­ნეს ყალ­ბი წე­რი­ლი. ამ ადა­მი­ა­ნებ­მა იკად­რეს და სიც­რუ­ეს მო­ა­წე­რეს ხელი, თით­ქოს კი­ნო­ცენ­ტრში ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა. ესე­ნი არი­ან: ელ­დარ შენ­გე­ლა­ია, ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძე, ბა­ა­დურ წუ­ლა­ძე, ბუბა ხო­ტი­ვა­რი, ზუ­რაბ ინაშ­ვი­ლი, მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლი, ზაალ რუ­სა­ძე, მა­რი­ნა კე­რე­სე­ლი­ძე, ირაკ­ლი სო­ლო­მო­ნაშ­ვი­ლი, ლე­ვან თუთ­ბე­რი­ძე, ბესო ოდი­შა­რია, კოტე ჯან­დი­ე­რი, ნანა თუთ­ბე­რი­ძე, ბასა ჯა­ნი­კაშ­ვი­ლი, უტა ბე­რია, ლე­ვან ღლონ­ტი, შოთა იმ­ნა­ძე, რეზო ესა­ძე და სხვე­ბი. მას შემ­დეგ, რაც ამ ადა­მი­ა­ნებ­მა ტყუ­ილ­ზე მო­ა­წე­რეს ხელი, და­ი­დო სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის დას­კვნა და არც ერთ მათ­განს ბო­დი­ში არ მო­უხ­დია.

- შენ ახ­სე­ნე არ­ჩევ­ნე­ბი, რო­გორ უნდა ჩა­ტარ­დეს, თუკი კი­ნო­ცენ­ტრის დი­რექ­ტორს კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი ნიშ­ნავს?

- ამა­ზე კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტე­ბი უნდა შევ­თან­ხმდეთ და როცა ჯა­ნე­ლი­ძეს გა­უშ­ვე­ბენ, კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა ერ­თპი­როვ­ნუ­ლად აღარ უნდა და­ნიშ­ნოს დი­რექ­ტო­რი.

- აქ კა­ნო­ნი იქ­ნე­ბა შე­საც­ვლე­ლი.

- ვი­საც ჩვენ და­ვა­სა­ხე­ლებთ, ის და­ნიშ­ნოს მი­ნის­ტრმა. ოღონდ, ვინც მე და­ვა­სა­ხე­ლე, ამ ადა­მი­ა­ნებ­მა არ­ჩევ­ნებ­ში არ უნდა მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, რა­საც მე ვლა­პა­რა­კობ, ეს არის ზღვა­ში წვე­თი. მე უკვე დავ­რწმუნ­დი, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" შეც­ვლით "ჩა­რე­ცხი­ლე­ბის" თემა დღის წეს­რი­გი­დან არ მოხ­სნი­ლა. ამ დღე­ებ­ში აღარ დავ­კმა­ყო­ფილ­დე­ბი რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი აქ­ცი­ე­ბით, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს­თან კარ­ვე­ბი გა­იშ­ლე­ბა. იქ ვე­პა­ტი­ჟე­ბი ყვე­ლას, ვი­საც ღირ­სე­ბა არ და­უ­კარ­გავს.

- ისევ შიმ­ში­ლო­ბის და­წყე­ბას აპი­რებ?

- არა, არა­ვი­თა­რი შიმ­ში­ლო­ბა, ახლა იქით იშიმ­ში­ლონ. მე არ გავჩ­რე­დე­ბი, სა­ნამ სი­მარ­თლე არ იზე­ი­მებს.

გელა ზე­დე­ლაშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ალია"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

"გურამ ოდიშარია მე ჩამაბარეს, რათა რამე სისულელე არ ჩაედინა"

"გურამ ოდიშარია მე ჩამაბარეს, რათა რამე სისულელე არ ჩაედინა"

კულტურის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ, 2 აპრილს კინორეჟისორმა ლევან ანჯაფარიძემ სამინისტროსთან მორიგი აქცია დაიწყო. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის მინიშნებამ, რომ გურამ ოდიშარია არ გადის კარგი მინისტრის რანგში და უნდა წავიდეს, შედეგი არ გამოიღო.

"ალია" ლევან ანჯაფარიძეს ესაუბრა:

- წინა ხელისუფლების მიერ დაწყებული უამრავი დანაშაული დღესაც გრძელდება გურამ ოდიშარიას უმოქმედობის გამო. ადამიანი, რომელიც ხელს უწყობს სახელმწიფო თანხების ფლანგვას, უნდა წავიდეს თანამდებობიდან. ის მორგებულია გულისამრევი ადამიანების სურვილებზე. მე ისევ დავიწყე აქციები კულტურის სამინისტროსთან, სწორედ იქ, სადაც რამდენიმე თვის წინ ვშიმშილობდი. სამი დღის წინ ტელევიზიით გამოვიდა ოდიშარიას მოადგილე, ალექსანდრე მარგიშვილი და ამბობს, ანჯაფარიძეს ფული უნდა, სცენარი არ დაუფინანსეს და ამიტომ კომენტარს ვერ გავაკეთებო. დიახ, მან ჩემზე კომენტარი არ უნდა გააკეთოს, რაც კულტურის სამინისტროსა და კინოცენტრში ხდება, ამაზე ყველა დოკუმენტი გაგზავნილია პროკურატურაში და ვალდებულია, კრიმინალზე ილაპარაკოს.

- ლევან, რა ინფორმაცია გაქვს, სამინისტროში რას ამბობენ, ოდიშარია წავიდა თუ რჩება?

- მაგას ბიძინა ივანიშვილმა სწორი მინიშნება გაუკეთა, მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ივანიშვილს წარმოუდგენია, მისი მინიშნებები აღარ მოქმედებს. ეს ხალხი სანამ გაინაღდებს, მანამდეა ხოლმე თავმოდრეკილი, თორემ მერე ისეთი ამბიციები უჩნდებათ, მინისტრობიდან კი არა, დამლაგებლობიდანაც ვეღარ გაუშვებ. ერთი კვირის წინ მე პირადად შევხვდი ოდიშარიას მოადგილეს, მარგიშვილს, ოთხ კაცთან ერთად ვიყავი და ისეთი რაღაცები გვითხრა, კინაღამ ჭკუიდან გადაგვიყვანა.

- კონკრეტულად რა გითხრათ?

- გურამ ოდიშარია უუნარო და უნიათო აღმოჩნდა, მან დამნაშავე ნანა ჯანელიძეც კი ვერ მოხსნაო. მეტიც, ეს კაცი აცხადებს, გურამ ოდიშარია მე ჩამაბარეს რათა რამე სისულელე არ ჩაედინა, როგორც კი ნარმანია თბილისის მერი გახდება, თავისთან წამიყვანს, აქ მაგისთვის ვარ დანიშნულიო.

- ესე იგი, მარგიშვილმა თქვა, ოდიშარია მე ჩამაბარეს, რომ ქვიშაში არ ეთამაშაო?

- კი, ეს ყვლაფერი კულტურის მინისტრის მოდაგილემ განაცხადა ჩვენთან საუბარში... როგორც ჩანს, მარგიშვილი ისეთი ჭკვიანია, რომ ამხელა კაცი ჩააბარეს, სისულელეები არ ჩაიდინოსო. ეს ბრიყვები ახლა ამბობენ, ანჯაფარიძე იმიტომ გვიწყობს აქციებს, სცენარი არ დავუფინანსეთო... დიახ, ჩემი პრობლემით დავიწყე და წავაწყდი დანაშაულს. ახლა გამოჩნდა ახალი ფაქტები: დღეს უკვე დაიწყეს ახალი კონკურსების გამოცხადება, სადაც 40 განაცხადია შესული. 2013 წელს სულ 7 განაცხადი იყო, მაგრამ ახლა კინომაფია შეშინდა და გააკეთეს პროექტების დუბლირება, თითო სტუდიამ 2-3 პროექტი შეიტანა, ზოგ შემთხვევაში სცენარიც კი არ არსებობს, შეიტანეს ნაჩხაპნის სახით. ამათ სპეციალურად გაზარდეს კონკურსანტების რაოდენობა, რათა უფრო კარგად გაანიავონ თანხები. ფულის ძირითადი ნაწილი მიდის სულ 3 სტუდიაში, ესენია: "სინეტეკი", "მილიმეტრი" და "ბაზღაძე-სტუდია". ადრეც ამ სტუდიებში თეთრდებოდა ფული და მათ უკან ვინ დგას, იცი? "მილიმეტრის" უკან დგას დავით კეზერაშვილი, "ბაზღაძის" უკან დგანან ვლადიმერ კაჭარავა და ნიკა რურუა, ხოლო "სინეტიკის" უკან დგას ელდარ შენგელაია. აი, ამ ადამიანებმა ამ ხერხით გააკოტრეს თავის დროზე კინოსტუდია "ქართული ფილმი".

- ლევან, რა ხდება პროკურატურაში, გამოძიება დაიწყო?

- მეუბნებიან, რომ მიმდინარეობს შესწავლა... მე სულ მალე გამოვაცხადებ იმ პარლამენტარების გვარებს, რომლებიც დგანან ამ საქმის უკან. ესენი არიან უმრავლესობის წევრები, რომლებიც მფარველობენ დამნაშავეებს და უხეშად აფათურებენ ხელებს ქართულ კინოში. მე დავდებ ფაქტებს. მე უკვე მრჩება შთაბეჭდილება, რომ პარლამეტში უმრავლესობა და უმცირესობა აღარ არსებობს, ეგენი ერთნი არიან, ეს ყველაფერი თამაშია. მე მივმართავ ყველას: უახლოეს ხანში კინოცენტრში უნდა ჩატარდეს არჩევნები და ჩვენ თვითონ ავირჩევთ დირექტორს. ამ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ იმ პირებმა, რომლებმაც კულტურის მინისტრს გაუგზავნეს ყალბი წერილი. ამ ადამიანებმა იკადრეს და სიცრუეს მოაწერეს ხელი, თითქოს კინოცენტრში ყველაფერი რიგზეა. ესენი არიან: ელდარ შენგელაია, ლანა ღოღობერიძე, ბაადურ წულაძე, ბუბა ხოტივარი, ზურაბ ინაშვილი, მერაბ კოკოჩაშვილი, ზაალ რუსაძე, მარინა კერესელიძე, ირაკლი სოლომონაშვილი, ლევან თუთბერიძე, ბესო ოდიშარია, კოტე ჯანდიერი, ნანა თუთბერიძე, ბასა ჯანიკაშვილი, უტა ბერია, ლევან ღლონტი, შოთა იმნაძე, რეზო ესაძე და სხვები. მას შემდეგ, რაც ამ ადამიანებმა ტყუილზე მოაწერეს ხელი, დაიდო სახელმწიფო აუდიტის დასკვნა და არც ერთ მათგანს ბოდიში არ მოუხდია.

- შენ ახსენე არჩევნები, როგორ უნდა ჩატარდეს, თუკი კინოცენტრის დირექტორს კულტურის მინისტრი ნიშნავს?

- ამაზე კინემატოგრაფისტები უნდა შევთანხმდეთ და როცა ჯანელიძეს გაუშვებენ, კულტურის მინისტრმა ერთპიროვნულად აღარ უნდა დანიშნოს დირექტორი.

- აქ კანონი იქნება შესაცვლელი.

- ვისაც ჩვენ დავასახელებთ, ის დანიშნოს მინისტრმა. ოღონდ, ვინც მე დავასახელე, ამ ადამიანებმა არჩევნებში არ უნდა მიიღონ მონაწილეობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რასაც მე ვლაპარაკობ, ეს არის ზღვაში წვეთი. მე უკვე დავრწმუნდი, რომ "ნაციონალების" შეცვლით "ჩარეცხილების" თემა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. ამ დღეებში აღარ დავკმაყოფილდები რამდენიმესაათიანი აქციებით, კულტურის სამინისტროსთან კარვები გაიშლება. იქ ვეპატიჟები ყველას, ვისაც ღირსება არ დაუკარგავს.

- ისევ შიმშილობის დაწყებას აპირებ?

- არა, არავითარი შიმშილობა, ახლა იქით იშიმშილონ. მე არ გავჩრედები, სანამ სიმართლე არ იზეიმებს.

გელა ზედელაშვილი

გაზეთი "ალია"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება