პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახლში დამზადებული პროდუქტების რეალიზატორებისთვის კანონს იღებენ
სახლში დამზადებული პროდუქტების რეალიზატორებისთვის კანონს იღებენ

2014 წლის 20 მარტს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ პარ­ლა­მენ­ტში წა­რად­გი­ნა "სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის, ვე­ტე­რი­ნა­რი­ი­სა და მცე­ნა­რე­თა დაც­ვის კო­დექ­სის" ახა­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი, სა­ი­და­ნაც ამო­ი­ღეს ის პუნ­ქტი, რო­მე­ლიც სურ­სა­თის კუს­ტა­რუ­ლი მე­წარ­მე­ე­ბის კონ­ტროლს გუ­ლის­ხმობ­და. თუკი კო­დექსს პარ­ლა­მენ­ტი იმ სა­ხით და­ამ­ტკი­ცებს, სურ­სა­თის კუს­ტა­რულ მე­წარ­მე­ებს 2020 წლამ­დე არა­ვინ შე­ა­მოწ­მებს. რა­ტომ ამო­ი­ღეს კო­დექ­სი­დან ეს ნა­წი­ლი და რა საფრ­თხე­ე­ბი ელის მომ­ხმა­რე­ბელს?

"ალი­ას" ესა­უბ­რე­ბა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის" მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლია თო­დუა:

- კო­დექსში ჩა­დე­ბუ­ლი იყო, რომ კონ­ტროლს და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბოდ­ნენ არა მხო­ლოდ ის მე­წარ­მე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი არი­ან, რო­გორც ფი­ზი­კუ­რი ან იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბი, არა­მედ ისი­ნიც, ვინც არ არის მე­წარ­მედ რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ მისი დამ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია ხვდე­ბა ბა­ზარ­ზე. მა­გა­ლი­თად, რძის პრო­დუქ­ტე­ბი­დან, ყვე­ლი, მა­წო­ნი, რძე იწარ­მო­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის მიერ და პირ­და­პირ გა­მო­დის ბა­ზარ­ზე, ასე­ვეა კრე­მი­ა­ნი ნამ­ცხვრე­ბი. ხან ბრუ­ცე­ლი­ო­ზია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლებ­ში და ხან სხვა და­ა­ვა­დე­ბა, და­უშ­ვე­ბე­ლია ამ პრო­დუქ­ცი­ის შე­უ­მოწ­მებ­ლად გა­მო­ტა­ნა ბა­ზარ­ზე. იყო ფაქ­ტი, როცა ში­გე­ლო­ზი (ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­უ­რი ეტი­ო­ლო­გი­ის დი­ზენ­ტე­რია. - შ.გ.) და­ე­მარ­თა 200-ზე მეტ ბავ­შვს. ძა­ლი­ან სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბე­ბია, რო­მე­ლიც ყვე­ლით, მაწ­ვნით ან ხორ­ცით ვრცელ­დე­ბა. იგი­ვე კრე­მი­ა­ნი ნამ­ცხვრე­ბი, რო­მელ­საც სახ­ლის პი­რო­ბებ­ში ამ­ზა­დე­ბენ. ამი­ტომ ამა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გავ­რცელ­დეს რა­ღა­ცა ტი­პის კონ­ტრო­ლი, რომ ჰი­გი­ე­ნა მა­ინც მოწ­მდე­ბო­დეს.

- რაც კო­დექ­სი­დან ამო­ი­ღეს, იქ კონ­ტრო­ლის რა მე­ქანზმე­ბი იყო ჩა­დე­ბუ­ლი?

- კო­დექსში ჩა­დე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რი გუ­ლის­ხმობ­და იმას, რომ კონ­ტროლს და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბოდ­ნენ რო­გორც რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი მე­წარ­მე­ე­ბი (ფი­ზი­კუ­რი ან იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბი), ასე­ვე, სურ­სა­თის კუს­ტა­რუ­ლი მე­წარ­მე­ე­ბი. სა­ერ­თოდ, სურ­სა­თი არის ისე­თი რამ, რომ­ლის შე­მოწ­მე­ბა­საც აზრი აღარ აქვს, როცა უკვე ბა­ზარ­ზეა გა­მო­ტა­ნი­ლი. ბა­ზარ­ზე გა­მო­ტა­ნილ­ში ვერ შე­ა­მოწ­მებ ყვე­ლა­ფერს, ყვე­ლა ლუკ­მას ვერ გა­უ­წევ კონ­ტროლს. სურ­სა­თი არის პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­მოწ­მდეს წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში, წარ­მო­ე­ბა უნდა იყოს ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის დაც­ვით და სწო­რად წარ­მარ­თუ­ლი.

- ცალ­კე­უ­ლი პი­რე­ბის შე­მოწ­მე­ბა რო­გორ მოხ­დე­ბო­და?

- კო­დექსში ჩა­დე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რი არ გუ­ლის­ხმობ­და, რომ ვინ­მეს თავ­ზე და­ად­გე­ბოდ­ნენ და შე­ა­მოწ­მებ­დნენ, ყველს რო­გორ იყ­ვანს ადა­მი­ა­ნი, ან რო­გორ აცხობს ნამ­ცხვარს. თვი­თონ მე­წარ­მე უნდა აკონ­ტრო­ლებ­დეს ამ ყვე­ლა­ფერს, მაგ­რამ უნდა იცო­დეს მე­წარ­მემ, რა უნდა აკე­თოს. სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ ყვე­ლის მკე­თე­ბელ­მა უნდა იცო­დეს, ხელი და­ი­ბა­ნოს, უნდა იცო­დეს, რა სიხ­ში­რით გა­რე­ცხოს ჭურ­ჭე­ლი, რომ ალუ­მი­ნის ჭურ­ჭე­ლი არ უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს და ა.შ. ელე­მენ­ტა­რუ­ლი ჰი­გი­ე­ნის პი­რო­ბე­ბის დაც­ვა­ზეა სა­უ­ბა­რი. გარ­და ამი­სა, ამ პი­რებს მო­ლო­დი­ნი უნდა ჰქონ­დეთ, რომ დღეს იქ­ნე­ბა თუ ხვალ აუ­ცი­ლებ­ლად შე­ა­მოწ­მე­ბენ. რო­დე­საც მას ექ­ნე­ბა შე­მოწ­მე­ბის მო­ლო­დი­ნი, ის თვი­თონ და­ი­ცავს ნორ­მებს. რო­დე­საც ეს ადა­მი­ა­ნი ინ­სპექ­ტი­რე­ბას იქ­ნე­ბი­ან დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლე­ბი, ეს ნიშ­ნავს, რომ და­ი­ცა­ვენ ჰი­გი­ე­ნას. მათ იცი­ან, რომ არ ვრცელ­დე­ბა მათ­ზე ინ­სპექ­ტი­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, არ იცა­ვენ ჰი­გი­ე­ნის ელე­მენ­ტა­რულ ნორ­მებს.

- გა­მო­დის, რომ ინ­სპექ­ტი­რე­ბას მხო­ლოდ და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი მე­წარ­მე­ე­ბი და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან? არა­და ბა­ზარ­ში მო­თხოვ­ნა სწო­რე­დაც, რომ სოფ­ლის ნა­ტუ­რა­ლურ პრო­დუქტზეა.

- ახლა ასეა. სა­გა­და­სა­ხა­დო ძა­ლი­ან ლმო­ბი­ე­რია გლე­ხე­ბი­სად­მი, სახ­ლში ნამ­ცხვრე­ბის მცხო­ბე­ლე­ბი­სად­მი... კი ბა­ტო­ნო, გა­უ­წი­ოს ქვე­ყა­ნამ მათ ან­გა­რი­ში, ამა­ზე ლა­პა­რა­კი არ არის, ნუ და­რე­გის­ტრირ­დე­ბი­ან და ნუ იქ­ნე­ბი­ან გა­დამ­ხდე­ლე­ბი, მაგ­რამ მათ პრო­დუქ­ცი­ას საკ­ვე­ბად იყე­ნებს მომ­ხმა­რე­ბე­ლი და მომ­ხმა­რე­ბელს აქვს უფ­ლე­ბა, ჰქონ­დეს შე­მოწ­მე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.

- არ­გუ­მენ­ტი არ და­ა­სა­ხე­ლეს, რა­ტომ ვი­ღებთ ამ ნორ­მას კო­დექ­სი­დან?

- მი­ზე­ზი და­ა­სა­ხე­ლეს ის, რომ მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნი­ხი­ლეს კო­დექ­სი და ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს მო­თხოვ­ნა იყო ასე­თი, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ამ პი­რე­ბის შე­მოწ­მე­ბაო. თუ ახლა არ ჩა­დეს ეს ცვლი­ლე­ბა კო­დექსში, გა­და­ი­წევს 2020 წლამ­დე და მა­ნამ­დე შე­საძ­ლოა, ძა­ლი­ან ცუდი შე­დე­გე­ბი ჰქონ­დეს უკონ­ტრო­ლო პრო­დუქ­ცი­ის ბა­ზარ­ზე გა­მო­ტა­ნას.

რა­ტომ არ ით­ვა­ლის­წი­ნებს კო­დექ­სის ახა­ლი ვა­რი­ან­ტი მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას?

კო­მენ­ტა­რის­თვის "ალია" აგ­რა­რულ სა­კი­თხთა სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რეს, გიგ­ლა აგუ­ლაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და: "ამ კო­დექსს რვა კო­მი­ტე­ტი გა­ნი­ხი­ლავს მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში, ჩვენ გან­ვი­ხი­ლავთ ყვე­ლა­ზე ბო­ლოს, სა­კო­მი­ტე­ტო მოს­მე­ნებ­ზე გა­ვა­კე­თებთ ჩვენს შე­ნიშ­ვნებს და მო­საზ­რე­ბებს. იქ ცოტა ობი­ექ­ტუ­რი გა­რე­მო­ე­ბე­ბია. ამი­ტომ ჩვენ ვეც­დე­ბით მი­ვი­ღოთ ის ვერ­სია, ის ვა­რი­ან­ტი, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა ოპ­ტი­მა­ლუ­რი რო­გორც მე­წარ­მე­ე­ბის­თვის, ასე­ვე იმ სექ­ტო­რის­თვის, რო­მელ­მაც ეს თემა წა­მოს­წია. ვიც­ნობ მე ამ სა­კითხს, სა­გან­გა­შო არა­ფე­რი არ არის. ჩვენ გვექ­ნე­ბა სწო­რი პო­ზი­ცია".

"ალია" ამ თე­მას მას შემ­დეგ და­უბ­რუნ­დე­ბა, რო­დე­საც კო­მი­ტე­ტებ­ში გან­ხილ­ვე­ბი დას­რულ­დე­ბა.

შო­რე­ნა გო­გო­ლა­ძე

გა­ზე­თი "ალია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

სახლში დამზადებული პროდუქტების რეალიზატორებისთვის კანონს იღებენ

სახლში დამზადებული პროდუქტების რეალიზატორებისთვის კანონს იღებენ

2014 წლის 20 მარტს საქართველოს მთავრობამ პარლამენტში წარადგინა "სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის" ახალი კანონპროექტი, საიდანაც ამოიღეს ის პუნქტი, რომელიც სურსათის კუსტარული მეწარმეების კონტროლს გულისხმობდა. თუკი კოდექსს პარლამენტი იმ სახით დაამტკიცებს, სურსათის კუსტარულ მეწარმეებს 2020 წლამდე არავინ შეამოწმებს. რატომ ამოიღეს კოდექსიდან ეს ნაწილი და რა საფრთხეები ელის მომხმარებელს?

"ალიას" ესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია "სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების" მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულების ხელმძღვანელი ლია თოდუა:

- კოდექსში ჩადებული იყო, რომ კონტროლს დაექვემდებარებოდნენ არა მხოლოდ ის მეწარმეები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან, როგორც ფიზიკური ან იურიდიული პირები, არამედ ისინიც, ვინც არ არის მეწარმედ რეგისტრირებული, მაგრამ მისი დამზადებული პროდუქცია ხვდება ბაზარზე. მაგალითად, რძის პროდუქტებიდან, ყველი, მაწონი, რძე იწარმოება საქართველოში არარეგისტრირებული პირების მიერ და პირდაპირ გამოდის ბაზარზე, ასევეა კრემიანი ნამცხვრები. ხან ბრუცელიოზია გავრცელებული ცხოველებში და ხან სხვა დაავადება, დაუშვებელია ამ პროდუქციის შეუმოწმებლად გამოტანა ბაზარზე. იყო ფაქტი, როცა შიგელოზი (ბაქტერიოლოგიური ეტიოლოგიის დიზენტერია. - შ.გ.) დაემართა 200-ზე მეტ ბავშვს. ძალიან საშიში დაავადებებია, რომელიც ყველით, მაწვნით ან ხორცით ვრცელდება. იგივე კრემიანი ნამცხვრები, რომელსაც სახლის პირობებში ამზადებენ. ამიტომ ამაზე აუცილებლად უნდა გავრცელდეს რაღაცა ტიპის კონტროლი, რომ ჰიგიენა მაინც მოწმდებოდეს.

- რაც კოდექსიდან ამოიღეს, იქ კონტროლის რა მექანზმები იყო ჩადებული?

- კოდექსში ჩადებული ჩანაწერი გულისხმობდა იმას, რომ კონტროლს დაექვემდებარებოდნენ როგორც რეგისტრირებული მეწარმეები (ფიზიკური ან იურიდიული პირები), ასევე, სურსათის კუსტარული მეწარმეები. საერთოდ, სურსათი არის ისეთი რამ, რომლის შემოწმებასაც აზრი აღარ აქვს, როცა უკვე ბაზარზეა გამოტანილი. ბაზარზე გამოტანილში ვერ შეამოწმებ ყველაფერს, ყველა ლუკმას ვერ გაუწევ კონტროლს. სურსათი არის პროდუქტი, რომელიც აუცილებლად უნდა შემოწმდეს წარმოების პროცესში, წარმოება უნდა იყოს ჰიგიენური ნორმების დაცვით და სწორად წარმართული.

- ცალკეული პირების შემოწმება როგორ მოხდებოდა?

- კოდექსში ჩადებული ჩანაწერი არ გულისხმობდა, რომ ვინმეს თავზე დაადგებოდნენ და შეამოწმებდნენ, ყველს როგორ იყვანს ადამიანი, ან როგორ აცხობს ნამცხვარს. თვითონ მეწარმე უნდა აკონტროლებდეს ამ ყველაფერს, მაგრამ უნდა იცოდეს მეწარმემ, რა უნდა აკეთოს. საუბარია იმაზე, რომ ყველის მკეთებელმა უნდა იცოდეს, ხელი დაიბანოს, უნდა იცოდეს, რა სიხშირით გარეცხოს ჭურჭელი, რომ ალუმინის ჭურჭელი არ უნდა გამოიყენოს და ა.შ. ელემენტარული ჰიგიენის პირობების დაცვაზეა საუბარი. გარდა ამისა, ამ პირებს მოლოდინი უნდა ჰქონდეთ, რომ დღეს იქნება თუ ხვალ აუცილებლად შეამოწმებენ. როდესაც მას ექნება შემოწმების მოლოდინი, ის თვითონ დაიცავს ნორმებს. როდესაც ეს ადამიანი ინსპექტირებას იქნებიან დაქვემდებარებულები, ეს ნიშნავს, რომ დაიცავენ ჰიგიენას. მათ იციან, რომ არ ვრცელდება მათზე ინსპექტირება და შესაბამისად, არ იცავენ ჰიგიენის ელემენტარულ ნორმებს.

- გამოდის, რომ ინსპექტირებას მხოლოდ დარეგისტრირებული მეწარმეები დაექვემდებარებიან? არადა ბაზარში მოთხოვნა სწორედაც, რომ სოფლის ნატურალურ პროდუქტზეა.

- ახლა ასეა. საგადასახადო ძალიან ლმობიერია გლეხებისადმი, სახლში ნამცხვრების მცხობელებისადმი... კი ბატონო, გაუწიოს ქვეყანამ მათ ანგარიში, ამაზე ლაპარაკი არ არის, ნუ დარეგისტრირდებიან და ნუ იქნებიან გადამხდელები, მაგრამ მათ პროდუქციას საკვებად იყენებს მომხმარებელი და მომხმარებელს აქვს უფლება, ჰქონდეს შემოწმებული პროდუქციის მიღების საშუალება.

- არგუმენტი არ დაასახელეს, რატომ ვიღებთ ამ ნორმას კოდექსიდან?

- მიზეზი დაასახელეს ის, რომ მთავრობის სხდომაზე განიხილეს კოდექსი და ეკონომიკის სამინისტროს მოთხოვნა იყო ასეთი, რომ არ შეიძლება ამ პირების შემოწმებაო. თუ ახლა არ ჩადეს ეს ცვლილება კოდექსში, გადაიწევს 2020 წლამდე და მანამდე შესაძლოა, ძალიან ცუდი შედეგები ჰქონდეს უკონტროლო პროდუქციის ბაზარზე გამოტანას.

რატომ არ ითვალისწინებს კოდექსის ახალი ვარიანტი მომხმარებელთა უფლებების დაცვას?

კომენტარისთვის "ალია" აგრარულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს, გიგლა აგულაშვილს დაუკავშირდა: "ამ კოდექსს რვა კომიტეტი განიხილავს მიმდინარე კვირაში, ჩვენ განვიხილავთ ყველაზე ბოლოს, საკომიტეტო მოსმენებზე გავაკეთებთ ჩვენს შენიშვნებს და მოსაზრებებს. იქ ცოტა ობიექტური გარემოებებია. ამიტომ ჩვენ ვეცდებით მივიღოთ ის ვერსია, ის ვარიანტი, რომელიც იქნება ოპტიმალური როგორც მეწარმეებისთვის, ასევე იმ სექტორისთვის, რომელმაც ეს თემა წამოსწია. ვიცნობ მე ამ საკითხს, საგანგაშო არაფერი არ არის. ჩვენ გვექნება სწორი პოზიცია".

"ალია" ამ თემას მას შემდეგ დაუბრუნდება, როდესაც კომიტეტებში განხილვები დასრულდება.

შორენა გოგოლაძე

გაზეთი "ალია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია