პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველო ნატოში ვერ შევა!" - რუსი ფილოსოფოსის ხოტბა და გმირობის სტატუსი პრორუსულ ქართველ ლიდერს
"საქართველო ნატოში ვერ შევა!" - რუსი ფილოსოფოსის ხოტბა და გმირობის სტატუსი პრორუსულ ქართველ ლიდერს

"სა­ქარ­თვე­ლოს წა­არ­თვეს ორი ტე­რი­ტო­რია და უფრო შორს წას­ვლაც შე­იძ­ლე­ბო­და, მედ­ვე­დე­ვი რომ არ გა­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო. ავი­ღებ­დით თბი­ლის­საც. ქარ­თვე­ლე­ბი, სი­ნამ­დვი­ლე­ში, ძა­ლი­ა­ნაც იმედ­გაც­რუ­ე­ბულ­ნი არი­ან, რომ ეს არ გა­ვა­კე­თეთ. ისი­ნი აღი­ა­რე­ბენ ძა­ლას - ემორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ თურ­ქებს, ირა­ნე­ლებს, რუ­სებს და ჩვენ არ­ცთუ ყვე­ლა­ზე ცუდი ვა­რი­ან­ტი ვართ", - ამის შე­სა­ხებ რუსი ფი­ლო­სო­ფო­სი, პუ­ტი­ნის მმარ­თვე­ლო­ბის მთა­ვარ იდე­ო­ლო­გად მიჩ­ნე­უ­ლი ალექ­სან­დრე დუ­გი­ნი ჯერ კი­დევ 2010 წელს წერ­და.

თბი­ლი­სის აღე­ბის­თვის მად­ლო­ბას ეტყოდ­ნენ თუ არა, ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, მაგ­რამ თუ იმ რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლის მო­საზ­რე­ბას, რომ­ლე­ბიც ალექ­სან­დრე დუ­გინს "ევ­რა­ზი­უ­ლი კავ­ში­რის" პრო­პა­გან­დის­თვის ემად­ლი­ე­რე­ბი­ან, და­ნარ­ჩენ სა­ქარ­თვე­ლო­ზე გა­ნა­ზო­გა­დებს, გა­სა­გე­ბიც კია, სა­ი­დან მოს­დის ასე­თი აზ­რე­ბი თავ­ში რუს ექ­სპერტს.

ასე მა­გა­ლი­თად, Facebook-ში დუ­გინ­მა სა­კუ­თარ გვერ­დზე ვი­დეო, სა­ხელ­წო­დე­ბით - "სა­ქარ­თვე­ლო ნა­ტო­ში ვერ შევა!" გა­ა­ზი­ა­რა. მას­ში ასა­ხუ­ლია 28 მარტს თბი­ლის­ში, "რია ნო­ვოს­ტის" პრეს-კლუბ­ში "ევ­რა­ზი­უ­ლი კავ­ში­რის" თა­ო­ბა­ზე გა­მარ­თუ­ლი ტელე­ხი­დი და შე­ნო­ბის გა­რეთ მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია. დუ­გინ­მა აღ­ნიშ­ნულ ვი­დე­ოს თა­ვი­სი კო­მენ­ტა­რი წა­უმ­ძღვა­რა, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის ერთ-ერთ მთა­ვარ მომ­ხრეს და "ერეკ­ლე მე­ო­რეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის" ხელ­მძღვა­ნელს არ­ჩილ ჭყო­ი­ძეს გმი­რად მო­იხ­სე­ნი­ებს და ნატო-ს მომ­ხრე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის­თვის ხოტ­ბას ას­ხამს.

"სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რა­ზი­უ­ლი გმი­რი - არ­ჩილ ჭყო­ი­ძე ანტლან­ტის­ტებ­თან ბრძო­ლა­ში. ყვე­ლა­ზე რთუ­ლი რე­გი­ო­ნი. ბრა­ვო, არ­ჩილ! ევ­რა­ზია ყვე­ლა­ფერ­ზე მაღ­ლაა!", - წერს ალექ­სან­დრე დუ­გი­ნი. არ­ჩილ ჭყო­ი­ძის სა­მად­ლო­ბელ­მა პა­სუხ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა: "პა­ტივ­ცე­მუ­ლო ალექ­სან­დრე გე­ლი­ე­ვიჩ, მად­ლო­ბა თბი­ლი სი­ტყვე­ბის­თვის. თქვე­ნი შრო­მი­სა და ლექ­ცი­ე­ბის დახ­მა­რე­ბით მე მივ­ხვდი, რაში მდგო­მა­რე­ობს ევ­რა­ზი­უ­ლო­ბის ჭეშ­მა­რი­ტი არსი. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მალე ამას ბევ­რი ჩემი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე მიხ­ვდე­ბა. თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რა შე­უ­ფა­სე­ბე­ლია ჩვენ­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ რთუ­ლი ვი­თა­რე­ბის ფონ­ზე, რო­მე­ლიც დაგ­ვი­ტო­ვა ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა და მის­მა აგ­რე­სი­ულ­მა გუნ­დმა. კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბა".

"ამე­ბე­ბი.გე" არ­ჩილ ჭყო­ი­ძეს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც და­უ­დას­ტუ­რა, რომ ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი კო­მენ­ტა­რი მას ეკუთ­ვნის და იგი დუ­გი­ნის ოფი­ცი­ლურ გვერ­დზე და­წე­რა. ხოლო კი­თხვა­ზე - რამ­დე­ნად მი­სა­ღე­ბია მის­თვის ალექ­სან­დრე დუ­გი­ნის იმ­პე­რი­ა­ლის­ტუ­რი ხედ­ვე­ბი, ჭყო­ი­ძე გან­მარ­ტავს:

"დუ­გი­ნის გან­ცხა­დე­ბე­ბი, 2008-2009 წელს რაც იყო, როცა სა­ა­კაშ­ვილ­მა და­ი­წყო კონ­ფლიქ­ტი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა გან­ცხა­დე­ბე­ბია. მა­შინ დუ­გი­ნის მხრი­დან იყო საკ­მა­ოდ მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში, თუმ­ცა თუ თქვენ ნა­ხავთ დუ­გი­ნის გან­ცხა­დე­ბებს იგი­ვე 2012 წელს, 2013 წელს, როცა გორ­ში პირ­და­პირ ეთერ­ში ჩავ­რთეთ, მან ასე­თი რამ თქვა, რომ თუ სა­ქარ­თვე­ლო უარს იტყვის ნატო-ზე და შევა ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ში, ყვე­ლა მავ­თულხლარ­თის მო­მენ­ტა­ლუ­რად აღე­ბა მოხ­დე­ბა და რუ­სე­თი და­ი­წყებს დი­ა­ლოგს აფხა­ზებ­თან და ოსებ­თან, რათა ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში დაბ­რუნ­დნენ.

ამი­ტომ მხო­ლოდ იმა­ზე სა­უ­ბა­რი, დუ­გი­ნი რას ამ­ბობ­და 2009 წელს, არას­წო­რი იქ­ნე­ბა… დღეს­დღე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლო არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი?! ხომ ვხე­დავთ, რომ ხან რო­მე­ლი და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ლი­დე­რი მოგ­ვცემს შე­ნიშნ­ვას და მი­თი­თე­ბას, ხან - რო­მე­ლი. ამე­რი­კის გავ­ლე­ნა­ზე კი ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტია. ამე­რი­კის ელჩი რი­ჩარ­დი ხშირ შემ­თხვე­ვებ­ში პრაქ­ტი­კუ­ლად თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე ნიშ­ნავს ადა­მი­ა­ნებს და უხე­შად ერე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ში­ნაო საქ­მე­ებ­ში", - აცხა­დებს ჭყო­ი­ძე, თუმ­ცა სა­ი­დან აქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ აშშ-ს ელჩი სა­კად­რო პო­ლი­ტი­კა­ში ერე­ვა, არ აკონ­კრე­ტებს.

"ამე­რი­კის გავ­ლე­ნა რომ არის სა­ქარ­თვე­ლო­ში, იყო და კი­დევ უფრო ძლი­ერ­დე­ბა, ეს რე­ა­ლო­ბაა. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყურ­მოჭ­რი­ლი მონა იყო რო­გორც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ისე თით­ქმის ასე­თი­ვედ რჩე­ბა ახა­ლიც, თქვენ ნა­ხეთ ბა­რაკ ობა­მას გან­ცხა­დე­ბა, რომ არ მოხ­დე­ბა ნატო-ს გა­ფარ­თო­ე­ბა და მე­ტიც, სა­ქარ­თვე­ლო და უკ­რა­ი­ნა არც კი ად­გა­ნან ნატო-ს გზას. ეს რას ნიშ­ნავს, რომ ჩვენ ტყუ­ი­ლად დავ­ხო­ცეთ ის ბი­ჭე­ბი, რომ­ლე­ბიც ავ­ღა­ნეთ­ში იცავ­დნენ ვი­თომ­დაც მშვი­დო­ბას, ტყუ­ი­ლად გვყავ­და ერაყ­ში სამ­შვი­დო­ბო კონ­ტინ­გენ­ტი, ტყუ­ი­ლად ვუშ­ვებთ ახლა აფ­რი­კა­ში, ნატო-ში მა­ინც არა­ვინ გვი­ღებს. ამი­ტომ თუ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ევ­რა­ზი­ის კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბით შეძ­ლებს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას, ეკო­ნო­მი­კის წინსვლას, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ტე­ბის ძვი­რად გა­ყიდ­ვას ევ­რა­ზი­ულ ბა­ზარ­ზე - რა­ტო­მაც არა?! რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ჩვენ რამე სი­ტყვა გვაქვს ამო­ჩე­მე­ბუ­ლი, რომ ნატო უნდა ერ­ქვას ან ევ­რო­კავ­ში­რი? ჩვენ უნდა ვე­ლა­პა­რა­კოთ იმ ქვე­ყა­ნას, რო­მელ­საც შე­უძ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა და ეს არის რუ­სე­თი", - გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ ჭყო­ი­ძემ.

ამას­თან, ის არ მი­იჩ­ნევს, რომ ევ­რა­ზი­უ­ლი კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტეტს შე­ლა­ხავს და თვლის, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია ისე­თი­ვე მეტ­ნაკ­ლე­ბად თა­ნას­წორ უფ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კავ­ში­რი იქ­ნე­ბა, რო­გორც ევ­რო­პის კავ­ში­რი.

"თუ დო­მი­ნან­ტო­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი, ევ­რო­კავ­შირ­საც ჰყავს თა­ვი­სი დო­მი­ნან­ტი ქვე­ყა­ნა - გერ­მა­ნია. ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ში დო­მი­ნან­ტი ქვე­ყა­ნა რა­ღაც დო­ნე­ზე შე­იძ­ლე­ბა იყოს რუ­სე­თი, თუმ­ცა მე ვფიქ­რობ, რომ ეს არ იქ­ნე­ბა იმ დო­ნე­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ან სუ­ვე­რე­ნი­ტეტს ან კულ­ტუ­რას რა­ი­მე სა­ხით ხელი შე­უ­შა­ლოს, აი, ევ­რო­კავ­შირ­ში შეს­ვლით კი ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს დავ­კარ­გავთ. ჯერ ერთი, იქაც არა­ვინ მიგ­ვი­ღებს, ამი­ტომ უნდა შევ­ხე­დოთ პრაგ­მა­ტუ­ლად სი­ტუ­ა­ცი­ას და ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის რაც იქ­ნე­ბა უკე­თე­სი, ისე მო­ვიქ­ცეთ. ამი­ტომ, დუ­გი­ნი იქ­ნე­ბა თუ პუ­ტი­ნი იქ­ნე­ბა, ჩვენ უნდა ერთ რა­მეს შე­ვე­გუ­ოთ კი­დეც და ვი­ფიქ­როთ ასე - უნდა მო­ვე­ლა­პა­რა­კოთ პუ­ტინს, დუ­გინს, "ედი­ნა­ია რო­სი­ას" დე­პუ­ტა­ტებს - იმ ხალ­ხს, ვი­საც ჩვე­ნი პრობ­ლე­მე­ბის გა­და­წყვე­ტა შე­უძ­ლია", - გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ ჭყო­ი­ძემ და დას­ძი­ნა, რომ დღე­საც კი, რო­დე­საც დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ არ­სე­ბობს და რუ­სე­თი ოკუ­პან­ტად არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი, რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ცი­ლე­ბით მეტი თან­ხა შე­მო­დის, ვიდ­რე სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან.

"ამ­ბე­ბი.გე" და­ინ­ტე­რეს­და, რუ­სე­თი­დან შე­მო­სულ თან­ხებს შო­რის "ერეკ­ლე მე­ო­რეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის" და­ფი­ნან­სე­ბაც თუ იგუ­ლის­ხმე­ბა, თუმ­ცა არ­ჩილ ჭყო­ი­ძე კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ მისი ორ­გა­ნი­ზა­ცია ან "ევ­რა­ზი­ის ინ­სტი­ტუ­ტი", რომ­ლე­ბიც ბოლო დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ებს აწყო­ბენ, სწო­რედ დუ­გი­ნის ფონ­დი­დან ფი­ნანსდე­ბი­ან.

"ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი სიც­რუე. რომ ფი­ნანსდე­ბო­დეს გნე­ბავთ დუ­გი­ნის­გან, გნე­ბავთ პუ­ტი­ნის­გან და გნე­ბავთ, რუ­სე­თის ნე­ბის­მი­ე­რი სხვა სტრუქ­ტუ­რის­გან, ნამ­დვი­ლად არ დავ­მა­ლავ­დი, იმი­ტომ რომ ამა­ში და­სა­მა­ლი არა­ფე­რია. ერ­თა­დერ­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­მაც ორი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტი და­უ­ფი­ნან­სა "ერეკ­ლე მე­ო­რეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას", ეს იყო "ФОНД РУССКИЙ МИР", რო­მე­ლიც რუ­სე­თის ფარ­გლებს გა­რეთ რუ­სუ­ლი ენის, კულ­ტუ­რის, ხე­ლოვ­ნე­ბის პრო­პა­გან­დას ეწე­ვა. თითო გრან­ტი შე­ად­გენ­და 12 000 დო­ლარს და იყო გა­წე­რი­ლი ექვს თვე­ზე. ისე კი, ნამ­დვი­ლად თუ ვინ­მე დაგ­ვა­ფი­ნან­სებს რუ­სე­თი­დან, არ დავ­მა­ლავ და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის იმ დღეს­ვე ყვე­ლა­ფე­რი გამჭვირ­ვა­ლე გახ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ ჭყო­ი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ალექ­სან­დრე დუ­გინს, ის არის ავ­ტო­რი რუ­სუ­ლი ნე­ო­იმ­პე­რი­ა­ლის­ტუ­რი იდე­ი­სა, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­შირ­ზე პრო­ტექ­ტო­რა­ტის დამ­ყა­რე­ბა­სა და რუ­სე­თის­გან ახა­ლი ბი­ზან­ტი­უ­რი იმ­პე­რი­ის შექ­მნას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"ამ იდე­ის დე­და­არ­სი გახ­ლავთ, რომ ჩვენ უნდა და­ვი­პყროთ ევ­რო­პა, მი­ვი­ტა­ცოთ და მი­ვი­ერ­თოთ... გა­ვიხ­სე­ნოთ დიდი პო­ე­ტი ტი­უტ­ჩე­ვი, რო­მე­ლიც მსგავს კონ­ცეფ­ცი­ას ავი­თა­რებ­და XIX სა­უ­კუ­ნე­ში. ის მი­იჩ­ნევ­და, რომ რუ­სე­თის იმ­პე­რი­ას უნდა და­ე­პყრო ევ­რო­პა, რუსი მეფე სა­ერ­თო ევ­რო­პუ­ლი მეფე უნდა ყო­ფი­ლი­ყო და ე.ი. ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რი­ის ამა­ღორ­ძი­ნე­ბე­ლი. შე­იძ­ლე­ბა ევ­რო­პე­ლებს მი­ე­ცეთ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ავ­ტო­ნო­მია ამ გლო­ბა­ლუ­რი მე­სა­მე რო­მის იმ­პე­რი­ის ფარ­გლებ­ში.

მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა მშვე­ნივ­რად მო­ი­ლა­პა­რა­კებს კონ­სერ­ვა­ტი­ულ კა­თო­ლი­კურ წრე­ებ­თან. ევ­რო­პუ­ლი ელი­ტა - ნიც­შე, შპენ­გლე­რი - მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად ფიქ­რობ­დნენ ევ­რო­პის ძლი­ე­რი და კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი რუ­სე­თი­სათ­ვის გა­და­ცე­მა­ზე. ასე რომ, რო­მე­ლი­ღაც მე­ხუ­თე პრო­რუ­სუ­ლი კო­ლო­ნა ევ­რო­პა­ში გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი გვაქვს. აბა, შევ­ხე­დოთ ევ­რო­პის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს - ისი­ნი თით­ქმის ნუ­ლის ტო­ლია. ვთქვათ, არ­სე­ბობს ნატო. მაგ­რამ, საქ­მე ის გახ­ლავთ, რომ ნატო-ს ბლო­კი მძაფრ ოპე­რა­ცი­ებ­ში, რო­გორც და­ვი­ნა­ხეთ სამ­ხრეთ ოსეთ­სა და აფხა­ზეთ­ში, არ ერე­ვა. ჩვენ წა­ვე­კი­დეთ მათ მე­გო­ბარ სა­ა­კაშ­ვილს, მო­ვუ­გეთ მას და პა­სუ­ხად მხო­ლოდ თუხ­თუ­ხი და ამე­რი­კუ­ლი ბა­ლე­ტი და­ვი­ნა­ხეთ შავ ზღვა­ზე, ნატო-ს ამე­რი­კულ კრე­ი­სე­რებ­ზე. მე­რე­და რა? სამ­ხრეთ ოსე­თიც და აფხა­ზე­თიც ჩვენ დაგ­ვრჩა! ასე რომ, ევ­რო­პას ჩვენ შევ­თა­ვა­ზებთ თა­ვის­თა­ვა­დო­ბას, ოღონდ იქ ჩვენს პრო­ტექ­ტო­რატს და­ვამ­ყა­რებთ და – მორ­ჩა", - წერს ალექ­სან­დრე დუ­გი­ნი და არ მა­ლავს, რომ "დიახ, რუ­სეთს მო­უხ­დე­ბა მე­ხუ­თე კო­ლო­ნის მო­ძებ­ნა, შექ­მნა და მისი წინ წა­წე­ვა, თა­ვი­სი ხალ­ხის გაყ­ვა­ნა ევ­რო­პის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და "გა­ზპ­რო­მის" ფუ­ლით სა­რეკ­ლა­მო სა­ა­გენ­ტო­ე­ბის შე­ძე­ნა ევ­რო­პულ გა­მომ­ცემ­ლო­ბებ­ში", - წერს დუ­გი­ნი.

ნანა ჩი­ჩუა, Ambebi.ge

"საქართველო ნატოში ვერ შევა!" - რუსი ფილოსოფოსის ხოტბა და გმირობის სტატუსი პრორუსულ ქართველ ლიდერს

"საქართველო ნატოში ვერ შევა!" - რუსი ფილოსოფოსის ხოტბა და გმირობის სტატუსი პრორუსულ ქართველ ლიდერს

"საქართველოს წაართვეს ორი ტერიტორია და უფრო შორს წასვლაც შეიძლებოდა, მედვედევი რომ არ გაჩერებულიყო. ავიღებდით თბილისსაც. ქართველები, სინამდვილეში, ძალიანაც იმედგაცრუებულნი არიან, რომ ეს არ გავაკეთეთ. ისინი აღიარებენ ძალას - ემორჩილებოდნენ თურქებს, ირანელებს, რუსებს და ჩვენ არცთუ ყველაზე ცუდი ვარიანტი ვართ", - ამის შესახებ რუსი ფილოსოფოსი, პუტინის მმართველობის მთავარ იდეოლოგად მიჩნეული ალექსანდრე დუგინი ჯერ კიდევ 2010 წელს წერდა.

თბილისის აღებისთვის მადლობას ეტყოდნენ თუ არა, ძნელი სათქმელია, მაგრამ თუ იმ რამდენიმე ქართველის მოსაზრებას, რომლებიც ალექსანდრე დუგინს "ევრაზიული კავშირის" პროპაგანდისთვის ემადლიერებიან, დანარჩენ საქართველოზე განაზოგადებს, გასაგებიც კია, საიდან მოსდის ასეთი აზრები თავში რუს ექსპერტს.

ასე მაგალითად, Facebook-ში დუგინმა საკუთარ გვერდზე ვიდეო, სახელწოდებით - "საქართველო ნატოში ვერ შევა!" გააზიარა. მასში ასახულია 28 მარტს თბილისში, "რია ნოვოსტის" პრეს-კლუბში "ევრაზიული კავშირის" თაობაზე გამართული ტელეხიდი და შენობის გარეთ მიმდინარე საპროტესტო აქცია. დუგინმა აღნიშნულ ვიდეოს თავისი კომენტარი წაუმძღვარა, სადაც საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების ერთ-ერთ მთავარ მომხრეს და "ერეკლე მეორეს საზოგადოების" ხელმძღვანელს არჩილ ჭყოიძეს გმირად მოიხსენიებს და ნატო-ს მომხრეების წინააღმდეგ ბრძოლისთვის ხოტბას ასხამს.

"საქართველოს ევრაზიული გმირი - არჩილ ჭყოიძე ანტლანტისტებთან ბრძოლაში. ყველაზე რთული რეგიონი. ბრავო, არჩილ! ევრაზია ყველაფერზე მაღლაა!", - წერს ალექსანდრე დუგინი. არჩილ ჭყოიძის სამადლობელმა პასუხმაც არ დააყოვნა: "პატივცემულო ალექსანდრე გელიევიჩ, მადლობა თბილი სიტყვებისთვის. თქვენი შრომისა და ლექციების დახმარებით მე მივხვდი, რაში მდგომარეობს ევრაზიულობის ჭეშმარიტი არსი. მე დარწმუნებული ვარ, რომ მალე ამას ბევრი ჩემი თანამოქალაქე მიხვდება. თქვენი მხარდაჭერა შეუფასებელია ჩვენთვის, განსაკუთრებით იმ რთული ვითარების ფონზე, რომელიც დაგვიტოვა ყოფილმა პრეზიდენტმა და მისმა აგრესიულმა გუნდმა. კიდევ ერთხელ მადლობა".

"ამებები.გე" არჩილ ჭყოიძეს დაუკავშირდა, რომელმაც დაუდასტურა, რომ ზემოაღნიშნული კომენტარი მას ეკუთვნის და იგი დუგინის ოფიცილურ გვერდზე დაწერა. ხოლო კითხვაზე - რამდენად მისაღებია მისთვის ალექსანდრე დუგინის იმპერიალისტური ხედვები, ჭყოიძე განმარტავს:

"დუგინის განცხადებები, 2008-2009 წელს რაც იყო, როცა სააკაშვილმა დაიწყო კონფლიქტი, აბსოლუტურად სხვა განცხადებებია. მაშინ დუგინის მხრიდან იყო საკმაოდ მწვავე განცხადებები საქართველოსთან მიმართებაში, თუმცა თუ თქვენ ნახავთ დუგინის განცხადებებს იგივე 2012 წელს, 2013 წელს, როცა გორში პირდაპირ ეთერში ჩავრთეთ, მან ასეთი რამ თქვა, რომ თუ საქართველო უარს იტყვის ნატო-ზე და შევა ევრაზიულ კავშირში, ყველა მავთულხლართის მომენტალურად აღება მოხდება და რუსეთი დაიწყებს დიალოგს აფხაზებთან და ოსებთან, რათა ისინი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდნენ.

ამიტომ მხოლოდ იმაზე საუბარი, დუგინი რას ამბობდა 2009 წელს, არასწორი იქნება… დღესდღეობით საქართველო არის დამოუკიდებელი?! ხომ ვხედავთ, რომ ხან რომელი დასავლეთ ევროპის ლიდერი მოგვცემს შენიშნვას და მითითებას, ხან - რომელი. ამერიკის გავლენაზე კი ლაპარაკიც ზედმეტია. ამერიკის ელჩი რიჩარდი ხშირ შემთხვევებში პრაქტიკულად თანამდებობებზე ნიშნავს ადამიანებს და უხეშად ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში", - აცხადებს ჭყოიძე, თუმცა საიდან აქვს ინფორმაცია, რომ აშშ-ს ელჩი საკადრო პოლიტიკაში ერევა, არ აკონკრეტებს.

"ამერიკის გავლენა რომ არის საქართველოში, იყო და კიდევ უფრო ძლიერდება, ეს რეალობაა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ყურმოჭრილი მონა იყო როგორც წინა ხელისუფლება, ისე თითქმის ასეთივედ რჩება ახალიც, თქვენ ნახეთ ბარაკ ობამას განცხადება, რომ არ მოხდება ნატო-ს გაფართოება და მეტიც, საქართველო და უკრაინა არც კი ადგანან ნატო-ს გზას. ეს რას ნიშნავს, რომ ჩვენ ტყუილად დავხოცეთ ის ბიჭები, რომლებიც ავღანეთში იცავდნენ ვითომდაც მშვიდობას, ტყუილად გვყავდა ერაყში სამშვიდობო კონტინგენტი, ტყუილად ვუშვებთ ახლა აფრიკაში, ნატო-ში მაინც არავინ გვიღებს. ამიტომ თუ ჩვენი ქვეყანა ევრაზიის კავშირში გაწევრიანებით შეძლებს ტერიტორიების დაბრუნებას, ეკონომიკის წინსვლას, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ძვირად გაყიდვას ევრაზიულ ბაზარზე - რატომაც არა?! რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენ რამე სიტყვა გვაქვს ამოჩემებული, რომ ნატო უნდა ერქვას ან ევროკავშირი? ჩვენ უნდა ველაპარაკოთ იმ ქვეყანას, რომელსაც შეუძლია საქართველოს ტერიტორიული პრობლემის მოგვარება და ეს არის რუსეთი", - განაცხადა არჩილ ჭყოიძემ.

ამასთან, ის არ მიიჩნევს, რომ ევრაზიული კავშირში გაწევრიანება საქართველოს სუვერენიტეტს შელახავს და თვლის, რომ აღნიშნული ორგანიზაცია ისეთივე მეტნაკლებად თანასწორ უფლებებზე დაფუძნებული კავშირი იქნება, როგორც ევროპის კავშირი.

"თუ დომინანტობაზეა ლაპარაკი, ევროკავშირსაც ჰყავს თავისი დომინანტი ქვეყანა - გერმანია. ევრაზიულ კავშირში დომინანტი ქვეყანა რაღაც დონეზე შეიძლება იყოს რუსეთი, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება იმ დონეზე, რომ საქართველოს ან სუვერენიტეტს ან კულტურას რაიმე სახით ხელი შეუშალოს, აი, ევროკავშირში შესვლით კი ძალიან ბევრ რამეს დავკარგავთ. ჯერ ერთი, იქაც არავინ მიგვიღებს, ამიტომ უნდა შევხედოთ პრაგმატულად სიტუაციას და ჩვენი ქვეყნისთვის რაც იქნება უკეთესი, ისე მოვიქცეთ. ამიტომ, დუგინი იქნება თუ პუტინი იქნება, ჩვენ უნდა ერთ რამეს შევეგუოთ კიდეც და ვიფიქროთ ასე - უნდა მოველაპარაკოთ პუტინს, დუგინს, "ედინაია როსიას" დეპუტატებს - იმ ხალხს, ვისაც ჩვენი პრობლემების გადაწყვეტა შეუძლია", - განაცხადა არჩილ ჭყოიძემ და დასძინა, რომ დღესაც კი, როდესაც დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს და რუსეთი ოკუპანტად არის მოხსენიებული, რუსეთიდან საქართველოში გაცილებით მეტი თანხა შემოდის, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან.

"ამბები.გე" დაინტერესდა, რუსეთიდან შემოსულ თანხებს შორის "ერეკლე მეორეს საზოგადოების" დაფინანსებაც თუ იგულისხმება, თუმცა არჩილ ჭყოიძე კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მისი ორგანიზაცია ან "ევრაზიის ინსტიტუტი", რომლებიც ბოლო დროს საქართველოში რუსეთის მხარდამჭერ აქციებს აწყობენ, სწორედ დუგინის ფონდიდან ფინანსდებიან.

"ეს არის აბსოლუტური სიცრუე. რომ ფინანსდებოდეს გნებავთ დუგინისგან, გნებავთ პუტინისგან და გნებავთ, რუსეთის ნებისმიერი სხვა სტრუქტურისგან, ნამდვილად არ დავმალავდი, იმიტომ რომ ამაში დასამალი არაფერია. ერთადერთი ორგანიზაცია, რომელმაც ორი საგანმანათლებლო პროექტი დაუფინანსა "ერეკლე მეორეს საზოგადოებას", ეს იყო "ФОНД РУССКИЙ МИР", რომელიც რუსეთის ფარგლებს გარეთ რუსული ენის, კულტურის, ხელოვნების პროპაგანდას ეწევა. თითო გრანტი შეადგენდა 12 000 დოლარს და იყო გაწერილი ექვს თვეზე. ისე კი, ნამდვილად თუ ვინმე დაგვაფინანსებს რუსეთიდან, არ დავმალავ და საზოგადოებისთვის იმ დღესვე ყველაფერი გამჭვირვალე გახდება", - განაცხადა არჩილ ჭყოიძემ.

რაც შეეხება ალექსანდრე დუგინს, ის არის ავტორი რუსული ნეოიმპერიალისტური იდეისა, რომელიც ევროკავშირზე პროტექტორატის დამყარებასა და რუსეთისგან ახალი ბიზანტიური იმპერიის შექმნას ითვალისწინებს.

"ამ იდეის დედაარსი გახლავთ, რომ ჩვენ უნდა დავიპყროთ ევროპა, მივიტაცოთ და მივიერთოთ... გავიხსენოთ დიდი პოეტი ტიუტჩევი, რომელიც მსგავს კონცეფციას ავითარებდა XIX საუკუნეში. ის მიიჩნევდა, რომ რუსეთის იმპერიას უნდა დაეპყრო ევროპა, რუსი მეფე საერთო ევროპული მეფე უნდა ყოფილიყო და ე.ი. ბიზანტიის იმპერიის ამაღორძინებელი. შეიძლება ევროპელებს მიეცეთ მაღალი ხარისხის ავტონომია ამ გლობალური მესამე რომის იმპერიის ფარგლებში.

მართლმადიდებლობა მშვენივრად მოილაპარაკებს კონსერვატიულ კათოლიკურ წრეებთან. ევროპული ელიტა - ნიცშე, შპენგლერი - მნიშვნელოვანწილად ფიქრობდნენ ევროპის ძლიერი და კონსერვატიული რუსეთისათვის გადაცემაზე. ასე რომ, რომელიღაც მეხუთე პრორუსული კოლონა ევროპაში გარანტირებული გვაქვს. აბა, შევხედოთ ევროპის შეიარაღებულ ძალებს - ისინი თითქმის ნულის ტოლია. ვთქვათ, არსებობს ნატო. მაგრამ, საქმე ის გახლავთ, რომ ნატო-ს ბლოკი მძაფრ ოპერაციებში, როგორც დავინახეთ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, არ ერევა. ჩვენ წავეკიდეთ მათ მეგობარ სააკაშვილს, მოვუგეთ მას და პასუხად მხოლოდ თუხთუხი და ამერიკული ბალეტი დავინახეთ შავ ზღვაზე, ნატო-ს ამერიკულ კრეისერებზე. მერედა რა? სამხრეთ ოსეთიც და აფხაზეთიც ჩვენ დაგვრჩა! ასე რომ, ევროპას ჩვენ შევთავაზებთ თავისთავადობას, ოღონდ იქ ჩვენს პროტექტორატს დავამყარებთ და – მორჩა", - წერს ალექსანდრე დუგინი და არ მალავს, რომ "დიახ, რუსეთს მოუხდება მეხუთე კოლონის მოძებნა, შექმნა და მისი წინ წაწევა, თავისი ხალხის გაყვანა ევროპის ხელისუფლებაში და "გაზპრომის" ფულით სარეკლამო სააგენტოების შეძენა ევროპულ გამომცემლობებში", - წერს დუგინი.

ნანა ჩიჩუა, Ambebi.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა