პროკურატურის თანამშრომლები ნუგზარ წიკლაურს სახლში დაკითხავენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირმა ნადირაშვილმა განუცხადა.
ნუგზარ წიკლაური პროკურატურის თანამშრომლებს დაახლოებით ნახევარ საათში ელოდება.
დეპუტატ ნუგზარ წიკლაურს წუხელ ფიზიკურად გაუსწორდნენ. დეპუტატის თქმით, მას სახლთან სამი მანქანით რამდენიმე ნიღბიანი დახვდა, რომელთაც მისი გატაცება სცადეს. წიკლაურის თქმით, თავდამსხმელებმა ელექტროშოკიც გამოიყენეს.