საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რასმუსენი - რუსეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე გავლენის მოპოვებას ცდილობს
 რასმუსენი - რუსეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე გავლენის მოპოვებას ცდილობს

რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რას თუ და­ა­პი­რებ­და, უეჭ­ვე­ლად და­ვარ­ქმევ­დი ამ ფაქტს ის­ტო­რი­ულ შეც­დო­მას, რა­საც რუ­სე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო იზო­ლა­ცია მოჰ­ყვე­ბო­და, - ამის შე­სა­ხებ დღეს, ბრი­უ­სელ­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ნა­ტოს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა ან­დერს ფოგ რას­მუ­სენ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ასეთ ნა­ბიჯს ექ­ნე­ბო­და შორ­სმი­მა­ვა­ლი შე­დე­გი რუ­სეთ­სა და და­სავ­ლურ სამ­ყა­როს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. "ეს იქ­ნე­ბო­და შეც­დო­მა, რა­საც მოჰ­ყვე­ბო­და სტრა­ტე­გი­უ­ლი შე­დე­გი", - აღ­ნიშ­ნა რას­მუ­სენ­მა.

ნა­ტოს გენმდივ­ნის თქმით, რუ­სე­თის ქმე­დე­ბე­ბი იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ მოს­კო­ვი ის­წრაფ­ვის გა­აძ­ლი­ე­როს თა­ვი­სი გავ­ლე­ნა პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ზე. "ვფიქ­რობ, უკ­რა­ი­ნის პო­ლი­ტი­კა­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა რუ­სე­თის მის­წრა­ფე­ბა­ზე მი­უ­თი­თებს, გა­აძ­ლი­ე­როს თა­ვი­სი გავ­ლე­ნა ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე", - აღ­ნიშ­ნა რას­მუ­სენ­მა.

მი­სი­ვე თქმით, კონ­ფლიქ­ტის სამ­ხედ­რო გზით გა­დაჭ­რის ვა­რი­ან­ტი არ გა­ნი­ხი­ლე­ბა. "დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის პოვ­ნა", - გა­ნა­ცხა­და რას­მუ­სენ­მა. მან კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­და რუ­სეთს, გა­იყ­ვა­ნოს ჯა­რე­ბი უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან და ამ­გვა­რად მოხ­დეს დე­ეს­კა­ლა­ცია. "ამის გა­კე­თე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, თუ რუ­სეთს უკ­რა­ი­ნი­ას­თან არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა სურს", - აღ­ნიშ­ნა ალი­ან­სის გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

რასმუსენი - რუსეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე გავლენის მოპოვებას ცდილობს

 რასმუსენი - რუსეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე გავლენის მოპოვებას ცდილობს

რუსეთი უკრაინაში შეჭრას თუ დააპირებდა, უეჭველად დავარქმევდი ამ ფაქტს ისტორიულ შეცდომას, რასაც რუსეთის საერთაშორისო იზოლაცია მოჰყვებოდა, - ამის შესახებ დღეს, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა.

მისი თქმით, ასეთ ნაბიჯს ექნებოდა შორსმიმავალი შედეგი რუსეთსა და დასავლურ სამყაროს შორის ურთიერთობაში. "ეს იქნებოდა შეცდომა, რასაც მოჰყვებოდა სტრატეგიული შედეგი", - აღნიშნა რასმუსენმა.

ნატოს გენმდივნის თქმით, რუსეთის ქმედებები იმაზე მიუთითებს, რომ მოსკოვი ისწრაფვის გააძლიეროს თავისი გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეზე. "ვფიქრობ, უკრაინის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა რუსეთის მისწრაფებაზე მიუთითებს, გააძლიეროს თავისი გავლენა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიებზე", - აღნიშნა რასმუსენმა.

მისივე თქმით, კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრის ვარიანტი არ განიხილება. "დარწმუნებულები ვართ, რომ აუცილებელია დიპლომატიური და პოლიტიკური გადაწყვეტილების პოვნა", - განაცხადა რასმუსენმა. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან და ამგვარად მოხდეს დეესკალაცია. "ამის გაკეთება აუცილებელია, თუ რუსეთს უკრაინიასთან არსებული პრობლემის მოგვარება სურს", - აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა