სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაფერი ვახტანგ რჩეულიშვილის ცემით დაიწყო"
"ყველაფერი ვახტანგ რჩეულიშვილის ცემით დაიწყო"

კი­ნომ­ცოდ­ნე, რა­დიო "თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ბლო­გე­რი, გოგი გვა­ხა­რია დე­პუ­ტატ ნუგ­ზარ წიკ­ლა­ურ­ზე თა­დას­ხმის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წყე­ბულ დის­კუ­სი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ნიშ­ნის მო­გე­ბით აღ­სავ­სე კო­მენ­ტა­რებს ურ­თავ­და დე­პუ­ტა­ტის ცე­მის ფაქ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ნა­წი­ლი კი შეშ­ფო­თე­ბუ­ლი იყო ამ ადა­მი­ან­თა თა­ნაგ­რძნო­ბას მოკ­ლე­ბუ­ლი რე­აქ­ცი­ით.

"სხვა­თა შო­რის, ყვე­ლა­ფე­რი ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის ცე­მით და­ი­წყო... "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" ეი­ფო­რი­ის ფონ­ზე ამა­ზე ცო­ტას ჰქონ­და რე­აქ­ცია.. ისე კი ყვე­ლა­ფე­რი უფრო ადრე და­ი­წყო, როცა 1992 წლის ზამ­თარ­ში მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­მი­ტინ­გე­ე­ბი კი არ ცე­მეს, არა­მედ დახ­ვრი­ტეს გმირ­თა მო­ე­დან­ზე.

ხალ­ხი, ვინც კლავ­და და ცემ­და დღე­საც ცო­ცხა­ლია. ეს ხალ­ხი მო­რალს გვი­კი­თხავს. ზოგი ამ ხალ­ხთან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი, შე­საძ­ლე­ბე­ლია, პარ­ლა­მენ­ტშიც ზის. და ეს არაა და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ეპო­ქა. ესაა ჩვე­ნი ეპო­ქა! ამი­ტო­მაც სა­ნამ ჩვე­ნი ეპო­ქის ყვე­ლა მო­ძა­ლა­დე არ და­ის­ჯე­ბა, სა­მარ­თა­ლი ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა შერ­ჩე­ვი­თი, ხოლო ვი­ღა­ცის დას­ჯა მხო­ლოდ და მხო­ლოდ ან­გა­რიშს­წო­რე­ბა.

ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ დიდი კამ­პა­ნია უნდა და­ი­წყოს. ესაა გა­მო­სა­ვა­ლი. სკო­ლე­ბი­დან უნდა და­ი­წყოს და იმ ხალ­ხს, ვინც დღეს "ფე­ის­ბუკ­ზე" წერს, მე­ტის ღირ­სი­აო (სულ ერ­თია ვიზე), უნდა შერ­ცხვეს თა­ვი­სი ფიქ­რე­ბის.

არც ლე­ვაკს, არც პრა­ვაკს და არც ანარ­ქისტს არ უნდა სი­ა­მოვ­ნებ­დეს, როცა ვინ­მეს ცე­მენ და მი­თუ­მე­ტეს, კლა­ვენ. ვი­საც სი­ა­მოვ­ნებს, სამ­კურ­ნა­ლოა. მაგ­რამ გვყავს კი ამ­დე­ნი ექი­მი ქვე­ყა­ნა­ში?:)", - წერს გვა­ხა­რია.

შე­გახ­სე­ნებთ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევრ ნუგ­ზარ წიკ­ლა­ურს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. დე­პუ­ტა­ტის თქმით, სახ­ლთან სამი მან­ქა­ნით რამ­დე­ნი­მე ნიღ­ბი­ა­ნი დახ­ვდა, რო­მელ­თაც მისი გა­ტა­ცე­ბა სცა­დეს. წიკ­ლა­უ­რის თქმით, თავ­დამ­სხმე­ლებ­მა ელექტრო­შო­კიც გა­მო­ი­ყე­ნეს. დე­პუ­ტატს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სა­ხე­ზე აღე­ნიშ­ნე­ბა.

იხი­ლეთ ასე­ვე: ინგა გრი­გო­ლია - "რაც არ უნდა მი­უ­ღე­ბე­ლი იყოს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­სის­ხლი­ა­ნე­ბამ­დე ცემა გა­გი­ხარ­დეს"

"ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მხარ­დამ­ჭერ­თა და მო­წი­ნა­აღ­მდგე­თა ვერ­სი­ე­ბი წიკ­ლა­უ­რის ცე­მის მი­ზე­ზებ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"ყველაფერი ვახტანგ რჩეულიშვილის ცემით დაიწყო"

"ყველაფერი ვახტანგ რჩეულიშვილის ცემით დაიწყო"

კინომცოდნე, რადიო "თავისუფლების" ბლოგერი, გოგი გვახარია დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე თადასხმის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწყებულ დისკუსიას ეხმაურება. აღსანიშნავია, რომ ინტერნეტმომხმარებლების უმრავლესობა ნიშნის მოგებით აღსავსე კომენტარებს ურთავდა დეპუტატის ცემის ფაქტის შესახებ ინფორმაციას, ნაწილი კი შეშფოთებული იყო ამ ადამიანთა თანაგრძნობას მოკლებული რეაქციით.

"სხვათა შორის, ყველაფერი ვახტანგ რჩეულიშვილის ცემით დაიწყო... "ვარდების რევოლუციის" ეიფორიის ფონზე ამაზე ცოტას ჰქონდა რეაქცია.. ისე კი ყველაფერი უფრო ადრე დაიწყო, როცა 1992 წლის ზამთარში მშვიდობიანი მომიტინგეები კი არ ცემეს, არამედ დახვრიტეს გმირთა მოედანზე.

ხალხი, ვინც კლავდა და ცემდა დღესაც ცოცხალია. ეს ხალხი მორალს გვიკითხავს. ზოგი ამ ხალხთან დაახლოებული, შესაძლებელია, პარლამენტშიც ზის. და ეს არაა დავით აღმაშენებლის ეპოქა. ესაა ჩვენი ეპოქა! ამიტომაც სანამ ჩვენი ეპოქის ყველა მოძალადე არ დაისჯება, სამართალი ყოველთვის იქნება შერჩევითი, ხოლო ვიღაცის დასჯა მხოლოდ და მხოლოდ ანგარიშსწორება.

ძალადობის წინააღმდეგ დიდი კამპანია უნდა დაიწყოს. ესაა გამოსავალი. სკოლებიდან უნდა დაიწყოს და იმ ხალხს, ვინც დღეს "ფეისბუკზე" წერს, მეტის ღირსიაო (სულ ერთია ვიზე), უნდა შერცხვეს თავისი ფიქრების.

არც ლევაკს, არც პრავაკს და არც ანარქისტს არ უნდა სიამოვნებდეს, როცა ვინმეს ცემენ და მითუმეტეს, კლავენ. ვისაც სიამოვნებს, სამკურნალოა. მაგრამ გვყავს კი ამდენი ექიმი ქვეყანაში?:)", - წერს გვახარია.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმცირესობის წევრ ნუგზარ წიკლაურს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დეპუტატის თქმით, სახლთან სამი მანქანით რამდენიმე ნიღბიანი დახვდა, რომელთაც მისი გატაცება სცადეს. წიკლაურის თქმით, თავდამსხმელებმა ელექტროშოკიც გამოიყენეს. დეპუტატს დაზიანებები სახეზე აღენიშნება.

იხილეთ ასევე: ინგა გრიგოლია - "რაც არ უნდა მიუღებელი იყოს, როგორ შეიძლება დასისხლიანებამდე ცემა გაგიხარდეს"

"ნაციონალების" მხარდამჭერთა და მოწინააღმდგეთა ვერსიები წიკლაურის ცემის მიზეზებზე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს