მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამონაყარის მკურნალობა ორთქლის აბაზანით სახლის პირობებში
გამონაყარის მკურნალობა ორთქლის აბაზანით სახლის პირობებში

სახ­ლში ორ­თქლის აბა­ზა­ნით პრობ­ლე­მუ­რი კა­ნის მკურ­ნა­ლო­ბა მარ­ტი­ვი და ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სია. ორ­თქლი არ­ბი­ლებს, ხსნის ფო­რებს და წმენ­დს კანს. ამ თბილ და სა­რე­ლაქ­სა­ციო მე­თოდს ახალ­გაზ­რდუ­ლი იე­რის დაბ­რუ­ნე­ბა შე­უძ­ლია.

რო­გო­რი ტი­პის კა­ნის­თვი­საა სა­ჭი­რო ეს მე­თო­დი და რამ­დენ­ჯერ უნდა ჩა­ა­ტა­როთ? მსგავ­სი მე­თო­დით კოს­მე­ტი­კურ სა­ლო­ნებ­ში მკურ­ნა­ლო­ბენ, თქვენ კი სრუ­ლი­ად უფა­სოდ სა­კუ­თარ სახ­ლშიც შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­კე­თოთ. ის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ყვე­ლა ტი­პის კა­ნის­თვის, კვი­რა­ში ერთხელ. მათ­თვის, ვი­საც ცხი­მი­ა­ნი კანი აქვს, კვი­რა­ში ორ­ჯერ. ეს მე­თო­დი სა­უ­კე­თე­სოა იმ გო­გო­ნე­ბის­თვის, რო­მელ­თაც სა­ხე­ზე გა­მო­ნა­ყა­რი, ან პრობ­ლე­მუ­რი კანი აქვთ.

1. და­ი­ბა­ნეთ სახე: და­ი­ბა­ნეთ სახე თბი­ლი წყლით. არ გა­მო­ი­ყე­ნოთ სკრა­ბი!

2. აა­დუ­ღეთ წყა­ლი: აა­დუ­ღეთ 2 ფინ­ჯა­ნი (1/2 ლიტ­რი) წყა­ლი. შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ ფარ­თო თასი. ორ­თქლის აბა­ზა­ნა მხო­ლოდ ცხე­ლი წყლით კეთ­დე­ბა, მაგ­რამ მაქ­სი­მა­ლუ­რი ეფექ­ტის­თვის შე­გიძ­ლი­ათ სამ­კურ­ნა­ლო მცე­ნა­რე­ე­ბი, ან მცე­ნა­რე­უ­ლი ზე­თე­ბი გა­მო­ი­ყე­ნოთ. თუ მცე­ნა­რე­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა არ გსურთ, პირ­და­პირ მე­ო­თხე პუნ­ქტზე გა­და­დით.

3. სამ­კურ­ნა­ლო მცე­ნა­რე­ე­ბი და ზე­თე­ბი: სამ­კურ­ნა­ლო მცე­ნა­რე­ე­ბი და ზე­თე­ბი და­გამ­შვი­დებთ და კანს და­არ­ბი­ლებს. ცხი­მი­ა­ნი კა­ნის­თვის: ლა­ვან­და, მწვა­ნე ჩაი, ევ­კა­ლიპ­ტის ზეთი, ლიმ­ნის თხე­ლი ნა­ჭე­რი, გვი­რი­ლა და პიტ­ნა. მშრა­ლი კა­ნის­თვის: ლა­ვან­და, გვი­რი­ლა, ვარ­დის ზეთი და მწვა­ნე ჩაი. მგრძნო­ბი­ა­რე კა­ნის­თვის: გვი­რი­ლა და ლა­ვან­და. კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი ნორ­მა­ლუ­რი და ცხი­მი­ა­ნი კა­ნის­თვის: ლა­ვან­და, მწვა­ნე ჩაი და ჩაის ხის ზეთი. რო­დე­საც თქვე­ნი კა­ნის ტი­პის­თვის მცე­ნა­რე­ებს შე­არ­ჩევთ, ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი თას­ში ცხელ წყალ­თან ერ­თად მო­ა­თავ­სეთ და კარ­გად რომ გა­იჟღინ­თოს, 1-2 წუ­თით გა­ა­ჩე­რეთ.

4. მო­ამ­ზა­დეთ პირ­სა­ხო­ცი და და­ი­წყეთ მკურ­ნა­ლო­ბა: და­ე­ლო­დეთ, რომ წყა­ლი გაგ­რილ­დეს. ორ­თქლი ძა­ლი­ან ცხე­ლი არ უნდა იყოს. თუ გრძე­ლი თმა გაქვთ სა­მაგ­რით გა­და­ი­წი­ეთ. პირ­სა­ხო­ცი ისე მო­ა­თავ­სეთ, რომ ორ­თქლი პირ­და­პირ სა­ხეს მოხ­ვდეს.

5. რამ­დე­ნი წუ­თით ჩა­ვა­ტა­როთ მკურ­ნა­ლო­ბა: ორ­თქლის აბა­ზა­ნის­თვის ნე­ბა­დარ­თუ­ლია მხო­ლოდ 10-დან 20 წუ­თამ­დე. და­ი­ხა­რეთ წყლის­კენ, ოღონდ ძა­ლი­ან ახ­ლოს ნუ მიხ­ვალთ, აუ­ცი­ლებ­ლად და­ხუ­ჭეთ თვა­ლე­ბი. თავი პირ­სა­ხო­ცით და­ი­ბუ­რეთ, რათა ორ­თქლი არ­სად "გა­იქ­ცეს". თუ მგრძნო­ბი­ა­რე კანი გაქვთ მხო­ლოდ 10 წუ­თით გა­ჩერ­დით, თუ ცხი­მი­ა­ნი, მა­შინ 20 წუ­თით. წყლის­კენ 25 სან­ტი­მეტრზე ახ­ლოს ნუ და­იხ­რე­ბით. ისუნ­თქეთ ღრმად და მო­დუნ­დით. თუ თავს არა­კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნობთ, რამ­დე­ნი­მე წუ­თით ცხელ ორ­თქლს მო­შორ­დით და შემ­დეგ გა­ნაგ­რძეთ.

6. შე­იმ­შრა­ლეთ კანი: პირ­სა­ხო­ცი ოდ­ნავ შე­ა­ხეთ სა­ხეს და ძლი­ე­რად არ შე­იმ­შრა­ლოთ.

7. და­ი­დეთ სა­ხე­ზე ნი­ღა­ბი: რო­დე­საც სახე გა­იწ­მინ­დე­ბა, სწო­რედ რომ იდე­ა­ლუ­რია ნი­ღა­ბი, რო­მელ­საც სახ­ლში და­ამ­ზა­დებთ. ნუ და­ხარ­ჯავთ ფულს ძვი­რა­დღი­რე­ბულ ნიღ­ბებ­ში. მარ­ტივ ნი­ღაბს სახ­ლში თა­ვა­დაც და­ამ­ზა­დებთ. ლიმ­ნის ნი­ღა­ბი: გა­ტე­ხეთ 1 კვერ­ცხი, ჩა­ა­მა­ტეთ 1 ჩაის კოვ­ზი თაფ­ლი და შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე ლიმ­ნის წვე­თი. სწრა­ფად და­ი­დეთ მი­ღე­ბუ­ლი მასა სა­ხე­ზე და 10 წუ­თით გა­ა­ჩე­რეთ. ვაშ­ლის ნი­ღა­ბი: ეს ნი­ღა­ბი იდე­ა­ლუ­რია მშრა­ლი კა­ნის­თვის. 2 ჩაის კოვ­ზი ხაჭო ნა­ხევ­რად გაჭ­რილ ვაშლთან შე­ზი­ლეთ. სა­ხე­ზე 20 წუ­თით გა­ი­ჩე­რეთ. იო­გურ­ტის ნი­ღა­ბი: ვფიქ­რობთ, ეს ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი ნი­ღა­ბია, რო­მე­ლიც მა­ცი­ვარ­ში ყო­ველ­თვის გაქვთ. სქე­ლი ფენა სა­ხე­ზე შე­ი­ზი­ლეთ და 20 წუ­თით გა­ი­ჩე­რეთ. თაფ­ლი­სა და ლიმ­ნის ნი­ღა­ბი: ეს ნი­ღა­ბი იდე­ა­ლუ­რია მათ­თვის, ვი­საც აკნე სტან­ჯავს, ან ცხი­მი­ა­ნი კანი აქვს. 1 ჩაის კოვ­ზი თაფ­ლი და 1 ჩაის კოვ­ზი ლიმ­ნის წვე­ნი ერ­თმა­ნეთ­ში შე­უ­რი­ეთ. მასა სა­ხე­ზე 15 წუ­თით გა­ი­ჩე­რეთ. კვერ­ცხის გუ­ლის ნი­ღა­ბი: კვერ­ცხის გული 1 ჩაის კოვზ ცივ რძე­ში შე­უ­რი­ეთ და სა­ხე­ზე ისე და­ი­დეთ, თით­ქოს მა­საჟს იკე­თებთ. იქამ­დე არ ჩა­მო­ი­ბა­ნოთ, სა­ნამ მასა სა­ხე­ზე არ შე­გახ­მე­ბათ.

8. რო­გორ მო­ვიქ­ცეთ, ვიდ­რე ნი­ღაბს და­ვი­დებთ: თბი­ლი ორ­თქლი ფო­რებს ხსნის და სა­ჭი­როა, ისი­ნი და­ი­ხუ­როს. ამის­თვის სახე ნელთბი­ლი, ან ცივი წყლით და­ი­ბა­ნეთ და შემ­დეგ ნი­ღა­ბი და­ი­დეთ.

9. წა­ის­ვით და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბე­ლი კრე­მი: რო­დე­საც ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რას ჩა­ი­ტა­რებთ, სა­ჭი­როა კა­ნის და­ტე­ნი­ა­ნე­ბა.

girlslovestyle.com

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

გამონაყარის მკურნალობა ორთქლის აბაზანით სახლის პირობებში

გამონაყარის მკურნალობა ორთქლის აბაზანით სახლის პირობებში

სახლში ორთქლის აბაზანით პრობლემური კანის მკურნალობა მარტივი და ბუნებრივი პროცესია. ორთქლი არბილებს, ხსნის ფორებს და წმენდს კანს. ამ თბილ და სარელაქსაციო მეთოდს ახალგაზრდული იერის დაბრუნება შეუძლია.

როგორი ტიპის კანისთვისაა საჭირო ეს მეთოდი და რამდენჯერ უნდა ჩაატაროთ? მსგავსი მეთოდით კოსმეტიკურ სალონებში მკურნალობენ, თქვენ კი სრულიად უფასოდ საკუთარ სახლშიც შეგიძლიათ გააკეთოთ. ის რეკომენდებულია ყველა ტიპის კანისთვის, კვირაში ერთხელ. მათთვის, ვისაც ცხიმიანი კანი აქვს, კვირაში ორჯერ. ეს მეთოდი საუკეთესოა იმ გოგონებისთვის, რომელთაც სახეზე გამონაყარი, ან პრობლემური კანი აქვთ.

1. დაიბანეთ სახე: დაიბანეთ სახე თბილი წყლით. არ გამოიყენოთ სკრაბი!

2. აადუღეთ წყალი: აადუღეთ 2 ფინჯანი (1/2 ლიტრი) წყალი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ფართო თასი. ორთქლის აბაზანა მხოლოდ ცხელი წყლით კეთდება, მაგრამ მაქსიმალური ეფექტისთვის შეგიძლიათ სამკურნალო მცენარეები, ან მცენარეული ზეთები გამოიყენოთ. თუ მცენარეების გამოყენება არ გსურთ, პირდაპირ მეოთხე პუნქტზე გადადით.

3. სამკურნალო მცენარეები და ზეთები: სამკურნალო მცენარეები და ზეთები დაგამშვიდებთ და კანს დაარბილებს. ცხიმიანი კანისთვის: ლავანდა, მწვანე ჩაი, ევკალიპტის ზეთი, ლიმნის თხელი ნაჭერი, გვირილა და პიტნა. მშრალი კანისთვის: ლავანდა, გვირილა, ვარდის ზეთი და მწვანე ჩაი. მგრძნობიარე კანისთვის: გვირილა და ლავანდა. კომბინირებული ნორმალური და ცხიმიანი კანისთვის: ლავანდა, მწვანე ჩაი და ჩაის ხის ზეთი. როდესაც თქვენი კანის ტიპისთვის მცენარეებს შეარჩევთ, ინგრედიენტები თასში ცხელ წყალთან ერთად მოათავსეთ და კარგად რომ გაიჟღინთოს, 1-2 წუთით გააჩერეთ.

4. მოამზადეთ პირსახოცი და დაიწყეთ მკურნალობა: დაელოდეთ, რომ წყალი გაგრილდეს. ორთქლი ძალიან ცხელი არ უნდა იყოს. თუ გრძელი თმა გაქვთ სამაგრით გადაიწიეთ. პირსახოცი ისე მოათავსეთ, რომ ორთქლი პირდაპირ სახეს მოხვდეს.

5. რამდენი წუთით ჩავატაროთ მკურნალობა: ორთქლის აბაზანისთვის ნებადართულია მხოლოდ 10-დან 20 წუთამდე. დაიხარეთ წყლისკენ, ოღონდ ძალიან ახლოს ნუ მიხვალთ, აუცილებლად დახუჭეთ თვალები. თავი პირსახოცით დაიბურეთ, რათა ორთქლი არსად "გაიქცეს". თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ მხოლოდ 10 წუთით გაჩერდით, თუ ცხიმიანი, მაშინ 20 წუთით. წყლისკენ 25 სანტიმეტრზე ახლოს ნუ დაიხრებით. ისუნთქეთ ღრმად და მოდუნდით. თუ თავს არაკომფორტულად იგრძნობთ, რამდენიმე წუთით ცხელ ორთქლს მოშორდით და შემდეგ განაგრძეთ.

6. შეიმშრალეთ კანი: პირსახოცი ოდნავ შეახეთ სახეს და ძლიერად არ შეიმშრალოთ.

7. დაიდეთ სახეზე ნიღაბი: როდესაც სახე გაიწმინდება, სწორედ რომ იდეალურია ნიღაბი, რომელსაც სახლში დაამზადებთ. ნუ დახარჯავთ ფულს ძვირადღირებულ ნიღბებში. მარტივ ნიღაბს სახლში თავადაც დაამზადებთ. ლიმნის ნიღაბი: გატეხეთ 1 კვერცხი, ჩაამატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და შემდეგ რამდენიმე ლიმნის წვეთი. სწრაფად დაიდეთ მიღებული მასა სახეზე და 10 წუთით გააჩერეთ. ვაშლის ნიღაბი: ეს ნიღაბი იდეალურია მშრალი კანისთვის. 2 ჩაის კოვზი ხაჭო ნახევრად გაჭრილ ვაშლთან შეზილეთ. სახეზე 20 წუთით გაიჩერეთ. იოგურტის ნიღაბი: ვფიქრობთ, ეს ყველაზე მარტივი ნიღაბია, რომელიც მაცივარში ყოველთვის გაქვთ. სქელი ფენა სახეზე შეიზილეთ და 20 წუთით გაიჩერეთ. თაფლისა და ლიმნის ნიღაბი: ეს ნიღაბი იდეალურია მათთვის, ვისაც აკნე სტანჯავს, ან ცხიმიანი კანი აქვს. 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზი ლიმნის წვენი ერთმანეთში შეურიეთ. მასა სახეზე 15 წუთით გაიჩერეთ. კვერცხის გულის ნიღაბი: კვერცხის გული 1 ჩაის კოვზ ცივ რძეში შეურიეთ და სახეზე ისე დაიდეთ, თითქოს მასაჟს იკეთებთ. იქამდე არ ჩამოიბანოთ, სანამ მასა სახეზე არ შეგახმებათ.

8. როგორ მოვიქცეთ, ვიდრე ნიღაბს დავიდებთ: თბილი ორთქლი ფორებს ხსნის და საჭიროა, ისინი დაიხუროს. ამისთვის სახე ნელთბილი, ან ცივი წყლით დაიბანეთ და შემდეგ ნიღაბი დაიდეთ.

9. წაისვით დამატენიანებელი კრემი: როდესაც ყველა პროცედურას ჩაიტარებთ, საჭიროა კანის დატენიანება.

girlslovestyle.com

"ოჯახური საკითხების გამო ჩამოვედი" - მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ბიძაშვილის ქორწილს დაესწრო: გიორგი ალასანიას ნიუ-იორკული, ზღაპრული ქორწილის ფოტოები

"უნდა მოგიყვეთ ყველაფერი, სულ ყველაფერი - კონსტანტინე, ცოტნე და გიორგი გამსახურდიების ნამდვილი ამბავი" - რას წერს სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდიას მეუღლე

მხატვარი ზურაბ ნიჟარაძე გარდაიცვალა