სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამუკა ღლონტი ნიკა გვარამიას ფანჯრიდან გადმოხტომას ელოდება - "ფეისბუქ ომი" გრძელდება
მამუკა ღლონტი ნიკა გვარამიას ფანჯრიდან გადმოხტომას ელოდება - "ფეისბუქ ომი" გრძელდება

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ ნიკა გვარ­მი­ა­სა და "მა­ესტროს" დამ­ფუძ­ნე­ბელ მა­მუ­კა ღლონტს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა გრძელ­დე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი ჯერ კი­დევ "თი-ვი-ემ-არ"-ის ინ­ცი­დენ­ტი­დან და­ი­წყო და ახლა IRI-ს მე­დია რე­ი­ტინ­გე­ბით გრძელ­დე­ბა.

"მეც ფან­ჯრი­დან გა­დავ­ხტე­ბო­დი სათ­ბუ­რის კიტ­რი რომ ვიყო :))

რო­გორც იცით "მა­ესტრო" სა­კა­ბე­ლო ტე­ლე­ვი­ზი­აა. "რუს­თა­ვი 2 ის" და "იმე­დის­გან" გას­ხვა­ვე­ბით მა­ყუ­რებ­ლე­ბის შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა ჰყავს. მაგ­რამ ეს არ ეხე­ბა სა­კა­ბე­ლო კომ­პა­ნი­ებს, სა­დაც ამ სამ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას მა­ყუ­რებ­ლე­ბის ერ­თნა­ი­რი რა­ო­დე­ნო­ბა ჰყავთ. ჩვენს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას ბოლო წელს ჰქონ­და თით­ქმის 500% იანი რე­ი­ტინ­გუ­ლი ზრდა, ქვე­მოთ მო­ცე­მუ­ლი ბმუ­ლი გახ­ლავთ ბოლო ერთი თვის ეგ­რე­თწო­დე­ბუ­ლი ფი­ფელ­მეტ­რე­ბის მი­ხედ­ვით შექ­მნი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი რე­ი­ტინ­გე­ბი, სა­დაც ნათ­ლად ჩანს რომ სხვა­ო­ბა ერ­თნა­ირ ველ­ზე, ანუ იქ სა­დაც თა­ნა­ბა­რი რა­ო­დე­ნო­ბის მა­ყუ­რე­ბე­ლია, "მა­ესტროს" და "რუს­თა­ვი 2"-ს შო­რის მი­ზე­რუ­ლია, მათ საგ­რძნობ­ლად ჩა­მორ­ჩე­ბა იმე­დი.

ასე რომ თუ და­ვი­ჯე­რებთ ნიკა გვა­რა­მი­ას სი­ტყვებს, რო­დე­საც ის ამ­ბობს, ვცი­ტი­რებ: "მა­ესტროს" რე­ი­ტინ­გი რომ მქონ­დეს, ფან­ჯრი­დან გა­დავ­ხტე­ბო­დი", დროა მის ფან­ჯრებს ქვე­მოთ დავ­დგეთ და და­ვე­ლო­დოთ შე­ას­რუ­ლებს თუ არა სი­ტყვას :))))", - წერს მა­მუ­კა ღლონ­ტი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

და­პი­რის­პი­რე­ბა რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ და­ი­წყო, რო­დე­საც ნიკა გვა­რა­მი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ "იმე­დი" და "კავ­კა­სია" ჩარ­თუ­ლი არი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბინ­ძურ თა­მაშ­ში.

"მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო "მა­ესტროს", რო­მე­ლიც თა­ვი­სი შე­მო­სავ­ლით არ­სე­ბობს", - აღ­ნიშ­ნა მა­შინ გვა­რა­მი­ამ.

გვა­რა­მი­ას სა­პა­სუ­ხოდ, მა­მუ­კა ღლონტმა "ფე­ის­ბუქ­ზე" შემ­დე­გი ტექ­სტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა: "ბა­ტო­ნო ნიკა პი­რა­დად მე, "მა­ესტროს" ერთ-ერთი მფლო­ბე­ლი, არა­თუ თა­ნა­მო­აზ­რედ, არა­მედ კო­ლე­გა­დაც კი არ გთვლით. თუმ­ცა, მი­ვე­სალ­მე­ბი იმას, რომ რა­ღაც-რა­ღა­ცე­ებ­ზე თვა­ლი აგე­ხი­ლათ. პა­ტი­ვის­ცე­მით: მა­მუ­კა ღლონ­ტი".

ამ­ჯე­რად კი, რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი IRI-ს მე­დია რე­ი­ტინ­გე­ბი "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ერთ-ერთ ინ­ტერ­ნეტ-გა­მო­ცე­მას­თან სა­უბ­რი­სას შე­ა­ფა­სა და ნა­ხევ­რად ხუმ­რო­ბით აღ­ნიშ­ნა, რომ ამ კვლე­ვე­ბით, "რუს­თა­ვი 2"-ს, "მა­ესტროს" მსგავ­სად, 21-პრო­ცენ­ტი­ა­ნი ნდო­ბა რომ ჰქონ­დეს, ფან­ჯრი­დან გა­დახ­ტე­ბო­და.

"ვინ და რამ­დე­ნი პრო­ცენ­ტით მეტი უყუ­რებს "იმედს", "რუს­თა­ვი 2"-ს ან "მა­ესტროს", ეს IRI-ს კვლე­ვებ­ში ჩვენ არ გვი­ნა­ხავს. რა თქმა უნდა, 21 პრო­ცენ­ტი რომ მქონ­დეს, რო­გორც "მა­ესტროს", რაც ნიშ­ნავს, რომ 79 პრო­ცენ­ტი სა­ერ­თოდ არ მი­ყუ­რებს, მა­შინ გა­დავ­ხტე­ბო­დი ფან­ჯრი­დან, მაგ­რამ ეს ასე არ არის", - გა­ნა­ცხა­და ნიკა გვა­რა­მი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, IRI-ს კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, გა­მო­კი­თხულ­თა 88 პრო­ცენ­ტი რე­გუ­ლა­რუ­ლად "იმედს" უყუ­რებს. ამ ნა­წილ­ში "რუს­თა­ვი 2" "იმედს" მხო­ლოდ 1 პრო­ცენ­ტით ჩა­მორ­ჩე­ბა, მას 87 პრო­ცენ­ტი აქვს. თუმ­ცა, "რუს­თა­ვი 2"-ს გა­მო­კი­თხულ­თა 34 პრო­ცენ­ტი ენ­დო­ბა, "იმედს" კი - 30 პრო­ცენ­ტი. მე­სა­მე პო­ზი­ცი­ას იკა­ვებს ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტრო" შე­სა­ბა­მი­სი 49 და 21 პრო­ცენ­ტით.

იხი­ლეთ ასე­ვე: რა­ტომ და­ა­ჯა­რი­მეს ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის რე­ი­ტინ­გის დამ­თვლე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "თი-ვი ემ-არ სა­ქარ­თვე­ლო"

შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი "თი-ვი-ემ-არ სა­ქარ­თვე­ლოს" და­ჯა­რი­მე­ბის თა­ო­ბა­ზე და­მა­ტე­ბით გან­მარ­ტე­ბას გა­ა­კე­თებს

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მამუკა ღლონტი ნიკა გვარამიას ფანჯრიდან გადმოხტომას ელოდება - "ფეისბუქ ომი" გრძელდება

მამუკა ღლონტი ნიკა გვარამიას ფანჯრიდან გადმოხტომას ელოდება - "ფეისბუქ ომი" გრძელდება

სოციალურ ქსელში "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარმიასა და "მაესტროს" დამფუძნებელ მამუკა ღლონტს შორის დაპირისპირება გრძელდება. ყველაფერი ჯერ კიდევ "თი-ვი-ემ-არ"-ის ინციდენტიდან დაიწყო და ახლა IRI-ს მედია რეიტინგებით გრძელდება.

"მეც ფანჯრიდან გადავხტებოდი სათბურის კიტრი რომ ვიყო :))

როგორც იცით "მაესტრო" საკაბელო ტელევიზიაა. "რუსთავი 2 ის" და "იმედისგან" გასხვავებით მაყურებლების შეზღუდული რაოდენობა ჰყავს. მაგრამ ეს არ ეხება საკაბელო კომპანიებს, სადაც ამ სამ ტელეკომპანიას მაყურებლების ერთნაირი რაოდენობა ჰყავთ. ჩვენს ტელეკომპანიას ბოლო წელს ჰქონდა თითქმის 500% იანი რეიტინგული ზრდა, ქვემოთ მოცემული ბმული გახლავთ ბოლო ერთი თვის ეგრეთწოდებული ფიფელმეტრების მიხედვით შექმნილი ოფიციალური რეიტინგები, სადაც ნათლად ჩანს რომ სხვაობა ერთნაირ ველზე, ანუ იქ სადაც თანაბარი რაოდენობის მაყურებელია, "მაესტროს" და "რუსთავი 2"-ს შორის მიზერულია, მათ საგრძნობლად ჩამორჩება იმედი.

ასე რომ თუ დავიჯერებთ ნიკა გვარამიას სიტყვებს, როდესაც ის ამბობს, ვციტირებ: "მაესტროს" რეიტინგი რომ მქონდეს, ფანჯრიდან გადავხტებოდი", დროა მის ფანჯრებს ქვემოთ დავდგეთ და დაველოდოთ შეასრულებს თუ არა სიტყვას :))))", - წერს მამუკა ღლონტი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

დაპირისპირება რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, როდესაც ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ "იმედი" და "კავკასია" ჩართული არიან ხელისუფლების ბინძურ თამაშში.

"მადლობა მინდა გადავუხადო "მაესტროს", რომელიც თავისი შემოსავლით არსებობს", - აღნიშნა მაშინ გვარამიამ.

გვარამიას საპასუხოდ, მამუკა ღლონტმა "ფეისბუქზე" შემდეგი ტექსტი გამოაქვეყნა: "ბატონო ნიკა პირადად მე, "მაესტროს" ერთ-ერთი მფლობელი, არათუ თანამოაზრედ, არამედ კოლეგადაც კი არ გთვლით. თუმცა, მივესალმები იმას, რომ რაღაც-რაღაცეებზე თვალი აგეხილათ. პატივისცემით: მამუკა ღლონტი".

ამჯერად კი, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული IRI-ს მედია რეიტინგები "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ერთ-ერთ ინტერნეტ-გამოცემასთან საუბრისას შეაფასა და ნახევრად ხუმრობით აღნიშნა, რომ ამ კვლევებით, "რუსთავი 2"-ს, "მაესტროს" მსგავსად, 21-პროცენტიანი ნდობა რომ ჰქონდეს, ფანჯრიდან გადახტებოდა.

"ვინ და რამდენი პროცენტით მეტი უყურებს "იმედს", "რუსთავი 2"-ს ან "მაესტროს", ეს IRI-ს კვლევებში ჩვენ არ გვინახავს. რა თქმა უნდა, 21 პროცენტი რომ მქონდეს, როგორც "მაესტროს", რაც ნიშნავს, რომ 79 პროცენტი საერთოდ არ მიყურებს, მაშინ გადავხტებოდი ფანჯრიდან, მაგრამ ეს ასე არ არის", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, IRI-ს კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 88 პროცენტი რეგულარულად "იმედს" უყურებს. ამ ნაწილში "რუსთავი 2" "იმედს" მხოლოდ 1 პროცენტით ჩამორჩება, მას 87 პროცენტი აქვს. თუმცა, "რუსთავი 2"-ს გამოკითხულთა 34 პროცენტი ენდობა, "იმედს" კი - 30 პროცენტი. მესამე პოზიციას იკავებს ტელეკომპანია "მაესტრო" შესაბამისი 49 და 21 პროცენტით.

იხილეთ ასევე: რატომ დააჯარიმეს ტელევიზიების რეიტინგის დამთვლელი ორგანიზაცია "თი-ვი ემ-არ საქართველო"

შემოსავლების სამსახური "თი-ვი-ემ-არ საქართველოს" დაჯარიმების თაობაზე დამატებით განმარტებას გააკეთებს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"