პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კარ­გი გო­გო" - წვნი­ა­ნი სი­ხა­რუ­ლის პა­კე­ტი და ყვე­ლის პუ­რი
"კარ­გი გო­გო" - წვნი­ა­ნი სი­ხა­რუ­ლის პა­კე­ტი და ყვე­ლის პუ­რი

ამე­რი­კუ­ლი სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტი - "კარ­გი გო­გო", ამე­რი­კე­ლი ცოლ-ქმ­რის, მა­კენ­ზი კუ­კი­სა და შონ ფრე­დე­რიკ­სის სა­კუთ­რე­ბაა და ის, არც მე­ტი და არც ნაკ­ლე­ბი, ოკე­ანს გაღ­მა, ორე­გო­ნის შტა­ტის ქა­ლაქ პორ­ტ­ლენ­დ­ში, ერთ-ერთ ხალ­ხ­მ­რა­ვალ რა­ი­ონ­ში პარ­კ­თან მდე­ბა­რე­ობს, - იქ, სა­დაც ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლი­ათ მო­შორ­დ­ნენ რეს­ტორ­ნებ­სა და ტი­პურ ამე­რი­კულ სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტებს, სა­დაც დას­ვე­ნე­ბა ალ­ტერ­ნა­ტი­ულ, ჯან­საღ საკ­ვებ­თან ერ­თად და­უ­ვი­წყარ თავ­გა­და­სავ­ლად შე­იძ­ლე­ბა გა­და­იქ­ცეს.

იდეა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გაჩ­ნ­და, 2010-2012 წლებ­ში. მა­შინ მა­კენ­ზი და შო­ნი აშშ-ის მშვი­დო­ბის კორ­პუ­სის მო­ხა­ლი­სე­ე­ბის სტა­ტუ­სით სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, კერ­ძოდ - ახალ­ცი­ხე­ში ცხოვ­რობ­დ­ნენ და ცდი­ლობ­დ­ნენ, იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რე­ბი გამ­ხ­და­რიყ­ვ­ნენ, სა­დაც გან­გე­ბამ ცხოვ­რე­ბა არ­გუ­ნათ. ჩვენ არ გვაკ­ვირ­ვებს, მაგ­რამ ამე­რი­კე­ლი წყვი­ლის­თ­ვის კი ნამ­დ­ვი­ლად აღ­მო­ჩე­ნა იყო მათ­თ­ვის გაშ­ლი­ლი სუფ­რე­ბიც და ქარ­თუ­ლი სტუ­მარ­თ­მოყ­ვა­რე­ო­ბაც. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, მა­კენ­ზი კუკ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ მი­სი მი­სა­მარ­თით ყვე­ლა­ზე ხში­რად ერ­თი ფრა­ზა - "კარ­გი გო­გო" გა­ის­მო­და. ამ ფრა­ზით ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლე­ბი მა­შინ მი­მარ­თავ­დ­ნენ, რო­დე­საც ამა თუ იმ კერ­ძის რე­ცეპ­ტით, მი­სი დამ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ით ინ­ტე­რეს­დე­ბო­და. ისე გა­მო­ვი­და, რომ იმ ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის "სა­ი­დუმ­ლო" რე­ცეპ­ტე­ბი ახ­ლა ცოლ-ქმარ­მა სა­კუ­თარ ბიზ­ნე­სად გა­და­აქ­ცია. ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­ნე­ლებ­ლე­ბის მოხ­მა­რე­ბის წე­სიც და დამ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­აც, მე­უღ­ლე­ებ­მა ქარ­თ­ვე­ლი დი­ა­სახ­ლი­სე­ბის­გან სრუ­ლი­ად უან­გა­როდ, დი­დი სი­ხა­რუ­ლით მი­ი­ღეს... პირ­ვე­ლი საც­დე­ლი კერ­ძე­ბი აქ­ვე მო­ამ­ზა­დეს და შინ, ამე­რი­კა­ში და­ხე­ლოვ­ნე­ბუ­ლე­ბი გა­ემ­გ­ზავ­რ­ნენ.

რა თქმა უნ­და, სი­შო­რის გა­მო ჩვენ ვერ შე­ვა­ფა­სებთ იმ კერ­ძე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბას ქარ­თ­ულ კერ­ძებ­თან, რა­საც ამე­რი­კე­ლი წყვი­ლი სთა­ვა­ზობს მომ­ხ­მა­რე­ბელს, მაგ­რამ მო­ნათხ­რო­ბის მი­ხედ­ვით თუ ვიმ­ს­ჯე­ლებთ, ახ­ლა მა­კენ­ზი და შო­ნი ორ საქ­მეს ერ­თ­დ­რო­უ­ლად აკე­თე­ბენ - სა­კუ­თარ ბიზ­ნეს­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­საც ეწე­ვი­ან, რო­მე­ლიც, რა თქმა უნ­და, ჩვე­ნი ქვეყ­ნის სიღ­რ­მი­სე­ულ გაც­ნო­ბას არ გუ­ლის­ხ­მობს, - ზე­და­პი­რუ­ლია, მაგ­რამ კე­თილ­გან­წყო­ბა ნამ­დ­ვი­ლად არ აკ­ლია. ეს მა­თი სა­ი­ტი­და­ნაც ჩანს, სა­დაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ზე, ადათ-წე­სებ­სა და სამ­ზა­რე­უ­ლო­ზე უყ­ვე­ბი­ან მომ­ხ­მა­რე­ბელს და ამე­რი­კე­ლი გურ­მა­ნი ბლო­გე­რე­ბის ნა­წე­რებ­შიც იკი­თხე­ბა. - "სა­ნამ "კარ­გი გო­გო" გა­მოჩ­ნ­დე­ბო­და სამ­ხ­რეთ პორ­ტ­ლენ­დ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე იმის გარ­და, რომ ის რუ­სეთ­სა და თურ­ქეთს შო­რის მდე­ბა­რე­ობს, არა­ფე­რი ვი­ცო­დით. ჩვენ არ ვი­ცო­დით არა­ფე­რი ქვე­ყა­ნა­ზე, სა­დაც საკ­ვე­ბი და სტუ­მარ­თ­მოყ­ვა­რე­ო­ბა ცხოვ­რე­ბის წე­სია. არც ის ვი­ცო­დით, რომ ქარ­თ­ვე­ლებს ცეკ­ვა, სიმ­ღე­რა, ჭა­მა-სმა და სა­დღეგ­რ­ძე­ლო­ე­ბი უყ­ვართ, არც სუფ­რის ტრა­დი­ცი­ის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ გვსმე­ნო­და რა­მე, სა­დაც სა­დღეგ­რ­ძე­ლო­ე­ბი ყო­ველ ათ წუთ­ში ერ­თხელ ის­მე­ბა და სუფ­რის წარ­მა­ტე­ბა იმით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა, თუ რამ­დენ ცა­რი­ელ თეფშს და­აგ­რო­ვებ შენ წინ... არ ვი­ცო­დით არა­ფე­რი, მაგ­რამ აი, გა­ვა­ტა­რეთ ამ ცოლ-ქმარ­თან ერ­თად დრო, სა­ნამ ისი­ნი ჩვენ­თ­ვის ტრა­დი­ცი­ულ ქარ­თულ პელ­მენს ამ­ზა­დებ­დ­ნენ და მათ­გან სა­ქარ­თ­ვე­ლოს მი­მართ დი­დი მად­ლი­ე­რე­ბით წა­მო­ვე­დით. სწო­რედ იმ გან­წყო­ბით, რომ­ლის შექ­მ­ნაც ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და წყვილს, რო­დე­საც "კარგ გო­გოს" აკე­თებ­და".

"კარგ გო­გო­ში" მე­ნიუ მკაც­რად გა­წე­რი­ლია და ის მხო­ლოდ 5 თავ კერძს გუ­ლის­ხ­მობს. ხა­ჭა­პურს, ლო­ბი­ანს, ხინ­კალს, ნიგ­ვ­ზი­ან ბად­რი­ჯან­სა და გლე­ხურ სა­ლა­თას. მე­ნი­უს გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას, რო­გორც ჩანს, ცოლ-ქმა­რი "სა­ვე­ლე პი­რო­ბე­ბი­სა" და მცი­რე­დით დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის სურ­ვი­ლის გა­მო შე­ე­ლია: - "რა­საც ვა­კე­თებთ, გვირ­ჩევ­ნია, ხარი­ს­ხი­ა­ნი იყოს", - ამ­ბო­ბენ ისი­ნი და მომ­ხ­მა­რებ­ლის­თ­ვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი კერ­ძე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ას მათ­თ­ვის გა­სა­გებ ენა­ზე, საკ­მა­ოდ ორი­გი­ნა­ლუ­რად ახერ­ხე­ბენ: ხა­ჭა­პუ­რი - ანუ ქარ­თუ­ლი ყვე­ლის პუ­რი; ლო­ბი­ა­ნი - ანუ წი­თე­ლი ლო­ბი­ოს პუ­რი ქონ­დ­რით, ხახ­ვი­თა და ქარ­თუ­ლი სუ­ნე­ლე­ბით; ხინ­კა­ლი - ანუ სა­ქონ­ლი­სა და ღო­რის ფარ­ში­რე­ბუ­ლი პელ­მე­ნი, იგი­ვე - "წვნი­ა­ნი სი­ხა­რუ­ლის პა­კე­ტი" ქარ­თუ­ლი სა­ნე­ლებ­ლე­ბით, რო­მელ­საც შა­ვი პილ­პი­ლი უნ­და მი­ა­ყა­როთ; ზეთ­ში შემ­წ­ვა­რი ბად­რი­ჯა­ნი, - რთუ­ლი არო­მა­ტე­ბით, ნივ­რი­ა­ნი ნიგ­ვ­ზის პი­უ­რე­ში გა­დახ­ვე­უ­ლი...

ყვე­ლა ეს კერ­ძი, გლე­ხურ სა­ლათ­თან ერ­თად, რო­მე­ლიც ჩვე­ნე­ბუ­რი, ნიგ­ვ­ზი­ა­ნი კიტ­რი­სა და პო­მიდ­ვ­რის სა­ლა­თაა, სა­თი­თა­ოდ 6 დო­ლა­რი ღირს, 3 დო­ლა­რად კი ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბი­დან ბუ­ნებ­რი­ვი მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის, "ბორ­ჯო­მის" შე­ძე­ნაც შე­უძ­ლი­ათ ამე­რი­კე­ლებს... ამე­რი­კე­ლებ­საც და ქარ­თ­ვე­ლებ­საც, ემიგ­რან­ტებს, რომ­ლე­ბიც რა­ღა თქმა უნ­და, ამ­ჩ­ნე­ვენ, რომ ხინ­კა­ლი მთლად "ისე" ვერ არის მოხ­ვე­უ­ლი, რო­გორც ეს ქარ­თ­ვე­ლებ­მა ვი­ცით, მაგ­რამ მთა­ვა­რი ხომ ეს არ არის... მთა­ვა­რი სიყ­ვა­რუ­ლია, რო­მე­ლიც ამ ამ­ბავ­ში ყვე­ლა­ზე ძვი­რად ფა­სობს.

ამი­ტო­მაც პა­სუ­ხობს მა­კენ­ზი კუკი ჩვენს შე­კითხ­ვებს სი­ხა­რუ­ლით.

- კი­დევ აპი­რებთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, დი­დი სურ­ვი­ლი გვაქვს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ისევ ჩა­მო­ვი­დეთ და აუცი­ლებ­ლად ჩა­მო­ვალთ კი­დეც! ძა­ლი­ან გვე­ნატ­რე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო... ოღონდ ჯერ იმის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას ვცდი­ლობთ, რომ ჩვენ­მა კა­ფე-ჯი­ხურ­მა ჩვენ გა­რე­შეც შეძ­ლოს მუ­შა­ო­ბა. ამა­ზე უკ­ვე ვზრუ­ნავთ და იმე­დია, მო­მა­ვა­ლი წლის­თ­ვის შევ­ძ­ლებთ და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ისევ ვეს­ტუმ­რე­ბით.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად რა გი­ბიძ­გებთ დაბ­რუ­ნე­ბის­კენ?

- სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბევ­რი მე­გო­ბა­რი გვყავს - თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი, მას­პინ­ძე­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბი... სხვე­ბიც. მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ამე­რი­კი­და­ნაც ვაგ­რ­ძე­ლებთ. ხში­რი მი­მო­წე­რაც გვაქვს და სკა­ი­პის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ვსა­უბ­რობთ. ძა­ლი­ან გვსი­ა­მოვ­ნებს, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვაქვს "ფე­ის­ბუკ­ზე" მა­თი სუ­რა­თე­ბიც და­ვათ­ვა­ლი­ე­როთ და ვი­ცო­დეთ, რო­გორ ატა­რე­ბენ დროს ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი სუფ­რას­თან, რო­გორ ეს­წ­რე­ბი­ან კონ­ფე­რენ­ცი­ებს ან რო­გო­რია მა­თი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა.

- შე­გიძ­ლი­ათ, მითხ­რათ, რით შე­გაყ­ვა­რათ თა­ვი ჩემ­მა ქვე­ყა­ნამ?

- იმ­დე­ნი სა­სი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბა გვა­კავ­ში­რებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან, რომ გვი­ჭირს ამ კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა. ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი მო­მენ­ტე­ბი კი იმ დროს­თან ასო­ცირ­დე­ბა, რო­დე­საც ერ­თად ვიკ­რი­ბე­ბო­დით სუფ­რას­თან, ვსვამ­დით, სა­დღეგ­რ­ძე­ლო­ებს ვამ­ბობ­დით და ბევ­რს ვი­ცი­ნო­დით...

ბევ­რი რა­მით მო­ვი­ხიბ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში: რთვე­ლი­თა და ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ით, ის­ტო­რი­უ­ლი ად­გი­ლე­ბით. ჩვენ ხომ ბევ­რი რა­მე ვნა­ხეთ - ვარ­ძია, ყაზ­ბე­გი, გე­ლა­თი... ძა­ლი­ან გაგ­ვი­მარ­თ­ლა, რომ ამ მშვე­ნი­ერ ქვე­ყა­ნა­ში ორი წე­ლი­წა­დის გა­ტა­რე­ბა მოგ­ვიხ­და. მად­ლი­ე­რე­ბის გრძნო­ბით ვართ გან­მ­ს­ჭ­ვა­ლუ­ლი ქარ­თ­ვე­ლე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც სა­ოც­რად მე­გობ­რუ­ლე­ბი და სტუ­მარ­თ­მოყ­ვა­რე­ნი იყ­ვ­ნენ. სწო­რედ ამ სით­ბომ და სიყ­ვა­რულ­მა გა­ხა­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბის პე­რი­ო­დი გა­მორ­ჩე­უ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი.

- რა შეც­ვა­ლა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში აქ გა­ტა­რე­ბულ­მა წლებ­მა?

- სა­ქარ­თ­ვე­ლომ უდა­ვოდ შეც­ვა­ლა ჩვე­ნი გას­ტ­რო­ნო­მი­უ­ლი გე­მოვ­ნე­ბა. ჩვენ ხომ გვიყ­ვარს ქარ­თუ­ლი საჭ­მე­ლე­ბი! ოღონდ ეს არა­ფე­რი იქ­ნე­ბო­და, რომ არა ის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რო­მელ­საც ქარ­თ­ვე­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას ანი­ჭე­ბენ. ქარ­თ­ვე­ლე­ბი ხომ არას­დ­როს იშუ­რე­ბენ დროს იმი­სათ­ვის, რომ ფინ­ჯან ყა­ვა­ზე მე­გობ­რებ­თან და მე­ზობ­ლებ­თან ერ­თად სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ა­ტა­რონ დრო.

- გმად­ლობ, რომ ჩე­მი ქვე­ყა­ნა შე­იყ­ვა­რეთ... წარ­მა­ტე­ბე­ბი!

და­თო ზვი­ა­და­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

"კარ­გი გო­გო" - წვნი­ა­ნი სი­ხა­რუ­ლის პა­კე­ტი და ყვე­ლის პუ­რი

"კარ­გი გო­გო" - წვნი­ა­ნი სი­ხა­რუ­ლის პა­კე­ტი და ყვე­ლის პუ­რი

ამე­რი­კუ­ლი სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტი - "კარ­გი გო­გო", ამე­რი­კე­ლი ცოლ-ქმ­რის, მა­კენ­ზი კუ­კი­სა და შონ ფრე­დე­რიკ­სის სა­კუთ­რე­ბაა და ის, არც მე­ტი და არც ნაკ­ლე­ბი, ოკეანს გაღმა, ორე­გო­ნის შტა­ტის ქა­ლაქ პორ­ტ­ლენ­დ­ში, ერთ-ერთ ხალ­ხ­მ­რა­ვალ რა­ი­ონ­ში პარ­კ­თან მდე­ბა­რე­ობს, - იქ, სა­დაც ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლი­ათ მო­შორ­დ­ნენ რეს­ტორ­ნებ­სა და ტი­პურ ამე­რი­კულ სწრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტებს, სა­დაც დას­ვე­ნე­ბა ალ­ტერ­ნა­ტი­ულ, ჯან­საღ საკ­ვებ­თან ერ­თად და­უ­ვიწყარ თავ­გა­და­სავ­ლად შე­იძ­ლე­ბა გა­და­იქ­ცეს.

იდეა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გაჩ­ნ­და, 2010-2012 წლებ­ში. მა­შინ მა­კენ­ზი და შო­ნი აშშ-ის მშვი­დო­ბის კორ­პუ­სის მო­ხა­ლი­სე­ე­ბის სტა­ტუ­სით სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, კერ­ძოდ - ახალ­ცი­ხე­ში ცხოვ­რობ­დ­ნენ და ცდი­ლობ­დ­ნენ, იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რე­ბი გამ­ხ­და­რიყ­ვ­ნენ, სა­დაც გან­გე­ბამ ცხოვ­რე­ბა არ­გუ­ნათ. ჩვენ არ გვაკ­ვირ­ვებს, მაგ­რამ ამე­რი­კე­ლი წყვი­ლის­თ­ვის კი ნამ­დ­ვი­ლად აღ­მო­ჩე­ნა იყო მათ­თ­ვის გაშ­ლი­ლი სუფ­რე­ბიც და ქარ­თუ­ლი სტუ­მარ­თ­მოყ­ვა­რე­ო­ბაც. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, მა­კენ­ზი კუკ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ მი­სი მი­სა­მარ­თით ყვე­ლა­ზე ხში­რად ერ­თი ფრა­ზა - "კარ­გი გო­გო" გა­ის­მო­და. ამ ფრა­ზით ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლე­ბი მა­შინ მი­მარ­თავ­დ­ნენ, რო­დე­საც ამა თუ იმ კერ­ძის რე­ცეპ­ტით, მი­სი დამ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ით ინ­ტე­რეს­დე­ბო­და. ისე გა­მო­ვი­და, რომ იმ ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის "სა­ი­დუმ­ლო" რე­ცეპ­ტე­ბი ახ­ლა ცოლ-ქმარ­მა სა­კუ­თარ ბიზ­ნე­სად გა­და­აქ­ცია. ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­ნე­ლებ­ლე­ბის მოხ­მა­რე­ბის წე­სიც და დამ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­აც, მე­უღ­ლე­ებ­მა ქარ­თ­ვე­ლი დი­ა­სახ­ლი­სე­ბის­გან სრუ­ლი­ად უან­გა­როდ, დი­დი სი­ხა­რუ­ლით მი­ი­ღეს... პირ­ვე­ლი საც­დე­ლი კერ­ძე­ბი აქ­ვე მო­ამ­ზა­დეს და შინ, ამე­რი­კა­ში და­ხე­ლოვ­ნე­ბუ­ლე­ბი გა­ემ­გ­ზავ­რ­ნენ.

რა თქმა უნ­და, სი­შო­რის გა­მო ჩვენ ვერ შე­ვა­ფა­სებთ იმ კერ­ძე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბას ქარ­თ­ულ კერ­ძებ­თან, რა­საც ამე­რი­კე­ლი წყვი­ლი სთა­ვა­ზობს მომ­ხ­მა­რე­ბელს, მაგ­რამ მო­ნათხ­რო­ბის მი­ხედ­ვით თუ ვიმ­ს­ჯე­ლებთ, ახ­ლა მა­კენ­ზი და შო­ნი ორ საქ­მეს ერ­თ­დ­რო­უ­ლად აკე­თე­ბენ - სა­კუ­თარ ბიზ­ნეს­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­საც ეწე­ვი­ან, რო­მე­ლიც, რა თქმა უნ­და, ჩვე­ნი ქვეყ­ნის სიღ­რ­მი­სე­ულ გაც­ნო­ბას არ გუ­ლის­ხ­მობს, - ზე­და­პი­რუ­ლია, მაგ­რამ კე­თილ­გან­წყო­ბა ნამ­დ­ვი­ლად არ აკ­ლია. ეს მა­თი სა­ი­ტი­და­ნაც ჩანს, სა­დაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ზე, ადათ-წე­სებ­სა და სამ­ზა­რე­უ­ლო­ზე უყ­ვე­ბი­ან მომ­ხ­მა­რე­ბელს და ამე­რი­კე­ლი გურ­მა­ნი ბლო­გე­რე­ბის ნა­წე­რებ­შიც იკითხე­ბა. - "სა­ნამ "კარ­გი გო­გო" გა­მოჩ­ნ­დე­ბო­და სამ­ხ­რეთ პორ­ტ­ლენ­დ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე იმის გარ­და, რომ ის რუ­სეთ­სა და თურ­ქეთს შო­რის მდე­ბა­რე­ობს, არა­ფე­რი ვი­ცო­დით. ჩვენ არ ვი­ცო­დით არა­ფე­რი ქვე­ყა­ნა­ზე, სა­დაც საკ­ვე­ბი და სტუ­მარ­თ­მოყ­ვა­რე­ო­ბა ცხოვ­რე­ბის წე­სია. არც ის ვი­ცო­დით, რომ ქარ­თ­ვე­ლებს ცეკ­ვა, სიმ­ღე­რა, ჭა­მა-სმა და სადღეგ­რ­ძე­ლო­ე­ბი უყ­ვართ, არც სუფ­რის ტრა­დი­ცი­ის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ გვსმე­ნო­და რა­მე, სა­დაც სადღეგ­რ­ძე­ლო­ე­ბი ყო­ველ ათ წუთ­ში ერ­თხელ ის­მე­ბა და სუფ­რის წარ­მა­ტე­ბა იმით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა, თუ რამ­დენ ცა­რი­ელ თეფშს და­აგ­რო­ვებ შენ წინ... არ ვი­ცო­დით არა­ფე­რი, მაგ­რამ აი, გა­ვა­ტა­რეთ ამ ცოლ-ქმარ­თან ერ­თად დრო, სა­ნამ ისი­ნი ჩვენ­თ­ვის ტრა­დი­ცი­ულ ქარ­თულ პელ­მენს ამ­ზა­დებ­დ­ნენ და მათ­გან სა­ქარ­თ­ვე­ლოს მი­მართ დი­დი მად­ლი­ე­რე­ბით წა­მო­ვე­დით. სწო­რედ იმ გან­წყო­ბით, რომ­ლის შექ­მ­ნაც ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და წყვილს, რო­დე­საც "კარგ გო­გოს" აკე­თებ­და".

"კარგ გო­გო­ში" მე­ნიუ მკაც­რად გა­წე­რი­ლია და ის მხო­ლოდ 5 თავ კერძს გუ­ლის­ხ­მობს. ხა­ჭა­პურს, ლო­ბი­ანს, ხინ­კალს, ნიგ­ვ­ზი­ან ბად­რი­ჯან­სა და გლე­ხურ სა­ლათას. მე­ნი­უს გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას, რო­გორც ჩანს, ცოლ-ქმა­რი "სა­ვე­ლე პი­რო­ბე­ბი­სა" და მცი­რე­დით დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის სურ­ვი­ლის გა­მო შე­ე­ლია: - "რა­საც ვა­კე­თებთ, გვირ­ჩევ­ნია, ხარი­ს­ხი­ა­ნი იყოს", - ამ­ბო­ბენ ისი­ნი და მომ­ხ­მა­რებ­ლის­თ­ვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი კერ­ძე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ას მათ­თ­ვის გა­სა­გებ ენა­ზე, საკ­მა­ოდ ორი­გი­ნა­ლუ­რად ახერ­ხე­ბენ: ხა­ჭა­პუ­რი - ანუ ქარ­თუ­ლი ყვე­ლის პუ­რი; ლო­ბი­ა­ნი - ანუ წი­თე­ლი ლო­ბი­ოს პუ­რი ქონ­დ­რით, ხახ­ვი­თა და ქარ­თუ­ლი სუ­ნე­ლე­ბით; ხინ­კა­ლი - ანუ სა­ქონ­ლი­სა და ღო­რის ფარ­ში­რე­ბუ­ლი პელ­მე­ნი, იგი­ვე - "წვნი­ა­ნი სი­ხა­რუ­ლის პა­კე­ტი" ქარ­თუ­ლი სა­ნე­ლებ­ლე­ბით, რო­მელ­საც შა­ვი პილ­პი­ლი უნ­და მი­ა­ყა­როთ; ზეთ­ში შემ­წ­ვა­რი ბად­რი­ჯა­ნი, - რთუ­ლი არო­მა­ტე­ბით, ნივ­რი­ა­ნი ნიგ­ვ­ზის პი­უ­რე­ში გა­დახ­ვე­უ­ლი...

ყვე­ლა ეს კერ­ძი, გლე­ხურ სა­ლათ­თან ერ­თად, რო­მე­ლიც ჩვე­ნე­ბუ­რი, ნიგ­ვ­ზი­ა­ნი კიტ­რი­სა და პო­მიდ­ვ­რის სა­ლა­თაა, სა­თი­თა­ოდ 6 დო­ლა­რი ღირს, 3 დო­ლა­რად კი ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბი­დან ბუ­ნებ­რი­ვი მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის, "ბორ­ჯო­მის" შე­ძე­ნაც შე­უძ­ლი­ათ ამე­რი­კე­ლებს... ამე­რი­კე­ლებ­საც და ქარ­თ­ვე­ლებ­საც, ემიგ­რან­ტებს, რომ­ლე­ბიც რა­ღა თქმა უნ­და, ამ­ჩ­ნე­ვენ, რომ ხინ­კა­ლი მთლად "ისე" ვერ არის მოხ­ვე­უ­ლი, რო­გორც ეს ქარ­თ­ვე­ლებ­მა ვი­ცით, მაგ­რამ მთა­ვა­რი ხომ ეს არ არის... მთა­ვა­რი სიყ­ვა­რუ­ლია, რო­მე­ლიც ამ ამ­ბავ­ში ყვე­ლა­ზე ძვი­რად ფა­სობს.

ამი­ტო­მაც პა­სუ­ხობს მა­კენ­ზი კუკი ჩვენს შე­კითხ­ვებს სი­ხა­რუ­ლით.

- კი­დევ აპი­რებთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, დი­დი სურ­ვი­ლი გვაქვს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ისევ ჩა­მო­ვი­დეთ და აუცი­ლებ­ლად ჩა­მო­ვალთ კი­დეც! ძა­ლი­ან გვე­ნატ­რე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო... ოღონდ ჯერ იმის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას ვცდი­ლობთ, რომ ჩვენ­მა კა­ფე-ჯი­ხურ­მა ჩვენ გა­რე­შეც შეძ­ლოს მუ­შა­ო­ბა. ამა­ზე უკ­ვე ვზრუ­ნავთ და იმე­დია, მო­მა­ვა­ლი წლის­თ­ვის შევ­ძ­ლებთ და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ისევ ვეს­ტუმ­რე­ბით.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად რა გი­ბიძ­გებთ დაბ­რუ­ნე­ბის­კენ?

- სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბევ­რი მე­გო­ბა­რი გვყავს - თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი, მას­პინ­ძე­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბი... სხვე­ბიც. მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ამე­რი­კი­და­ნაც ვაგ­რ­ძე­ლებთ. ხში­რი მი­მო­წე­რაც გვაქვს და სკა­ი­პის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ვსა­უბ­რობთ. ძა­ლი­ან გვსი­ა­მოვ­ნებს, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვაქვს "ფე­ის­ბუკ­ზე" მა­თი სუ­რა­თე­ბიც და­ვათ­ვა­ლი­ე­როთ და ვი­ცო­დეთ, რო­გორ ატა­რე­ბენ დროს ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი სუფ­რას­თან, რო­გორ ეს­წ­რე­ბი­ან კონ­ფე­რენ­ცი­ებს ან რო­გო­რია მა­თი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა.

- შე­გიძ­ლი­ათ, მითხ­რათ, რით შე­გაყ­ვა­რათ თა­ვი ჩემ­მა ქვე­ყა­ნამ?

- იმ­დე­ნი სა­სი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბა გვა­კავ­ში­რებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან, რომ გვი­ჭირს ამ კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა. ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი მო­მენ­ტე­ბი კი იმ დროს­თან ასო­ცირ­დე­ბა, რო­დე­საც ერ­თად ვიკ­რი­ბე­ბო­დით სუფ­რას­თან, ვსვამ­დით, სადღეგ­რ­ძე­ლო­ებს ვამ­ბობ­დით და ბევრს ვი­ცი­ნო­დით...

ბევ­რი რა­მით მო­ვი­ხიბ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში: რთვე­ლი­თა და ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ით, ის­ტო­რი­უ­ლი ად­გი­ლე­ბით. ჩვენ ხომ ბევ­რი რა­მე ვნახეთ - ვარ­ძია, ყაზ­ბე­გი, გე­ლა­თი... ძა­ლი­ან გაგ­ვი­მარ­თ­ლა, რომ ამ მშვე­ნი­ერ ქვე­ყა­ნა­ში ორი წე­ლი­წა­დის გა­ტა­რე­ბა მოგ­ვიხ­და. მად­ლი­ე­რე­ბის გრძნო­ბით ვართ გან­მ­ს­ჭ­ვა­ლუ­ლი ქარ­თ­ვე­ლე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც სა­ოც­რად მე­გობ­რუ­ლე­ბი და სტუ­მარ­თ­მოყ­ვა­რე­ნი იყ­ვ­ნენ. სწო­რედ ამ სით­ბომ და სიყ­ვა­რულ­მა გა­ხა­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბის პე­რი­ო­დი გა­მორ­ჩე­უ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი.

- რა შეც­ვა­ლა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში აქ გა­ტა­რე­ბულ­მა წლებ­მა?

- სა­ქარ­თ­ვე­ლომ უდა­ვოდ შეც­ვა­ლა ჩვე­ნი გას­ტ­რო­ნო­მი­უ­ლი გე­მოვ­ნე­ბა. ჩვენ ხომ გვიყ­ვარს ქარ­თუ­ლი საჭ­მე­ლე­ბი! ოღონდ ეს არა­ფე­რი იქ­ნე­ბო­და, რომ არა ის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რო­მელ­საც ქარ­თ­ვე­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რადღე­ბას ანი­ჭე­ბენ. ქარ­თ­ვე­ლე­ბი ხომ არას­დ­როს იშუ­რე­ბენ დროს იმი­სათ­ვის, რომ ფინ­ჯან ყა­ვა­ზე მე­გობ­რებ­თან და მე­ზობ­ლებ­თან ერ­თად სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ა­ტა­რონ დრო.

- გმად­ლობ, რომ ჩე­მი ქვე­ყა­ნა შე­იყ­ვა­რეთ... წარ­მა­ტე­ბე­ბი!

და­თო ზვი­ა­და­ძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია