მწერალი და დოკუმენტალისტი პაატა ქურდაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე მომღერალ ნუგზარ ერგემლიძეს გარყვნილს უწოდებს. მწერალს ამონარდი მოჰყავს ერგემლიძის ინტერვიუდან, რომელიც მან ჟურნალ "რეიტინგს" მისცა და იქვე კომენტარს ურთავს.
"ადრე ქალს 20 ბოთლი შამპანური უნდა დაელია, რომ სადმე წამოგყოლოდა, ახლა კლუბში წაიყვან, დაალევინებ ''მარტინის'', კიდევ რაღაცას და მოგვარებულია საქმე, ეს ყველაფერი გაცილებით იაფი ჯდება", - ამბობს ერგემლიძე.
"ღმერთო! 20 ბოთლი შაპანიურ დალეული ქალი!!!! სადო-მაზო!!!... ამას გვარად დე სადი უფრო მოუხდებოდა, მხოლოდ მარკიზის გარეშე... უტიტულოდაც მაგარი "იზვრაშენეცი" ჩანს:):)", - წერს ქურდაძე.