სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიფრთხილდით, ძმაო, დღეს სისხლი მწყურია!" - 90-იანი წლების სისხლისმსმელთა ბანდა საქართველოში
"მიფრთხილდით, ძმაო, დღეს სისხლი მწყურია!" - 90-იანი წლების სისხლისმსმელთა ბანდა საქართველოში

90-იანი წლე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­თა­რე­შე ეს ბან­დი­ტუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს ის­ტო­რი­ა­ში არა მარ­ტო ჩვე­ნი ქვეყ­ნის, არა­მედ მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბი­თაც შე­ვი­დო­და, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­ში დამ­ნა­შა­ვე­თა ჯგუ­ფის სტა­ტუ­სით. შეძრწუ­ნე­ბე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა მას სის­ხლის­მსმელ­თა ბან­დას უწო­დებ­და. გა­მო­ძი­ე­ბის ოქ­მე­ბი­და­ნაც ჩანს, რომ ბან­დის წევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც თავ­და­პირ­ვე­ლად, სხვა­დას­ხვა რა­ი­ო­ნის, შემ­დეგ დე­და­ქა­ლა­ქის მცხოვ­რებთ ეს­ხმოდ­ნენ თავს, ია­რა­ღი­დან ცე­ცხლის გახ­სნას ნამ­დვი­ლად არ ერი­დე­ბოდ­ნენ, აყა­ჩა­ღებ­დნენ არა მარ­ტო მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა და მათ ოჯა­ხებს, არა­მედ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და სა­ვაჭ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­საც. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, წარ­მო­უდ­გე­ნელ სი­სას­ტი­კეს იჩენ­დნენ. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა და­ზა­რა­ლე­ბულ­თა მხრი­დან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას წა­ა­წყდე­ბოდ­ნენ. ასეთ დროს ბან­დი­ტე­ბი უმო­წყა­ლოდ ხო­ცავ­დნენ ყვე­ლას, ვინც კი გზა­ზე გა­და­ე­ღო­ბე­ბო­და და ცო­ტა­თი მა­ინც ეც­დე­ბო­და მათი მზაკ­ვრუ­ლი გეგ­მის ჩაშ­ლას. ბან­დის წევრთა მი­მართ აღ­ძრუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის მა­სა­ლებ­ში 14 სხა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლის ეპი­ზო­დი, 42 და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი პი­რი­სა და 8 მოკ­ლუ­ლის გვა­რი ფიქ­სირ­დე­ბო­და. თუმ­ცა, აწი­ო­კე­ბუ­ლი სოფ­ლე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა გა­ცი­ლე­ბით მეტ მსხვერ­პლსა და გა­უხ­მა­უ­რე­ბელ ფაქტს ასა­ხე­ლებ­და...

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის­თვის თი­თო­ე­უ­ლი დამ­ნა­შა­ვის ვი­ნა­ო­ბა იყო ცნო­ბი­ლი. მათ­ზე ძებ­ნაც გა­მო­ა­ცხა­დეს, მაგ­რამ ბან­დას იმ დრო­ის­თვის ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი მფარ­ვე­ლობ­დნენ. ქურ­დებს საკ­მა­რი­სი გავ­ლე­ნა და მჭიდ­რო კავ­ში­რე­ბი ჰქონ­დათ ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის მა­შინ­დელ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან. ამი­ტომ, ბან­დი­ტე­ბი წლე­ბის მან­ძილ­ზე ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი რჩე­ბოდ­ნენ და აუ­ღელ­ვებ­ლად გა­ნაგ­რძობ­დნენ თა­რეშს. ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი და პო­ლი­ცი­ის შე­ფე­ბი მათი ნა­დავ­ლი­დან მი­ღე­ბულ ნა­წილს ერ­თმა­ნეთ­ში ინა­წი­ლებ­დნენ. ერთხელ გა­მომ­ძი­ე­ბელ­მაც მი­თხრა პი­რად სა­უ­ბარ­ში, "არც ერთი დამ­ნა­შა­ვე არ მო­იყ­ვა­ნეს მა­ნამ, სა­ნამ მათ­სა და ქურ­დებს შო­რის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა არ მოხ­და", - ამ­ბობს ბან­დის ერთ-ერთი წევ­რის მიერ მოკ­ლუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის მამა.

34 წლის კობა ჯა­ფა­რი­ძე პო­ლი­ცი­ის ოპე­რა­ტი­უ­ლი მუ­შა­კი გახ­ლდათ. თბი­ლის­ში მდე­ბა­რე კო­მერ­ცი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ზე მომ­ხდა­რი ყა­ჩა­ღუ­რი თავ­დას­ხმის შემ­დეგ, ცხელ კვალ­ზე ადევ­ნე­ბულ პო­ლი­ცი­ე­ლებ­სა და ბო­როტ­მოქ­მე­დებს შო­რის შე­ტა­კე­ბა მოხ­და. საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ჯა­ფა­რი­ძემ თა­ვი­სი ტა­ბე­ლუ­რი ია­რა­ღი­დან მხო­ლოდ ერთი გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი გას­რო­ლა მო­ას­წრო. იმ­წამ­სვე მას ბან­დის წევ­რის - იმ­ნა­იშ­ვი­ლის მიერ ავ­ტო­მა­ტი­დან გას­რო­ლი­ლი ტყვია მოხ­ვდა და სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რი­ლი, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა.

გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლებ­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია წა­მე­ბის რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტიც. რო­გორც ჩანს, ოჯა­ხებ­ზე ყა­ჩა­ღუ­რი თავ­დას­ხმე­ბის დროს, ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ყვე­ლა­ფერ­ზე მი­დი­ოდ­ნენ. მუ­ქა­რა და ცემა თუ არ გა­ჭირ­და, სა­დიზმს მი­მარ­თავ­დნენ. მარ­ტვი­ლის რა­ი­ო­ნის მკვიდ­რი ჯღარ­კა­ვე­ბის ოჯა­ხი სწო­რედ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კის მსხვერ­პლი გახ­და. ბან­და ოჯახს ღა­მის 3 სა­ა­თის­თვის და­ეს­ხა თავს. ხმა­ურ­ზე გაღ­ვი­ძე­ბუ­ლი ცოლ-ქმა­რი - გულ­ნაზ და ომარ ჯღარ­კა­ვე­ბი ორ ნიღ­ბი­ან და ავ­ტო­მა­ტე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ბო­როტ­მოქ­მედს სა­ძი­ნებ­ლის ზღურ­ბლთან შე­ე­ფეთ­ნენ. თავ­დამ­სხმე­ლებ­მა ჯღარ­კა­ვე­ბი ჯერ გა­კო­ჭეს, პირი სკო­ჩით აუკ­რეს, ქმარს ცო­ლის თვალ­წინ წიხ­ლებს ურტყამ­დნენ და ია­რა­ღით იმუქ­რე­ბოდ­ნენ; ფულს და ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბას ითხოვ­დნენ, მაგ­რამ ცოლ-ქმა­რი უა­რის ნიშ­ნად თავს რომ იქ­ნევ­და, წა­მე­ბა­ზე გა­და­ვიდ­ნენ. ვიდ­რე ერთი თავ­დამ­სხმე­ლი სახ­ლს ჩხრეკ­და, მე­ო­რე, ჯღარ­კა­ვე­ბის და­მორ­ჩი­ლე­ბას ცდი­ლობ­და. გულ­ნაზ ჯღარ­კა­ვას გა­ხუ­რე­ბუ­ლი უთო­თი და­შან­თვა რომ და­ი­წყო, ქმა­რი მა­შინ­ვე გა­ტყდა და ბან­დი­ტებს კო­მო­დის იმ უჯ­რა­ზე მი­უ­თი­თა, სა­დაც ოქ­რო­უ­ლო­ბა­სა და შვი­ლის მიერ რუ­სე­თი­დან გა­მოგ­ზავ­ნილ დო­ლა­რებს ინა­ხავ­და...

რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დგე, იმა­ვე რა­ი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი, ქა­ჩი­ბა­ი­ე­ბის ოჯა­ხის და­ყა­ჩა­ღე­ბი­სას, ბან­დი­ტებ­მა ოჯა­ხის უფ­რო­სი - ნო­დარ ქა­ჩი­ბა­ია მა­შინ გა­მო­ა­სალ­მეს სი­ცო­ცხლეს, როცა მან სა­კუ­თა­რი სა­ნა­დი­რო თო­ფით მათ­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა სცა­და. ერთ-ერ­თმა ყა­ჩაღ­მა - ქა­ში­ბა­ძემ მას "მა­კა­რო­ვის" სის­ტე­მის პის­ტო­ლე­ტი­დან გულ­მკერ­დის არე­ში მი­ა­ყე­ნა სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ყა­ჩა­ღებ­მა სის­ხლი­ა­ნი კვა­ლი დე­და­ქა­ლაქ­შიც და­ტო­ვეს...

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბე­ბით, ბან­და 1993 წლის აპ­რილ­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ყვე­ლა­ფე­რი კი იქი­დან და­ი­წყო, რომ სა­მეგ­რე­ლოს მხა­რის მკვიდრმა რამ­დე­ნი­მე ამ­ბი­ცი­ურ­მა ახალ­გაზ­რდამ ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მოს­წო­რე­ბა ძარ­ცვა-ყა­ჩა­ღო­ბე­ბი­თა და რე­კე­ტით გა­და­წყვი­ტა. ეს იდეა, რო­გორც გა­ირ­კვა, წარ­სულ­ში ქურ­დო­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის­თვის ნა­სა­მარ­თლევ 22 წლის გიგა გვი­ლა­ვას გა­უჩ­ნდა. ცი­ხე­გა­მოვ­ლი­ლი და შავ სამ­ყა­რო­ში ფეხ­შედ­გმუ­ლი გვი­ლა­ვა უბ­ნელ ახალ­გაზ­რდებ­ში უდა­ვოდ სარ­გებ­ლობ­და ავ­ტო­რი­ტე­ტით. მას მარ­თლაც ჰქონ­და კავ­ში­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და არ ფა­რავ­და, რომ ამ კავ­ში­რე­ბის გაღ­რმა­ვე­ბას ცდი­ლობ­და. ქურ­დუ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის­კენ ჰქონ­და გეზი აღე­ბუ­ლი და ყო­ვე­ლი­ვე ამის გამო, გარ­შე­მო მყო­ფი ახალ­გაზ­რდე­ბის­გან რიდ­სა და პა­ტი­ვის­ცე­მა­საც გრძნობ­და. ბან­დის ორ­გა­ნი­ზე­ბის შე­სა­ხებ იდეა მან უახ­ლო­ეს მე­გობ­რებს გა­ან­დო და მა­თაც გვი­ლა­ვა ერ­თხმად და ულა­პა­რა­კოდ აირ­ჩი­ეს ჯგუ­ფის ლი­დე­რად.

ბან­და თა­ვი­დან 4 კა­ცის­გან შედ­გე­ბო­და, გვი­ლა­ვას გარ­და მას­ში შე­დი­ოდ­ნენ 22 წლის მე­რაბ ქარ­ჩა­ვა და ძმე­ბი - 20 წლის და­ვით და 18 წლის ვა­სილ წო­წო­რი­ე­ბი. გა­მო­ძი­ე­ბით და­უდ­გე­ნელ დრო­სა და ვი­თა­რე­ბა­ში მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­ი­ძი­ნეს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი - პის­ტო­ლე­ტე­ბი, ავ­ტო­მა­ტე­ბი და საბ­რძო­ლო მა­სა­ლა, და­ამ­ზა­დეს ნიღ­ბე­ბი და სა­მოქ­მე­დო გეგ­მის შედ­გე­ნა და­ი­წყეს. რამ­დე­ნი­მე ოჯა­ხის და­ყა­ჩა­ღე­ბის შემ­დეგ (რა­საც ორ შემ­თხვე­ვა­ში შე­დე­გად ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლი, სხვა შემ­თხვე­ვებ­ში კი არა­ერ­თის სხე­უ­ლის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა მოჰ­ყვა), ბან­დას სამი ახა­ლი წევ­რი - კო­პა­ლა­ძე, ქა­ში­ბა­ძე და იმ­ნა­იშ­ვი­ლი შე­უ­ერ­თდა. ჯგუ­ფი უფრო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და "მი­ზან­და­სა­ხუ­ლი" გახ­და. გა­და­წყვი­ტეს მხო­ლოდ, კერ­ძო პი­რე­ბის და­ყა­ჩა­ღე­ბით არ შე­მო­ფარ­გლუ­ლიყ­ვნენ და იე­რი­ში თბი­ლის­ში არ­სე­ბულ მსხვილ სა­წარ­მო­ებ­ზეც მი­ე­ტა­ნათ. ამის­თვის თბი­ლის­ში სა­ცხოვ­რებ­ლად სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას ქი­რა­ობ­დნენ ბი­ნებს. წი­ნას­წარ ად­გენ­დნენ გეგ­მებს, თუ რო­მელ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ზე მი­ე­წყოთ თავ­დას­ხმა, წი­ნას­წარ სწავ­ლობ­დნენ ობი­ექ­ტებს, ანა­წი­ლებ­დნენ რო­ლებს - თავ­დას­ხმის დროს ვის რა მოქ­მე­დე­ბა უნდა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა. მოქ­მე­დებ­დნენ შემ­დე­გი გეგ­მით: ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ზე თავ­დას­ხმამ­დე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან იტა­ცებ­დნენ ავ­ტო­მან­ქა­ნებს, რა­საც ყა­ჩა­ღო­ბის დროს იყე­ნებ­დნენ, შემ­დეგ კი ქუ­ჩა­ში ტო­ვებ­დნენ მათ.

1994 წლის აპ­რილ-ივ­ლი­სის გან­მავ­ლო­ბა­ში ბან­დამ ოთხი კო­მერ­ცი­უ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­სა და ორი შემ­ნახ­ვე­ლი ბან­კის გან­ყო­ფი­ლე­ბის და­ყა­ჩა­ღე­ბა და სო­ლი­დუ­რი ქო­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბა მო­ა­ხერ­ხა. ყა­ჩა­ღო­ბებს მუ­დამ თან სდევ­და სის­ხლის ღვრა და მსხვერ­პლი. თბი­ლის­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ სა­ი­უ­ვე­ლი­რო მა­ღა­ზი­ა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ბან­დი­ტურ თავ­დას­ხმას შე­ე­წი­რა ამა­ვე მა­ღა­ზი­ის დი­რექ­ტო­რის - 44 წლის ტა­რი­ელ ინა­ნე­იშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე, ხოლო შემ­ნახ­ვე­ლი ბან­კის და­ყა­ჩა­ღე­ბას თა­ნამ­შრო­მე­ლი ქალი - მა­რი­ნა კი­ლა­ძე ემსხვერ­პლა.

1994 წლის აპ­რილ­ში, წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის თა­ნახ­მად, გვი­ლა­ვა და ბან­დის და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბი წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე ჩა­უს­ხდნენ გ. ჯა­ოშ­ვილს კუთ­ვნილ "ვაზ 2106"-ში და ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა სთხო­ვეს. გზა­ში მათ მძღოლს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და­ა­ნახ­ვეს, უთხრეს, რომ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მოკ­ლავ­დნენ, თუკი მან­ქა­ნი­დან არ გა­და­ვი­დო­და. ჯა­ოშ­ვილ­მა მი­თი­თე­ბულ ად­გილ­ზე მის­ვლი­სას ავ­ტო­მან­ქა­ნა გა­ა­ჩე­რა და უხ­მოდ გა­და­ვი­და იქი­დან. ბან­დი­ტებ­მა კი გზა გა­ნაგ­რძეს. გა­ტა­ცე­ბუ­ლი მან­ქა­ნით დღის 2 სა­ა­თის­თვის თბი­ლის­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ მუ­ნი­ცი­პა­ლურ, სა­ი­უ­ვე­ლი­რო სა­ვაჭ­რო სა­წარ­მოს მი­ად­გნენ. შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი და ნი­ღა­ბა­ფა­რე­ბუ­ლე­ბი შე­იჭრ­ნენ მა­ღა­ზი­ა­ში. თავ­და­პირ­ვე­ლად, დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­ნა­ი­ა­რა­ღეს, წა­არ­თვეს ტა­ბე­ლუ­რი ია­რა­ღი და მა­ღა­ზი­ა­ში მყოფ ხალ­ხს უბ­რძა­ნეს, არ გან­ძრე­უ­ლიყ­ვნენ. ამის შემ­დეგ გვი­ლა­ვა მა­ღა­ზი­ის დი­რექ­ტო­რის - ინა­ნე­იშ­ვი­ლის კა­ბი­ნეტ­ში შე­იჭ­რა და მისი და ოთახ­ში მყო­ფი სხვა პი­რე­ბის და­მორ­ჩი­ლე­ბის მიზ­ნით ია­რა­ღი­დან უმი­სა­მარ­თოდ გა­ის­რო­ლა. ტყვია იქვე მყოფ მა­ღა­ზი­ის თა­ნამ­შრო­მელს - გ. ნო­ზა­ძეს მარ­ჯვე­ნა ბარ­ძა­ყის არე­ში მოხ­ვდა და სხე­უ­ლის მსუ­ბუ­ქი ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო. სწო­რედ ამ მო­მენ­ტში გვი­ლა­ვამ შე­ნი­ნა, თუ რო­გორ წა­ი­ღო ზურგს უკან ხელი ინა­ნე­იშ­ვილ­მა. იფიქ­რა, რომ დი­რექ­ტო­რი სა­კუ­თა­რი ია­რა­ღის აღე­ბას ცდი­ლობ­და და მა­შინ­ვე აღ­კვე­თა მისი მოქ­მე­დე­ბა. ავ­ტო­მა­ტი­დან ჯე­რით ეს­რო­ლა რამ­დე­ნი­მე ტყვია და ად­გილ­ზე მოკ­ლა იგი. ამა­სო­ბა­ში ბან­დის და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბი მა­ღა­ზი­ის დახ­ლებს აცა­რი­ე­ლებ­დნენ. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მა­სა­ლე­ბით, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი­დან მათ 10 850 დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ოქ­როს სამ­კა­უ­ლე­ბი წა­ი­ღეს. მა­ღა­ზი­ი­დან გა­სუ­ლი ბან­დი­ტე­ბი ისევ ჯა­ოშ­ვი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნით მი­ი­მალ­ნენ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან. მან­ქა­ნა მათ მოგ­ვი­ა­ნე­ბით დიღ­მის მა­სივ­ში მი­ა­ტო­ვეს, მოხ­სნეს ნა­წი­ლე­ბი და გა­იქ­ცნენ. მე­ო­რე დღეს გა­ძარ­ცუ­ლი "ჟი­გუ­ლი" პო­ლი­ცი­ამ იპო­ვა და ის კა­ნო­ნი­ერ მფლო­ბელს და­უბ­რუ­ნა.

რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ ყა­ჩა­ღურ­მა ჯგუფ­მა თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ტან­საც­მლის მა­ღა­ზი­ა­ზე, სა­დაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მძი­მედ დაჭ­რეს მა­ღა­ზი­ის ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი და სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნეს ასე­ვე მა­ღა­ზი­ა­ში მდე­ბა­რე ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლე­ლი პუნ­ქტის მე­პატ­რო­ნე. წა­ი­ღეს 300 ათა­სამ­დე რუ­სუ­ლი რუბ­ლი, 270 დო­ლა­რი და ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით ადრე გა­ტა­ცე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა "ვაზ 2107"-ით მი­ი­მალ­ნენ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან.

1994 წლის ივ­ნის­ში ბან­დამ შემ­ნახ­ვე­ლი ბან­კის გან­ყო­ფი­ლე­ბა და­ა­ყა­ჩა­ღა. საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან მათ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბის ქო­ნე­ბა - 2 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი, 400 მი­ლი­ო­ნი კუ­პო­ნი და 1.200 დო­ლა­რი გა­ი­ტა­ცეს. მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, მათ დაც­ვის პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის გა­ნი­ა­რა­ღე­ბა დას­ჭირ­დათ. ბან­კის შე­ნო­ბა­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი გას­რო­ლის დროს ერთ-ერთი ტყვია მოხ­ვდა მო­ლა­რე - მა­რი­ნა კი­ლა­ძეს, რო­მე­ლიც მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად მე­ო­თხე დღეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

იმა­ვე თვის მი­წუ­რულს ბან­დამ სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე კი­დევ ერთი კო­მერ­ცი­უ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ა­ყა­ჩა­ღა, თუმ­ცა თავ­დას­ხმის ფაქტს პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი - ჯა­ფა­რი­ძე და ზა­რი­ძე შე­ეს­წრნენ. ბან­დი­ტე­ბი არ და­ე­მორ­ჩილ­ნენ პო­ლი­ცი­ელ­თა კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნას, და­ე­ყა­რათ ია­რა­ღი და გ. ჩა­ფი­ძის­გან გა­ტა­ცე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­იქ­ცნენ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან. მოკ­ლე მან­ძი­ლის გავ­ლის შემ­დეგ, იმა­ვე რა­ი­ონ­ში, მათ მან­ქა­ნა გა­უ­ფუჭ­დათ და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ გა­დამხტა­რიყ­ვნენ და ფე­ხით გაქ­ცე­უ­ლიყ­ვნენ. შეც­ვივ­დნენ უახ­ლო­ე­სი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის სა­დარ­ბა­ზო­ში, იქი­დან გა­უხ­სნეს პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს ინ­ტენ­სი­უ­რი ცე­ცხლი. ამა­ვე ბან­დი­ტებ­მა სა­შიშ­რო­ე­ბა შე­უქ­მნეს იქვე მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სი­ცო­ცხლეს, სა­სიკ­ვდი­ლოდ და­იჭ­რა პო­ლი­ცი­ე­ლი ჯა­ფა­რი­ძე, სხე­უ­ლის ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო კი­დევ ერ­თმა სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა და ეზო­ში შემ­თხვე­ვით, სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო მო­ქა­ლა­ქემ ავ­ტო­მა­ტი­დან ნას­რო­ლი ტყვი­ე­ბით, ასე­ვე და­ი­ცხრი­ლა კორ­პუ­სის წინ მდგა­რი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა.

შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის შე­დე­გად, ბან­დის წევ­რებ­მა პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა მო­ა­ხერ­ხეს. გა­ვიდ­ნენ ქუ­ჩა­ში, იქ ერთ-ერთ მო­ქა­ლა­ქეს ია­რა­ღის მუ­ქა­რით, წა­არ­თვეს ავ­ტო­მან­ქა­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ. პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვის შემ­დგე, ბან­დი­ტებ­მა ია­რა­ღის გა­სახ­ვე­ვად მან­ქა­ნას უკა­ნა სა­ზურ­გის შა­ლი­თა მოხ­სნეს, მან­ქა­ნა ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ონ­ში მი­ა­ტო­ვეს და თა­ვად ფე­ხით მი­ი­მალ­ნენ.

მო­რი­გი და­ნა­შა­უ­ლი ბან­დის წევ­რმა გვი­ლა­ვამ 1995 წლის თე­ბერ­ვალ­ში ჩა­ი­დი­ნა. ღა­მით, ქარ­ჩა­ვას­თან ერ­თად მყოფს, ერთ სა­ვაჭ­რო ჯი­ხურ­თან ორ უც­ნობ ახალ­გაზ­რდას­თან მო­უხ­და შე­ლა­პა­რა­კე­ბა. გვი­ლა­ვა და ქარ­ჩა­ვა, რო­გორც საქ­მის მა­სა­ლებ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, გვი­ლა­ვამ უხე­შად მი­მარ­თა უც­ნობ ახალ­გაზ­რდას, რო­მე­ლიც სა­ვაჭ­რო ჯი­ხუ­რის პირ­და­პირ იდგა და და­სა­კეც და­ნას ათა­მა­შებ­და. ხან შლი­და, ხან კე­ცავ­და მას და თან მე­გო­ბარს ესა­უბ­რე­ბო­და. ახალ­გაზ­რდამ გვი­ლა­ვას უხე­ში მი­მარ­თვა - "შენ, ბიჭო, მაგ დანა შე­ი­ნა­ხე" - ვერ მო­ით­მი­ნა და აგ­რე­სი­უ­ლად უპა­სუ­ხა. ყო­ვე­ლი­ვე ამის გამო გა­ღი­ზი­ა­ნე­ბულ­მა გვი­ლა­ვამ, გა­მო­ძი­ე­ბით და­უდ­გე­ნელ დრო­სა და ვი­თა­რე­ბა­ში, უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნი­ლი "ნა­გა­ნის" სის­ტე­მის რე­ვოლ­ვე­რი აიღო და ახალ­გაზ­რდას, და­მიზ­ნე­ბით ერთხელ ეს­რო­ლა. 21 წლის ზუ­რაბ გი­გა­ურს ტყვია გულ­მკერ­დის არე­ში მოხ­ვდა. სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის მი­ხედ­ვით, მან გუ­ლის მარ­ჯვე­ნა პარ­კუ­ჭის გამ­ჭო­ლი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო და ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. გვი­ლა­ვამ "ნა­გა­ნი" გი­გა­უ­რის მე­გობ­რის­კენ - და­ვით შა­რა­ბი­ძის­კე­ნაც მი­მარ­თა - შენც მოგ­კლა­ვო, და­უყ­ვი­რა და ჩახ­მახს ხელი გა­მოჰ­კრა, მაგ­რამ ტყვია მის­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მი­ზე­ზის გამო არ გა­ვარ­და. ამით ისარ­გებ­ლა არა­ბი­ძემ და გვი­ლა­ვას მი­ვარ­და, რათა მის­თვის ია­რა­ღი წა­ერ­თმია. თუმ­ცა, ზუს­ტად იმ მო­მენ­ტში ქარ­ჩა­ვამ მი­წა­ზე უკვე უსუ­ლოდ და­ვარ­დნილ გი­გა­ურს ხე­ლი­დან დანა აა­ცა­ლა და ის ზურ­გში ჩა­არ­ტყა შა­რა­ბი­ძეს. შა­რა­ბი­ძემ, რო­გორც ექი­მებ­მა აღ­ნიშ­ნეს, სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ხი­ფა­თო მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო, მაგ­რამ დრო­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის შე­დე­გად მისი გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს. რაც შე­ე­ხე­ბა გვი­ლა­ვა­სა და ქარ­ჩა­ვას, ისი­ნი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან გა­იქ­ცნენ და მი­ი­მალ­ნენ.

გვი­ლა­ვას და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის შემ­დე­გი მსხვერ­პლი თა­ვად ბან­დის წევ­რი თე­მურ იმ­ნა­იშ­ვი­ლი აღ­მოჩ­ნდა. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით, და­კა­ვე­ბულ­მა ვა­სილ წო­წო­ნა­ვამ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს და­კი­თხვი­სას გა­ნუ­ცხა­და, იმ­ნა­იშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი ბან­დის ლი­დე­რის ეჭ­ვე­ბი იყო. მისი თქმით, გვი­ლა­ვამ ბოლო ხანს იმ­ნა­იშ­ვი­ლი გა­ტა­ცე­ბუ­ლი თან­ხის არა­თა­ნა­ბარ გა­ნა­წი­ლე­ბა­ში შე­ამ­ჩნია. გვი­ლა­ვა ეჭ­ვობ­და, რომ ის ჯგუ­ფის და­ნარ­ჩენ წევ­რებს ნა­ყა­ჩა­ღა­რი ფუ­ლის ნა­წილს ხში­რად უმ­ლავ­და. წო­წო­რი­ას ჩვე­ნე­ბი­დან:

- ჯგუფ­ში გვი­ლა­ვა ყვე­ლას­გან გა­მო­ირ­ჩე­ო­და სიმ­კაც­რი­თა და აგ­რე­სი­უ­ლო­ბით, ვინ­მეს რამე თუ შე­ეშ­ლე­ბო­და, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ აპა­ტი­ებ­და... იმ დღეს მე­რა­ბის ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ვი­ყა­ვით - ქა­ში­ბა­ძე, იმ­ნა­იშ­ვი­ლი, გვი­ლა­ვა და ქარ­ჩა­ვა. ჩემი ძმა და კო­პა­ლა­ძე ჩვენ­თან იყ­ვნენ. მე "ზა­ლა­ში" ვი­ჯე­ქი და ტე­ლე­ვი­ზორს ვუ­ყუ­რებ­დი, გვერ­დით ოთახ­ში ბი­ჭე­ბი ლა­პა­რა­კობ­დნენ. მა­შინ გა­ვი­გო­ნე გვი­ლა­ვას სი­ტყვე­ბი - მიფ­რი­თხილ­დი, ძმაო, დღეს სის­ხლი მწყუ­რი­აო. ვი­ფიქ­რე, წამ­ლის ქვე­შაა-მეთ­ქი და სე­რი­ო­ზუ­ლად არ მი­ვი­ღე მისი ნათ­ქვა­მი.

ცოტა ხან­ში თე­მურ იმ­ნა­იშ­ვი­ლი გა­მო­ვი­და, ანერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი იყო. მას უკან მოჰ­ყვა გვი­ლა­ვა, ხელ­ში გა­დაჭ­რი­ლი სა­ნა­დი­რო თოფი ეკა­ვა. ია­რა­ღი გა­და­ტე­ნა, თე­მურს მი­უ­ახ­ლოვ­და და ეს­რო­ლა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ისე მო­უ­ლოდ­ნე­ლად და უცებ მოხ­და, რომ აზ­რზე მოს­ვლაც ვერ მო­ვას­წა­რი. ამი­ტო­მაც არ და­მი­ფიქ­სი­რე­ბია, გი­გამ რამ­დენ­ჯერ ის­რო­ლა. თუ არ ვცდე­ბი ორ­ჯერ ან სამ­ჯერ... თე­მუ­რი ია­ტაკ­ზე და­ვარ­და. როცა გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რაც მოხ­და, სკა­მი­დან წა­მოვ­ხტი და გი­გას და­ვუყ­ვი­რე - რა ქენი-მეთ­ქი? მან მი­პა­სუ­ხა - ვიცი, რა­საც ვა­კე­თებ, შენ ნუ ჩა­ე­რე­ვიო და ია­რა­ღი მეც და­მი­მიზ­ნა. ეტყო­ბო­და, რომ ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იყო... თე­მუ­რი გვერ­დუ­ლად იწვა ია­ტაკ­ზე, ღია ფე­რის მა­ი­სუ­რი ეცვა და სულ და­სის­ხლი­ა­ნე­ბო­და. მა­შინ გა­ვი­ფიქ­რე - ალ­ბათ, ტყვი­ე­ბი მუ­ცელ­ში მოხ­ვდა-მეთ­ქი და კი­დევ ერთხელ წა­მო­ვი­წიე მის და­სახ­მა­რებ­ლად, მაგ­რამ ამ დროს გი­გამ მა­გი­დი­დან სამ­ზა­რე­უ­ლოს დანა აიღო და თე­მურს რამ­დენ­ჯერ­მე ზე­დი­ზედ ჩა­არ­ტყა მუც­ლის არე­ში"...

თე­მურ იმ­ნა­იშ­ვი­ლი ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. გვი­ლა­ვა კი და­ნარ­ჩე­ნებ­თან ერ­თად იქა­უ­რო­ბას გა­შორ­და და მი­ი­მა­ლა. მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღი, რო­გორც ჩანს, თან წა­ი­ღო, რად­გან შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­სულ­მა პო­ლი­ცი­ამ, ბი­ნა­ში ვერც გა­დაჭ­რი­ლი თოფი იპო­ვა და ვერც სამ­ზა­რე­უ­ლო დანა. არც ერთი ია­რა­ღი მას შემ­დეგ მის ან სხვის ხელ­ში არ მი­ნა­ხავს", - წერ­და ვა­სილ წო­წო­რია.

სწო­რედ ძმე­ბი წო­წო­რი­ე­ბი იყ­ვნენ პირ­ვე­ლე­ბი, ვინც პო­ლი­ცი­ამ ამ ბან­დი­დან და­ა­კა­ვა, თუმ­ცა ეს მხო­ლოდ 1997 წელს მოხ­და. წი­ნას­წარ გა­მო­ძი­ე­ბას მათ აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბე­ბი მის­ცეს და ჯგუ­ფის და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბიც ამ­ხი­ლეს ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლებ­ში. ბან­დის ლი­დერ­მა გვი­ლა­ვამ, რო­მე­ლიც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ერთი თვის შემ­დეგ თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს, დუ­მი­ლის უფ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნა. თუმ­ცა, ყვე­ლა­ზე მძი­მე მუხ­ლე­ბით ბრა­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რამ სწო­რედ მას წა­უ­ყე­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ა­კა­ვეს ქარ­ჩა­ვა და კო­პა­ლა­ძეც. რაც შე­ე­ხე­ბა ქა­ში­ბა­ძეს, მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნა პო­ლი­ცი­ამ ვერ შეძ­ლო. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მან სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლე­ბის და­ტო­ვე­ბა და სა­ზღვარ­გა­რეთ მი­მალ­ვა მო­ა­ხერ­ხა.

საქ­მის წი­ნას­წა­რი გა­მო­ძი­ე­ბა და სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ძალ­ზედ რთუ­ლი და და­ძა­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­კა­ვე­ბულ პი­რებს 8 სხვა­დას­ხვა მუხ­ლით წა­უ­ყე­ნა ბრა­ლი. ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ნა­წი­ლობ­რივ აღი­ა­რეს და­ნა­შა­უ­ლი, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლო­ში აღ­ნიშ­ნავ­დნენ, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ მათ ისეთ ფაქ­ტებ­ში დას­დო ბრა­ლი, რაც არ ჩა­უ­დე­ნი­ათ. ზო­გი­ერ­თმა და­ში­ნე­ბულ­მა და­ზა­რა­ლე­ბულ­მა ოჯა­ხის უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მი­ცე­მუ­ლი მამ­ხი­ლე­ბე­ლი ჩვე­ნე­ბა სა­სა­მარ­თლო­ში შეც­ვა­ლა და გა­ნა­ცხა­და, რომ თავ­დამ­სხმე­ლე­ბის ამოც­ნო­ბა არ შე­უძ­ლია. თუმ­ცა, ამის მი­უ­ხე­და­ვად, ბრალ­დე­ბის მხა­რემ საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა წა­რად­გი­ნა სა­სა­მარ­თლო­ში, გან­სას­ჯელ­თათ­ვის ბრა­ლის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად. სა­ბო­ლო­ოდ, ხუ­თი­ვე გან­სას­ჯე­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნეს. მათ­გან გვი­ლა­ვას ყვე­ლა­ზე მკაც­რი სას­ჯე­ლი - 20 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ერგო. ქარ­ჩა­ვას - 19 წლით, და­ვით წო­წო­რი­ას - 15 წლით, ხოლო ვა­სილ წო­წო­რი­ა­სა და გუ­რამ კო­პა­ლა­ძეს - 13-13 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბე­ბის, ყა­ჩა­ღუ­რი თავ­დას­ხმე­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბის გარ­და, ბან­დას დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის - ჰე­რო­ი­ნის შე­ნახ­ვა­სა და მის უკა­ნო­ნოდ მოხ­მა­რე­ბა­შიც და­ე­დო ბრა­ლი.

გა­ნა­ჩე­ნით უკ­მა­ყო­ფი­ლო მსჯავ­რდე­ბუ­ლებ­მა სა­ჩივ­რით შემ­დგომ ინ­სტან­ცი­ას მი­მარ­თეს, თუმ­ცა სა­კა­სა­ციო პა­ლა­ტამ გა­ნა­ჩე­ნი უც­ვლე­ლი და­ტო­ვა და რო­მე­ლი­მე მსჯავ­რდე­ბუ­ლის­თვის სას­ჯე­ლის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა­ზე მტკი­ცე უარი გა­ნა­ცხა­და.

P.S. ბო­როტ­მოქ­მედ­თა გვა­რე­ბი შეც­ვლი­ლია

მეგი ცა­ნა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

#8 24.02.2005

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"მიფრთხილდით, ძმაო, დღეს სისხლი მწყურია!" - 90-იანი წლების სისხლისმსმელთა ბანდა საქართველოში

"მიფრთხილდით, ძმაო, დღეს სისხლი მწყურია!" - 90-იანი წლების სისხლისმსმელთა ბანდა საქართველოში

90-იანი წლების საქართველოში მოთარეშე ეს ბანდიტური დაჯგუფება კრიმინალური სამყაროს ისტორიაში არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც შევიდოდა, განსაკუთრებით საშიში დამნაშავეთა ჯგუფის სტატუსით. შეძრწუნებელი მოსახლეობა მას სისხლისმსმელთა ბანდას უწოდებდა. გამოძიების ოქმებიდანაც ჩანს, რომ ბანდის წევრები, რომლებიც თავდაპირველად, სხვადასხვა რაიონის, შემდეგ დედაქალაქის მცხოვრებთ ესხმოდნენ თავს, იარაღიდან ცეცხლის გახსნას ნამდვილად არ ერიდებოდნენ, აყაჩაღებდნენ არა მარტო მოქალაქეებსა და მათ ოჯახებს, არამედ ორგანიზაციებსა და სავაჭრო დაწესებულებებსაც. ხშირ შემთხვევაში, წარმოუდგენელ სისასტიკეს იჩენდნენ. განსაკუთრებით მაშინ, როცა დაზარალებულთა მხრიდან წინააღმდეგობას წააწყდებოდნენ. ასეთ დროს ბანდიტები უმოწყალოდ ხოცავდნენ ყველას, ვინც კი გზაზე გადაეღობებოდა და ცოტათი მაინც ეცდებოდა მათი მზაკვრული გეგმის ჩაშლას. ბანდის წევრთა მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის მასალებში 14 სხადასხვა დანაშაულის ეპიზოდი, 42 დაზარალებული პირისა და 8 მოკლულის გვარი ფიქსირდებოდა. თუმცა, აწიოკებული სოფლების მოსახლეობა გაცილებით მეტ მსხვერპლსა და გაუხმაურებელ ფაქტს ასახელებდა...

სამართალდამცავებისთვის თითოეული დამნაშავის ვინაობა იყო ცნობილი. მათზე ძებნაც გამოაცხადეს, მაგრამ ბანდას იმ დროისთვის ყველაზე გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტები მფარველობდნენ. ქურდებს საკმარისი გავლენა და მჭიდრო კავშირები ჰქონდათ ძალოვანი სტრუქტურების მაშინდელ ხელმძღვანელობასთან. ამიტომ, ბანდიტები წლების მანძილზე ხელშეუხებელი რჩებოდნენ და აუღელვებლად განაგრძობდნენ თარეშს. ავტორიტეტები და პოლიციის შეფები მათი ნადავლიდან მიღებულ ნაწილს ერთმანეთში ინაწილებდნენ. ერთხელ გამომძიებელმაც მითხრა პირად საუბარში, "არც ერთი დამნაშავე არ მოიყვანეს მანამ, სანამ მათსა და ქურდებს შორის უკმაყოფილება არ მოხდა", - ამბობს ბანდის ერთ-ერთი წევრის მიერ მოკლული პოლიციელის მამა.

34 წლის კობა ჯაფარიძე პოლიციის ოპერატიული მუშაკი გახლდათ. თბილისში მდებარე კომერციულ დაწესებულებაზე მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის შემდეგ, ცხელ კვალზე ადევნებულ პოლიციელებსა და ბოროტმოქმედებს შორის შეტაკება მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, ჯაფარიძემ თავისი ტაბელური იარაღიდან მხოლოდ ერთი გამაფრთხილებელი გასროლა მოასწრო. იმწამსვე მას ბანდის წევრის - იმნაიშვილის მიერ ავტომატიდან გასროლილი ტყვია მოხვდა და სასიკვდილოდ დაჭრილი, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

გამოძიების მასალებში დაფიქსირებულია წამების რამდენიმე ფაქტიც. როგორც ჩანს, ოჯახებზე ყაჩაღური თავდასხმების დროს, ბოროტმოქმედები მიზნის მისაღწევად ყველაფერზე მიდიოდნენ. მუქარა და ცემა თუ არ გაჭირდა, სადიზმს მიმართავდნენ. მარტვილის რაიონის მკვიდრი ჯღარკავების ოჯახი სწორედ განსაკუთრებული სისასტიკის მსხვერპლი გახდა. ბანდა ოჯახს ღამის 3 საათისთვის დაესხა თავს. ხმაურზე გაღვიძებული ცოლ-ქმარი - გულნაზ და ომარ ჯღარკავები ორ ნიღბიან და ავტომატებით შეიარაღებულ ბოროტმოქმედს საძინებლის ზღურბლთან შეეფეთნენ. თავდამსხმელებმა ჯღარკავები ჯერ გაკოჭეს, პირი სკოჩით აუკრეს, ქმარს ცოლის თვალწინ წიხლებს ურტყამდნენ და იარაღით იმუქრებოდნენ; ფულს და ძვირფასეულობას ითხოვდნენ, მაგრამ ცოლ-ქმარი უარის ნიშნად თავს რომ იქნევდა, წამებაზე გადავიდნენ. ვიდრე ერთი თავდამსხმელი სახლს ჩხრეკდა, მეორე, ჯღარკავების დამორჩილებას ცდილობდა. გულნაზ ჯღარკავას გახურებული უთოთი დაშანთვა რომ დაიწყო, ქმარი მაშინვე გატყდა და ბანდიტებს კომოდის იმ უჯრაზე მიუთითა, სადაც ოქროულობასა და შვილის მიერ რუსეთიდან გამოგზავნილ დოლარებს ინახავდა...

რამდენიმე თვის შემდგე, იმავე რაიონში მცხოვრები, ქაჩიბაიების ოჯახის დაყაჩაღებისას, ბანდიტებმა ოჯახის უფროსი - ნოდარ ქაჩიბაია მაშინ გამოასალმეს სიცოცხლეს, როცა მან საკუთარი სანადირო თოფით მათთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა. ერთ-ერთმა ყაჩაღმა - ქაშიბაძემ მას "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტიდან გულმკერდის არეში მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა.

მოგვიანებით, ყაჩაღებმა სისხლიანი კვალი დედაქალაქშიც დატოვეს...

ოფიციალური ცნობებით, ბანდა 1993 წლის აპრილში ჩამოყალიბდა. ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ სამეგრელოს მხარის მკვიდრმა რამდენიმე ამბიციურმა ახალგაზრდამ ფინანსური მდგომარეობის გამოსწორება ძარცვა-ყაჩაღობებითა და რეკეტით გადაწყვიტა. ეს იდეა, როგორც გაირკვა, წარსულში ქურდობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ნასამართლევ 22 წლის გიგა გვილავას გაუჩნდა. ციხეგამოვლილი და შავ სამყაროში ფეხშედგმული გვილავა უბნელ ახალგაზრდებში უდავოდ სარგებლობდა ავტორიტეტით. მას მართლაც ჰქონდა კავშირი კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებთან და არ ფარავდა, რომ ამ კავშირების გაღრმავებას ცდილობდა. ქურდული ორიენტაციისკენ ჰქონდა გეზი აღებული და ყოველივე ამის გამო, გარშემო მყოფი ახალგაზრდებისგან რიდსა და პატივისცემასაც გრძნობდა. ბანდის ორგანიზების შესახებ იდეა მან უახლოეს მეგობრებს გაანდო და მათაც გვილავა ერთხმად და ულაპარაკოდ აირჩიეს ჯგუფის ლიდერად.

ბანდა თავიდან 4 კაცისგან შედგებოდა, გვილავას გარდა მასში შედიოდნენ 22 წლის მერაბ ქარჩავა და ძმები - 20 წლის დავით და 18 წლის ვასილ წოწორიები. გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი - პისტოლეტები, ავტომატები და საბრძოლო მასალა, დაამზადეს ნიღბები და სამოქმედო გეგმის შედგენა დაიწყეს. რამდენიმე ოჯახის დაყაჩაღების შემდეგ (რასაც ორ შემთხვევაში შედეგად ადამიანის სიკვდილი, სხვა შემთხვევებში კი არაერთის სხეულის მძიმე დაზიანება მოჰყვა), ბანდას სამი ახალი წევრი - კოპალაძე, ქაშიბაძე და იმნაიშვილი შეუერთდა. ჯგუფი უფრო ორგანიზებული და "მიზანდასახული" გახდა. გადაწყვიტეს მხოლოდ, კერძო პირების დაყაჩაღებით არ შემოფარგლულიყვნენ და იერიში თბილისში არსებულ მსხვილ საწარმოებზეც მიეტანათ. ამისთვის თბილისში საცხოვრებლად სხვადასხვა ადგილას ქირაობდნენ ბინებს. წინასწარ ადგენდნენ გეგმებს, თუ რომელ ორგანიზაციაზე მიეწყოთ თავდასხმა, წინასწარ სწავლობდნენ ობიექტებს, ანაწილებდნენ როლებს - თავდასხმის დროს ვის რა მოქმედება უნდა განეხორციელებინა. მოქმედებდნენ შემდეგი გეგმით: ორგანიზაციაზე თავდასხმამდე მოქალაქეებისგან იტაცებდნენ ავტომანქანებს, რასაც ყაჩაღობის დროს იყენებდნენ, შემდეგ კი ქუჩაში ტოვებდნენ მათ.

1994 წლის აპრილ-ივლისის განმავლობაში ბანდამ ოთხი კომერციული დაწესებულებისა და ორი შემნახველი ბანკის განყოფილების დაყაჩაღება და სოლიდური ქონების გატაცება მოახერხა. ყაჩაღობებს მუდამ თან სდევდა სისხლის ღვრა და მსხვერპლი. თბილისში მდებარე ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაზე განხორციელებულ ბანდიტურ თავდასხმას შეეწირა ამავე მაღაზიის დირექტორის - 44 წლის ტარიელ ინანეიშვილის სიცოცხლე, ხოლო შემნახველი ბანკის დაყაჩაღებას თანამშრომელი ქალი - მარინა კილაძე ემსხვერპლა.

1994 წლის აპრილში, წინასწარ შემუშავებული გეგმის თანახმად, გვილავა და ბანდის დანარჩენი წევრები წერეთლის გამზირზე ჩაუსხდნენ გ. ჯაოშვილს კუთვნილ "ვაზ 2106"-ში და ელიავას ბაზრობამდე მიყვანა სთხოვეს. გზაში მათ მძღოლს ცეცხლსასროლი იარაღი დაანახვეს, უთხრეს, რომ დაუყოვნებლივ მოკლავდნენ, თუკი მანქანიდან არ გადავიდოდა. ჯაოშვილმა მითითებულ ადგილზე მისვლისას ავტომანქანა გააჩერა და უხმოდ გადავიდა იქიდან. ბანდიტებმა კი გზა განაგრძეს. გატაცებული მანქანით დღის 2 საათისთვის თბილისში მდებარე ერთ-ერთ მუნიციპალურ, საიუველირო სავაჭრო საწარმოს მიადგნენ. შეიარაღებულები და ნიღაბაფარებულები შეიჭრნენ მაღაზიაში. თავდაპირველად, დაცვის თანამშრომელი განაიარაღეს, წაართვეს ტაბელური იარაღი და მაღაზიაში მყოფ ხალხს უბრძანეს, არ განძრეულიყვნენ. ამის შემდეგ გვილავა მაღაზიის დირექტორის - ინანეიშვილის კაბინეტში შეიჭრა და მისი და ოთახში მყოფი სხვა პირების დამორჩილების მიზნით იარაღიდან უმისამართოდ გაისროლა. ტყვია იქვე მყოფ მაღაზიის თანამშრომელს - გ. ნოზაძეს მარჯვენა ბარძაყის არეში მოხვდა და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო. სწორედ ამ მომენტში გვილავამ შენინა, თუ როგორ წაიღო ზურგს უკან ხელი ინანეიშვილმა. იფიქრა, რომ დირექტორი საკუთარი იარაღის აღებას ცდილობდა და მაშინვე აღკვეთა მისი მოქმედება. ავტომატიდან ჯერით ესროლა რამდენიმე ტყვია და ადგილზე მოკლა იგი. ამასობაში ბანდის დანარჩენი წევრები მაღაზიის დახლებს აცარიელებდნენ. ოფიციალური მასალებით, სავაჭრო ცენტრიდან მათ 10 850 დოლარის ღირებულების ოქროს სამკაულები წაიღეს. მაღაზიიდან გასული ბანდიტები ისევ ჯაოშვილის ავტომანქანით მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან. მანქანა მათ მოგვიანებით დიღმის მასივში მიატოვეს, მოხსნეს ნაწილები და გაიქცნენ. მეორე დღეს გაძარცული "ჟიგული" პოლიციამ იპოვა და ის კანონიერ მფლობელს დაუბრუნა.

რამდენიმე დღის შემდეგ ყაჩაღურმა ჯგუფმა თავდასხმა განახორციელა ტანსაცმლის მაღაზიაზე, სადაც ცეცხლსასროლი იარაღით მძიმედ დაჭრეს მაღაზიის ორი თანამშრომელი და სხეულის დაზიანება მიაყენეს ასევე მაღაზიაში მდებარე ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მეპატრონე. წაიღეს 300 ათასამდე რუსული რუბლი, 270 დოლარი და ნახევარი საათით ადრე გატაცებული ავტომანქანა "ვაზ 2107"-ით მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.

1994 წლის ივნისში ბანდამ შემნახველი ბანკის განყოფილება დააყაჩაღა. საქმის მასალების მიხედვით, განყოფილებიდან მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქონება - 2 მილიონი რუბლი, 400 მილიონი კუპონი და 1.200 დოლარი გაიტაცეს. მიზნის მისაღწევად, მათ დაცვის პოლიციელების განიარაღება დასჭირდათ. ბანკის შენობაში წარმოებული გასროლის დროს ერთ-ერთი ტყვია მოხვდა მოლარე - მარინა კილაძეს, რომელიც მიღებული დაზიანების შედეგად მეოთხე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

იმავე თვის მიწურულს ბანდამ საბურთალოს რაიონში მდებარე კიდევ ერთი კომერციული დაწესებულება დააყაჩაღა, თუმცა თავდასხმის ფაქტს პოლიციის თანამშრომლები - ჯაფარიძე და ზარიძე შეესწრნენ. ბანდიტები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას, დაეყარათ იარაღი და გ. ჩაფიძისგან გატაცებული ავტომანქანით გაიქცნენ შემთხვევის ადგილიდან. მოკლე მანძილის გავლის შემდეგ, იმავე რაიონში, მათ მანქანა გაუფუჭდათ და იძულებული გახდნენ გადამხტარიყვნენ და ფეხით გაქცეულიყვნენ. შეცვივდნენ უახლოესი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, იქიდან გაუხსნეს პოლიციის თანამშრომლებს ინტენსიური ცეცხლი. ამავე ბანდიტებმა საშიშროება შეუქმნეს იქვე მყოფი მოქალაქეების სიცოცხლეს, სასიკვდილოდ დაიჭრა პოლიციელი ჯაფარიძე, სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო კიდევ ერთმა სამართალდამცავმა და ეზოში შემთხვევით, სრულიად უდანაშაულო მოქალაქემ ავტომატიდან ნასროლი ტყვიებით, ასევე დაიცხრილა კორპუსის წინ მდგარი მსუბუქი ავტომანქანა.

შეიარაღებული წინააღმდეგობის შედეგად, ბანდის წევრებმა პოლიციელებისგან თავის დაღწევა მოახერხეს. გავიდნენ ქუჩაში, იქ ერთ-ერთ მოქალაქეს იარაღის მუქარით, წაართვეს ავტომანქანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციის თანამშრომლებისგან თავის დაღწევის შემდგე, ბანდიტებმა იარაღის გასახვევად მანქანას უკანა საზურგის შალითა მოხსნეს, მანქანა ნაძალადევის რაიონში მიატოვეს და თავად ფეხით მიიმალნენ.

მორიგი დანაშაული ბანდის წევრმა გვილავამ 1995 წლის თებერვალში ჩაიდინა. ღამით, ქარჩავასთან ერთად მყოფს, ერთ სავაჭრო ჯიხურთან ორ უცნობ ახალგაზრდასთან მოუხდა შელაპარაკება. გვილავა და ქარჩავა, როგორც საქმის მასალებშია აღნიშნული, ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ, გვილავამ უხეშად მიმართა უცნობ ახალგაზრდას, რომელიც სავაჭრო ჯიხურის პირდაპირ იდგა და დასაკეც დანას ათამაშებდა. ხან შლიდა, ხან კეცავდა მას და თან მეგობარს ესაუბრებოდა. ახალგაზრდამ გვილავას უხეში მიმართვა - "შენ, ბიჭო, მაგ დანა შეინახე" - ვერ მოითმინა და აგრესიულად უპასუხა. ყოველივე ამის გამო გაღიზიანებულმა გვილავამ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეძენილი "ნაგანის" სისტემის რევოლვერი აიღო და ახალგაზრდას, დამიზნებით ერთხელ ესროლა. 21 წლის ზურაბ გიგაურს ტყვია გულმკერდის არეში მოხვდა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მან გულის მარჯვენა პარკუჭის გამჭოლი დაზიანება მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა. გვილავამ "ნაგანი" გიგაურის მეგობრისკენ - დავით შარაბიძისკენაც მიმართა - შენც მოგკლავო, დაუყვირა და ჩახმახს ხელი გამოჰკრა, მაგრამ ტყვია მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო არ გავარდა. ამით ისარგებლა არაბიძემ და გვილავას მივარდა, რათა მისთვის იარაღი წაერთმია. თუმცა, ზუსტად იმ მომენტში ქარჩავამ მიწაზე უკვე უსულოდ დავარდნილ გიგაურს ხელიდან დანა ააცალა და ის ზურგში ჩაარტყა შარაბიძეს. შარაბიძემ, როგორც ექიმებმა აღნიშნეს, სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიიღო, მაგრამ დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მისი გადარჩენა შეძლეს. რაც შეეხება გვილავასა და ქარჩავას, ისინი შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ და მიიმალნენ.

გვილავას დანაშაულებრივი ქმედების შემდეგი მსხვერპლი თავად ბანდის წევრი თემურ იმნაიშვილი აღმოჩნდა. როგორც მოგვიანებით, დაკავებულმა ვასილ წოწონავამ სამართალდამცავებს დაკითხვისას განუცხადა, იმნაიშვილის მკვლელობის მიზეზი ბანდის ლიდერის ეჭვები იყო. მისი თქმით, გვილავამ ბოლო ხანს იმნაიშვილი გატაცებული თანხის არათანაბარ განაწილებაში შეამჩნია. გვილავა ეჭვობდა, რომ ის ჯგუფის დანარჩენ წევრებს ნაყაჩაღარი ფულის ნაწილს ხშირად უმლავდა. წოწორიას ჩვენებიდან:

- ჯგუფში გვილავა ყველასგან გამოირჩეოდა სიმკაცრითა და აგრესიულობით, ვინმეს რამე თუ შეეშლებოდა, არავითარ შემთხვევაში არ აპატიებდა... იმ დღეს მერაბის ნაქირავებ ბინაში ვიყავით - ქაშიბაძე, იმნაიშვილი, გვილავა და ქარჩავა. ჩემი ძმა და კოპალაძე ჩვენთან იყვნენ. მე "ზალაში" ვიჯექი და ტელევიზორს ვუყურებდი, გვერდით ოთახში ბიჭები ლაპარაკობდნენ. მაშინ გავიგონე გვილავას სიტყვები - მიფრითხილდი, ძმაო, დღეს სისხლი მწყურიაო. ვიფიქრე, წამლის ქვეშაა-მეთქი და სერიოზულად არ მივიღე მისი ნათქვამი.

ცოტა ხანში თემურ იმნაიშვილი გამოვიდა, ანერვიულებული იყო. მას უკან მოჰყვა გვილავა, ხელში გადაჭრილი სანადირო თოფი ეკავა. იარაღი გადატენა, თემურს მიუახლოვდა და ესროლა. ეს ყველაფერი ისე მოულოდნელად და უცებ მოხდა, რომ აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი. ამიტომაც არ დამიფიქსირებია, გიგამ რამდენჯერ ისროლა. თუ არ ვცდები ორჯერ ან სამჯერ... თემური იატაკზე დავარდა. როცა გავაცნობიერე, რაც მოხდა, სკამიდან წამოვხტი და გიგას დავუყვირე - რა ქენი-მეთქი? მან მიპასუხა - ვიცი, რასაც ვაკეთებ, შენ ნუ ჩაერევიო და იარაღი მეც დამიმიზნა. ეტყობოდა, რომ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო... თემური გვერდულად იწვა იატაკზე, ღია ფერის მაისური ეცვა და სულ დასისხლიანებოდა. მაშინ გავიფიქრე - ალბათ, ტყვიები მუცელში მოხვდა-მეთქი და კიდევ ერთხელ წამოვიწიე მის დასახმარებლად, მაგრამ ამ დროს გიგამ მაგიდიდან სამზარეულოს დანა აიღო და თემურს რამდენჯერმე ზედიზედ ჩაარტყა მუცლის არეში"...

თემურ იმნაიშვილი ადგილზევე გარდაიცვალა. გვილავა კი დანარჩენებთან ერთად იქაურობას გაშორდა და მიიმალა. მკვლელობის იარაღი, როგორც ჩანს, თან წაიღო, რადგან შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ, ბინაში ვერც გადაჭრილი თოფი იპოვა და ვერც სამზარეულო დანა. არც ერთი იარაღი მას შემდეგ მის ან სხვის ხელში არ მინახავს", - წერდა ვასილ წოწორია.

სწორედ ძმები წოწორიები იყვნენ პირველები, ვინც პოლიციამ ამ ბანდიდან დააკავა, თუმცა ეს მხოლოდ 1997 წელს მოხდა. წინასწარ გამოძიებას მათ აღიარებითი ჩვენებები მისცეს და ჯგუფის დანარჩენი წევრებიც ამხილეს ჩადენილ დანაშაულებში. ბანდის ლიდერმა გვილავამ, რომელიც სამართალდამცავებმა ერთი თვის შემდეგ თბილისში დააკავეს, დუმილის უფლება გამოიყენა. თუმცა, ყველაზე მძიმე მუხლებით ბრალი პროკურატურამ სწორედ მას წაუყენა. მოგვიანებით დააკავეს ქარჩავა და კოპალაძეც. რაც შეეხება ქაშიბაძეს, მისი ადგილსამყოფელის დადგენა პოლიციამ ვერ შეძლო. როგორც ამბობენ, მან საქართველოს ფარგლების დატოვება და საზღვარგარეთ მიმალვა მოახერხა.

საქმის წინასწარი გამოძიება და სასამართლო პროცესი ძალზედ რთული და დაძაბული აღმოჩნდა.

პროკურატურამ დაკავებულ პირებს 8 სხვადასხვა მუხლით წაუყენა ბრალი. ბრალდებულებმა ნაწილობრივ აღიარეს დანაშაული, თუმცა სასამართლოში აღნიშნავდნენ, რომ პროკურატურამ მათ ისეთ ფაქტებში დასდო ბრალი, რაც არ ჩაუდენიათ. ზოგიერთმა დაშინებულმა დაზარალებულმა ოჯახის უსაფრთხოების მიზნით გამოძიებისთვის მიცემული მამხილებელი ჩვენება სასამართლოში შეცვალა და განაცხადა, რომ თავდამსხმელების ამოცნობა არ შეუძლია. თუმცა, ამის მიუხედავად, ბრალდების მხარემ საკმარისი მტკიცებულება წარადგინა სასამართლოში, განსასჯელთათვის ბრალის დასადასტურებლად. საბოლოოდ, ხუთივე განსასჯელი დამნაშავედ ცნეს. მათგან გვილავას ყველაზე მკაცრი სასჯელი - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ერგო. ქარჩავას - 19 წლით, დავით წოწორიას - 15 წლით, ხოლო ვასილ წოწორიასა და გურამ კოპალაძეს - 13-13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. აღსანიშნავია, რომ განზრახ მკვლელობების, ყაჩაღური თავდასხმებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების გარდა, ბანდას დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების - ჰეროინის შენახვასა და მის უკანონოდ მოხმარებაშიც დაედო ბრალი.

განაჩენით უკმაყოფილო მსჯავრდებულებმა საჩივრით შემდგომ ინსტანციას მიმართეს, თუმცა საკასაციო პალატამ განაჩენი უცვლელი დატოვა და რომელიმე მსჯავრდებულისთვის სასჯელის შემსუბუქებაზე მტკიცე უარი განაცხადა.

P.S. ბოროტმოქმედთა გვარები შეცვლილია

მეგი ცანავა

ჟურნალი "გზა"

#8 24.02.2005

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია