პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილმა ქართული მაიდნის მოსაწყობად "ნაცაქტივს" უკრაინიდან ინსტრუქტორი გამოუგზავნა
სააკაშვილმა ქართული მაიდნის მოსაწყობად "ნაცაქტივს" უკრაინიდან ინსტრუქტორი გამოუგზავნა

გა­ზე­თი "ალია"

***

"ფრთხი­ლად, ქარ­თვე­ლო, სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­რა­ი­ნი­დან რე­ვო­ლუ­ცი­ას ამ­ზა­დებს!" - "ალი­ას­თან" სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს კი­ევ­ში მცხოვ­რე­ბი გავ­ლე­ნი­ა­ნი ქარ­თვე­ლი, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი ვი­ნა­ო­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა არ ისურ­ვა. წყა­რო სა­გან­გა­შო ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვდის: "სა­ა­კაშ­ვი­ლი ბო­სი­ვით ზის იუ­ლია ტი­მო­შენ­კოს­თან და აცხა­დებს, რომ კავ­კა­სი­ის ლი­დე­რია, რო­მელ­საც გა­და­წყვე­ტი­ლი აქვს რუ­სე­თის­გან გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი ბრძო­ლის წა­მო­წყე­ბა. აცხა­დებს, რომ ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პრო­რუ­სუ­ლია. ამ კამ­პა­ნი­ას ძა­ლი­ან ცუდი სუნი უდის, აქ რომ ახ­სე­ნო, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რი ვარო, გცე­მენ. სა­ა­კაშ­ვილს გა­და­წყვე­ტი­ლი აქვს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან ჩა­მო­ცი­ლე­ბა, ის მარ­თავს გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბულ შეხ­ვედ­რებს არა მარ­ტო უკ­რა­ი­ნა­ში, ასე­ვე ბე­ლო­რუს­შიც და ითხოვს მხარ­და­ჭე­რას. უკ­რა­ი­ნა­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, გა­და­წყვე­ტი­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­ზე რე­ვან­ში მი­ი­ტა­ნოს. ძა­ლი­ან ფრთხი­ლად იყა­ვით, ჩვენც გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვართ, ისე­თე­ბი ხდე­ბა, ის ხალ­ხი, ვინც უკ­რა­ი­ნის­თვის მარ­თლა იბ­რძო­და, პორ­ცე­სებს ჩა­მო­ა­ცი­ლეს, ნიღ­ბე­ბი მოხ­სნეს და ყი­რი­მი აღა­რა­ვის ახ­სოვს, სა­ა­კაშ­ვილს აქ "პა­რა­დი" მიჰ­ყავს, თუ სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში ვინ­მეს რამე აინ­ტე­რე­სებს, მი­შას უნდა ჰკი­თხონ, აცხა­დებს, მე ვარ რე­გი­ო­ნის­თვის მებ­რძო­ლი ლი­დე­რი და და­ნარ­ჩე­ნე­ბი "ჩმო­რე­ბი" არი­ა­ნო. კავ­კა­სი­ე­ლი ლი­დე­რე­ბი ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლე­ბი არი­ან სა­ა­კაშ­ვილ­ზე, იმუქ­რე­ბი­ან "ჩმო­რი" ვი­ნაა, ამას სა­ა­კაშ­ვილს ვა­ნა­ხებ­თო. "თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მებ­რძო­ლის" ნიღ­ბით სა­ა­კაშ­ვილს კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნი ჯო­ჯო­ხე­თის­კენ მიჰ­ყავს. სა­ა­კაშ­ვი­ლი აცხა­დებს, დიდი გრა­ფი­კი მაქვს, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო პე­რი­ოდ­ში უკ­რა­ი­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო შე­იც­ვა­ლა. მეც მჭირ­დე­ბა გა­და­ფა­სე­ბა, რა­ღაც სა­კი­თხებ­ზე და­ფიქ­რე­ბაო... ვინ ეკი­თხე­ბა სა­ა­კაშ­ვილს უკ­რა­ი­ნის მოვ­ლე­ნე­ბის გა­და­წყვე­ტას? სწო­რედ სა­ა­კაშ­ვილ­მა აქ­ცია პუ­ტი­ნი ძლე­ვა­მო­სილ ფი­გუ­რად 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის დროს და ახლა ახა­ლი ავან­ტი­უ­რის­თვის ამ­ზა­დებს კავ­კა­სი­ის რე­გი­ონს. სა­ა­კაშ­ვი­ლი ღიად აცხა­დებს, რომ თბი­ლის­ში სულ მალე "თბი­ლი­სურ მა­ი­დანს" მო­ა­წყობს, მას ეზი­ზღე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, ამო­ჩე­მე­ბუ­ლი აქვს, სა­ნამ ივა­ნიშ­ვილს არ გა­ვამ­წა­რებ, არ მო­ვის­ვე­ნე­ბო... სა­ა­კაშ­ვი­ლი კი­ე­ვი­დან, თბი­ლის­ში ხალ­ხს აგ­ზავ­ნის და ისი­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლის ზონ­დერებ­სა და ნა­ცაქ­ტი­ვის­ტებს ტრე­ნინ­გებს უტა­რე­ბენ, რა პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი უნდა მო­ა­წყონ თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში. უნდა შე­იქ­მნას ორი დაჯ­გუ­ფე­ბა, პრო­რუ­სე­ბი­სა და პრო­და­სავ­ლე­ლე­ბის სა­ხე­ლით იმოქ­მე­დე­ბენ ისი­ნი, პრო­ვო­კა­ტო­რებს შე­აგ­ზავ­ნი­ან ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში, შეკ­რე­ბებ­ზე და რუ­სე­თის მხარ­დამ­ჭე­რი ლო­ზუნ­გე­ბით და­ი­წყე­ბენ სკან­დი­რე­ბას, რა­საც მოჰ­ყვე­ბა ხელ­ჩარ­თუ­ლი ბრძო­ლე­ბი. ამის მა­გა­ლი­თი უკვე იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ რაც ნა­ხეთ, ეს ჟურ­ნა­ლია იმას­თან შე­და­რე­ბით რა­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი გიმ­ზა­დებთ". - ამ­ბობს წყა­რო კი­ე­ვი­დან და "ალი­ას" კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტის შე­სა­ხებ უყ­ვე­ბა.

სულ რამ­დე­ნი­მე ხნის წინ თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და "მა­ი­და­ნის" ერთ-ერთი აქ­ტი­ვის­ტი და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი სტა­ნის­ლავ ფე­დორ­ჩუ­კი. ის კი­ე­ვის გარ­და, აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და დო­ნეცკ­ში და სხვა ქა­ლა­ქებ­ში ჩა­ტა­რე­ბულ აქ­ცი­ებ­ში. ის არის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი. ამ­ჟა­მად, უკ­რა­ი­ნა­ში ცნო­ბი­ლია, რო­გორც პო­ლი­ტო­ლო­გი. თბი­ლის­ში სტა­ნის­ლავ ფე­დორ­ჩუ­კი ატა­რებს ყო­ველ­დღი­ურ ტრე­ნინ­გებს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა" და "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" ოფი­სებ­ში. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­ვის­ტებს უზი­ა­რებს თა­ვის გა­მოც­დი­ლე­ბას, რო­გორ უნდა ჩა­ტარ­დეს აქ­ცი­ე­ბი ისე, რომ ამან გა­მო­იწ­ვი­ოს ქა­ო­სი, არე­უ­ლო­ბა და სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბა, რო­გორ უნდა მოხ­დეს სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბე­ბის პი­კე­ტი­რე­ბა და რო­გორ წა­რი­მარ­თოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პი­არ­კამ­პა­ნი­ე­ბი... მათ გა­და­წყვე­ტი­ლი აქვთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შიგ­ნი­დან და­სუს­ტე­ბა, შეგ­ზავ­ნი­ლი ჰყავთ ყველ­გან თა­ვი­სი აგენ­ტუ­რა და აპი­რე­ბენ, სა­ხელ­მწი­ფოს ჩა­მოშ­ლას ისე, რო­გორც ეს "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" დროს გა­ა­კე­თეს. სა­ა­კაშ­ვილს იმე­დი აქვს, რომ უკ­რა­ი­ნა­ში პრე­ზი­დენ­ტად იუ­ლია ტი­მო­შენ­კო მოვა და სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა ექ­ნე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში. და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია ზუს­ტი დრო, მიშა კუ­ლუ­ა­რებ­ში აცხა­დებს, რომ მა­ის­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­სობ­რივ აქ­ცი­ებს და­ი­წყებს.

"ალია" შე­ეც­დე­ბა, ამ თე­მა­ზე უფრო მეტი კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­ძი­ოს და მომ­დევ­ნო ნომ­რებ­ში შე­მოგ­თა­ვა­ზოთ. თუ თა­ვად ფე­დორ­ჩუკს მო­უნ­დე­ბა სა­კუთ­რი პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბა, მა­საც სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­ვუს­მენთ.

ნინო სამ­ხა­რა­ძე

გა­ზე­თი "ალია"

გოგი
0

2014 წლის სტატიაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სააკაშვილმა ქართული მაიდნის მოსაწყობად "ნაცაქტივს" უკრაინიდან ინსტრუქტორი გამოუგზავნა

სააკაშვილმა ქართული მაიდნის მოსაწყობად "ნაცაქტივს" უკრაინიდან ინსტრუქტორი გამოუგზავნა

გაზეთი "ალია"

***

"ფრთხილად, ქართველო, სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან რევოლუციას ამზადებს!" - "ალიასთან" საუბარში აცხადებს კიევში მცხოვრები გავლენიანი ქართველი, რომელმაც საკუთარი ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა. წყარო საგანგაშო ინფორმაციას გვაწვდის: "სააკაშვილი ბოსივით ზის იულია ტიმოშენკოსთან და აცხადებს, რომ კავკასიის ლიდერია, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს რუსეთისგან განმათავისუფლებელი ბრძოლის წამოწყება. აცხადებს, რომ ახალი საქართველოს ახალი ხელისუფლება პრორუსულია. ამ კამპანიას ძალიან ცუდი სუნი უდის, აქ რომ ახსენო, "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვარო, გცემენ. სააკაშვილს გადაწყვეტილი აქვს "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან ჩამოცილება, ის მართავს გასაიდუმლოებულ შეხვედრებს არა მარტო უკრაინაში, ასევე ბელორუსშიც და ითხოვს მხარდაჭერას. უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, გადაწყვეტილი აქვს საქართველოს მთავრობაზე რევანში მიიტანოს. ძალიან ფრთხილად იყავით, ჩვენც გაკვირვებული ვართ, ისეთები ხდება, ის ხალხი, ვინც უკრაინისთვის მართლა იბრძოდა, პორცესებს ჩამოაცილეს, ნიღბები მოხსნეს და ყირიმი აღარავის ახსოვს, სააკაშვილს აქ "პარადი" მიჰყავს, თუ საქართველოსთან მიმართებაში ვინმეს რამე აინტერესებს, მიშას უნდა ჰკითხონ, აცხადებს, მე ვარ რეგიონისთვის მებრძოლი ლიდერი და დანარჩენები "ჩმორები" არიანო. კავკასიელი ლიდერები ძალიან გაბრაზებულები არიან სააკაშვილზე, იმუქრებიან "ჩმორი" ვინაა, ამას სააკაშვილს ვანახებთო. "თავისუფლებისთვის მებრძოლის" ნიღბით სააკაშვილს კავკასიის რეგიონი ჯოჯოხეთისკენ მიჰყავს. სააკაშვილი აცხადებს, დიდი გრაფიკი მაქვს, რომელიც, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო შეიცვალა. მეც მჭირდება გადაფასება, რაღაც საკითხებზე დაფიქრებაო... ვინ ეკითხება სააკაშვილს უკრაინის მოვლენების გადაწყვეტას? სწორედ სააკაშვილმა აქცია პუტინი ძლევამოსილ ფიგურად 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და ახლა ახალი ავანტიურისთვის ამზადებს კავკასიის რეგიონს. სააკაშვილი ღიად აცხადებს, რომ თბილისში სულ მალე "თბილისურ მაიდანს" მოაწყობს, მას ეზიზღება ბიძინა ივანიშვილი, ამოჩემებული აქვს, სანამ ივანიშვილს არ გავამწარებ, არ მოვისვენებო... სააკაშვილი კიევიდან, თბილისში ხალხს აგზავნის და ისინი სააკაშვილის ზონდერებსა და ნაცაქტივისტებს ტრენინგებს უტარებენ, რა პროვოკაციები უნდა მოაწყონ თბილისის ქუჩებში. უნდა შეიქმნას ორი დაჯგუფება, პრორუსებისა და პროდასავლელების სახელით იმოქმედებენ ისინი, პროვოკატორებს შეაგზავნიან ხალხმრავალ ადგილებში, შეკრებებზე და რუსეთის მხარდამჭერი ლოზუნგებით დაიწყებენ სკანდირებას, რასაც მოჰყვება ხელჩართული ბრძოლები. ამის მაგალითი უკვე იყო საქართველოში, მაგრამ რაც ნახეთ, ეს ჟურნალია იმასთან შედარებით რასაც სააკაშვილი გიმზადებთ". - ამბობს წყარო კიევიდან და "ალიას" კონკრეტული ფაქტის შესახებ უყვება.

სულ რამდენიმე ხნის წინ თბილისში ჩამოვიდა "მაიდანის" ერთ-ერთი აქტივისტი და ორგანიზატორი სტანისლავ ფედორჩუკი. ის კიევის გარდა, აქტიურად მონაწილეობდა დონეცკში და სხვა ქალაქებში ჩატარებულ აქციებში. ის არის უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი. ამჟამად, უკრაინაში ცნობილია, როგორც პოლიტოლოგი. თბილისში სტანისლავ ფედორჩუკი ატარებს ყოველდღიურ ტრენინგებს "ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფალი ზონის" ოფისებში. "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს უზიარებს თავის გამოცდილებას, როგორ უნდა ჩატარდეს აქციები ისე, რომ ამან გამოიწვიოს ქაოსი, არეულობა და სამოქალაქო დაპირისპირება, როგორ უნდა მოხდეს სამთავრობო უწყებების პიკეტირება და როგორ წარიმართოს ხელისუფლების საწინააღმდეგო პიარკამპანიები... მათ გადაწყვეტილი აქვთ ხელისუფლების შიგნიდან დასუსტება, შეგზავნილი ჰყავთ ყველგან თავისი აგენტურა და აპირებენ, სახელმწიფოს ჩამოშლას ისე, როგორც ეს "ვარდების რევოლუციის" დროს გააკეთეს. სააკაშვილს იმედი აქვს, რომ უკრაინაში პრეზიდენტად იულია ტიმოშენკო მოვა და სრული მხარდაჭერა ექნება "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ბრძოლაში. დასახელებულია ზუსტი დრო, მიშა კულუარებში აცხადებს, რომ მაისში საქართველოში მასობრივ აქციებს დაიწყებს.

"ალია" შეეცდება, ამ თემაზე უფრო მეტი კონკრეტული ინფორმაცია მოიძიოს და მომდევნო ნომრებში შემოგთავაზოთ. თუ თავად ფედორჩუკს მოუნდება საკუთრი პოზიციის დაფიქსირება, მასაც სიამოვნებით მოვუსმენთ.

ნინო სამხარაძე

გაზეთი "ალია"