პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფრთხილად! ინფექციის ბუდე! - აყროლებული მიწისქვეშა თბილისი (ფოტო+ვიდეო)
ფრთხილად! ინფექციის ბუდე! - აყროლებული მიწისქვეშა თბილისი (ფოტო+ვიდეო)

თბი­ლის­ში მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლე­ბი საკ­მა­ოდ ბევ­რია, თუმ­ცა ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­ე­ბი გა­დას­ვლა-გად­მოს­ვლი­სას მა­ინც სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზით სარ­გებ­ლო­ბენ და თავს საფრ­თხე­ში იგ­დე­ბენ. ისე, რაღა ავ­ტო­მან­ქა­ნებს მო­უკ­ლი­ხარ და რაღა მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლებ­ში გა­მე­ფე­ბულ ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­ას.

პირ­ვე­ლი, რა­სა­ცა მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელ­ში ჩა­სუ­ლი გრძნობ, სა­ში­ნე­ლი სუ­ნია. თუმ­ცა ჯერ ვე­რა­ფერს ხე­დავ - იქ სიბ­ნე­ლეა. თუმ­ცა სჯობს არ და­ი­ნა­ხო - შარ­დის გუ­ბე­ე­ბი, ბოთ­ლე­ბი, კონ­დო­მე­ბი, დას­ვრი­ლი ქა­ღალ­დე­ბი. თან არ უნდა და­გა­ვი­წყდეს, რომ შენ ქა­ლა­ქის ცენ­ტრში, რუს­თა­ველ­ზე, სას­ტუმ­რო "რე­დი­სო­ნის" წინ მდე­ბა­რე მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელ­ში იმ­ყო­ფე­ბი. თუ რუს­თა­ველ­ზე სხვა მი­წის­ქვე­შებ­ში ჩახ­ვალ, ნა­ხავ, რომ სი­ტუ­ა­ცია გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, მაგ­რამ არც თუ ისე ძა­ლი­ან. ან­ტი­სა­ნი­ტა­რია, მძაფ­რი სუნი და შარ­დის გუ­ბე­ე­ბი(ვი­დეო კონ­ტრო­ლი არ აში­ნებთ მათ, ვი­საც მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლი სა­პირ­ფა­რე­შო ჰგო­ნია) ყვე­ლა მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელს აერ­თი­ა­ნებს. თით­ქმის ყვე­ლა გა­და­სას­ვლელ­ში ჩა­მო­დის წყა­ლი, სი­ბინ­ძუ­რე, აბ­ლა­ბუ­დე­ბი, წარ­წე­რე­ბი და ჩა­მო­ხე­უ­ლი პლა­კა­ტე­ბია.

ბევრ გა­და­სას­ვლელ­ში სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტებ­საც შეხ­ვდე­ბით, ასე­თებ­ში სი­ტუ­ა­ცია ოდ­ნავ მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია, თუმ­ცა მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლე­ბის მთა­ვარ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს, სი­ბინ­ძუ­რებს, ეს ად­გი­ლე­ბიც არ ღა­ლა­ტო­ბენ.

თუმ­ცა" ჩემ­პი­ო­ნი" გმირ­თა მო­ე­დან­ზე მდე­ბა­რე მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლია, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში ერთ-ერთი დი­დია. სა­ნი­აღ­ვრე­ე­ბი ნაგ­ვით არის გა­მო­ტე­ნი­ლი. მი­წის­ქვე­შა­ში პა­ტა­რა ოთა­ხიც არის, რო­მე­ლიც სა­პირ­ფა­რე­შოს ფუნ­ქცი­ას მშვე­ნივ­რად ითავ­სებს. აქვე, გრა­ფი­ტის გვერ­დით უწ­მა­წუ­რი წარ­წე­რე­ბი შე­გიძ­ლი­ათ ამო­ი­კი­თხოთ :" ბო..ს შვი­ლიშ­ვი­ლი ვიყო" და ა.შ. ისე, რო­მე­ლი­ღაც მი­წის­ქვე­შა­ში ამო­ვი­კი­თხე წარ­წე­რა Art isn't crime - ვე­თან­ხმე­ბი წარ­წე­რას, გრა­ფი­ტი მეც ძა­ლი­ან მომ­წონს, თუმ­ცა რაც თბი­ლის­ში მდე­ბა­რე მი­წის­ქვე­სა გა­და­სას­ვლე­ლებ­ში ხდე­ბა Art-ს სრუ­ლე­ბი­თაც არ ჰგავს.

სჯობს, თი­თო­ე­ულ ასე­თი გა­და­სას­ვლელს გა­ვუ­კე­თოთ წარ­წე­რა: "ფრთხი­ლად! ინ­ფექ­ცი­ის ბუდე!"

ელე­ნე ცინ­ცა­ძე, Ambebi.ge

იხი­ლეთ სი­უ­ჟე­ტი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ფრთხილად! ინფექციის ბუდე! - აყროლებული მიწისქვეშა თბილისი (ფოტო+ვიდეო)

ფრთხილად! ინფექციის ბუდე! - აყროლებული მიწისქვეშა თბილისი (ფოტო+ვიდეო)

თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელები საკმაოდ ბევრია, თუმცა ფეხით მოსიარულეები გადასვლა-გადმოსვლისას მაინც საავტომობილო გზით სარგებლობენ და თავს საფრთხეში იგდებენ. ისე, რაღა ავტომანქანებს მოუკლიხარ და რაღა მიწისქვეშა გადასასვლელებში გამეფებულ ანტისანიტარიას.

პირველი, რასაცა მიწისქვეშა გადასასვლელში ჩასული გრძნობ, საშინელი სუნია. თუმცა ჯერ ვერაფერს ხედავ - იქ სიბნელეა. თუმცა სჯობს არ დაინახო - შარდის გუბეები, ბოთლები, კონდომები, დასვრილი ქაღალდები. თან არ უნდა დაგავიწყდეს, რომ შენ ქალაქის ცენტრში, რუსთაველზე, სასტუმრო "რედისონის" წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში იმყოფები. თუ რუსთაველზე სხვა მიწისქვეშებში ჩახვალ, ნახავ, რომ სიტუაცია განსხვავებულია, მაგრამ არც თუ ისე ძალიან. ანტისანიტარია, მძაფრი სუნი და შარდის გუბეები(ვიდეო კონტროლი არ აშინებთ მათ, ვისაც მიწისქვეშა გადასასვლელი საპირფარეშო ჰგონია) ყველა მიწისქვეშა გადასასვლელს აერთიანებს. თითქმის ყველა გადასასვლელში ჩამოდის წყალი, სიბინძურე, აბლაბუდები, წარწერები და ჩამოხეული პლაკატებია.

ბევრ გადასასვლელში სავაჭრო ობიექტებსაც შეხვდებით, ასეთებში სიტუაცია ოდნავ მოწესრიგებულია, თუმცა მიწისქვეშა გადასასვლელების მთავარ მახასიათებლებს, სიბინძურებს, ეს ადგილებიც არ ღალატობენ.

თუმცა" ჩემპიონი" გმირთა მოედანზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელია, რომელიც თბილისში ერთ-ერთი დიდია. სანიაღვრეები ნაგვით არის გამოტენილი. მიწისქვეშაში პატარა ოთახიც არის, რომელიც საპირფარეშოს ფუნქციას მშვენივრად ითავსებს. აქვე, გრაფიტის გვერდით უწმაწური წარწერები შეგიძლიათ ამოიკითხოთ :" ბო..ს შვილიშვილი ვიყო" და ა.შ. ისე, რომელიღაც მიწისქვეშაში ამოვიკითხე წარწერა Art isn't crime - ვეთანხმები წარწერას, გრაფიტი მეც ძალიან მომწონს, თუმცა რაც თბილისში მდებარე მიწისქვესა გადასასვლელებში ხდება Art-ს სრულებითაც არ ჰგავს.

სჯობს, თითოეულ ასეთი გადასასვლელს გავუკეთოთ წარწერა: "ფრთხილად! ინფექციის ბუდე!"

ელენე ცინცაძე, Ambebi.ge

იხილეთ სიუჟეტი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია