სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''ვიღაცამ სადალაქოში პედიკურის გაკეთების დროს რომ დამინახოს, შეიძლება, ცოტა სხვანაირადაც შემომხედოს''
''ვიღაცამ სადალაქოში პედიკურის გაკეთების დროს რომ დამინახოს, შეიძლება, ცოტა სხვანაირადაც შემომხედოს''

გია კორ­კო­ტაშ­ვი­ლი რომ ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თვე­ლი ბა­ტო­ნია, ამას ერთი შე­ხედ­ვი­თაც შე­ამ­ჩნევთ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ბევრ სი­ახ­ლეს ლო­ი­ა­ლუ­რად უყუ­რებს, თუმ­ცა არის ისე­თი თე­მე­ბიც, რომ­ლე­ბიც მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, მა­გა­ლი­თად, ერ­თსქე­სი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბა. ქორ­წი­ნე­ბამ­დე წყვი­ლის თა­ნა­ცხოვ­რე­ბა, ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი სუფ­რა, ქელე­ხი და მო­ტი­რა­ლე­ბი, ეს იმ თე­მე­ბის ნა­წი­ლია, რომ­ლებ­ზეც ბა­ტონ გიას "სტე­რე­ო­ტი­პებ­ში" ვე­სა­უბ­რეთ.

- თით­ქმის ყვე­ლა ტრა­დი­ცია ქრის­ტი­ა­ნო­ბას უკავ­შირ­დე­ბა, ანუ რე­ლი­გი­ას. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მო­სახ­ლე­ო­ბამ ზოგი ტრა­დი­ცია გარ­დაქ­მნა, გა­ა­ფე­ტი­შა, თუნ­დაც, დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნია ავი­ღოთ. მი­ცა­ლე­ბუ­ლის­თვის მო­ტი­რა­ლის და­ქი­რა­ვე­ბა რომ იცი­ან, ნა­მე­ტანს რომ კი­ვი­ან და წი­ვი­ან, ეს არ მომ­წონს, ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა ხმა სა­ერ­თო­დაც არ ამო­ი­ღოს, მაგ­რამ გული სას­ტი­კად სტკი­ო­დეს. ქელე­ხიც ზოგ­ჯერ გა­და­მე­ტე­ბუ­ლია და მწუ­ხა­რე­ბის სუფ­რას აღარ ჰგავს, თუმ­ცა რე­ლი­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, ესაა ტრა­პე­ზის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გაგ­რძე­ლე­ბა, და­სავ­ლეთ­ში ან უფრო მთი­ან ად­გი­ლებ­ში წი­ნას­წარ იმი­ტომ იყო ქელე­ხი, რომ მწუ­ხა­რე­ბის გა­მო­სა­ხა­ტად პი­როვ­ნე­ბას დიდი გზის გავ­ლა უწევ­და, დაღ­ლილს კი ლუკ­მას გა­ა­ტე­ხი­ნებ­დნენ ხოლ­მე, თო­რემ ახლა რომ გა­მო­ტყვრე­ბი­ან და კუბო ხე­ლი­დან უვარ­დე­ბათ, ასე კი არ იყო, ამას გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბით ვამ­ბობ, მაგ­რამ არა მგო­ნია, ეს ზო­გა­დად ვინ­მეს მო­ე­წო­ნოს.

- რაც შე­ე­ხე­ბა სუფ­რის ტრა­დი­ცი­ას, რო­გორც ვხვდე­ბი, ამა­ნაც იც­ვა­ლა სახე.

- დრო იმ­დე­ნად აჩ­ქარ­და, რომ ადა­მი­ა­ნებს ყვე­ლაფ­რის სწრა­ფად კე­თე­ბა უნ­დათ, სი­ხა­რუ­ლიც სწრა­ფად უნ­დათ, დათ­რო­ბაც, ღვი­ნოს ნაკ­ლე­ბად სვა­მენ, უფრო სპირ­ტი­ა­ნი სას­მე­ლე­ბი იზი­დავთ, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბას. ახალ­გაზ­რდო­ბი­სას ისეთ სუფ­რა­ზე ვარ ნამ­ყო­ფი, სა­დაც ჩემ­ზე უფ­რო­სი ადა­მი­ა­ნე­ბი ოს­ტა­ტუ­რად ამ­ბობ­დნენ სა­დღეგ­რძე­ლო­ებს, ლექ­სებს. ბევრ თა­მა­დას სუფ­რა ისე მიჰ­ყავს, ფიქ­რობ, ნე­ტავ, ეს ყვე­ლა­ფე­რი არ დამ­თავ­რდე­სო. სუფ­რა­ზე ყვე­ლა­სა და ყვე­ლა­ფერს მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა, რო­გო­რი სუფ­რის წევ­რე­ბი არი­ან, რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ ერ­თმა­ნეთ­თან, რამ­დე­ნად შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლი არი­ან და ა.შ. ზო­გან ისე­თი ჰარ­მო­ნი­აა, ისეთ კარგ დროს გა­ა­ტა­რებ ადა­მი­ა­ნი, თავი კონ­ცერ­ტზე გე­გო­ნე­ბა.

- რაც შე­ე­ხე­ბა ა-ლა-ფურ­შეტს, ზოგს სას­ტი­კად არ მოს­წონს, არა­და, ამ ბოლო დროს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სუფ­რის ამ სა­ხე­მაც მო­ი­კი­და ფეხი.

- ა-ლა-ფურ­შეტს რა და­ვარ­ქვა, ზუს­ტად არ ვიცი, მაგ­რამ ფაქ­ტია, ეგ ქე­ი­ფი არ არის, უბ­რა­ლო წა­ხემ­სე­ბაა, ა-ლა-ფურ­შეტს უფრო საქ­მი­ა­ნი სახე აქვს. ვი­საც ეს არ მოს­წონს, ნუ მივა ისეთ ად­გი­ლას, სა­დაც იცის, რომ ა-ლა-ფურ­შე­ტი დახ­ვდე­ბა. ყვე­ლამ იცის, სად მი­დის და რის­თვის, თუ არ სი­ა­მოვ­ნებს, აა­რი­დოს თავი, თუ საქ­მე­ზე მი­დის, გა­ა­კე­თოს საქ­მე და წა­მო­ვი­დეს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

''ვიღაცამ სადალაქოში პედიკურის გაკეთების დროს რომ დამინახოს, შეიძლება, ცოტა სხვანაირადაც შემომხედოს''

''ვიღაცამ სადალაქოში პედიკურის გაკეთების დროს რომ დამინახოს, შეიძლება, ცოტა სხვანაირადაც შემომხედოს''

გია კორკოტაშვილი რომ ტრადიციული ქართველი ბატონია, ამას ერთი შეხედვითაც შეამჩნევთ. მიუხედავად ამისა, ბევრ სიახლეს ლოიალურად უყურებს, თუმცა არის ისეთი თემებიც, რომლებიც მისთვის მიუღებელია, მაგალითად, ერთსქესიანი ქორწინება. ქორწინებამდე წყვილის თანაცხოვრება, ქართული ტრადიციული სუფრა, ქელეხი და მოტირალები, ეს იმ თემების ნაწილია, რომლებზეც ბატონ გიას ''სტერეოტიპებში'' ვესაუბრეთ.

- თითქმის ყველა ტრადიცია ქრისტიანობას უკავშირდება, ანუ რელიგიას. დროთა განმავლობაში მოსახლეობამ ზოგი ტრადიცია გარდაქმნა, გააფეტიშა, თუნდაც, დაკრძალვის ცერემონია ავიღოთ. მიცალებულისთვის მოტირალის დაქირავება რომ იციან, ნამეტანს რომ კივიან და წივიან, ეს არ მომწონს, ადამიანმა შეიძლება ხმა საერთოდაც არ ამოიღოს, მაგრამ გული სასტიკად სტკიოდეს. ქელეხიც ზოგჯერ გადამეტებულია და მწუხარების სუფრას აღარ ჰგავს, თუმცა რელიგიური თვალსაზრისით, ესაა ტრაპეზის ჩვეულებრივი გაგრძელება, დასავლეთში ან უფრო მთიან ადგილებში წინასწარ იმიტომ იყო ქელეხი, რომ მწუხარების გამოსახატად პიროვნებას დიდი გზის გავლა უწევდა, დაღლილს კი ლუკმას გაატეხინებდნენ ხოლმე, თორემ ახლა რომ გამოტყვრებიან და კუბო ხელიდან უვარდებათ, ასე კი არ იყო, ამას გადატანითი მნიშვნელობით ვამბობ, მაგრამ არა მგონია, ეს ზოგადად ვინმეს მოეწონოს.

- რაც შეეხება სუფრის ტრადიციას, როგორც ვხვდები, ამანაც იცვალა სახე.

- დრო იმდენად აჩქარდა, რომ ადამიანებს ყველაფრის სწრაფად კეთება უნდათ, სიხარულიც სწრაფად უნდათ, დათრობაც, ღვინოს ნაკლებად სვამენ, უფრო სპირტიანი სასმელები იზიდავთ, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას. ახალგაზრდობისას ისეთ სუფრაზე ვარ ნამყოფი, სადაც ჩემზე უფროსი ადამიანები ოსტატურად ამბობდნენ სადღეგრძელოებს, ლექსებს. ბევრ თამადას სუფრა ისე მიჰყავს, ფიქრობ, ნეტავ, ეს ყველაფერი არ დამთავრდესო. სუფრაზე ყველასა და ყველაფერს მნიშვნელობა ენიჭება, როგორი სუფრის წევრები არიან, რა დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან, რამდენად შეხმატკბილებული არიან და ა.შ. ზოგან ისეთი ჰარმონიაა, ისეთ კარგ დროს გაატარებ ადამიანი, თავი კონცერტზე გეგონება.

- რაც შეეხება ა-ლა-ფურშეტს, ზოგს სასტიკად არ მოსწონს, არადა, ამ ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში სუფრის ამ სახემაც მოიკიდა ფეხი.

- ა-ლა-ფურშეტს რა დავარქვა, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ეგ ქეიფი არ არის, უბრალო წახემსებაა, ა-ლა-ფურშეტს უფრო საქმიანი სახე აქვს. ვისაც ეს არ მოსწონს, ნუ მივა ისეთ ადგილას, სადაც იცის, რომ ა-ლა-ფურშეტი დახვდება. ყველამ იცის, სად მიდის და რისთვის, თუ არ სიამოვნებს, აარიდოს თავი, თუ საქმეზე მიდის, გააკეთოს საქმე და წამოვიდეს.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება