ილია მეორე - საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანა ევროსტრუქტურების წევრი გახდეს

ილია მეორე - საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანა ევროსტრუქტურების წევრი გახდეს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი ილია II საპატრიარქოში დიდი ბრიტანეთის მინისტრს ევროპის საკითხებში დევიდ ლიდინგტონს შეხვდა. შეხვედრას დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი ესწრებოდა.

პატრიარქმა დიდი ბრიტანეთის მინისტრს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხა. "ჩვენ მოხარული ვართ, რომ ამ რთულ დროს, როცა არ არის აღდგენილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, საქართველოში ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის მინისტრის ჩამობრძანება არის ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა", -აღნიშნა ილია მეორემ. უწმინდესმა ასევე გაიხსენა დიდ ბრიტანეთში მისი ვიზიტი და ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-თან შეხვედრა.

თავის მხრივ დიდი ბრიტანეთის მაღალი რაგნის სტუმარმა დასძინა, რომ მისთვის პატივია უწმინდესთან შეხვედრა. დევიდ ლიდინგტონის თქმით, მისთვის კარგად არის ცნობილი საქართველოს ეკლესიის როლი ქვეყნის განვითარების საქმეში და რომ ის დიდ როლს თამაშობს მოსახლეობის ცხოვრებაში.

"დიდი ბრიტანეთი საქართველოს განიხილავს, როგორც ევროპული ოჯახის წევრ ქვეყანას და ველოდებით, რომ ივნისში ხელი მოეწერება ასოცირების ხელშეკრულებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ საქართველოს ეკონომიკისა და პოლიტიკის თვალსაზრისით უფრო მეტის შესაძლებლობები ექნება. ამავე დროს ევროპას ექნება საშუალება, გაიცნოს საქართველოს მდიდარი კულტურა", -დასძინა ლიდინგტონმა.

მისივე თქმით, ევროპა მრავლფეროვანია და მხარს უჭერს პოლიტიკას, თავის წიაღში მიიღოს ქვეყნები მათი კულტურებისა და ტრადიციების გათვალისწინებით.

თავის მხრივ პატრიარქმა აღნიშნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა ევროსტრუქტურების წევრი გახდეს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია