პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ვერ ახერხებენ მამაკაცები ლიკა ქორქიას გულის მოგებას
რატომ ვერ ახერხებენ მამაკაცები ლიკა ქორქიას გულის მოგებას

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და მო­დე­ლი, მომ­ხიბ­ვლე­ლი ლიკა ქორ­ქია ამ­ბობს, რომ მის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს ბევ­რად უფრო სა­ინ­ტე­რე­სო რამ გა­უ­კე­თე­ბი­ათ, ვიდ­რე ფან­ჯრე­ბის წინ სე­რე­ნა­დის სიმ­ღე­რაა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მისი გუ­ლის მო­გე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­რა­ვინ შეძ­ლო...

- ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით ვინ ხარ და სა­ერ­თო­დაც, გჯე­რა თუ არა ჰო­როს­კო­პის?

- ჩემი ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი ლო­მია. რომ გი­თხრა, ჰო­როს­კო­პის მჯე­რა და გა­რეთ ისე არ გავ­დი­ვარ, ვიდ­რე ას­ტრო­ლო­გე­ბის პროგ­ნოზს არ წა­ვი­კი­თხავ-მეთ­ქი, მო­გა­ტყუ­ებ. თუმ­ცა ვიცი, არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნე­ბის კა­ტე­გო­რია, რომ­ლე­ბიც მარ­თლა ჰო­როს­კო­პის მი­ხედ­ვით ცხოვ­რო­ბენ. მეც მჯე­რა რა­ღა­ცე­ბის და ვფიქ­რობ, ბევ­რი ჩემი თვი­სე­ბა ემ­თხვე­ვა ლო­მის ნიშ­ნის აღ­წე­რი­ლო­ბას, მაგ­რამ ას­ტრო­ლო­გე­ბის რჩე­ვის მი­ხედ­ვით დღეს არას­დროს ვგეგ­მავ.

- ის თუ იცი, რით გა­მო­ირ­ჩე­ვა ლომი სხვა ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­გან?

- ლომი პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თა­რი სიძ­ლი­ე­რი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი; უყ­ვარს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა, არის პა­ტივ­მოყ­ვა­რე.

- შე­გიძ­ლია, სა­კუ­თა­რი თავი დაგ­ვი­ხა­სი­ა­თო?

- სა­კუ­თა­რი თა­ვის და­ხა­სი­ა­თე­ბა ყო­ველ­თვის მი­ჭირს. ვფიქ­რობ, ჩემი მხრი­დან ეს არა­კო­რექ­ტუ­ლი იქ­ნე­ბა.

- რა მავ­ნე ჩვე­ვე­ბი გაქვს?

- მაქვს მავ­ნე ჩვე­ვე­ბი, რომ­ლის გა­მოს­წო­რე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია. ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ და შევ­თან­ხმდეთ: თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს აქვს რო­გორც და­დე­ბი­თი, ასე­ვე უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბე­ბი.

- სი­გა­რეტს ეწე­ვი?

- არა, არ ვე­წე­ვი. მი­მაჩ­ნია, რომ ჯან­მრთე­ლო­ბა ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი რამ არის და მას უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ. პი­რა­დად მე, ალ­კოჰოლ­საც არ ვე­ტა­ნე­ბი. ვცდი­ლობ, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით ვი­ცხოვ­რო.

- ჩაი თუ ყავა - რო­მელს ანი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას?

- არც ჩაის ვსვამ და არც - ყა­ვას, რად­გან ორი­ვე­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით კო­ფე­ი­ნია, რო­მე­ლიც ჩემ­ზე ცუ­დად მოქ­მე­დებს: გულს მიჩ­ქა­რებს და მერე და­ძი­ნე­ბაც მი­ჭირს. უპი­რა­ტე­სო­ბას ნა­ტუ­რა­ლურ წვე­ნებს და სახ­ლის პი­რო­ბებ­ში მომ­ზა­დე­ბულ ხი­ლის კომ­პოტს ვა­ნი­ჭებ.

- რო­გო­რი გაბ­რა­ზე­ბა იცი?

- ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ვბრაზ­დე­ბი; იმ­დე­ნად იშ­ვი­ა­თად, რომ ბო­ლოს რო­დის გავ­ბრაზ­დი, აღარც მახ­სოვს. ზედ­მე­ტად გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ და ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, ჩემ ირ­გვლივ ყვე­ლა­ფე­რი ისე და­ვა­ბა­ლან­სო, რომ ზედ­მე­ტად ნერ­ვე­ბი არც მე მო­ვი­შა­ლო და არც სხვებს მო­ე­შა­ლოს. როცა პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა ტკბი­ლი სი­ტყვით შე­იძ­ლე­ბა, ნერ­ვე­ბი რა­ტომ უნდა მო­ვი­შა­ლოთ? ხომ გა­გი­გო­ნი­ათ: გველ­სა ხვრე­ლით ამო­იყ­ვანს, ენა ტკბი­ლად მო­უ­ბა­რიო. ეს მარ­თლაც, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ნათ­ქვა­მია. მწა­რე სი­ტყვას გუ­ლის­ტკე­ნის გარ­და, არა­ფე­რი მო­აქვს. ამი­ტომ ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნო.

- წყე­ნის გულ­ში ჩა­დე­ბა თუ იცი?

- არა, წყე­ნას გულ­ში არა­სო­დეს ვი­ტო­ვებ. არ ვარ აგ­რე­სი­უ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა და­ბოღ­მი­ლია, თით­ქოს გა­ბო­როტ­დნენ კი­დეც. ვგიჟ­დე­ბი, როცა "ფე­ის­ბუკ­ზე" უამ­რავ ბოღ­მი­ან კო­მენ­ტარს ვკი­თხუ­ლობ (ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­კუ­თარ თავ­ზე არ ვლა­პა­რა­კობ). არ შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­დენ ცუდს აფ­რქვევ­დნენ გარ­შე­მო და ერ­თმა­ნე­თის­თვის თბილ სი­ტყვას ვერ იმე­ტებ­დნენ. მსგავ­სი რამ ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია.

- რამ შე­იძ­ლე­ბა დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­გაგ­დოს?

- დეპ­რე­სი­უ­ლი არ ვარ და სი­მარ­თლე გი­თხრათ, არც ის ვიცი, დეპ­რე­სია რა არის. და­ძა­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ყო­ველ­თვის ვე­ძებ ისეთ გა­მო­სა­ვალს, რო­მე­ლიც არ და­მა­ზა­რა­ლებს.

- გა­რეგ­ნუ­ლად დე­დას გამ­სგავ­სე­ბენ თუ მა­მას?

- არც დე­დას ვგა­ვარ და არც - მა­მას. ბე­ბი­ას და ბა­ბუ­ას მამ­სგავ­სე­ბენ, მშობ­ლებს კი ჩემი და - ანი უფრო მე­ტად ჰგავს.

- მშობ­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რობ?

- დიახ, მშობ­ლებ­თან და ბე­ბი­ას­თან ერ­თად ვცხოვ­რობ.

- სიყ­ვა­რუ­ლი­სა და სით­ბოს გა­მო­ხატ­ვის უნა­რი გაქვს?

- რა თქმა უნდა, მაქვს! არ შე­იძ­ლე­ბა საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი არ გა­მო­ხა­ტო.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ბევ­რჯერ ყო­ფილ­ხარ?

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ერთხე­ლაც არ ვყო­ფილ­ვარ... პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე სა­ჯა­როდ ლა­პა­რა­კიც კი მი­უ­ღე­ბე­ლია ჩემ­თვის, თან, რა­ტომ­ღაც მგო­ნია, რომ ეს სხვე­ბის­თვის ნაკ­ლე­ბად სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა.

- თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას ალ­ბათ არ უჩი­ვი. სა­ინ­ტე­რე­სოა, ისი­ნი რით გა­ნე­ბივ­რე­ბენ?

- ყვე­ლა მან­დი­ლო­სანს ჰყავს თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი და ამ მხრივ, არც მე ვარ გა­მო­ნაკ­ლი­სი და მერ­წმუ­ნეთ, თი­თო­ე­ულს პა­ტივს ვცემ. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი უფრო კრე­ა­ტი­უ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სოა, ზო­გი­ერ­თი კი ბა­ნა­ლუ­რი რა­ღა­ცე­ბით ცდი­ლობს ჩემ­თვის თა­ვის მო­წო­ნე­ბას.

- შენ­თვის სე­რე­ნა­და თუ უმ­ღე­რი­ათ?

- ჩემს თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს ჩემ­თვის იმა­ზე მეტი გა­უ­კე­თე­ბი­ათ, ვიდ­რე სე­რე­ნა­დის სიმ­ღე­რაა, თუმ­ცა ვერ და­ვა­კონ­კრე­ტებ, ამა­ზე ლა­პა­რა­კი არ მინ­და... არ შე­იძ­ლე­ბა პა­ტივს არ სცემ­დე იმ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც შენ მი­მართ და­დე­ბი­თად არის გან­წყო­ბი­ლი. ჩემ­თვის მთა­ვა­რი სა­ჩუ­ქა­რი კი არა, სიყ­ვა­რუ­ლია.

- ლიკა, ძნე­ლია შენი გუ­ლის მო­გე­ბა?

- თა­მა­მად ვი­ტყვი, რომ ჩემი გუ­ლის მო­გე­ბა მარ­თლაც, ძა­ლი­ან ძნე­ლია. მა­მა­კა­ცე­ბის მი­მართ მკაც­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი მაქვს. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ძა­ლი­ან პრე­ტენ­ზი­უ­ლი ვარ. დღეს­დღე­ო­ბით, ჩემი თა­ო­ბის ბი­ჭებ­ში დიდი პრობ­ლე­მაა, თით­ქოს არ იცი­ან, რა უნ­დათ, რას ითხო­ვენ ამ ცხოვ­რე­ბის­გან. პი­რა­დად მე, ვერ ვი­ურ­თი­ერ­თებ ისეთ მა­მა­კაც­თან, რო­მე­ლიც ჩემ­თან ბო­ლომ­დე გახ­სნი­ლი არ იქ­ნე­ბა. ვფიქ­რობ, რომ თით­ქმის ყვე­ლა თა­მა­შობს, ნი­ღაბს ირ­გებს; რაც უფრო მეტს ლა­პა­რა­კო­ბენ ვაჟ­კა­ცო­ბა­ზე, ვხვდე­ბი, რომ მით უფრო შორს არი­ან ვაჟ­კა­ცო­ბის­გან; არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის კოპ­ლექ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მათ მან­დი­ლოს­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას სა­კუ­თა­რი სა­ხის შე­ნიღბვა უწევთ... სწო­რედ ამ ყვე­ლაფ­რის ბრა­ლია, რომ კა­ცებს ჩემი გუ­ლის მო­გე­ბა უძ­ნელ­დე­ბათ. ძა­ლი­ან დიდი დის­კომ­ფორ­ტი მექ­მნე­ბა, როცა გვერ­დით მყოფ მა­მა­კაცს ინ­ტე­ლექ­ტი და იუ­მო­რის გრძნო­ბა არ აქვს.

- რო­გო­რი ადა­მი­ა­ნი წარ­მო­გიდ­გე­ნია შენ გვერ­დით?

- ძლი­ე­რი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი. აი, ასე­თი მა­მა­კა­ცი წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩემს მო­მა­ვალ მე­ო­რე ნა­ხევ­რად (იცი­ნის).

- ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი თუ მოგ­წონს?

- ქარ­თვე­ლებს ბევ­რი ტრა­დი­ცია გვაქვს: ზოგი მოძ­ველ­და, ზოგს ისევ პა­ტივს სცე­მენ. ადრე მთა­ში ასე­თი ტრა­დი­ცი­აც ჰქონ­დათ: სტუ­მარ მა­მა­კაცს და ოჯა­ხის გა­სა­თხო­ვარ ქა­ლიშ­ვილს ერთ სა­წოლ­ში აწ­ვენ­დნენ, შუ­ა­ში კი ხმალს დებ­დნენ, ახლა კი ეს ტრა­დი­ცია აღარ არ­სე­ბობს. მი­მაჩ­ნია, რომ ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბი ცოტა არ იყოს, და­სახ­ვე­წია, რად­გან ზო­გი­ერთ მათ­განს "პა­თო­ლო­გი­უ­რი სახე" აქვს.

- ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ქორ­წი­ლი მოგ­წონს?

- ვერ გე­ტყვი, ქორ­წილს სა­ერ­თოდ გა­და­ვიხ­დი თუ არა. სი­მარ­თლე გი­თხრა, ასე­თი ცე­რე­მო­ნი­ე­ბი არ მომ­წონს; მო­იწ­ვე­ვენ უამ­რავ ადა­მი­ანს და მერე იწყე­ბა ჭო­რა­ო­ბა: სიძე სჯობს თუ პა­ტარ­ძა­ლი, რომ­ლის ნა­თე­სა­ვე­ბი უფრო კარ­გე­ბი არი­ან და ვის რა აც­ვია. აი, ეს არის ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ქორ­წი­ლი, რო­მე­ლიც ბო­ლოს აუ­ცი­ლებ­ლად, ჩხუ­ბით მთავ­რდე­ბა. ასე­თი ქორ­წი­ლის გა­დახ­დის სურ­ვი­ლი ნამ­დვი­ლად არ მაქვს.

- რო­გორ ფიქ­რობ, შეძ­ლებ, რომ დე­დამ­თილს "დედა" და­უ­ძა­ხო?

- მი­მაჩ­ნია, რომ დედა ერ­თა­დერ­თია ამ ქვე­ყა­ნა­ზე. დედა - დე­დაა და დე­დამ­თი­ლი - დე­დამ­თი­ლი, მაგ­რამ ორი­ვეს ერ­თნა­ი­რი პა­ტი­ვის­ცე­მით უნდა მო­ვექ­ცეთ. უნდა ვი­ფიქ­როთ, რომ სხვა თუ არა­ფე­რი, მან ხომ შენი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი გა­ზარ­და? ვფიქ­რობ, დე­დამ­თილ­თან ყო­ველ­თვის კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მექ­ნე­ბა. თუ მე­უღ­ლე გიყ­ვარს, დე­და­მი­სიც უნდა შე­იყ­ვა­რო.

- სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა თუ გე­ხერ­ხე­ბა?

- სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ფუს­ფუსს, დრო­ის სიმ­ცი­რის გამო, ყო­ველ­თვის ვერ ვა­ხერ­ხებ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, სახ­ლში მყავს ბებო, რო­მე­ლიც ამ მხრივ ძა­ლი­ან მა­ნე­ბივ­რებს: დი­ლით სა­უზ­მეს მიმ­ზა­დებს, მერე სა­დილს, ვახ­შამს... მოკ­ლედ, თავს მევ­ლე­ბა. თუმ­ცა, სი­მარ­თლე გი­თხრათ, როცა რა­ღა­ცის მომ­ზა­დე­ბა მჭირ­დე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გად გა­მომ­დის. არ მეს­მის იმ გო­გო­ნე­ბის, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ფუს­ფუ­სი არ ეხერ­ხე­ბათ... ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია, მთა­ვა­რია, მო­ინ­დო­მო. ზუ­ტად ვიცი: როცა სა­კუ­თა­რი ოჯა­ხი მექ­ნე­ბა, ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო დი­ა­სახ­ლი­სი ვიქ­ნე­ბი.

სოფო ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რატომ ვერ ახერხებენ მამაკაცები ლიკა ქორქიას გულის მოგებას

რატომ ვერ ახერხებენ მამაკაცები ლიკა ქორქიას გულის მოგებას

ტელეწამყვანი და მოდელი, მომხიბვლელი ლიკა ქორქია ამბობს, რომ მის თაყვანისმცემლებს ბევრად უფრო საინტერესო რამ გაუკეთებიათ, ვიდრე ფანჯრების წინ სერენადის სიმღერაა. მიუხედავად ამისა, მისი გულის მოგება ჯერჯერობით ვერავინ შეძლო...

- ზოდიაქოს ნიშნით ვინ ხარ და საერთოდაც, გჯერა თუ არა ჰოროსკოპის?

- ჩემი ზოდიაქოს ნიშანი ლომია. რომ გითხრა, ჰოროსკოპის მჯერა და გარეთ ისე არ გავდივარ, ვიდრე ასტროლოგების პროგნოზს არ წავიკითხავ-მეთქი, მოგატყუებ. თუმცა ვიცი, არსებობს ადამიანების კატეგორია, რომლებიც მართლა ჰოროსკოპის მიხედვით ცხოვრობენ. მეც მჯერა რაღაცების და ვფიქრობ, ბევრი ჩემი თვისება ემთხვევა ლომის ნიშნის აღწერილობას, მაგრამ ასტროლოგების რჩევის მიხედვით დღეს არასდროს ვგეგმავ.

- ის თუ იცი, რით გამოირჩევა ლომი სხვა ზოდიაქოს ნიშნებისგან?

- ლომი პირველ რიგში, საკუთარი სიძლიერითაა გამორჩეული; უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, არის პატივმოყვარე.

- შეგიძლია, საკუთარი თავი დაგვიხასიათო?

- საკუთარი თავის დახასიათება ყოველთვის მიჭირს. ვფიქრობ, ჩემი მხრიდან ეს არაკორექტული იქნება.

- რა მავნე ჩვევები გაქვს?

- მაქვს მავნე ჩვევები, რომლის გამოსწორებაც შესაძლებელია. ადამიანები ვართ და შევთანხმდეთ: თითოეულ ჩვენგანს აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი თვისებები.

- სიგარეტს ეწევი?

- არა, არ ვეწევი. მიმაჩნია, რომ ჯანმრთელობა ყველაზე ძვირფასი რამ არის და მას უნდა გავუფრთხილდეთ. პირადად მე, ალკოჰოლსაც არ ვეტანები. ვცდილობ, ჯანსაღი ცხოვრების წესით ვიცხოვრო.

- ჩაი თუ ყავა - რომელს ანიჭებ უპირატესობას?

- არც ჩაის ვსვამ და არც - ყავას, რადგან ორივეში დიდი რაოდენობით კოფეინია, რომელიც ჩემზე ცუდად მოქმედებს: გულს მიჩქარებს და მერე დაძინებაც მიჭირს. უპირატესობას ნატურალურ წვენებს და სახლის პირობებში მომზადებულ ხილის კომპოტს ვანიჭებ.

- როგორი გაბრაზება იცი?

- ძალიან იშვიათად ვბრაზდები; იმდენად იშვიათად, რომ ბოლოს როდის გავბრაზდი, აღარც მახსოვს. ზედმეტად გაწონასწორებული ადამიანი ვარ და ყოველთვის ვცდილობ, ჩემ ირგვლივ ყველაფერი ისე დავაბალანსო, რომ ზედმეტად ნერვები არც მე მოვიშალო და არც სხვებს მოეშალოს. როცა პრობლემის მოგვარება ტკბილი სიტყვით შეიძლება, ნერვები რატომ უნდა მოვიშალოთ? ხომ გაგიგონიათ: გველსა ხვრელით ამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბარიო. ეს მართლაც, არაჩვეულებრივი გამონათქვამია. მწარე სიტყვას გულისტკენის გარდა, არაფერი მოაქვს. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, პოზიტიური განწყობა შევინარჩუნო.

- წყენის გულში ჩადება თუ იცი?

- არა, წყენას გულში არასოდეს ვიტოვებ. არ ვარ აგრესიული. სამწუხაროდ, დღეს ადამიანების უმეტესობა დაბოღმილია, თითქოს გაბოროტდნენ კიდეც. ვგიჟდები, როცა "ფეისბუკზე" უამრავ ბოღმიან კომენტარს ვკითხულობ (ამ შემთხვევაში საკუთარ თავზე არ ვლაპარაკობ). არ შეიძლება, ადამიანები ამდენ ცუდს აფრქვევდნენ გარშემო და ერთმანეთისთვის თბილ სიტყვას ვერ იმეტებდნენ. მსგავსი რამ ჩემთვის მიუღებელია.

- რამ შეიძლება დეპრესიაში ჩაგაგდოს?

- დეპრესიული არ ვარ და სიმართლე გითხრათ, არც ის ვიცი, დეპრესია რა არის. დაძაბულ სიტუაციაში ყოველთვის ვეძებ ისეთ გამოსავალს, რომელიც არ დამაზარალებს.

- გარეგნულად დედას გამსგავსებენ თუ მამას?

- არც დედას ვგავარ და არც - მამას. ბებიას და ბაბუას მამსგავსებენ, მშობლებს კი ჩემი და - ანი უფრო მეტად ჰგავს.

- მშობლებთან ერთად ცხოვრობ?

- დიახ, მშობლებთან და ბებიასთან ერთად ვცხოვრობ.

- სიყვარულისა და სითბოს გამოხატვის უნარი გაქვს?

- რა თქმა უნდა, მაქვს! არ შეიძლება საყვარელი ადამიანების მიმართ, რომლებიც ჩემთვის განსაკუთრებულები არიან, სითბო და სიყვარული არ გამოხატო.

- შეყვარებული ბევრჯერ ყოფილხარ?

- შეყვარებული ერთხელაც არ ვყოფილვარ... პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ლაპარაკიც კი მიუღებელია ჩემთვის, თან, რატომღაც მგონია, რომ ეს სხვებისთვის ნაკლებად საინტერესო იქნება.

- თაყვანისმცემლების ნაკლებობას ალბათ არ უჩივი. საინტერესოა, ისინი რით განებივრებენ?

- ყველა მანდილოსანს ჰყავს თაყვანისმცემელი და ამ მხრივ, არც მე ვარ გამონაკლისი და მერწმუნეთ, თითოეულს პატივს ვცემ. ზოგიერთი მათგანი უფრო კრეატიული და საინტერესოა, ზოგიერთი კი ბანალური რაღაცებით ცდილობს ჩემთვის თავის მოწონებას.

- შენთვის სერენადა თუ უმღერიათ?

- ჩემს თაყვანისმცემლებს ჩემთვის იმაზე მეტი გაუკეთებიათ, ვიდრე სერენადის სიმღერაა, თუმცა ვერ დავაკონკრეტებ, ამაზე ლაპარაკი არ მინდა... არ შეიძლება პატივს არ სცემდე იმ ადამიანს, რომელიც შენ მიმართ დადებითად არის განწყობილი. ჩემთვის მთავარი საჩუქარი კი არა, სიყვარულია.

- ლიკა, ძნელია შენი გულის მოგება?

- თამამად ვიტყვი, რომ ჩემი გუ­ლის მოგება მართლაც, ძალიან ძნელია. მამაკაცების მიმართ მკაცრად ჩამოყალიბებული შეხედულებები მაქვს. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან პრეტენზიული ვარ. დღესდღეობით, ჩემი თაობის ბიჭებში დიდი პრობლემაა, თითქოს არ იციან, რა უნდათ, რას ითხოვენ ამ ცხოვრებისგან. პირადად მე, ვერ ვიურთიერთებ ისეთ მამაკაცთან, რომელიც ჩემთან ბოლომდე გახსნილი არ იქნება. ვფიქრობ, რომ თითქმის ყველა თამაშობს, ნიღაბს ირგებს; რაც უფრო მეტს ლაპარაკობენ ვაჟკაცობაზე, ვხვდები, რომ მით უფრო შორს არიან ვაჟკაცობისგან; არასრულფასოვნების კოპლექსიდან გამომდინარე, მათ მანდილოსნებთან ურთიერთობისას საკუთარი სახის შენიღბვა უწევთ... სწორედ ამ ყველაფრის ბრალია, რომ კაცებს ჩემი გულის მოგება უძნელდებათ. ძალიან დიდი დისკომფორტი მექმნება, როცა გვერდით მყოფ მამაკაცს ინტელექტი და იუმორის გრძნობა არ აქვს.

- როგორი ადამიანი წარმოგიდგენია შენ გვერდით?

- ძლიერი, განათლებული, რეალიზებული და თავდაჯერებული. აი, ასეთი მამაკაცი წარმომიდგენია ჩემს მომავალ მეორე ნახევრად (იცინის).

- ქართული ტრადიციები თუ მოგ­წონს?

- ქართველებს ბევრი ტრადიცია გვაქვს: ზოგი მოძველდა, ზოგს ისევ პატივს სცემენ. ადრე მთაში ასეთი ტრადიციაც ჰქონდათ: სტუმარ მამაკაცს და ოჯახის გასათხოვარ ქალიშვილს ერთ საწოლში აწვენდნენ, შუაში კი ხმალს დებდნენ, ახლა კი ეს ტრადიცია აღარ არსებობს. მიმაჩნია, რომ ჩვენი ტრადიციები ცოტა არ იყოს, დასახვეწია, რადგან ზოგიერთ მათგანს "პათოლოგიური სახე" აქვს.

- ქართული ტრადიციული ქორწილი მოგწონს?

- ვერ გეტყვი, ქორწილს საერთოდ გადავიხდი თუ არა. სიმართლე გითხრა, ასეთი ცერემონიები არ მომწონს; მოიწვევენ უამრავ ადამიანს და მერე იწყება ჭორაობა: სიძე სჯობს თუ პატარძალი, რომლის ნათესავები უფრო კარგები არიან და ვის რა აცვია. აი, ეს არის ქართული ტრადიციული ქორწილი, რომელიც ბოლოს აუცილებლად, ჩხუბით მთავრდება. ასეთი ქორწილის გადახდის სურვილი ნამდვილად არ მაქვს.

- როგორ ფიქრობ, შეძლებ, რომ დედამთილს "დედა" დაუძახო?

- მიმაჩნია, რომ დედა ერთადერთია ამ ქვეყანაზე. დედა - დედაა და დედამთილი - დედამთილი, მაგრამ ორივეს ერთნაირი პატივისცემით უნდა მოვექცეთ. უნდა ვიფიქროთ, რომ სხვა თუ არაფერი, მან ხომ შენი საყვარელი ადამიანი გაზარდა? ვფიქრობ, დედამთილთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მექნება. თუ მეუღლე გიყვარს, დედამისიც უნდა შეიყვარო.

- საოჯახო საქმეების კეთება თუ გეხერხება?

- სამზარეულოში ფუსფუსს, დროის სიმცირის გამო, ყოველთვის ვერ ვახერხებ. საბედნიეროდ, სახლში მყავს ბებო, რომელიც ამ მხრივ ძალიან მანებივრებს: დილით საუზმეს მიმზადებს, მერე სადილს, ვახშამს... მოკლედ, თავს მევლება. თუმცა, სიმართლე გითხრათ, როცა რაღაცის მომზადება მჭირდება, ყველაფერი ძალიან კარგად გამომდის. არ მესმის იმ გოგონების, რომლებიც ამბობენ, რომ სამზარეულოში ფუსფუსი არ ეხერხებათ... ყველაფერი ძალიან მარტივია, მთავარია, მოინდომო. ზუტად ვიცი: როცა საკუთარი ოჯახი მექნება, ერთ-ერთი საუკეთესო დიასახლისი ვიქნები.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება