ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საქართველოში რუსეთის აგრესია გრძელდება. კითხვაზე, "რუსეთის აგრესია საქართველოში დასრულდა თუ კვლავ გრძელდება", გამოკითხულთა 71%-მა განაცხადა, რომ რუსეთის აგრესია გრძელდება. წინა კვლევის თანახმად, აღნიშნულ კითხვას ანალოგიური პასუხი რესპონდენტთა 49%-მა გასცა.
გამოკითხულთა 16% მიიჩნევს, რომ აგრესია დასრულდა, მაგრამ შესაძლოა განახლდეს, 7%-ის აზრით, დასრულდა და აღარ განახლდება. რესპონდენტთა 6%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
IRI-მ გამოკითხვა 2014 წლის 19 თებერვლიდან 13 მარტამდე ჩაატარა. გამოკითხვაში 18 წელს გადაცილებულმა 3 992 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ცდომილება 1,5%-ს შეადგენს.