კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როლანდ ახალაია - ხელისუფლებას უნდა უფლის სიყვარულისთვის გამასამართლოს
როლანდ ახალაია - ხელისუფლებას უნდა უფლის სიყვარულისთვის გამასამართლოს

ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უნდა უფ­ლის სიყ­ვა­რუ­ლის­თვის გა­მა­სა­მარ­თლოს, მაგ­რამ ვერ ხვდე­ბა, რომ ეს ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია, - ამის შე­სა­ხებ დღე­ვან­დელ სა­პარ­ლა­მენ­ტო სე­სი­ა­ზე სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რმა რო­ლანდ ახა­ლა­ი­ამ გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, მას არა­ფერ­ში არ სჭირ­დე­ბა დე­პუ­ტა­ტის იმუ­ნი­ტე­ტი, რად­გან მისი იმუ­ნი­ტე­ტი პა­ტი­ოს­ნე­ბა, ერ­თგუ­ლე­ბა და სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლია. რო­ლანდ ახა­ლა­ი­ამ დღეს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე­საც მი­მარ­თა.

"და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით მო­ი­თხო­ვა კა­ნო­ნის შეც­ვლა. ჯერ კი­დევ 2012 წელს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო ამ ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა, რომ­ლის გა­მოც, თქვენ, კა­ნონ­ში შე­გაქვთ ცვლი­ლე­ბა. თქვენ გინ­დათ უფ­ლის სიყ­ვა­რუ­ლის­თვის გა­მა­სა­მარ­თლოთ, მაგ­რამ იმას ვერ ხვდე­ბით, რომ ეს დიდი პა­ტი­ვია ჩემ­თვის. მე არ დავ­თან­ხმდი "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" უარი მეთ­ქვა მო­გე­ბულ არ­ჩევ­ნებ­ზე, თქვენ კი უმ­რავ­ლე­სო­ბა ცდი­ლობ­დით არ გეც­ნოთ ჩემი, რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა. ახლა ცდი­ლობთ სხვა ხერ­ხე­ბით შე­მი­წყვი­ტოთ იმუ­ნი­ტე­ტი. თქვენ შან­ტა­ჟით და სხვა ბინ­ძუ­რი მე­თო­დე­ბით ვერ შე­მა­ში­ნებთ. მე არა­ფერ­ში მჭირ­დე­ბა თქვე­ნი იმუ­ნი­ტე­ტი. ჩემი იმუ­ნი­ტე­ტი პა­ტი­ოს­ნე­ბა, ერ­თგუ­ლე­ბა და სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლია. სხვა ყვე­ლა­ფე­რი დრო­ის სა­კი­თხია", - გა­ნა­ცხა­და ახა­ლა­ი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქვე­ყა­ნას მარ­თავს სი­ძულ­ვი­ლის გაღ­რმა­ვე­ბით, რე­ვან­შით და ჭო­რე­ბით.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა თქვენ ხელ­ში გახ­და კრი­მი­ნა­ლუ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა. ის გა­ივ­სო კრი­მი­ნა­ლუ­რი მენ­ტა­ლო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბით, რო­მელ­საც სა­თა­ვე­ში რე­ა­ლუ­რად უდ­გას ყა­ჩა­ღი ფარ­ცხა­ლა­ძე. პრო­კუ­რა­ტუ­რა და­კა­ვე­ბუ­ლია მოწ­მე­ე­ბის გა­ტა­ცე­ბით, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თით და სხვა უამ­რა­ვი სა­ხის ძა­ლა­დო­ბით, რა­საც მოყ­ვა მოწ­მე­ე­ბის თვით­მკვლე­ლო­ბი­სა და სხვა სა­ეჭ­ვო ვი­თა­რე­ბა­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი. სა­ხელ­მწი­ფო დო­ნე­ზე აიყ­ვა­ნეთ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტე­რო­რი. თქვენ ქვე­ყა­ნა გინ­დათ მარ­თოთ ერთ დროს სი­ცი­ლი­ა­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი მე­თო­დით – "არ ვხე­დავ, არ მეს­მის" და ამით მორ­ჩი­ლე­ბა­ში იყო­ლი­ოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ახა­ლა­ი­ამ.

ამას­თან, რო­ლანდ ახა­ლა­ია "მად­ლო­ბას უხ­დის დარ­ბაზს და­ბა­დე­ბის დღის მი­ლოც­ვის­თვის და იმ სა­ჩუქ­რის­თვის, რო­მელ­საც უმ­რავ­ლე­სო­ბა დღეს უმ­ზა­დებს". რო­ლანდ ახა­ლა­ია გა­მო­ეხ­მა­უ­რა ნუგ­ზარ წიკ­ლა­ურ­ზე თავ­დას­ხმის ფაქტსაც.

"რაც გინ­დათ ხმა­მაღ­ლა ჟღერ­დეს, რე­ა­ლო­ბა ისაა, რომ ქვე­ყა­ნა­ში სა­ხელ­მწი­ფო ტე­რო­რია გა­მე­ფე­ბუ­ლი და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა მო­ნა­წი­ლეა ამ ტე­რო­რის. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ ეყო მოწ­მე­თა გა­ტა­ცე­ბე­ბი და ახლა გა­და­ვი­და პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის და­ტე­რო­რე­ბის მცდე­ლო­ბა­ზე. ამით ვერ შე­ა­ში­ნებთ უამ­რავ ბრძო­ლა­გა­მოვ­ლილ წიკ­ლა­ურს. სამ­შობ­ლოს დამ­ცველ­თა რი­გებ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი წიკ­ლა­უ­რია. თქვენ ვერ იტანთ სა­მარ­თლი­ან კრი­ტი­კას. ამის მა­გა­ლი­თია ის, რომ ჩემს მიერ ღა­რი­ბაშ­ვილ-ივა­ნიშ­ვი­ლის გაკ­რი­ტი­კე­ბი­დან ათ წუთ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ბრი­ფინ­გი ჩა­ა­ტა­რე­ბი­ნა პრო­კუ­რა­ტუ­რას ჩემს მი­მართ დევ­ნის და­წყე­ბის ნე­ბარ­თვის მო­თხოვ­ნით", - აღ­ნიშ­ნა ახა­ლა­ი­ამ.

დღეს პარ­ლა­მენ­ტი იწყებს "სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექსში" ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხილ­ვას. ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, კო­დექ­სი­დან ამო­დის პუნ­ქტი, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც პარ­ლა­მენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის დევ­ნის და­წყე­ბის­თვის მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას პარ­ლა­მენ­ტის თან­ხმო­ბა სჭირ­დე­ბა. საპ­რო­ცე­სო კო­დექსში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნის სა­კი­თხი დღის წეს­რიგ­ში მას შემ­დეგ დად­გა, რაც მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ პარ­ლა­მენტს დე­პუ­ტატ რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას­თვის ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბა­ზე თან­ხმო­ბა სთხო­ვა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

როლანდ ახალაია - ხელისუფლებას უნდა უფლის სიყვარულისთვის გამასამართლოს

როლანდ ახალაია - ხელისუფლებას უნდა უფლის სიყვარულისთვის გამასამართლოს

ხელისუფლებას უნდა უფლის სიყვარულისთვის გამასამართლოს, მაგრამ ვერ ხვდება, რომ ეს ჩემთვის დიდი პატივია, - ამის შესახებ დღევანდელ საპარლამენტო სესიაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა როლანდ ახალაიამ განაცხადა. მისი თქმით, მას არაფერში არ სჭირდება დეპუტატის იმუნიტეტი, რადგან მისი იმუნიტეტი პატიოსნება, ერთგულება და სამშობლოს სიყვარულია. როლანდ ახალაიამ დღეს პარლამენტის თავმჯდომარესაც მიმართა.

"დავით უსუფაშვილმა დაჩქარებული წესით მოითხოვა კანონის შეცვლა. ჯერ კიდევ 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების დამთავრებისთანავე დაიწყო ამ ფალსიფიცირებული საქმის გამოძიება, რომლის გამოც, თქვენ, კანონში შეგაქვთ ცვლილება. თქვენ გინდათ უფლის სიყვარულისთვის გამასამართლოთ, მაგრამ იმას ვერ ხვდებით, რომ ეს დიდი პატივია ჩემთვის. მე არ დავთანხმდი "ქართულ ოცნებას" უარი მეთქვა მოგებულ არჩევნებზე, თქვენ კი უმრავლესობა ცდილობდით არ გეცნოთ ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. ახლა ცდილობთ სხვა ხერხებით შემიწყვიტოთ იმუნიტეტი. თქვენ შანტაჟით და სხვა ბინძური მეთოდებით ვერ შემაშინებთ. მე არაფერში მჭირდება თქვენი იმუნიტეტი. ჩემი იმუნიტეტი პატიოსნება, ერთგულება და სამშობლოს სიყვარულია. სხვა ყველაფერი დროის საკითხია", - განაცხადა ახალაიამ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას მართავს სიძულვილის გაღრმავებით, რევანშით და ჭორებით.

"საქართველოს პროკურატურა თქვენ ხელში გახდა კრიმინალური დაწესებულება. ის გაივსო კრიმინალური მენტალობის ადამიანებით, რომელსაც სათავეში რეალურად უდგას ყაჩაღი ფარცხალაძე. პროკურატურა დაკავებულია მოწმეების გატაცებით, თავისუფლების უკანონო აღკვეთით და სხვა უამრავი სახის ძალადობით, რასაც მოყვა მოწმეების თვითმკვლელობისა და სხვა საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების შემთხვევები. სახელმწიფო დონეზე აიყვანეთ ფსიქოლოგიური ტერორი. თქვენ ქვეყანა გინდათ მართოთ ერთ დროს სიცილიაში დამკვიდრებული მეთოდით – "არ ვხედავ, არ მესმის" და ამით მორჩილებაში იყოლიოთ საზოგადოება", - აღნიშნა ახალაიამ.

ამასთან, როლანდ ახალაია "მადლობას უხდის დარბაზს დაბადების დღის მილოცვისთვის და იმ საჩუქრისთვის, რომელსაც უმრავლესობა დღეს უმზადებს". როლანდ ახალაია გამოეხმაურა ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის ფაქტსაც.

"რაც გინდათ ხმამაღლა ჟღერდეს, რეალობა ისაა, რომ ქვეყანაში სახელმწიფო ტერორია გამეფებული და საპარლამენტო უმრავლესობა მონაწილეა ამ ტერორის. ხელისუფლებას არ ეყო მოწმეთა გატაცებები და ახლა გადავიდა პარლამენტარების დატერორების მცდელობაზე. ამით ვერ შეაშინებთ უამრავ ბრძოლაგამოვლილ წიკლაურს. სამშობლოს დამცველთა რიგებში ძალიან ბევრი წიკლაურია. თქვენ ვერ იტანთ სამართლიან კრიტიკას. ამის მაგალითია ის, რომ ჩემს მიერ ღარიბაშვილ-ივანიშვილის გაკრიტიკებიდან ათ წუთში ხელისუფლებამ ბრიფინგი ჩაატარებინა პროკურატურას ჩემს მიმართ დევნის დაწყების ნებართვის მოთხოვნით", - აღნიშნა ახალაიამ.

დღეს პარლამენტი იწყებს "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ცვლილებების განხილვას. ცვლილებების თანახმად, კოდექსიდან ამოდის პუნქტი, რომლის საფუძველზეც პარლამენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის დაწყებისთვის მთავარ პროკურატურას პარლამენტის თანხმობა სჭირდება. საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მთავარმა პროკურატურამ პარლამენტს დეპუტატ როლანდ ახალაიასთვის ბრალის წაყენებაზე თანხმობა სთხოვა.

"ინტერპრესნიუსი"