პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნუგზარ წიკლაურის ცემის საქმის გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილმა პირად კონტროლზე აიყვანა
ნუგზარ წიკლაურის ცემის საქმის გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილმა პირად კონტროლზე აიყვანა

დე­პუ­ტატ ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რის ცე­მის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა პი­რად კონ­ტროლ­ზე აიყ­ვა­ნა, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

"ეს არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი მოვ­ლე­ნა. ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე უნდა იყოს მშვი­დად დღი­სი­თაც, ღა­მით და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის მი­მართ მსგავ­სი მოქ­მე­დე­ბა, რა თქმა უნდა, კი­დევ უფრო დიდი შეშ­ფო­თე­ბის სა­ბაბს იძ­ლე­ვა. საქ­მე არის გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლი, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად. ვიცი, რომ სრუ­ლი­ად სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სის­ტე­მა არის მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ამ სა­კი­თხე­ბით. მე ვიცი, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა პი­რად კონ­ტროლ­ზე აიყ­ვა­ნა ეს სა­კი­თხი და ჩარ­თუ­ლია მის სა­თა­ნა­დოდ მოგ­ვა­რე­ბის საქ­მე­ში. ამო­ცა­ნა არის ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის­თვის - და­ნა­შა­უ­ლი უნდა გა­იხ­სნას", - გა­ნა­ცხა­და და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კურ შე­ფა­სე­ბებს, უსუ­ფაშ­ვი­ლის თქმით, პო­ლი­ტი­კურ შე­ფა­სე­ბებ­ში ყვე­ლა თა­ვი­სუ­ფა­ლია და ამა­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბას არ აპი­რებს.

ნუგ­ზარ წიკ­ლა­ურს 30 მარტს ღა­მით და­ესხნენ თავს. ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რის თქმით, მას სახ­ლთან სამი მან­ქა­ნით რამ­დე­ნი­მე ნიღ­ბი­ა­ნი დახ­ვდა, რო­მე­ლებ­მაც მისი გა­ტა­ცე­ბა სცა­დეს. დე­პუ­ტა­ტის გან­ცხა­დე­ბით, თავ­დამ­სხმე­ლებ­მა ელექტრო­შო­კიც გა­მო­ი­ყე­ნეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ნუგზარ წიკლაურის ცემის საქმის გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილმა პირად კონტროლზე აიყვანა

ნუგზარ წიკლაურის ცემის საქმის გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილმა პირად კონტროლზე აიყვანა

დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის საქმის გამოძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პირად კონტროლზე აიყვანა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

"ეს არის აღმაშფოთებელი მოვლენა. ყველა მოქალაქე უნდა იყოს მშვიდად დღისითაც, ღამით და პარლამენტის წევრის მიმართ მსგავსი მოქმედება, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი შეშფოთების საბაბს იძლევა. საქმე არის გამოსაძიებელი, რაც შეიძლება სწრაფად. ვიცი, რომ სრულიად სამართალდამცავი სისტემა არის მობილიზებული ამ საკითხებით. მე ვიცი, რომ პრემიერ-მინისტრმა პირად კონტროლზე აიყვანა ეს საკითხი და ჩართულია მის სათანადოდ მოგვარების საქმეში. ამოცანა არის ძალიან მარტივი სამართალდამცველი ორგანოებისთვის - დანაშაული უნდა გაიხსნას", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებებს, უსუფაშვილის თქმით, პოლიტიკურ შეფასებებში ყველა თავისუფალია და ამაზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

ნუგზარ წიკლაურს 30 მარტს ღამით დაესხნენ თავს. ნუგზარ წიკლაურის თქმით, მას სახლთან სამი მანქანით რამდენიმე ნიღბიანი დახვდა, რომელებმაც მისი გატაცება სცადეს. დეპუტატის განცხადებით, თავდამსხმელებმა ელექტროშოკიც გამოიყენეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"