გაყინული ყვავილები, ბორდიური და სკამი - ეს რუსთაველის გამზირზე ძლიერი ყინვის შედეგია. ფოტო სოციალურ ქსელში შორენა გონგლაძემ გაავრცელა, რომლის თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ ცენტრალურ გამზირზე გამწვანების სარწყავი მოწყობილობა მთელი ღამის განმავლობაში ჩართული იყო.
ფოტო სოციალურ ქსელებში პოპულარობით სარგებლობს.