Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომან დუმბაძის მკვლელს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რომან დუმბაძის მკვლელს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მოს­კო­ვის კუნ­ცევ­სკის სა­სა­მარ­თლომ ქარ­თვე­ლი გე­ნერ­ლის, რო­მან დუმ­ბა­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს დღეს, 14 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. ამის შე­სა­ხებ "რია ნო­ვოს­ტის" სა­სა­მარ­თლოს პრესმდი­ვან­მა ტა­ტი­ა­ნა დან­შო­ვამ გა­ნუ­ცხა­და.

გა­ნა­ჩე­ნის თა­ნახ­მად, ბრალ­დე­ბუ­ლი 52 წლის გოჩა კვი­რი­კაშ­ვი­ლი სას­ჯელს მკაც­რი რე­ჟი­მის კო­ლო­ნი­ა­ში მო­იხ­დის. მსჯავ­რდე­ბუ­ლის თხოვ­ნით, რო­მე­ლიც და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს, საქ­მე გა­ნი­ხი­ლე­ბო­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წე­სით - მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­წავ­ლი­სა და მოწ­მე­ე­ბის და­კი­თხვის გა­რე­შე. კა­ნო­ნის თან­ხმად, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წე­სით გან­ხილ­ვი­სას, ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის სას­ჯე­ლის მის­ჯა ხდე­ბა არა უმე­ტეს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მუხ­ლის ორი მე­სა­მე­დი­სა.

რო­მან დუმ­ბა­ძე მოს­კოვ­ში, რუბ­ლი­ოვ­სკა­ი­ას გზატ­კე­ცილ­ზე 2012 წლის 21 მა­ისს მოკ­ლეს. 2004 წელს ის სა­ქარ­თვე­ლო­ში სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტის­თვის გა­ა­სა­მარ­თლეს და სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში ქარ­თულ­მა მხა­რემ გე­ნე­რა­ლი 12 ქარ­თველ ჯა­რის­კაც­ში გაც­ვა­ლა. 2010 წელს რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ბრძა­ნე­ბით, დუმ­ბა­ძეს რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ე­ნი­ჭა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რომან დუმბაძის მკვლელს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რომან დუმბაძის მკვლელს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მოსკოვის კუნცევსკის სასამართლომ ქართველი გენერლის, რომან დუმბაძის მკვლელობაში ბრალდებულს დღეს, 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ "რია ნოვოსტის" სასამართლოს პრესმდივანმა ტატიანა დანშოვამ განუცხადა.

განაჩენის თანახმად, ბრალდებული 52 წლის გოჩა კვირიკაშვილი სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის. მსჯავრდებულის თხოვნით, რომელიც დანაშაულს აღიარებს, საქმე განიხილებოდა განსაკუთრებული წესით - მტკიცებულებების შესწავლისა და მოწმეების დაკითხვის გარეშე. კანონის თანხმად, განსაკუთრებული წესით განხილვისას, ბრალდებულისთვის სასჯელის მისჯა ხდება არა უმეტეს გათვალისწინებული მუხლის ორი მესამედისა.

რომან დუმბაძე მოსკოვში, რუბლიოვსკაიას გზატკეცილზე 2012 წლის 21 მაისს მოკლეს. 2004 წელს ის საქართველოში სამშობლოს ღალატისთვის გაასამართლეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 2008 წლის აგვისტოში ქართულმა მხარემ გენერალი 12 ქართველ ჯარისკაცში გაცვალა. 2010 წელს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, დუმბაძეს რუსეთის მოქალაქეობა მიენიჭა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ