მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლექს-სენს კუდ-ის აგენტობაში და ბინის მიტაცებაში ადანაშაულებენ
ლექს-სენს კუდ-ის აგენტობაში და ბინის მიტაცებაში ადანაშაულებენ

ცოტა ხნის წინ გავ­რცელ­და პო­ლიტ­რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი რა­მაზ გაგ­ნი­ძეს ინ­ტერ­ვიუ, სა­დაც ის რე­პერ ლექ­სენს ბი­ნის წარ­თმე­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, ის წერს: მომ­ღე­რა­ლი ლექ-სენი დღეს ჩემს და­კარ­გულ ბი­ნა­ში ცხოვ­რობს. ერთ დღეს ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­მი­ბა­რეს სოსო თო­ფუ­რი­ძეს­თან და იქ პი­რა­დად თო­ფუ­რი­ძემ და კუდ-ის ერთ-ერ­თმა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა მი­თხრეს, ლექს-სენი არის ჩვე­ნი აგენ­ტი და ეს კაცი იქ­ნე­ბა შენს ბი­ნა­შიო! ეს ადა­მი­ა­ნი აწარ­მო­ებ­და ჩემს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მთელ რიგ პრო­ცე­სებს! ლექს-სენ­მა "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ფუ­ლით იყი­და ჩემი ბინა, რო­მელ­საც მე მარ­თმევ­დნენ". ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით რე­პერს და კო­მენ­ტა­რი ვთხო­ვეთ:

- ეს პი­როვ­ნე­ბა არის თაღ­ლი­თი და ხუ­ლი­გა­ნი. მის მიერ აშე­ნე­ბულ კორ­პუს­ში მე მქონ­და ბინა ნა­ყი­დი, მაგ­რამ მან ჩემი და ჩემი მე­ზობ­ლე­ბის მი­ცე­მულ ფული "შე­ჭა­მა" და ყვე­ლა მშრალ­ზე დაგვტო­ვა. ვუ­ჩივ­ლეთ, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ არ და­ი­ჭი­რეს და ეს ყვე­ლა­ფე­რი შერ­ჩა. მას დღემ­დე ჩვე­ნი ვალი აქვს. რო­გორც ჩანს, ახლა ასე­თი ფორ­მით, ასე­თი სი­სუ­ლე­ლე­ე­ბის ტი­რა­ჟი­რე­ბით ცდი­ლობს ხალ­ხის მო­ტყუ­ე­ბას. რა­მაზ გაგ­ნი­ძე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თაღ­ლი­თია და ის გა­რეთ არ უნდა იყოს.

- გაგ­ნი­ძე ამ­ბობს, რომ სოსო თო­ფუ­რი­ძის კა­ბი­ნეტ­ში და­ი­ბა­რეს და შე­გახ­ვედ­რეს, სა­დაც მას უთხრეს, რომ იყა­ვით კუდ-ის აგენ­ტი და თქვენ­თვის უნდა და­ეთ­მო ბინა..

- რა შე­იძ­ლე­ბა ასეთ მა­რაზმზე და სი­სუ­ლე­ლე­ზე ვთქვა?! თუ კუდ-ში და­ი­ბა­რეს, რაც მა­გას ნა­კე­თე­ბი ჰქონ­და, იმის გამო ხომ და­ი­ჭერ­დნენ კი­დეც? მე ძა­ლი­ან ბევრ გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ანს ვიც­ნობ­დი და შევ­ხვედ­რი­ვარ კი­დეც, მათ შო­რის სოსო თო­ფუ­რი­ძე­საც, მაგ­რამ ეს რა­მაზ გაგ­ნი­ძეს­თან კავ­შირ­ში ნამ­დვი­ლად არაა. თუ მა­გა­თი აგენ­ტი ვი­ყა­ვი, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან კონ­ფლიქ­ტი რა­ტომ მქონ­და?!

- რა­ტომ გქონ­დათ კონ­ფლიქ­ტი?

- როცა და­ვი­ნა­ხე, რომ კრი­მი­ნალს ხელს აფა­რებ­დნენ, არ იჭერ­დნენ თაღ­ლი­თებს, მივ­ხვდი, რომ ეს იყო ძა­ლი­ან ცუდი და სწო­რედ ამი­ტომ გა­მი­ფუჭ­და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. სამ­წუ­ხა­როდ დღე­საც იგი­ვეს ვამ­ჩნევ და ეს ძა­ლი­ან ცუ­დია.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

ლექს-სენს კუდ-ის აგენტობაში და ბინის მიტაცებაში ადანაშაულებენ

ლექს-სენს კუდ-ის აგენტობაში და ბინის მიტაცებაში ადანაშაულებენ

ცოტა ხნის წინ გავრცელდა პოლიტრეპრესირებული რამაზ გაგნიძეს ინტერვიუ, სადაც ის რეპერ ლექსენს ბინის წართმევაში ადანაშაულებს, ის წერს: მომღერალი ლექ-სენი დღეს ჩემს დაკარგულ ბინაში ცხოვრობს. ერთ დღეს ოფიციალურად დამიბარეს სოსო თოფურიძესთან და იქ პირადად თოფურიძემ და კუდ-ის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მითხრეს, ლექს-სენი არის ჩვენი აგენტი და ეს კაცი იქნება შენს ბინაშიო! ეს ადამიანი აწარმოებდა ჩემს საწინააღმდეგო მთელ რიგ პროცესებს! ლექს-სენმა ,,ნაციონალების" ფულით იყიდა ჩემი ბინა, რომელსაც მე მართმევდნენ". ჩვენ დავუკავშირდით რეპერს და კომენტარი ვთხოვეთ:

- ეს პიროვნება არის თაღლითი და ხულიგანი. მის მიერ აშენებულ კორპუსში მე მქონდა ბინა ნაყიდი, მაგრამ მან ჩემი და ჩემი მეზობლების მიცემულ ფული "შეჭამა" და ყველა მშრალზე დაგვტოვა. ვუჩივლეთ, მაგრამ სამწუხაროდ არ დაიჭირეს და ეს ყველაფერი შერჩა. მას დღემდე ჩვენი ვალი აქვს. როგორც ჩანს, ახლა ასეთი ფორმით, ასეთი სისულელეების ტირაჟირებით ცდილობს ხალხის მოტყუებას. რამაზ გაგნიძე ჩვეულებრივი თაღლითია და ის გარეთ არ უნდა იყოს.

- გაგნიძე ამბობს, რომ სოსო თოფურიძის კაბინეტში დაიბარეს და შეგახვედრეს, სადაც მას უთხრეს, რომ იყავით კუდ-ის აგენტი და თქვენთვის უნდა დაეთმო ბინა..

- რა შეიძლება ასეთ მარაზმზე და სისულელეზე ვთქვა?! თუ კუდ-ში დაიბარეს, რაც მაგას ნაკეთები ჰქონდა, იმის გამო ხომ დაიჭერდნენ კიდეც? მე ძალიან ბევრ გავლენიან ადამიანს ვიცნობდი და შევხვედრივარ კიდეც, მათ შორის სოსო თოფურიძესაც, მაგრამ ეს რამაზ გაგნიძესთან კავშირში ნამდვილად არაა. თუ მაგათი აგენტი ვიყავი, წინა ხელისუფლებასთან კონფლიქტი რატომ მქონდა?!

- რატომ გქონდათ კონფლიქტი?

- როცა დავინახე, რომ კრიმინალს ხელს აფარებდნენ, არ იჭერდნენ თაღლითებს, მივხვდი, რომ ეს იყო ძალიან ცუდი და სწორედ ამიტომ გამიფუჭდა წინა ხელისუფლებასთან ურთიერთობა. სამწუხაროდ დღესაც იგივეს ვამჩნევ და ეს ძალიან ცუდია.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია