ბერლინში მდებარე ისტორიულ სასაფლაოზე ექსკლუზიურად ლესბოსელების დაკრძალვისთვის ახალ ფართობს ამ კვირაში გამოყოფენ.
Lutheran Georgen Parochial-ის სასაფლაოზე გამოყოფილი ფართობი 80 ლესბოსელისთვის იქნება განკუთვნილი. ეს ამბავი ოფიციალურად უკვე დაადასტურა ასოციაცია Safia-ს (ლესბოსელების ეროვნული ჯგუფი) პრესმდივანმა იუსა ზაჩაუმ. როგორც ამბობენ, ეს არის ადგილი, სადაც "ლესბოსელ საზოგადოებას სიკვდილის შემდეგ ერთად ცხოვრება შეეძლება".
ბერლინის გეებისა და ლესბოსელების ასოციაციაში აცხადებენ, რომ სასაფლაოს გახსნის იდეით აღფრთოვანებულები არიან.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.