საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ელჩი თურქეთში ყველაზე ელეგანტურ ელჩად დასახელდა
საქართველოს ელჩი თურქეთში ყველაზე ელეგანტურ ელჩად დასახელდა

სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი თურ­ქეთ­ში ირაკ­ლი კოპ­ლა­ტა­ძე გა­სუ­ლი კვი­რის ყვე­ლა­ზე ელე­გან­ტურ ელ­ჩად და­სა­ხელ­და. ინ­ტერ­ნეტ გა­მო­ცე­მა ankarascene.com, რო­მე­ლიც თურ­ქეთ­ში არ­სე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის სა­ელ­ჩო­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას აშუ­ქებს და ეს­წრე­ბა ყვე­ლა­ზე მი­ნიშ­ვნე­ლო­ვან დიპ­ლო­მა­ტი­ურ შეხ­ვედ­რებს, კვი­რა­ში ერთხელ გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­მა­სა­ლის სა­ფუძ­ველ­ზე ატა­რებს გა­მო­კი­თხვას და გა­მარ­ჯვე­ბულს "კვი­რის მის­ტერ ელე­გან­ტუ­რო­ბის" სტა­ტუსს ანი­ჭებს.

კვი­რას ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე და­ძა­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ინ­ტერ­ნეტ გა­მო­ცე­მამ ankarascene.com კვი­რის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და­ა­სა­ხე­ლა. გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი თურ­ქეთ­ში ირაკ­ლი კოპ­ლა­ტა­ძე სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე ელე­გან­ტურ ელ­ჩად და­სა­ხელ­და.

რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, ირაკ­ლი კოპ­ლა­ტა­ძე ამ ნო­მი­ნა­ცი­ას დიდი ხა­ნია იმ­სა­ხუ­რებ­და, რად­გან ის ყო­ველ­თვის ელე­გან­ტუ­რი ჩაც­მუ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ფო­ტოს, რო­მელ­საც გა­მო­ცე­მა აქ­ვეყ­ნებს, აწე­რია - "ამ დღეს გე­გო­ნე­ბო­დათ მო­დუ­რი ჟურ­ნა­ლის ფო­ტო­სე­სი­ი­დან იყო მო­სუ­ლი".

ირაკ­ლი კოპ­ლა­ტა­ძე თურ­ქე­თის ელ­ჩად გა­სუ­ლი წლის აგ­ვის­ტო­ში და­ი­ნიშ­ნა. ჰყავს მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

საქართველოს ელჩი თურქეთში ყველაზე ელეგანტურ ელჩად დასახელდა

საქართველოს ელჩი თურქეთში ყველაზე ელეგანტურ ელჩად დასახელდა

საქართველოს ელჩი თურქეთში ირაკლი კოპლატაძე გასული კვირის ყველაზე ელეგანტურ ელჩად დასახელდა. ინტერნეტ გამოცემა ankarascene.com, რომელიც თურქეთში არსებული სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების საქმიანობას აშუქებს და ესწრება ყველაზე მინიშვნელოვან დიპლომატიურ შეხვედრებს, კვირაში ერთხელ გადაღებული ფოტომასალის საფუძველზე ატარებს გამოკითხვას და გამარჯვებულს "კვირის მისტერ ელეგანტურობის" სტატუსს ანიჭებს.

კვირას ქვეყანაში მიმდინარე დაძაბული არჩევნების მიუხედავად, ინტერნეტ გამოცემამ ankarascene.com კვირის გამარჯვებული დაასახელა. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საქართველოს ელჩი თურქეთში ირაკლი კოპლატაძე სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის ყველაზე ელეგანტურ ელჩად დასახელდა.

როგორც გამოცემა წერს, ირაკლი კოპლატაძე ამ ნომინაციას დიდი ხანია იმსახურებდა, რადგან ის ყოველთვის ელეგანტური ჩაცმულობით გამოირჩევა. ფოტოს, რომელსაც გამოცემა აქვეყნებს, აწერია - "ამ დღეს გეგონებოდათ მოდური ჟურნალის ფოტოსესიიდან იყო მოსული".

ირაკლი კოპლატაძე თურქეთის ელჩად გასული წლის აგვისტოში დაინიშნა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია