ორი ადამიანი დაიღუპა და 9 დაიჭრა თურქეთის პროვინცია ჰატაიში საარჩევნო უბანთან მომხდარი კონფლიქტის შედეგად. ინფორმაციას ამის შესახებ "CNN Turk" ავრცელებს.
ტელეკომპანის ცნობით, აღნიშნული ფაქტი საარჩევნო უბნის სიახლოვეს მომხდარ ჩხუბს უკავშირდება. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
თურქეთის კიდევ ერთ პროვინცია იოზგატში ამომრჩეველთა შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
თურქეთში დღეს პროვინციების გუბერნატორებს, მერებს, ადგილობრივი პარლამენტების წევრებსა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს ირჩევენ.
მომზადებულია CNN Turk-ის მიხედვით.