ზემო აჭარაში ყინვამ აყვავებული ხეხილი გაანადგურა

ზემო აჭარაში ყინვამ აყვავებული ხეხილი გაანადგურა

აჭარის მაღალმთიან რაიონებში წუხელ ძლიერი ყინვა იყო, რამაც აყვავებული ხეხილი გაანადგურა. როგორც "ინტერპრენიუსს" ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარაში მცხოვრებლებმა განუცხადეს, წელს მათ კაკალი, ტყემალი, ალუბალი, ატამი და ვაშლი არ ექნებათ, რადგან ძლიერმა ყინვამ ყვავილობაში მყოფი ხეხილი გაანადგურა.

როგორ ხულოს გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ აღნიშნა, მოყინულია გზებიც, თუმცა ორხიდიან ავტომობილებს გადაადგილების დროს პრობლემები არ ექმნებათ.

მისივე თქმით სოფლებში, სადაც დიდი თოვლი იყო, ტექნიკა მუშაობდა და გზები გაწმენდილია.

გამგებლის თქმით, მცირე მეწყერია სოფელ ოქრუაშვილების მიმართულებით.

ამასთან, როგორც ქედის გამგებელმა, დავით ზუმბაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია მიეწოდება.

როგორც გზების დეპარტამენტის დირექტორმა ზურა სიხარულიძემ აღნიშნა, საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები ცენტრალური მაგისტრალის წესრიგში მოსაყვანად სამუშაოებს აწარმოებენ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია