საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, მთავრობის ყველაზე დიდ ჩავარდნად გამოკითხულთა უდიდესი ნაწილი დაპირებების შეუსრულებლობას ასახელებს.
კვლევების მიხედვით, დაპირებების შეუსრულებლობას მთავარ ჩავარდნად გამოკითხულთა 20% ასახელებს, ჩავარდნად - 22%; გამოკითხულთა 5% მთავარ ჩავარდნად უმუშევრობას ასახელებს, 7%-ჩავარდნად.
ხალხის მოტყუებას მთავარ ჩავარდნად გამოკითხულთა 3% მიიჩნევს, 4%- ჩავარდნად.
მთავრობის ჩავარდნებში ასევე დასახელებულია: უსამართლობა, რთული ეკონომიკური სიტუაცია, არ აქტიურობა, არაკომპეტენტურობა, კრიმინალური სიტუაციის გაუარესება, "ნაციონალური მოძრაობის" ვერ დამარცხება, კოჰაბიტაცია, უკანონო დაპატიმრება, დაბალი პენსიები.
IRI-მ გამოკითხვა 2014 წლის 19 თებერვლიდან 13 მარტამდე ჩაატარა. გამოკითხვაში 18 წელს გადაცილებულმა 3 992 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ცდომილება 1,5%-ს შეადგენს.