მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გასულ წელს ცუკერბერგის ხელფასი 1 დოლარი იყო
გასულ წელს ცუკერბერგის ხელფასი 1 დოლარი იყო

მსოფ­ლო­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის, Facebook-ის შემ­ქმნელ­მა და აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა, მარკ ცუ­კერ­ბერ­გმა 2013 წელს ხელ­ფა­სის სა­ხით ოფი­ცი­ა­ლუ­რად მხო­ლოდ და მხო­ლოდ 1 დო­ლა­რი მი­ი­ღო.

ამ­გვა­რად, ახლა ცუ­კერ­ბერ­გი კომ­პა­ნი­ის ყვე­ლა­ზე "და­ბა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი" თა­ნამ­შრო­მე­ლია - მან თა­ვად მო­ი­თხო­ვა მის­თვის ხელ­ფა­სის სა­ხით 1 დო­ლა­რი და­ე­ნიშ­ნათ, რი­თაც შე­უ­ერ­თდა სი­ლი­კონ ვე­ლის სხვა მდი­დარ აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტო­რებს, რომ­ლე­ბიც ხელ­ფასს სიმ­ბო­ლუ­რად იღე­ბენ.

მათ შო­რის Google-ის ბი­ჭებს, სერ­გეი ბრინ­სა და ლარი პე­იჯს, რო­მელ­თა ქო­ნე­ბა თი­თო­ე­უ­ლის შემ­თხვე­ვა­ში 30 მი­ლი­არდ აშშ დო­ლა­რამ­დეა და რომ­ლე­ბიც აგერ უკვე ათი წელი იქ­ნე­ბა 1 დო­ლა­რი­ა­ნი ხელ­ფა­სით "ცხოვ­რო­ბენ". სხვა­თა შო­რის, Apple-ის სტივ ჯობ­სი ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, ვინც სიმ­ბო­ლურ ხელ­ფას­ზე გა­და­ვი­და.

თუმ­ცა, პა­ტენ­ტი ერ­თდო­ლა­რი­ან ხელ­ფას­ზე სი­ლი­კონ ვე­ლის მა­ინც არ ეკუთ­ვნის. რი­ჩარდ ჰე­ი­ნი, Urban Outfitters-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი იყო პირ­ვე­ლი მი­ლი­არ­დე­რი 1 დო­ლა­რი­ა­ნი ხელ­ფა­სის მქო­ნე მი­ლი­არ­დერ­თა კლუბ­ში.

"ერ­თდო­ლა­რი­ა­ნი ხელ­ფა­სი მათ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბაა, რომ გა­მოკ­ვე­თონ, თუ რა რა­ო­დე­ნო­ბის წი­ლე­ბი აქვთ სა­კუ­თარ კომ­პა­ნი­ებ­ში. თან­ხა, რო­მელ­საც მი­ი­ღე­ბენ და კომ­პენ­სა­ცია, რო­მელ­საც გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ - უბ­რა­ლოდ მათ აქ­ცი­ებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი," ამ­ბობს Equilar-ის (კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი შტოს კომ­პენ­სა­ცი­ე­ბის სის­ტე­მას იკ­ვლევს) დი­რექ­ტო­რი, აა­რონ ბო­ი­დი.

"აზ­რა­დაც არა­ვის მო­უ­ვა იკი­თხოს, თუ რამ­დე­ნად არის ან არ არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ლარი პე­ი­ჯი კომ­პა­ნი­ის აქ­ცი­ე­ბის ფა­სის გაზ­რდა­ში, რო­გორც მე­წი­ლე. რო­გორც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი წი­ლის მფლო­ბე­ლი, ის ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია ამით," - დას­ძენს მკვლე­ვა­რი.

თუმ­ცა, ცუ­კერ­ბერ­გის შემ­თხვე­ვა იმი­თაა სა­ინ­ტე­რე­სო, რომ შარ­შან­დლამ­დე მისი ხელ­ფა­სი საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი იყო - 2012 წელს, მან 503 ათა­სი დო­ლა­რის ხელ­ფა­სი მი­ი­ღო. სა­ერ­თო ჯამ­ში, ბო­ნუ­სე­ბი­ა­ნად, Facebook-ის სუ­ლის­ჩამ­დგმელ­მა გა­სულ წელს 653,165 აშშ დო­ლა­რი იშო­ვა, მა­შინ როცა მის­მა შე­მო­სა­ვალ­მა 2012 წელს თით­ქმის 2 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა. რო­გორც ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, ამ თან­ხის დიდი ნა­წი­ლი ძი­რი­თა­დად კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვე­ბი­სა და დაც­ვის პროგ­რა­მას მოხ­მარ­და.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

გასულ წელს ცუკერბერგის ხელფასი 1 დოლარი იყო

გასულ წელს ცუკერბერგის ხელფასი 1 დოლარი იყო

მსოფლოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის, Facebook-ის შემქმნელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა 2013 წელს ხელფასის სახით ოფიციალურად მხოლოდ და მხოლოდ 1 დოლარი მიიღო.

ამგვარად, ახლა ცუკერბერგი კომპანიის ყველაზე "დაბალანაზღაურებადი" თანამშრომელია - მან თავად მოითხოვა მისთვის ხელფასის სახით 1 დოლარი დაენიშნათ, რითაც შეუერთდა სილიკონ ველის სხვა მდიდარ აღმასრულებელ დირექტორებს, რომლებიც ხელფასს სიმბოლურად იღებენ.

მათ შორის Google-ის ბიჭებს, სერგეი ბრინსა და ლარი პეიჯს, რომელთა ქონება თითოეულის შემთხვევაში 30 მილიარდ აშშ დოლარამდეა და რომლებიც აგერ უკვე ათი წელი იქნება 1 დოლარიანი ხელფასით "ცხოვრობენ". სხვათა შორის, Apple-ის სტივ ჯობსი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სიმბოლურ ხელფასზე გადავიდა.

თუმცა, პატენტი ერთდოლარიან ხელფასზე სილიკონ ველის მაინც არ ეკუთვნის. რიჩარდ ჰეინი, Urban Outfitters-ის აღმასრულებელი იყო პირველი მილიარდერი 1 დოლარიანი ხელფასის მქონე მილიარდერთა კლუბში.

“ერთდოლარიანი ხელფასი მათთვის საშუალებაა, რომ გამოკვეთონ, თუ რა რაოდენობის წილები აქვთ საკუთარ კომპანიებში. თანხა, რომელსაც მიიღებენ და კომპენსაცია, რომელსაც გამოიმუშავებენ - უბრალოდ მათ აქციებზეა დამოკიდებული," ამბობს Equilar-ის (კომპანია, რომელიც აღმასრულებელი შტოს კომპენსაციების სისტემას იკვლევს) დირექტორი, აარონ ბოიდი.

“აზრადაც არავის მოუვა იკითხოს, თუ რამდენად არის ან არ არის დაინტერესებული ლარი პეიჯი კომპანიის აქციების ფასის გაზრდაში, როგორც მეწილე. როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი წილის მფლობელი, ის ყველაზე მეტად დაინტერესებულია ამით," - დასძენს მკვლევარი.

თუმცა, ცუკერბერგის შემთხვევა იმითაა საინტერესო, რომ შარშანდლამდე მისი ხელფასი საკმაოდ სოლიდური იყო - 2012 წელს, მან 503 ათასი დოლარის ხელფასი მიიღო. საერთო ჯამში, ბონუსებიანად, Facebook-ის სულისჩამდგმელმა გასულ წელს 653,165 აშშ დოლარი იშოვა, მაშინ როცა მისმა შემოსავალმა 2012 წელს თითქმის 2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. როგორც ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, ამ თანხის დიდი ნაწილი ძირითადად კერძო თვითმფრინავებისა და დაცვის პროგრამას მოხმარდა.

იხილეთ გაგრძელება

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა