კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჟურნალ "და ქალის" აპრილის ნომერში წაიკითხავთ
ჟურნალ "და ქალის" აპრილის ნომერში წაიკითხავთ

აპ­რი­ლის ნო­მერ­ში ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე გვაქვს. ჟურ­ნა­ლის რამ­დე­ნი­მე გვერ­დი ხელ­საქ­მეს და­ეთ­მო. თუ "ჰენდ მე­ი­დი" გი­ზი­დავთ, მა­შინ ძა­ლი­ან გა­ი­მარ­თლათ…თუ ჯერ არ გქო­ნი­ათ შე­ხე­ბა ხელ­საქ­მეს­თან, მა­შინ თქვენ­თვი­საც ვი­პო­ვეთ გა­მო­სა­ვა­ლი და ყვე­ლაფ­რის შეს­წავ­ლას ჩვენ­თან ერ­თად და­ი­წყებთ.

და­წყე­ბა კი ნამ­დვი­ლად ღირს, რად­გან რო­გორც მეც­ნი­ე­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, ხელ­საქ­მე ამ­შვი­დებს ნერ­ვულ სის­ტე­მას და ქა­ლუ­რი ჰორ­მო­ნე­ბის დო­ნე­ზე ახ­დენს ზე­გავ­ლე­ნას. მგო­ნი საკ­მა­რი­სი მი­ზე­ზია, რომ თა­ვა­დაც სცა­დოთ.

"და ქა­ლის" ახალ ნო­მერ­ში ჩვენ და­გეხ­მა­რე­ბით ის­წვა­ლოთ:

• რო­გორ და­ვამ­ზა­დოთ დე­კო­რა­ტი­უ­ლი პანო სამ­ზა­რე­უ­ლოს­თვის

• რო­გორ და­ვაძ­ვე­ლოთ ჯინ­სი?

• რა შე­იძ­ლე­ბა გა­ვა­კე­თოთ ძვე­ლი კლა­ვი­ა­ტუ­რის­გან

• რო­გორ მოვ­ქარ­გოთ

ამ ყვე­ლა­ფერს ბევრ სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვას­თან და თარგთან ერ­თად, ჩვენს ჩა­ნარ­თში იხი­ლავთ.

უკვე საგ­რძნობ­ლად დათ­ბა და ცვლი­ლე­ბებს სა­ჭი­რობს ჩვე­ნი გარ­დე­რო­ბი... არც ახ­ლობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­და­ხა­ლი­სე­ბა გა­წყენ­დათ...

რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა გა­ზა­ფხუ­ლი-ზა­ფხუ­ლის მოდა მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან პო­დი­უ­მებ­ზე?

რო­გორც ირ­კვე­ვა, წელს ლურ­ჯი, ცის­ფე­რი და ყვი­თე­ლია მო­დუ­რი. რაც შე­ე­ხე­ბა სტილს, ამ­ჯე­რად რეტ­რო- 60-70-ია­ნებს სტი­ლი ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რია…

მოდა მუ­დამ ფორ­მა­ში ყოფ­ნას მო­ი­თხოვს, შე­სა­ბა­მი­სად ჟურ­ნალ­ში მო­დურ დი­ე­ტას წა­ი­კი­თხავთ.

თბი­ლი­სი- ლა­მა­ზად "შე­ფუ­თუ­ლი" ქა­ლა­ქი

ამ ბლოგ­ში ავ­ტო­რის თა­მამ ნა­აზ­რევს იხი­ლავთ - "თბი­ლი­სი იმ ლა­მა­ზად შე­ფუ­თუ­ლი თა­ო­ბის სამ­შობ­ლოა, რო­მე­ლიც არას­წო­რად მი­მარ­თუ­ლი ენერ­გი­ით, ნი­ჭი­თა და ამ­ბი­ცი­ე­ბით ბრჭყვი­ა­ლებს", - ასე მი­იჩ­ნევს ავ­ტო­რი.

თეა ინა­სა­რი­ძე კვლავ აგ­რძე­ლებს მეტ­რო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას. ჩვენ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა მი­წის­ქვე­შეთ­ში ჩაღ­წე­ვა ექ­სკლუ­ზი­უ­რად მო­ა­ხერ­ხა და აგერ უკვე მე­ო­რე ნო­მე­რია ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ებს გვი­ამ­ბობს.

ჟურ­ნალ­ში დაგ­ხვდე­ბათ მა­სა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­რეგ­ნო­ბა­ზე ზრუნ­ვი­სას აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­გად­გე­ბათ. ექიმ კოს­მე­ტო­ლო­გი ანა ბა­კუ­რა­ძე დე­ტა­ლუ­რად მო­გიყ­ვე­ბათ რო­გორ უნდა გან­სა­ზღვროთ თქვე­ნი კა­ნის ტიპი და შემ­დეგ რო­გორ იზ­რუ­ნოთ მის მოვ­ლა­ზე.

თუკი მშო­ბე­ლი ხართ, თქვენს წი­ნა­ში აუ­ცი­ლებ­ლად დად­გე­ბო­და პრობ­ლე­მა, რო­დე­საც თქვენს მიერ დას­ჯილ ბავ­შვს ბე­ბია ან ბა­ბუა ანე­ბივ­რებს, რო­გორ უნდა ვი­მოქ­მე­დოთ ამ შემ­თხვე­ვა­ში, აპ­რი­ლის ნო­მერ­ში წა­ი­კი­თხავთ.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლო­ში თურ­ქუ­ლი სე­რი­ლა­ე­ბის ბუ­მია... ერ­თია რა­საც ეკ­რან­ზე ვუ­ყუ­რებთ და მე­ო­რე- რო­გო­რია სი­ნამ­დვი­ლე. ამ­ჯე­რად დი­დე­ბუ­ლი სულ­თნის დიდი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ას მო­გიყ­ვე­ბით, რო­მე­ლიც სე­რი­ა­ლის სცე­ნა­რის­გან საკ­მა­ოდ გან­სხვა­ვე­ბუ­ლია.…

წარ­მა­ტე­ბულ და ფე­რად აპ­რილს გი­სურ­ვებთ.

კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბით თქვე­ნი "და ქალი".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

ჟურნალ "და ქალის" აპრილის ნომერში წაიკითხავთ

ჟურნალ "და ქალის" აპრილის ნომერში წაიკითხავთ

აპრილის ნომერში ძალიან საინტერესო სიახლე გვაქვს. ჟურნალის რამდენიმე გვერდი ხელსაქმეს დაეთმო. თუ "ჰენდ მეიდი" გიზიდავთ, მაშინ ძალიან გაიმართლათ…თუ ჯერ არ გქონიათ შეხება ხელსაქმესთან, მაშინ თქვენთვისაც ვიპოვეთ გამოსავალი და ყველაფრის შესწავლას ჩვენთან ერთად დაიწყებთ.

დაწყება კი ნამდვილად ღირს, რადგან როგორც მეცნიერები მიიჩნევენ, ხელსაქმე ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ქალური ჰორმონების დონეზე ახდენს ზეგავლენას. მგონი საკმარისი მიზეზია, რომ თავადაც სცადოთ.

"და ქალის" ახალ ნომერში ჩვენ დაგეხმარებით ისწვალოთ:

• როგორ დავამზადოთ დეკორატიული პანო სამზარეულოსთვის

• როგორ დავაძველოთ ჯინსი?

• რა შეიძლება გავაკეთოთ ძველი კლავიატურისგან

• როგორ მოვქარგოთ

ამ ყველაფერს ბევრ სასარგებლო რჩევასთან და თარგთან ერთად, ჩვენს ჩანართში იხილავთ.

უკვე საგრძნობლად დათბა და ცვლილებებს საჭირობს ჩვენი გარდერობი... არც ახლობლებთან ურთიერთობების გადახალისება გაწყენდათ...

როგორ გამოიყურება გაზაფხული-ზაფხულის მოდა მსოფლიოს წამყვან პოდიუმებზე?

როგორც ირკვევა, წელს ლურჯი, ცისფერი და ყვითელია მოდური. რაც შეეხება სტილს, ამჯერად რეტრო- 60-70-იანებს სტილი ყველაზე აქტუალურია…

მოდა მუდამ ფორმაში ყოფნას მოითხოვს, შესაბამისად ჟურნალში მოდურ დიეტას წაიკითხავთ.

თბილისი- ლამაზად "შეფუთული" ქალაქი

ამ ბლოგში ავტორის თამამ ნააზრევს იხილავთ - "თბილისი იმ ლამაზად შეფუთული თაობის სამშობლოა, რომელიც არასწორად მიმართული ენერგიით, ნიჭითა და ამბიციებით ბრჭყვიალებს", - ასე მიიჩნევს ავტორი.

თეა ინასარიძე კვლავ აგრძელებს მეტროში მოგზაურობას. ჩვენმა ჟურნალისტმა მიწისქვეშეთში ჩაღწევა ექსკლუზიურად მოახერხა და აგერ უკვე მეორე ნომერია ძალიან საინტერესო ისტორიებს გვიამბობს.

ჟურნალში დაგხვდებათ მასალები, რომლებიც გარეგნობაზე ზრუნვისას აუცილებლად გამოგადგებათ. ექიმ კოსმეტოლოგი ანა ბაკურაძე დეტალურად მოგიყვებათ როგორ უნდა განსაზღვროთ თქვენი კანის ტიპი და შემდეგ როგორ იზრუნოთ მის მოვლაზე.

თუკი მშობელი ხართ, თქვენს წინაში აუცილებლად დადგებოდა პრობლემა, როდესაც თქვენს მიერ დასჯილ ბავშვს ბებია ან ბაბუა ანებივრებს, როგორ უნდა ვიმოქმედოთ ამ შემთხვევაში, აპრილის ნომერში წაიკითხავთ.

მოგეხსენებათ, საქართველოში თურქული სერილაების ბუმია... ერთია რასაც ეკრანზე ვუყურებთ და მეორე- როგორია სინამდვილე. ამჯერად დიდებული სულთნის დიდი სიყვარულის ისტორიას მოგიყვებით, რომელიც სერიალის სცენარისგან საკმაოდ განსხვავებულია.…

წარმატებულ და ფერად აპრილს გისურვებთ.

კეთილი სურვილებით თქვენი "და ქალი".

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები