ხშირად ქალები დიეტას შიმშილთან აიგივებენ.
ყველა დიეტოლოგი გეტყვით, რომ დიეტა ჯანსაღი პროდუქტების კრებულია და არა შიმშილი. რა შედის ჯანსაღ პროდუქტებში? პირველ რიგში, ხილი და ბოსტნეული. თუმცა, მთელი ცხოვრება მხოლოდ ვაშლზე, ან კიტრზე ვერ იქნებით და ორგანიზმს ტკბილეულიც სჭირდება და გემრიელი ხორციც. სწორედ ამიტომ, წონაში დაკლებისთვის იდეალური რჩევაა ვარჯიში (სირბილი მაქსიმუმ 20 წუთი, პრესის ვარჯიშები) და საღამოს 6 საათის შემდეგ არაფრის ჭამა.
თუმცა, გემრიელი სადილებით განებივრებული კუჭის დაბალკალორიულ საკვებზე გადაყვანა არც ისე ადვილია. სწორედ ეს ეშმაკური ხერხები დაგეხმარებათ, საკუთარი თავი გააკონტროლოთ და არც შიმშილის გრძნობამ შემოგიტიოთ.1. არ გამოტოვოთ საუზმე: ყოველთვის ისაუზმეთ, რადგანაც დილით მიღებული საკვები წონაში არ მოგამატებინებთ და ამასთან, ენერგიაც არ დაგაკლდებათ.
2. საკვები დაანაწევრეთ: ეს ფსიქოლოგიური მომენტია - პატარა ულუფაც კი დანაწევრების შემდეგ "ბევრი" ჩანს და ისეთი შეგრძნება გრჩებათ, თითქოს ბევრი ულუფა მიირთვით. რაც შეეხება გემრიელ დესერტს - ტორტის, ან ნამცხვრის ნაჭრის მხოლოდ 3 პატარა "კვადრატი" შეჭამეთ. შემდეგ ჩანგალი დადეთ.
3. სწორად დაწვით კალორიები: არ აქვს მნიშვნელობა დარბიხართ, თუ მუცლის პრესის ვარჯიშებს აკეთებთ, თან ყოველთვის იქონიეთ საათი. თუ გსურთ, კალორიები ნამდვილად დაწვათ, ნებისმიერი ვარჯიშის დასრულების შემდეგ მხოლოდ 30 წამით შეისვენეთ და შემდეგ განაგრძეთ.
4. არ დალიოთ გაზიანი სასმელები.
5. შიმშილის შემოტევა: ყოველთვის ჰკითხეთ თქვენს თავს: "ნამდვილად მშია?"
6. კარგად გამოიძინეთ: 8 საათი ძილია საჭირო იმისთვის, რომ დღის განმავლობაში მიღებული ცხიმი "დაიწვას".
9. დაისახეთ მიზანი: შეიძინეთ პატარა ზომის კაბა, რომლისთვისაც წონაში დაკლება ღირს, ან შეადარეთ სარკეში თქვენი გამოსახულება ძველ ფოტოს, სადაც გამხდარი ხართ. მთავარია ტვინის "ვარჯიში", რომელიც აცნობიერებს, რომ წონაში დაკლება სასწრაფოდ გჭირდებათ.
10. დაიწყეთ ბოსტნეულით: გემრიელიცაა და სასარგებლოც.
11. ყოველ 3-4 საათში იკვებეთ: ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახლში მაცივარი დააცარიელოთ, მცირე ულუფები უნდა მიირთვათ. იკვებეთ ყოველ 3-4 საათში ერთხელ - შიმშილსაც ვერ იგრძნობთ და ერთდროულად ბევრი კერძის მიღების ცდუნებაც გაგიქრებათ.
12. არ ჭამოთ ღამე: არ აქვს მნიშვნელობა, რა გააკეთეთ დღის განმავლობაში თუ წონაში დაკლება სერიოზულად გადაწყვიტეთ, ღამე არ ჭამოთ!
13. ჩაატარეთ ვაშლის ტესტი: თუ ვაშლის მირთმევის სურვილი არ გაქვთ, გამოდის რომ არ გშიათ.
14. ჭამის შემდეგ იარეთ: შეიძლება არც კი იცოდეთ, მაგრამ ნებისმიერი საკვების მიღების შემდეგ 15 წუთით სიარულია საჭირო. ამ გზით 100 კალორიას დაწვავთ.
ამასთან, გთავაზობთ კვლევითი ორგანიზაცია National Weight Control Registry-ს დასკვნას, სადაც იმ ადამიანების პროცენტული მონაცემებია შეჯამებული, რომელთაც 13.6 კილოგრამი დაიკლეს: მათი 75% - კვირაში ერთხელ საკუთარ წონას სასწორით ამოწმებდა. 78% - ყოველთვის საუზმობდა.
მომზადებულია Health-ის მიხედვით.