მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიმონა დოლიძეს ურიადნიკი არ მოუკლავს" - ლეგენდად ქცეული სიმღერის რეალობა
"სიმონა დოლიძეს ურიადნიკი არ მოუკლავს" - ლეგენდად ქცეული სიმღერის რეალობა

გულ­ჩვი­ლე­ბი ვართ ადა­მი­ა­ნე­ბი - სულ რომ არ ვე­ლით, მა­შინ შე­მოგ­ვაწ­ვე­ბა სევ­და. აი, ამა­ზე გიყ­ვე­ბით ახლა... ერთი სი­ტყვით, ვზი­ვარ ახ­ლობ­ლის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში, ვსვამ ყა­ვას, ვე­მა­ლე­ბი გა­რეთ დარ­ჩე­ნილ სამ­ყა­როს და ამ დროს რა­დი­ოს მშვიდ ტალ­ღებ­ზე "სი­მო­ნა დო­ლი­ძე" არ შე­მო­ვარ­და! ხომ გახ­სოვთ ეს სიმ­ღე­რა: "ძმა­ბი­ჭებ­ში და­ჩაგ­რუ­ლი/მე ვარ სი­მო­ნა დო­ლი­ძე,/შვი­დი წელი შე­მის­რულ­და,/არ მძი­ნე­ბია ლო­გინ­ზე./წუ­ხელ ძილ­ში და­მე­სიზ­მრა,/ვი­თომ წელს მეხ­ვია გვე­ლი,/ვე­ცა­დე, ვერ მო­ვი­შო­რე,/ისე შე­მე­შა­ლა ხელი.../ჯა­ფა­რი­ძე ური­ად­ნი­კი ცნო­ბი­ლია გუ­რი­ა­ში,/გა­ვი­ხე­დეთ, თავს დაგ­ვეს­ხა,/ჩაფ­რე­ბი შე­მოგ­ვე­სია,/ისე დაგ­ვა­ყა­რეს ტყვია,/რო­გორც წვი­მა და მე­ხია,/გად­მოხ­ტო­მის ხანს მეს­რო­ლეს,/მომ­ტე­ხეს ორივ ფე­ხია./უცებ აზრი მო­ვიკ­რი­ფე,/ მას­თან ძალა შე­ვი­ძი­ნე:/ ერთი ტყვია გა­ვის­რო­ლე, თან გე­მო­ზე გა­ვი­ცი­ნე,/ჯა­ფა­რი­ძე ური­ად­ნი­კი ამ ჩემ გვერ­დზედ მო­ვიწ­ვი­ნე"...

რა­ღაც­ნა­ი­რად სევ­დი­ა­ნად ას­რუ­ლებს მომ­ღე­რა­ლი და მეც სევ­და მაწ­ვე­ბა გულ­ზე, - რა არის დრო!.. ეს სი­მო­ნა დო­ლი­ძე ტე­რო­რის­ტი იყო, მაგ­რამ ლე­გენ­დად დარ­ჩა. ნე­ტავ ჩვე­ნი დრო­ი­დან ვინ­მე დარ­ჩე­ბა ლე­გენ­დად? - იქ­ნებ სი­მო­ნას დრო­ში ცხოვ­რე­ბა ჯობ­და! ვამ­ბობ მე და ჩემი მას­პინ­ძე­ლიც მპა­სუ­ხობს, - რა ვიცი, აბა! - ისე, ყვე­ლა­ფე­რი ბედ­სა და გა­რე­მო­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. სი­მო­ნა ლე­გენ­დად გა­რე­მომ შექ­მნა - რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბი იყო, ომე­ბი, გმი­რი სჭირ­დე­ბო­და ხალ­ხს. ვი­ღა­ცამ სიმ­ღე­რაც შე­უ­წყო, თო­რემ არც ური­ად­ნი­კი ჯა­ფა­რი­ძე ყო­ფი­ლა სი­მო­ნა დო­ლი­ძე­ზე ნაკ­ლე­ბი ბიჭი და არც სი­მო­ნას მო­უკ­ლავს ის! ეს ამ­ბე­ბი ნამ­დვი­ლად ვიცი... ეგ ური­ად­ნი­კი ჩემი ახ­ლობ­ლის დიდი ბა­ბუა იყო. თუ გინ­და, გა­გაც­ნობ!

ასე მივ­დი­ვართ თამ­თა კერ­ვა­ლიშ­ვილ­თან, ური­ად­ნი­კის გახ­სე­ნე­ბას თვა­ლებ­გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ხვდე­ბა, - ივა­ნე ჯა­ფა­რი­ძე გა­ინ­ტე­რე­სებთ? მა­მა­ჩე­მის ბა­ბუა, მინა ჯა­ფა­რი­ძე (ილი­ა­სა და აკა­კის მე­გო­ბა­რი, ცნო­ბი­ლი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე) ური­ად­ნი­კის ძმა იყო. მინა ილი­ას მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ მოკ­ლეს ბოლ­შე­ვი­კებ­მა. ერთ ღა­მეს ჭიშ­კარ­თან ვი­ღა­ცამ და­უ­ძა­ხა. გა­უ­ყა­რა მუ­ცელ­ში ხან­ჯა­ლი და გაქ­რა.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"სიმონა დოლიძეს ურიადნიკი არ მოუკლავს" - ლეგენდად ქცეული სიმღერის რეალობა

"სიმონა დოლიძეს ურიადნიკი არ მოუკლავს" - ლეგენდად ქცეული სიმღერის რეალობა

გულჩვილები ვართ ადამიანები - სულ რომ არ ველით, მაშინ შემოგვაწვება სევდა. აი, ამაზე გიყვებით ახლა... ერთი სიტყვით, ვზივარ ახლობლის სამზარეულოში, ვსვამ ყავას, ვემალები გარეთ დარჩენილ სამყაროს და ამ დროს რადიოს მშვიდ ტალღებზე "სიმონა დოლიძე" არ შემოვარდა! ხომ გახსოვთ ეს სიმღერა: "ძმაბიჭებში დაჩაგრული/მე ვარ სიმონა დოლიძე,/შვიდი წელი შემისრულდა,/არ მძინებია ლოგინზე./წუხელ ძილში დამესიზმრა,/ვითომ წელს მეხვია გველი,/ვეცადე, ვერ მოვიშორე,/ისე შემეშალა ხელი.../ჯაფარიძე ურიადნიკი ცნობილია გურიაში,/გავიხედეთ, თავს დაგვესხა,/ჩაფრები შემოგვესია,/ისე დაგვაყარეს ტყვია,/როგორც წვიმა და მეხია,/გადმოხტომის ხანს მესროლეს,/მომტეხეს ორივ ფეხია./უცებ აზრი მოვიკრიფე,/ მასთან ძალა შევიძინე:/ ერთი ტყვია გავისროლე, თან გემოზე გავიცინე,/ჯაფარიძე ურიადნიკი ამ ჩემ გვერდზედ მოვიწვინე"...

რაღაცნაირად სევდიანად ასრულებს მომღერალი და მეც სევდა მაწვება გულზე, - რა არის დრო!.. ეს სიმონა დოლიძე ტერორისტი იყო, მაგრამ ლეგენდად დარჩა. ნეტავ ჩვენი დროიდან ვინმე დარჩება ლეგენდად? - იქნებ სიმონას დროში ცხოვრება ჯობდა! ვამბობ მე და ჩემი მასპინძელიც მპასუხობს, - რა ვიცი, აბა! - ისე, ყველაფერი ბედსა და გარემოზეა დამოკიდებული. სიმონა ლეგენდად გარემომ შექმნა - რევოლუციები იყო, ომები, გმირი სჭირდებოდა ხალხს. ვიღაცამ სიმღერაც შეუწყო, თორემ არც ურიადნიკი ჯაფარიძე ყოფილა სიმონა დოლიძეზე ნაკლები ბიჭი და არც სიმონას მოუკლავს ის! ეს ამბები ნამდვილად ვიცი... ეგ ურიადნიკი ჩემი ახლობლის დიდი ბაბუა იყო. თუ გინდა, გაგაცნობ!

ასე მივდივართ თამთა კერვალიშვილთან, ურიადნიკის გახსენებას თვალებგაფართოებული ხვდება, - ივანე ჯაფარიძე გაინტერესებთ? მამაჩემის ბაბუა, მინა ჯაფარიძე (ილიასა და აკაკის მეგობარი, ცნობილი საზოგადო მოღვაწე) ურიადნიკის ძმა იყო. მინა ილიას მკვლელობის შემდეგ მოკლეს ბოლშევიკებმა. ერთ ღამეს ჭიშკართან ვიღაცამ დაუძახა. გაუყარა მუცელში ხანჯალი და გაქრა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია