მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ფოჩხუას დაკარგვით გამოწვეული ტკივილი და თეატრის დარბაზში გაყინული მაყურებელი
გიორგი ფოჩხუას დაკარგვით გამოწვეული ტკივილი და თეატრის დარბაზში გაყინული მაყურებელი

ის იუ­რის­ტე­ბის ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და. იუ­რის­ტი მა­მი­სა და ბა­ბუ­ის ზე­გავ­ლე­ნა უფრო იყო, რომ სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ თა­ვა­დაც ამ პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვას აპი­რებ­და, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი თავ­და­ყი­რა დად­გა, როცა მისი ცეკ­ვა-სიმ­ღე­რით მო­ხიბ­ლულ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა ურ­ჩია: სამ­სა­ხი­ო­ბო­ზე ჩა­ა­ბა­რეო. წლე­ბი გა­ვი­და და ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა და­რა­სე­ლია პრო­ფე­სი­ო­ნალ მსა­ხი­ო­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­და. მას შალ­ვა და­დი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის ზუგ­დი­დის დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის სცე­ნა­ზე უამ­რა­ვი როლი აქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, მხო­ლოდ კი­ნო­გა­და­ღე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ექცა ოც­ნე­ბად. ალ­ბათ დე­და­ქა­ლაქ­ში რომ ეცხოვ­რა, ამ მხრი­ვაც გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ რო­გორც სხვა პე­რი­ფე­რი­უ­ლი თე­ატ­რე­ბის მსა­ხი­ო­ბებს, მა­საც იშ­ვი­ა­თად სწყა­ლო­ბენ კი­ნო­რე­ჟი­სო­რე­ბი. ამ­ჯე­რად ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნას სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბის გზა­სა და ზუგ­დი­დის თე­ატ­რის პრობ­ლე­მებ­ზე მინ­და გი­ამ­ბოთ. ცნო­ბი­სათ­ვის: ვი­დე­ორ­გოლ­ში - "მე მიყ­ვარს სვა­ნე­თი" ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა სოფო ნი­ჟა­რა­ძის დე­დის როლს ას­რუ­ლებს.

შეხ­ვედ­რა ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­თან

- მა­მა­ჩემს არ სურ­და, იუ­რი­დი­ულ­ზე ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა. მე­უბ­ნე­ბო­და, - ქა­ლის­თვის რთუ­ლი საქ­მეა, ამას არ გირ­ჩე­ვო. ერთ დღეს ნა­თე­სა­ვის ოჯახ­ში, სტუმ­რად ვი­ყა­ვი, სა­დაც ბე­ბი­ა­ჩე­მის ძმის­შვილს - ჟურ­ნა­ლისტსა და პო­ეტს, რა­მაზ კუპ­რა­ვას შევ­ხვდი. სტუმ­რად მყოფ­მა ვიმ­ღე­რე, ვი­ცეკ­ვე. ბა­ტონ­მა რა­მაზ­მა მკი­თხა: მარი, სად აპი­რებ სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა­სო? ვუ­პა­სუ­ხე, - იუ­რი­დი­ულ­ზე მინ­და ჩა­ვა­ბა­რო, მაგ­რამ მა­მი­კო ამის წი­ნა­აღ­მდე­გია-მეთ­ქი. - მარ­თლაც, რად გინ­და იუ­რი­დი­უ­ლი? შენ თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში უნდა მო­ე­წყო, მსა­ხი­ო­ბი უნდა გახ­დეო! ამ კაც­მა ერთ სა­ათ­ში ისე გა­და­მიტ­რი­ა­ლა ტვი­ნი, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შევ­ცვა­ლე და სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ვა­ბა­რე. ბა­ბუა წი­ნა­აღ­მდე­გი გახ­ლდათ. არ უნ­დო­და, მისი შვი­ლიშ­ვი­ლი არ­ტის­ტი გამ­ხდა­რი­ყო, მამა კი პი­რი­ქით, ამ­ბობ­და: ბავ­შვს რად­გან ასე­თი ნიჭი აქვს, ხელს არ შე­ვუშ­ლიო...

იმ პე­რი­ოდ­ში პე­რი­ფე­რი­ის თე­ატ­რე­ბის­თვის "ლი­მიტს" იძ­ლე­ოდ­ნენ ანუ გა­მოც­და "სა­მი­ან­ზეც" რომ ჩა­გე­ბა­რე­ბი­ნა, მო­წყო­ბი­ლი იყა­ვი, ხოლო მას, ვი­საც ეს ლი­მი­ტი არ ჰქონ­და, მსა­ხი­ო­ბის ოს­ტა­ტო­ბა­ში აუ­ცი­ლებ­ლად "ხუ­თი­ა­ნი" უნდა მი­ე­ღო. ვიდ­რე გა­მოც­დებს ჩა­ვა­ბა­რებ­დი, 2-3 თვე თე­ატ­რში დავ­დი­ო­დი, ვემ­ზა­დე­ბო­დი. მა­შინ ზუგ­დი­დის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი ვა­სი­კო ჩი­გო­გი­ძე გახ­ლდათ. მან მას­წავ­ლა ლექ­სის კი­თხვა, და­მეხ­მა­რა პრო­ზი­სა და იგავ-არა­კის მომ­ზა­დე­ბა­ში. ჩემი გა­მომ­ცდე­ლე­ბი იყ­ვნენ: გიზო ჟორ­და­ნია, ცხო­ნე­ბუ­ლი ბა­ბუ­ლია ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი (მე­ტყვე­ლე­ბის პე­და­გო­გი), გუ­რამ სა­ღა­რა­ძე, დოდო ალექ­სი­ძე, დათო კო­ბა­ხი­ძე და მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლი. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ცეკ­ვა-სიმ­ღე­რამ, პლას­ტი­კა­ში გა­მოც­დამ, ლექ­სის კი­თხვამ ნორ­მა­ლუ­რად ჩა­ი­ა­რა, ეტი­უდ­ში კი მო­ვი­კოჭ­ლებ­დი. და­მა­ვა­ლეს:P ვი­თომ პა­ე­მან­ზე მიხ­ვე­დი, შეყ­ვა­რე­ბულ­მა კი და­იგ­ვი­ა­ნა, არ მო­ვი­დაო. ძა­ლი­ან რთუ­ლია რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ჩა­ე­ტიო და სათ­ქმე­ლი ბო­ლომ­დე თქვა, მაგ­რამ სა­ერ­თო ჯამ­ში, ალ­ბათ ჩემს ეტი­უდს არა უშავ­და, რად­გან იმ წელს თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში მო­ვე­წყვე. თა­ვი­დან რა­ი­ო­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის ჯგუ­ფი ცალ­კე იყო, თბი­ლი­სე­ლე­ბის - ცალ­კე, მაგ­რამ რე­ჟი­სო­რებ­მა: გია ან­თა­ძემ და დოდო ალექ­სი­ძემ მო­ი­ლა­პა­რა­კეს და გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნეს ანუ ორი­ვე ჰგუფ­ში იყ­ვნენ თბი­ლი­სე­ლე­ბი­ცა და რა­ი­ო­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლე­ბიც.

დოდო ალექ­სი­ძის ექ­სპე­რი­მენ­ტი და რო­ლის­თვის გა­ღე­ბუ­ლი მსხვერ­პლი

- დოდო ალექ­სი­ძე დგამ­და სა­დიპ­ლო­მო სპექ­ტაკლს - "კვა­ჭი კვა­ჭან­ტი­რა­ძე". კვა­ჭის როლი ითა­მა­შა აწ გარ­დაც­ვლილ­მა კახა თა­ვარ­თქი­ლა­ძემ. მეც "კან­ფე­ტი­ვით" როლი მერ­გო: ჭიპი ჭი­პინ­ტი­რა­ძე ვი­თა­მა­შე.

თუ რე­ჟი­სო­რი ჭკვი­ა­ნია, მას არა­ფე­რი გა­მო­ე­პა­რე­ბა. მე ხუ­ლი­გა­ნი გოგო ვი­ყა­ვი, სულ ბი­ჭებ­თან ვმე­გობ­რობ­დი, ვძმა­კა­ცობ­დი. ეტყო­ბა, ბა­ტონ­მა დო­დომ ეს შე­ნიშ­ნა და კა­ცის როლი ამი­ტო­მაც მან­დო. ბი­ჭე­ბი გა­უ­ნა­წყენ­დნენ, - ამ­დე­ნი ვართ და ჭი­პის როლი მა­რი­ნას რა­ტომ მი­ე­ცი­თო? დო­დომ უპა­სუ­ხა: ეს ერ­თგვა­რი ექ­სპე­რი­მენ­ტი იქ­ნე­ბაო. როლს ბრწყინ­ვა­ლედ გა­ვარ­თვი თავი, ოღონდ - ამის­თვის მსხვერ­პლის გა­ღე­ბა მო­მიხ­და: გე­ნე­რა­ლუ­რი რე­პე­ტი­ცია ხო­რა­ვას სა­ხე­ლო­ბის მსა­ხი­ობ­თა სახ­ლში და­ი­ნიშ­ნა, სა­დაც ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბიც მო­ვიწ­ვიე. მა­ნამ­დე, ერთ-ერთი რე­პე­ტი­ცი­ის დროს რე­ჟი­სორ­მა გა­მაფრ­თხი­ლა: ფი­ნალ­ში, როცა კვა­ჭის ხელ­ში აჰ­ყავს ჭიპი და ახ­რჩობს, ფრთხი­ლად იყა­ვი. არ და­გა­ვი­წყდეს, კახა მა­ღა­ლია და როცა "მოკ­ვდე­ბი", ეცა­დე, საჯ­დო­მით და­ე­ცეო. გე­ნე­რა­ლურ რე­პე­ტი­ცი­ა­ზე, როცა სიკ­ვდი­ლის სცე­ნა ანუ ფი­ნა­ლი უნდა გვე­თა­მა­შა, ისე ვი­ყა­ვი როლ­ში შეჭ­რი­ლი, რომ რე­ჟი­სო­რის და­რი­გე­ბა და­მა­ვი­წყდა და წა­მო­ვე­დი პირ­და­პირ თა­ვით. ჰოდა, სცე­ნა­ზე წაქ­ცე­ულ­მა და ტკი­ვი­ლის­გან შე­წუ­ხე­ბულ­მა, იმის ნაც­ვლად, რომ "ვაი, დედა" მა­ინც მეთ­ქვა, მეგ­რუ­ლად ვიყ­ვი­რე: "ვავა, დედა" (იცი­ნის). მერე ფარ­და და­ეშ­ვა და "გა­მას­ვე­ნეს". მა­მა­ჩე­მი სცე­ნა­ზე ამოხ­ტა, - ჩემს შვილს რა და­ე­მარ­თაო? მინ­დო­და, მის­თვის რა­ი­მე მეთ­ქვა, მაგ­რამ გან­ძრე­ვის უფ­ლე­ბას არ მაძ­ლევ­დნენ, - ტვი­ნის შერ­ყე­ვა არ მი­ი­ღო­სო. ცხო­ნე­ბუ­ლი დოდო მო­ვი­და, - ნუ გე­ში­ნია, შვი­ლო, ხე­ლოვ­ნე­ბა მსხვერ­პლს მო­ი­თხოვ­სო. - მსხვერ­პლი კი არა-მეთ­ქი და გამ­წა­რე­ბულ­მა, გუ­ლი­ა­ნად შე­ვი­გი­ნე (იღი­მის). ალექ­სი­ძე იმ­დე­ნად დიდი პი­როვ­ნე­ბა იყო, რომ არა­ფე­რი უთ­ქვამს, მხო­ლოდ გა­ე­ღი­მა.

პირ­ვე­ლი როლი

- სა­დიპ­ლო­მო სპექ­ტაკ­ლი - "შე­მო­სავ­ლი­ა­ნი ად­გი­ლი" გია ან­თა­ძემ (ის იყო ჩემი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი) დად­გა. ამ წარ­მოდ­გე­ნა­ში მე კუ­კუშ­კი­ნას როლს ვას­რუ­ლებ­დი. ეს არის ქალი, რო­მე­ლიც შვი­ლებს ყი­დის... რო­დე­საც რო­მე­ლი­ღაც გმირს თა­მა­შობ, ის თა­ვი­დან ბო­ლომ­დე უნდა შე­ის­წავ­ლო და ალ­ბათ მის ამა თუ იმ საქ­ცი­ელს გა­მარ­თლე­ბაც უნდა მო­უ­ძებ­ნო. რთუ­ლია თა­მა­ში მა­შინ, როცა ის, ვინც უნდა გა­ნა­სა­ხი­ე­რო, არაფ­რით გგავს, მაგ­რამ მე შევ­ძე­ლი და ამ ქალ­საც გა­ვუ­გე. მას გა­სა­ჭი­რი აი­ძუ­ლებს, ასე მო­იქ­ცეს...

სტუ­დენ­ტო­ბის დროს ბა­ტონ გიზო ჟორ­და­ნი­ას­თა­ნაც მო­მიხ­და მუ­შა­ო­ბა. მან დად­გა დუმ­ბა­ძის "მა­რა­დი­სო­ბის კა­ნო­ნი", სა­დაც გუ­რუ­ლი ქა­ლის როლი მხვდა წი­ლად. მერე გას­ტროლ­ზეც ვი­ყა­ვით ამ სპექ­ტაკ­ლით.

ხუ­ლი­გა­ნი სტუ­დენ­ტი და ნა­ცე­მი ბი­ჭე­ბი

- სტუ­დენ­ტო­ბა არ მიგ­რძნია, რად­გან დე­და­ჩე­მის დედა, მამა, ჩემი ბი­ძე­ბი აქ ცხოვ­რობ­დნენ. სო­ლო­ლაკ­ში, ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან ვი­ყა­ვი. ვი­ნა­ი­დან მამა მი­ლი­ცი­ის უფ­რო­სი იყო და სა­შუ­ა­ლე­ბაც ჰქონ­და, თვე­ში 100 მა­ნეთს მა­ინც მიგ­ზავ­ნი­და, ეს კი მა­შინ "დიდი" ფული გახ­ლდათ. ჰოდა, ხში­რად თავს უფ­ლე­ბას ვაძ­ლევ­დი, ჯგუ­ფე­ლე­ბი სა­ქე­ი­ფოდ რეს­ტო­რან­ში წა­მეყ­ვა­ნა. მა­შინ ამის­თვის 10 მა­ნე­თიც საკ­მა­რი­სი იყო... ზოგ­ჯერ, იმის გამო, რომ რა­ი­ო­ნი­დან ვი­ყა­ვი, ვინ­მე ზე­ვი­დან თუ დამ­ხე­დავ­და, "ხუ­ლიგ­ნუ­რად ვაწ­ვე­ბო­დი". არას­დროს არა­ვის ვაძ­ლევ­დი ჩემი და­ჩაგ­ვრის უფ­ლე­ბას და უფრო მე­ტიც - რამ­დენ­ჯერ­მე ბი­ჭე­ბიც მყავს ნა­ცე­მი (იღი­მის). ჰოდა, ვი­ნა­ი­დან ეს ყვე­ლა­ფე­რი იცოდ­ნენ, "პა­რა­დიც" მიმ­ყავ­და. ამ­ბობ­დნენ, ეს გოგო ხუ­ლი­გა­ნი­აო. სხვა­თა შო­რის, მა­შინ თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში და­ახ­ლო­ე­ბით 500 სტუ­დენ­ტი იყო და ყვე­ლა­ნი ვმე­გობ­რობ­დით, ერ­თმა­ნეთს პა­ტივს ვცემ­დით. პირ­ველ­კურ­სე­ლებს ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და: გოგა პი­პი­ნაშ­ვილ­თან G(მა­შინ გოგა და ჩემი ცხო­ნე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ლი - ნანა ესა­კია შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ),L ლე­ვან უჩა­ნე­იშ­ვილ­თან, რუ­სი­კო ბოლ­ქვა­ძეს­თან და ა.შ. სწო­რედ პირ­ველ კურ­სზე ვი­ყა­ვი, როცა ბა­ტო­ნი მიშა თუ­მა­ნიშ­ვი­ლის მიერ დად­გმუ­ლი სა­დიპ­ლო­მო სპექ­ტაკ­ლი - "ბა­კუ­ლას ღო­რე­ბი" ვნა­ხე და იმ­დე­ნად აღვფრ­თო­ვან­დი, რომ სცე­ნა­ზე ავე­დი და ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბი გა­დავ­კოც­ნე. თა­ვი­სუ­ფა­ლი, უკომ­პლექ­სო გოგო ვი­ყა­ვი.

კო­მე­დი­ის დი­დოს­ტა­ტი

- სა­ერ­თოდ ჯამ­ში, თე­ატ­რში 70-ზე მეტი როლი მექ­ნე­ბა ნა­თა­მა­შე­ბი. ზუგ­დი­დის თე­ატ­რში ჩემი პირ­ვე­ლი სა­დე­ბი­უ­ტო როლი იყო მარ­ტი­ნა ("ძა­ლად ექიმ­ში"). პა­ტა­რა გო­გო­ნა 40 წლის იტა­ლი­ელ ქალს ვთა­მა­შობ­დი და რო­გორც ამ­ბო­ბენ, და­ვა­ლე­ბას თავი კარ­გად გა­ვარ­თვი. ერთ-ერთ სპექ­ტაკლში ვი­თა­მა­შე გო­გო­ნას როლი, რო­მელ­საც გა­ა­უ­პა­ტი­უ­რე­ბენ. მერე გა­ი­მარ­თე­ბა სა­სა­მარ­თლო და აცხა­დე­ბენ, რომ დარ­ბაზ­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი უნდა შე­ვი­დეს. სცე­ნა­ზე შევ­დი­ვარ აწუ­რუ­ლი, ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი, ნამ­ტი­რა­ლე­ვი სა­ხით და... დარ­ბაზ­ში სი­ცი­ლი ატყდა. მა­ყუ­რე­ბე­ლი თავს ვერ იკა­ვებს, ჩემს სე­რი­ო­ზულ გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბას ვერ ეგუ­ე­ბა... ასეა, ხალ­ხის თვალ­ში კო­მე­დი­ის მსა­ხი­ო­ბი უფრო მე­ტად ვარ. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­შიც მხი­ა­რუ­ლი გახ­ლა­ვართ, ასეთს მიც­ნო­ბენ...

ურჩი მა­ყუ­რე­ბე­ლი და და­ძა­ბუ­ლი პრე­მი­ე­რა

- თბი­ლის­ში რა­ტომ არ დავ­რჩი? - ვალ­დე­ბუ­ლი გახ­ლდით, ჩემს რა­ი­ონ­ში დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი. ჩემი ზუგ­დი­დი და ზუგ­დი­დე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან რთუ­ლი და ამა­ვე დროს, სა­ინ­ტე­რე­სო მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავს ზუგ­დი­დის თე­ატრს. სცე­ნა­ზე ყო­ველ­თვის ბო­ლომ­დე ვი­ხარ­ჯე­ბი, ახალ-ახალ რა­ღა­ცებს ვე­ძებ, რომ მო­სა­წყე­ნი არ გავ­ხდე. პრე­მი­ე­რის დღეს კი ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი ვარ და ის, რა­საც რე­პე­ტი­ცი­ა­ზე ვა­კე­თებ, შე­იძ­ლე­ბა, პრე­მი­ე­რა­ზე ვე­ღარ გა­ვა­კე­თო. ეს ალ­ბათ, ბუ­ნებ­რი­ვიც არის. ბო­ლოს და ბო­ლოს, მსა­ხი­ო­ბი ხომ ის ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გრძნობს, მა­ყუ­რე­ბე­ლი კი იმ­დე­ნად ჭკვი­ა­ნია, რომ ვე­რა­ფერს გა­მო­ა­პა­რებ. თუმ­ცა ზოგ­ჯერ მათი საქ­ცი­ე­ლის გამო გუ­ლიც გვტკი­ვა. მა­გა­ლი­თად, სპექ­ტაკ­ლის და­წყე­ბამ­დე აცხა­დე­ბენ: გთხოვთ, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი გა­მორ­თე­თო, მაგ­რამ ამას ბევ­რი არ ით­ვა­ლის­წი­ნებს. უფრო მე­ტიც, როცა მო­ბი­ლუ­რი აწკრი­ალ­დე­ბა, მერე სა­ა­თო­ბით გა­ა­ბა­მენ ხოლ­მე ლა­პა­რაკს. ვინ იცის, რამ­დენ­ჯერ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რომ სცე­ნა­ზე მდგომს მეს­მო­და პარ­ტერ­ში, პირ­ველ რიგ­ში მჯდო­მი ქა­ლის ქა­ქა­ნი, ეს კი, ცხა­დია, არ­ტისტზე ცუ­დად მოქ­მე­დებს... ასე­თი მა­ყუ­რე­ბე­ლი კა­პელ­დი­ნე­რებს გაჰ­ყავთ, მერე კი იწყე­ბა ჩხუ­ბი, საქ­მის გარ­ჩე­ვა. ზოგი სა­ერ­თო­დაც, ნას­ვა­მი შე­მო­დის. არც ის მომ­წონს, როცა თე­ატ­რში სპორ­ტუ­ლი სა­მო­სით მო­დი­ან. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ჩემი თა­ო­ბა სხვა­ნა­ი­რად არის აღ­ზრდი­ლი, სხვა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი გვქონ­და...

სცე­ნა­სა და პარ­ტერს შო­რის აღ­მარ­თუ­ლი კე­დე­ლი

- ბა­ტო­ნი დოდო ალექ­სი­ძის რჩე­ვა არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა. ის მიხ­ვდა, რომ ყო­ვე­ლი სპექ­ტაკ­ლის და­წყე­ბის წინ ძა­ლი­ან ვღე­ლავ­დი, რა­ღა­ცის მე­ში­ნო­და (სხვა­თა შო­რის, პრე­მი­ე­რის დღე­ებ­ში ახ­ლაც ასე მე­მარ­თე­ბა). ემო­ცი­უ­რი ვარ, მაგ­რამ სცე­ნა­ზე გა­ვალ თუ არა, ყვე­ლა­ფე­რი მა­ვი­წყდე­ბა. როცა მა­ყუ­რებ­ლის­გან და­დე­ბით მუხტს ვგრძნობ (სა­ბედ­ნი­ე­როდ, თით­ქმის ყო­ველ­თვის ასე ხდე­ბა), მერე უკვე როლ­ში "ცურ­ვას" ვი­წყებ. ჰოდა, ბა­ტონ­მა დო­დომ მირ­ჩია: მა­ყუ­რე­ბელს არას­დროს შე­ხე­დო. იფიქ­რე, რომ შენ წი­ნა­შე კე­დე­ლია და არა - ხალ­ხით სავ­სე დარ­ბა­ზიო... როცა მა­ყუ­რე­ბე­ლი არ მყავს, ეს არის ჩემ­თვის "ჩა­ვარ­დნა". იყო პე­რი­ო­დი, 15 კა­ცის­თვი­საც კი გვი­თა­მა­შია. ის 15 მა­ყუ­რე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა, 100 მა­ყუ­რე­ბელს უდ­რი­დეს, მაგ­რამ მა­ინც ძნე­ლია ცა­რი­ე­ლი დარ­ბა­ზის ყუ­რე­ბა... ზუგ­დი­დი პა­ტა­რა ქა­ლა­ქია, მა­ყუ­რე­ბე­ლი რამ­დენ­ჯერ­მე რომ მოვა ერ­თსა და იმა­ვე სპექ­ტაკლზე, მერე ინ­ტე­რესს კარ­გავს და ეს ბუ­ნებ­რი­ვია. ამი­ტომ ვალ­დე­ბუ­ლე­ბი ვართ, მას სულ ახალ-ახა­ლი რა­ღა­ცე­ბი შევ­თა­ვა­ზოთ.

შეხ­ვედ­რა გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვილ­თან

- ზუგ­დი­დის თე­ატ­რში და­იდ­გა დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის "ხო­რუ­მი ქარ­თუ­ლი ცეკ­ვაა". ამ წარ­მოდ­გე­ნით მთე­ლი და­სავ­ლე­თი და აღ­მო­სავ­ლე­თი სა­ქარ­თვე­ლო მო­ვი­ა­რეთ. ამ სპექ­ტაკლში მაქვს ისე­თი ქა­ლის როლი, რო­მე­ლიც გა­მუდ­მე­ბით გა­თხო­ვე­ბა­ზე ოც­ნე­ბობს. სა­ხა­სი­ა­თო რო­ლია, მე კი ასე­თი რო­ლე­ბის თა­მა­ში მი­ად­ვილ­დე­ბა. სხვა­თა შო­რის, ამ წარ­მოდ­გე­ნის პრე­მი­ე­რას თა­ვად ბა­ტო­ნი გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი და­ეს­წრო. მისი ჩა­მობ­რძა­ნე­ბა ჩვენ­თვის დიდი პა­ტი­ვი და ბედ­ნი­ე­რე­ბა გახ­ლდათ. ამ ფაქ­ტით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. სპექ­ტაკ­ლის და­სას­რულს, ის სცე­ნა­ზე ამო­ვი­და და მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და არა მარ­ტო მსა­ხი­ო­ბებს, არა­მედ ზუგ­დი­დელ მა­ყუ­რე­ბელ­საც.

გი­ორ­გი ფო­ჩხუ­ას და­კარ­გვით გა­მოწ­ვე­უ­ლი ტკი­ვი­ლი

- ჩვენ­თან სოსო ნემ­სა­ძემ "ყვარ­ყვა­რე" დად­გა. ბრწყინ­ვა­ლე სპექ­ტაკ­ლი იყო, მაგ­რამ რე­პერ­ტუ­ა­რი­დან მისი ამო­ღე­ბა დაგ­ვჭირ­და. რა­ტომ? - იმი­ტომ, რომ ამ წარ­მოდ­გე­ნა­ში გი­ორ­გი ფო­ჩხუა თა­მა­შობ­და, მის­მა და­ღუპ­ვამ კი ყვე­ლას ძა­ლი­ან გვატ­კი­ნა გული და ცხა­დია, გი­ორ­გის შემ­ცვლე­ლის პოვ­ნის სურ­ვი­ლიც არ გაგ­ვჩე­ნია (სხვა­თა შო­რის, მას ამ სპექ­ტაკლში ორი როლი ჰქონ­და). გი­ორ­გი იყო უნი­ჭი­ე­რე­სი მსა­ხი­ო­ბი და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პი­როვ­ნე­ბა. თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა რომ და­ას­რუ­ლა, ქალ­ბა­ტონ­მა მაია კა­ლან­დი­ამ, თე­ატ­რის მმარ­თველ­მა ჩა­მო­იყ­ვა­ნა, - ზუგ­დიდ­ში გვჭირ­დე­ბიო. მისი და­ნახ­ვა ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო, რად­გან ისე­დაც ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბე­ბის დე­ფი­ციტს გან­ვიც­დით, თბი­ლის­ში წას­ვლის შემ­დეგ კი ახალ­გაზ­რდე­ბი რა­ი­ონს აღარ უბ­რუნ­დე­ბი­ან. ვამ­ჩნევ­დი, რომ რე­ჟი­სო­რუ­ლი ნი­ჭიც ჰქონ­და და ხშირ-ხში­რად ვუ­მე­ო­რებ­დი: გიო, არ გე­წყი­ნოს, უნი­ჭი­ე­რე­სი ბიჭი ხარ, მაგ­რამ და­ამ­თავ­რე სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტე­ტიც-მეთ­ქი. მი­პა­სუ­ხა: კარ­გი, ასე მო­ვიქ­ცე­ვიო, მაგ­რამ არ დას­ცალ­და სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა; ვი­ღა­ცამ სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია და­ატ­რი­ა­ლა და გი­ორ­გი წაგ­ვარ­თვა. ეს ადა­მი­ა­ნი არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა. სცე­ნა­ზე რომ გავ­დი­ვარ, ყო­ველ­თვის მაქვს ისე­თი შეგ­რძნე­ბა, თით­ქოს გი­ორ­გი პარ­ტერ­ში ზის და მაკ­ვირ­დე­ბა. სხვა­თა შო­რის, გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე მან დად­გა ერ­თსა­ა­თი­ა­ნი სპექ­ტაკ­ლი და როლი მეც მომ­ცა. რო­გორც რე­ჟი­სო­რი, მსა­ხი­ო­ბებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ძა­ლი­ან თბი­ლი იყო, ყვე­ლას­თან ად­ვი­ლად პო­უ­ლობ­და სა­ერ­თო ენას. ვი­ნა­ი­დან მისი მეს­მო­და და იმას ვა­კე­თებ­დი, რა­საც ჩემ­გან ითხოვ­და, გულ­ში მი­ხუ­ტებ­და და მე­უბ­ნე­ბო­და, - ჩემი სი­ხა­რუ­ლი ხარო. ახ­ლაც მგო­ნია, რომ გი­ორ­გი მი­ყუ­რებს და მგულ­შე­მატ­კივ­რობს...

"52 წლის ქალი 20 წლის გო­გოს ვერ ვი­თა­მა­შებ"

- მინ­და გი­ამ­ბოთ ჩვენს ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ობ­ზე, უნი­ჭი­ე­რეს გო­გო­ნა­ზე, მზე­ვი­ნარ ჩარ­გა­ზი­ა­ზე, რო­მელ­საც უნი­ვერ­სი­ტე­ტი არ აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ თე­ატრმა, დამ­სა­ხუ­რე­ბულ­მა არ­ტის­ტებ­მა, რე­ჟი­სორ­მა გა­ზარ­დეს და ახლა შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ბევრ ინ­სტი­ტუტ­გა­მოვ­ლილ­ზე უკეთ გა­მოს­დის მსა­ხი­ო­ბო­ბა. მაგ­რამ ჩვენ კი­დევ უფრო მეტი ახა­ლი სის­ხლი გვჭირ­დე­ბა. სა­ში­ნე­ლე­ბა იქ­ნე­ბა, თე­ატ­რი ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბით თუ არ გამ­დიდ­რდე­ბა... 52 წლის ქალი 20 წლის გო­გოს ვერ ვი­თა­მა­შებ, ახალ­გაზ­რდა კი ითა­მა­შებს მო­ხუცს ისე­ვე, რო­გორც თა­ვის დრო­ზე ეს მე გა­ვა­კე­თე... აქვე გე­ტყვით, რომ გვყავს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მსა­ხი­ო­ბი ზემ­ფი­რა გუ­ნია. ზუგ­დი­დის თე­ატ­რში მრა­ვა­ლი წლის წინ თე­მურ ჩხე­ი­ძეს სა­დიპ­ლო­მო სპექ­ტაკ­ლი და­უდ­გამს, რო­მელ­შიც ზემ­ფი­რაც მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ახლა, როცა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში ჩა­მო­ვი­ტა­ნეთ ჩვე­ნი ერთ-ერთი სპექ­ტაკ­ლი, ბა­ტო­ნი თე­მუ­რი სცე­ნა­ზე ამო­ვი­და და ჩა­ე­ხუ­ტა, მი­ე­ფე­რა: ჩემო ზემ­ფო, ჩემო ფეფო, რო­გორ ხარო? ზემ­ფი­რამ ბა­ტონ თე­მურს სა­კუ­თა­რი ოს­ტა­ტო­ბით და­ა­მახ­სოვ­რა თავი და მი­ხა­რია, რომ ის სწო­რედ ზუგ­დი­დის თე­ატრს ამ­დიდ­რებს თა­ვი­სი მოღ­ვა­წე­ო­ბით. 53 წე­ლია, ეს ქალ­ბა­ტო­ნი სცე­ნა­ზე დგას, მე კი 32 წე­ლია, ჩემს სა­უ­კე­თე­სო მა­ყუ­რე­ბელს ვემ­სა­ხუ­რე­ბი.

გა­ყი­ნუ­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი და მსა­ხი­ო­ბე­ბი საგ­რი­მი­ო­როს გა­რე­შე

- მსა­ხი­ო­ბი წე­სით, ერთი სა­ა­თით ადრე მა­ინც უნდა მი­ვი­დეს თე­ატ­რში, რათა თავი მო­ი­წეს­რი­გოს, გრი­მი გა­ი­კე­თოს, უკვე და­ი­ვი­წყოს, ვინ არის რე­ა­ლუ­რად და როლ­ში შე­ვი­დეს... სამ­წუ­ხა­როდ, ზუგ­დი­დის თე­ატრს საგ­რი­მი­ო­როც აღარ აქვს, სა­დაც სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბას მო­ვა­ხერ­ხებ­დით. უფრო მე­ტიც, ზამ­თარ­ში, ვიდ­რე სცე­ნა­ზე გა­ვალთ, გა­ყი­ნუ­ლე­ბი სა­კუ­თარ თავს ჩავ­ჩი­ჩი­ნებთ, რომ მო­დუ­ნე­ბა არ ივარ­გებს, რომ სცე­ნა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვი­დეთ! ყო­ფი­თი პრობ­ლე­მე­ბის დაძ­ლე­ვა რთუ­ლია, მაგ­რამ ჩვენ მა­ინც ვა­ხერ­ხებთ, სცე­ნა­ზე ისე ვი­თა­მა­შოთ, თით­ქოს კუ­ლი­სებ­ში ფუ­ფუ­ნე­ბა გვქონ­დეს... თა­მაშს რომ ვი­წყებთ, ვხურ­დე­ბით, სი­ცი­ვეს ვე­ღარ ვგრძნობთ, მაგ­რამ ახლა მა­ყუ­რე­ბე­ლია ცუდ დღე­ში, - უმოძ­რა­ო­ბის­გან იყი­ნე­ბი­ან. წელს "თოვ­ლის დე­დო­ფა­ლი" რომ "გა­ვა­კე­თეთ", მა­ყუ­რე­ბელ­მა სი­ცი­ვეს ვერ გა­უძ­ლო და დარ­ბა­ზი ნელ-ნელა და­ი­ცა­ლა. თუმ­ცა, 300-დან 100 ბავ­შვი მა­ინც დარ­ჩა, გმი­რუ­ლად გა­უძ­ლეს ყინ­ვას. რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ მე­ზო­ბელ­მა მი­თხრა, იმ დღეს ჩემი შვი­ლი ისე გა­ცივ­და, რომ რამ­დე­ნი­მე თვე ლო­გი­ნი­დან ვერ ად­გაო. აი, ასე და­ი­სა­ჯა ბავ­შვი ერ­თგუ­ლე­ბის­თვის...

დან­გრე­უ­ლი შე­ნო­ბა და რის­კი­ა­ნი ზუგ­დი­დე­ლე­ბი

- ჩვე­ნი თე­ატ­რი სა­ში­ნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. უკვე 15 წე­ლია, შე­ნო­ბა ავა­რი­უ­ლია, მაგ­რამ ჩვე­ნი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას საშ­ვე­ლი არ და­ად­გა. მა­ყუ­რე­ბე­ლი მთა­ვა­რი კა­რი­დან კი არა, გვერ­დი­დან, კა­ფის გავ­ლით შე­მოგ­ვყავს. პარ­ტე­რის ია­ტა­კი ლა­მის, ჩა­ვარ­დეს. მინ­და, შემ­თხვე­ვით ვი­სარ­გებ­ლო და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატრს, რად­გან ჩვენს და­სახ­მა­რებ­ლად საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცია გა­მარ­თეს. თუმ­ცა, ცხა­დია, ეს ზღვა­ში წვე­თია... რამ­დე­ნი­მე თვის წინ კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი დაგვპირ­და, რომ დაგ­ვეხ­მა­რე­ბა. იმე­დია, და­ნა­პი­რებს შეგ­ვის­რუ­ლებს და მალე, ისეთ შე­ნო­ბა­ში შევ­ძლებთ მა­ყუ­რებ­ლის გა­მას­პინ­ძლე­ბას, სა­დაც მათ აღარ შეს­ცივ­დე­ბათ, დის­კომ­ფორ­ტი არ ექ­ნე­ბათ.

ლიკა ქა­ჯა­ია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

გიორგი ფოჩხუას დაკარგვით გამოწვეული ტკივილი და თეატრის დარბაზში გაყინული მაყურებელი

გიორგი ფოჩხუას დაკარგვით გამოწვეული ტკივილი და თეატრის დარბაზში გაყინული მაყურებელი

ის იურისტების ოჯახში გაიზარდა. იურისტი მამისა და ბაბუის ზეგავლენა უფრო იყო, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ თავადაც ამ პროფესიის არჩევას აპირებდა, მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დადგა, როცა მისი ცეკვა-სიმღერით მოხიბლულმა ჟურნალისტმა ურჩია: სამსახიობოზე ჩააბარეო. წლები გავიდა და ქალბატონი მარინა დარასელია პროფესიონალ მსახიობად ჩამოყალიბდა. მას შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატული თეატრის სცენაზე უამრავი როლი აქვს შესრულებული, მხოლოდ კინოგადაღებებში მონაწილეობა ექცა ოცნებად. ალბათ დედაქალაქში რომ ეცხოვრა, ამ მხრივაც განებივრებული იქნებოდა, მაგრამ როგორც სხვა პერიფერიული თეატრების მსახიობებს, მასაც იშვიათად სწყალობენ კინორეჟისორები. ამჯერად ქალბატონი მარინას საინტერესო ცხოვრების გზასა და ზუგდიდის თეატრის პრობლემებზე მინდა გიამბოთ. ცნობისათვის: ვიდეორგოლში - "მე მიყვარს სვანეთი" ქალბატონი მარინა სოფო ნიჟარაძის დედის როლს ასრულებს.

შეხვედრა ცნობილ ადამიანებთან

-  მამაჩემს არ სურდა, იურიდიულზე ჩამებარებინა. მეუბნებოდა, - ქალისთვის რთული საქმეა, ამას არ გირჩევო. ერთ დღეს ნათესავის ოჯახში, სტუმრად ვიყავი, სადაც ბებიაჩემის ძმისშვილს - ჟურნალისტსა და პოეტს, რამაზ კუპრავას შევხვდი. სტუმრად მყოფმა ვიმღერე, ვიცეკვე. ბატონმა რამაზმა მკითხა: მარი, სად აპირებ სწავლის გაგრძელებასო? ვუპასუხე, - იურიდიულზე მინდა ჩავაბარო, მაგრამ მამიკო ამის წინააღმდეგია-მეთქი. - მართლაც, რად გინდა იურიდიული? შენ თეატრალურ ინსტიტუტში უნდა მოეწყო, მსახიობი უნდა გახდეო! ამ კაცმა ერთ საათში ისე გადამიტრიალა ტვინი, რომ გადაწყვეტილება შევცვალე და სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე. ბაბუა წინააღმდეგი გახლდათ. არ უნდოდა, მისი შვილიშვილი არტისტი გამხდარიყო, მამა კი პირიქით, ამბობდა: ბავშვს რადგან ასეთი ნიჭი აქვს, ხელს არ შევუშლიო...

იმ პერიოდში პერიფერიის თეატრებისთვის "ლიმიტს" იძლეოდნენ ანუ გამოცდა "სამიანზეც" რომ ჩაგებარებინა, მოწყობილი იყავი, ხოლო მას, ვისაც ეს ლიმიტი არ ჰქონდა, მსახიობის ოსტატობაში აუცილებლად "ხუთიანი" უნდა მიეღო. ვიდრე გამოცდებს ჩავაბარებდი, 2-3 თვე თეატრში დავდიოდი, ვემზადებოდი. მაშინ ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასიკო ჩიგოგიძე გახლდათ. მან მასწავლა ლექსის კითხვა, დამეხმარა პროზისა და იგავ-არაკის მომზადებაში. ჩემი გამომცდელები იყვნენ: გიზო ჟორდანია, ცხონებული ბაბულია ნიკოლაიშვილი (მეტყველების პედაგოგი), გურამ საღარაძე, დოდო ალექსიძე, დათო კობახიძე და მიხეილ თუმანიშვილი. სიმართლე გითხრათ, ცეკვა-სიმღერამ, პლასტიკაში გამოცდამ, ლექსის კითხვამ ნორმალურად ჩაიარა, ეტიუდში კი მოვიკოჭლებდი. დამავალეს:P ვითომ პაემანზე მიხვედი, შეყვარებულმა კი დაიგვიანა, არ მოვიდაო. ძალიან რთულია რამდენიმე წუთში ჩაეტიო და სათქმელი ბოლომდე თქვა, მაგრამ საერთო ჯამში, ალბათ ჩემს ეტიუდს არა უშავდა, რადგან იმ წელს თეატრალურ ინსტიტუტში მოვეწყვე. თავიდან რაიონიდან ჩამოსული სტუდენტების ჯგუფი ცალკე იყო, თბილისელების - ცალკე, მაგრამ რეჟისორებმა: გია ანთაძემ და დოდო ალექსიძემ მოილაპარაკეს და გაგვაერთიანეს ანუ ორივე ჰგუფში იყვნენ თბილისელებიცა და რაიონიდან ჩამოსულებიც.

დოდო ალექსიძის ექსპე­რიმენტი და როლისთვის გაღებული მსხვერპლი

-  დოდო ალექსიძე დგამდა სადიპლომო სპექტაკლს - "კვაჭი კვაჭანტირაძე". კვაჭის როლი ითამაშა აწ გარდაცვლილმა კახა თავართქილაძემ. მეც "კანფეტივით" როლი მერგო: ჭიპი ჭიპინტირაძე ვითამაშე.

თუ რეჟისორი ჭკვიანია, მას არაფერი გამოეპარება. მე ხულიგანი გოგო ვიყავი, სულ ბიჭებთან ვმეგობრობდი, ვძმაკაცობდი. ეტყობა, ბატონმა დოდომ ეს შენიშნა და კაცის როლი ამიტომაც მანდო. ბიჭები გაუნაწყენდნენ, - ამდენი ვართ და ჭიპის როლი მარინას რატომ მიეცითო? დოდომ უპასუხა: ეს ერთგვარი ექსპერიმენტი იქნებაო. როლს ბრწყინვალედ გავართვი თავი, ოღონდ - ამისთვის მსხვერპლის გაღება მომიხდა: გენერალური რეპეტიცია ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში დაინიშნა, სადაც ჩემი ოჯახის წევრებიც მოვიწვიე. მანამდე, ერთ-ერთი რეპეტიციის დროს რეჟისორმა გამაფრთხილა: ფინალში, როცა კვაჭის ხელში აჰყავს ჭიპი და ახრჩობს, ფრთხილად იყავი. არ დაგავიწყდეს, კახა მაღალია და როცა "მოკვდები", ეცადე, საჯდომით დაეცეო. გენერალურ რეპეტიციაზე, როცა სიკვდილის სცენა ანუ ფინალი უნდა გვეთამაშა, ისე ვიყავი როლში შეჭრილი, რომ რეჟისორის დარიგება დამავიწყდა და წამოვედი პირდაპირ თავით. ჰოდა, სცენაზე წაქცეულმა და ტკივილისგან შეწუხებულმა, იმის ნაცვლად, რომ "ვაი, დედა" მაინც მეთქვა, მეგრულად ვიყვირე: "ვავა, დედა" (იცინის). მერე ფარდა დაეშვა და "გამასვენეს". მამაჩემი სცენაზე ამოხტა, - ჩემს შვილს რა დაემართაო? მინდოდა, მისთვის რაიმე მეთქვა, მაგრამ განძრევის უფლებას არ მაძლევდნენ, - ტვინის შერყევა არ მიიღოსო. ცხონებული დოდო მოვიდა, - ნუ გეშინია, შვილო, ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვსო. - მსხვერპლი კი არა-მეთქი და გამწარებულმა, გულიანად შევიგინე (იღიმის). ალექსიძე იმდენად დიდი პიროვნება იყო, რომ არაფერი უთქვამს, მხოლოდ გაეღიმა.

პირველი როლი

-  სადიპლომო სპექტაკლი - "შემოსავლიანი ადგილი" გია ანთაძემ (ის იყო ჩემი ჯგუფის ხელმძღვანელი) დადგა. ამ წარმოდგენაში მე კუკუშკინას როლს ვასრულებდი. ეს არის ქალი, რომელიც შვილებს ყიდის... როდესაც რომელიღაც გმირს თამაშობ, ის თავიდან ბოლომდე უნდა შეისწავლო და ალბათ მის ამა თუ იმ საქციელს გამართლებაც უნდა მოუძებნო. რთულია თამაში მაშინ, როცა ის, ვინც უნდა განასახიერო, არაფრით გგავს, მაგრამ მე შევძელი და ამ ქალსაც გავუგე. მას გასაჭირი აიძულებს, ასე მოიქცეს...

სტუდენტობის დროს ბატონ გიზო ჟორდანიასთანაც მომიხდა მუშაობა. მან დადგა დუმბაძის "მარადისობის კანონი", სადაც გურული ქალის როლი მხვდა წილად. მერე გასტროლზეც ვიყავით ამ სპექტაკლით.

ხულიგანი სტუდენტი და ნაცემი ბიჭები

-  სტუდენტობა არ მიგრძნია, რადგან დედაჩემის დედა, მამა, ჩემი ბიძები აქ ცხოვრობდნენ. სოლოლაკში, ბებია-ბაბუასთან ვიყავი. ვინაიდან მამა მილიციის უფროსი იყო და საშუალებაც ჰქონდა, თვეში 100 მანეთს მაინც მიგზავნიდა, ეს კი მაშინ "დიდი" ფული გახლდათ. ჰოდა, ხშირად თავს უფლებას ვაძლევდი, ჯგუფელები საქეიფოდ რესტორანში წამეყვანა. მაშინ ამისთვის 10 მანეთიც საკმარისი იყო... ზოგჯერ, იმის გამო, რომ რაიონიდან ვიყავი, ვინმე ზევიდან თუ დამხედავდა, "ხულიგნურად ვაწვებოდი". არასდროს არავის ვაძლევდი ჩემი დაჩაგვრის უფლებას და უფრო მეტიც - რამდენჯერმე ბიჭებიც მყავს ნაცემი (იღიმის). ჰოდა, ვინაიდან ეს ყველაფერი იცოდნენ, "პარადიც" მიმყავდა. ამბობდნენ, ეს გოგო ხულიგანიაო. სხვათა შორის, მაშინ თეატრალურ ინსტიტუტში დაახლოებით 500 სტუდენტი იყო და ყველანი ვმეგობრობდით, ერთმანეთს პატივს ვცემდით. პირველკურსელებს ახლო ურთიერთობა გვქონდა: გოგა პიპინაშვილთან G(მაშინ გოგა და ჩემი ცხონებული ჯგუფელი - ნანა ესაკია შეყვარებულები იყვნენ),L ლევან უჩანეიშვილთან, რუსიკო ბოლქვაძესთან და ა.შ. სწორედ პირველ კურსზე ვიყავი, როცა ბატონი მიშა თუმანიშვილის მიერ დადგმული სადიპლომო სპექტაკლი - "ბაკულას ღორები" ვნახე და იმდენად აღვფრთოვანდი, რომ სცენაზე ავედი და ყველა მსახიობი გადავკოცნე. თავისუფალი, უკომპლექსო გოგო ვიყავი.

კომედიის დიდოსტატი

-  საერთოდ ჯამში, თეატრში 70-ზე მეტი როლი მექნება ნათამაშები. ზუგდიდის თეატრში ჩემი პირველი სადებიუტო როლი იყო მარტინა ("ძალად ექიმში"). პატარა გოგონა 40 წლის იტალიელ ქალს ვთამაშობდი და როგორც ამბობენ, დავალებას თავი კარგად გავართვი. ერთ-ერთ სპექტაკლში ვითამაშე გოგონას როლი, რომელსაც გააუპატიურებენ. მერე გაიმართება სასამართლო და აცხადებენ, რომ დარბაზში დაზარალებული უნდა შევიდეს. სცენაზე შევდივარ აწურული, ძალიან დაძაბული, ნამტირალევი სახით და... დარბაზში სიცილი ატყდა. მაყურებელი თავს ვერ იკავებს, ჩემს სერიოზულ გამომეტყველებას ვერ ეგუება... ასეა, ხალხის თვალში კომედიის მსახიობი უფრო მეტად ვარ. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ რეალურ ცხოვრებაშიც მხიარული გახლავართ, ასეთს მიცნობენ...

ურჩი მაყურებელი და დაძაბული პრემიერა

-  თბილისში რატომ არ დავრჩი? - ვალდებული გახლდით, ჩემს რაიონში დავბრუნებულიყავი. ჩემი ზუგდიდი და ზუგდიდელი მაყურებელი ძალიან მიყვარს. სხვათა შორის, ძალიან რთული და ამავე დროს, საინტერესო მაყურებელი ჰყავს ზუგდიდის თეატრს. სცენაზე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები, ახალ-ახალ რაღაცებს ვეძებ, რომ მოსაწყენი არ გავხდე. პრემიერის დღეს კი ძალიან დაძაბული ვარ და ის, რასაც რეპეტიციაზე ვაკეთებ, შეიძლება, პრემიერაზე ვეღარ გავაკეთო. ეს ალბათ, ბუნებრივიც არის. ბოლოს და ბოლოს, მსახიობი ხომ ის ადამიანია, რომელიც მაყურებლის წინაშე დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს, მაყურებელი კი იმდენად ჭკვიანია, რომ ვერაფერს გამოაპარებ. თუმცა ზოგჯერ მათი საქციელის გამო გულიც გვტკივა. მაგალითად, სპექტაკლის დაწყებამდე აცხადებენ: გთხოვთ, მობილური ტელეფონები გამორთეთო, მაგრამ ამას ბევრი არ ითვალისწინებს. უფრო მეტიც, როცა მობილური აწკრიალდება, მერე საათობით გააბამენ ხოლმე ლაპარაკს. ვინ იცის, რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ სცენაზე მდგომს მესმოდა პარტერში, პირველ რიგში მჯდომი ქალის ქაქანი, ეს კი, ცხადია, არტისტზე ცუდად მოქმედებს... ასეთი მაყურებელი კაპელდინერებს გაჰყავთ, მერე კი იწყება ჩხუბი, საქმის გარჩევა. ზოგი საერთოდაც, ნასვამი შემოდის. არც ის მომწონს, როცა თეატრში სპორტული სამოსით მოდიან. ალბათ იმიტომ, რომ ჩემი თაობა სხვანაირად არის აღზრდილი, სხვა ღირებულებები გვქონდა...

სცენასა და პარტერს შორის აღმართული კედელი

-  ბატონი დოდო ალექსიძის რჩევა არასდროს დამავიწყდება. ის მიხვდა, რომ ყოველი სპექტაკლის დაწყების წინ ძალიან ვღელავდი, რაღაცის მეშინოდა (სხვათა შორის, პრემიერის დღეებში ახლაც ასე მემართება). ემოციური ვარ, მაგრამ სცენაზე გავალ თუ არა, ყველაფერი მავიწყდება. როცა მაყურებლისგან დადებით მუხტს ვგრძნობ (საბედნიეროდ, თითქმის ყოველთვის ასე ხდება), მერე უკვე როლში "ცურვას" ვიწყებ. ჰოდა, ბატონმა დოდომ მირჩია: მაყურებელს არასდროს შეხედო. იფიქრე, რომ შენ წინაშე კედელია და არა - ხალხით სავსე დარბაზიო... როცა მაყურებელი არ მყავს, ეს არის ჩემთვის "ჩავარდნა". იყო პერიოდი, 15 კაცისთვისაც კი გვითამაშია. ის 15 მაყურებელი შეიძლება, 100 მაყურებელს უდრიდეს, მაგრამ მაინც ძნელია ცარიელი დარბაზის ყურება... ზუგდიდი პატარა ქალაქია, მაყურებელი რამდენჯერმე რომ მოვა ერთსა და იმავე სპექტაკლზე, მერე ინტერესს კარგავს და ეს ბუნებრივია. ამიტომ ვალდებულები ვართ, მას სულ ახალ-ახალი რაღაცები შევთავაზოთ.

შეხვედრა გურამ დოჩანაშვილთან

-  ზუგდიდის თეატრში დაიდგა დოჩანაშვილის "ხორუმი ქართული ცეკვაა". ამ წარმოდგენით მთელი დასავლეთი და აღმოსავლეთი საქართველო მოვიარეთ. ამ სპექტაკლში მაქვს ისეთი ქალის როლი, რომელიც გამუდმებით გათხოვებაზე ოცნებობს. სახასიათო როლია, მე კი ასეთი როლების თამაში მიადვილდება. სხვათა შორის, ამ წარმოდგენის პრემიერას თავად ბატონი გურამ დოჩანაშვილი დაესწრო. მისი ჩამობრძანება ჩვენთვის დიდი პატივი და ბედნიერება გახლდათ. ამ ფაქტით აღფრთოვანებული ვიყავი. სპექტაკლის დასასრულს, ის სცენაზე ამოვიდა და მადლობა გადაუხადა არა მარტო მსახიობებს, არამედ ზუგდიდელ მაყურებელსაც.

გიორგი ფოჩხუას დაკარგვით გამოწვეული ტკივილი

-  ჩვენთან სოსო ნემსაძემ "ყვარყვარე" დადგა. ბრწყინვალე სპექტაკლი იყო, მაგრამ რეპერტუარიდან მისი ამოღება დაგვჭირდა. რატომ? - იმიტომ, რომ ამ წარმოდგენაში გიორგი ფოჩხუა თამაშობდა, მისმა დაღუპვამ კი ყველას ძალიან გვატკინა გული და ცხადია, გიორგის შემცვლელის პოვნის სურვილიც არ გაგვჩენია (სხვათა შორის, მას ამ სპექტაკლში ორი როლი ჰქონდა). გიორგი იყო უნიჭიერესი მსახიობი და არაჩვეულებრივი პიროვნება. თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლა რომ დაასრულა, ქალბატონმა მაია კალანდიამ, თეატრის მმართველმა ჩამოიყვანა, - ზუგდიდში გვჭირდებიო. მისი დანახვა ბედნიერება იყო, რადგან ისედაც ახალგაზრდა მსახიობების დეფიციტს განვიცდით, თბილისში წასვლის შემდეგ კი ახალგაზრდები რაიონს აღარ უბრუნდებიან. ვამჩნევდი, რომ რეჟისორული ნიჭიც ჰქონდა და ხშირ-ხშირად ვუმეორებდი: გიო, არ გეწყინოს, უნიჭიერესი ბიჭი ხარ, მაგრამ დაამთავრე სარეჟისორო ფაკულტეტიც-მეთქი. მიპასუხა: კარგი, ასე მოვიქცევიო, მაგრამ არ დასცალდა სწავლის გაგრძელება; ვიღაცამ საშინელი ტრაგედია დაატრიალა და გიორგი წაგვართვა. ეს ადამიანი არასდროს დამავიწყდება. სცენაზე რომ გავდივარ, ყოველთვის მაქვს ისეთი შეგრძნება, თითქოს გიორგი პარტერში ზის და მაკვირდება. სხვათა შორის, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მან დადგა ერთსაათიანი სპექტაკლი და როლი მეც მომცა. როგორც რეჟისორი, მსახიობებთან ურთიერთობისას ძალიან თბილი იყო, ყველასთან ადვილად პოულობდა საერთო ენას. ვინაიდან მისი მესმოდა და იმას ვაკეთებდი, რასაც ჩემგან ითხოვდა, გულში მიხუტებდა და მეუბნებოდა, - ჩემი სიხარული ხარო. ახლაც მგონია, რომ გიორგი მიყურებს და მგულშემატკივრობს...

"52 წლის ქალი 20 წლის გოგოს ვერ ვითამაშებ"

-  მინდა გიამბოთ ჩვენს ახალგაზრდა მსახიობზე, უნიჭიერეს გოგონაზე, მზევინარ ჩარგაზიაზე, რომელსაც უნივერსიტეტი არ აქვს დამთავრებული, მაგრამ თეატრმა, დამსახურებულმა არტისტებმა, რეჟისორმა გაზარდეს და ახლა შეიძლება ითქვას, რომ ბევრ ინსტიტუტგამოვლილზე უკეთ გამოსდის მსახიობობა. მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო მეტი ახალი სისხლი გვჭირდება. საშინელება იქნება, თეატრი ახალგაზრდა თაობით თუ არ გამდიდრდება... 52 წლის ქალი 20 წლის გოგოს ვერ ვითამაშებ, ახალგაზრდა კი ითამაშებს მოხუცს ისევე, როგორც თავის დროზე ეს მე გავაკეთე... აქვე გეტყვით, რომ გვყავს არაჩვეულებრივი მსახიობი ზემფირა გუნია. ზუგდიდის თეატრში მრავალი წლის წინ თემურ ჩხეიძეს სადიპლომო სპექტაკლი დაუდგამს, რომელშიც ზემფირაც მონაწილეობდა. ახლა, როცა მარჯანიშვილის თეატრში ჩამოვიტანეთ ჩვენი ერთ-ერთი სპექტაკლი, ბატონი თემური სცენაზე ამოვიდა და ჩაეხუტა, მიეფერა: ჩემო ზემფო, ჩემო ფეფო, როგორ ხარო? ზემფირამ ბატონ თემურს საკუთარი ოსტატობით დაამახსოვრა თავი და მიხარია, რომ ის სწორედ ზუგდიდის თეატრს ამდიდრებს თავისი მოღვა­წეობით. 53 წელია, ეს ქალბატონი სცენაზე დგას, მე კი 32 წელია, ჩემს საუკეთესო მაყურებელს ვემსახურები.

გაყინული მაყურებელი და მსახიობები საგრიმიოროს გარეშე

-  მსახიობი წესით, ერთი საათით ადრე მაინც უნდა მივიდეს თეატრში, რათა თავი მოიწესრიგოს, გრიმი გაიკეთოს, უკვე დაივიწყოს, ვინ არის რეალურად და როლში შევიდეს... სამწუხაროდ, ზუგდიდის თეატრს საგრიმიოროც აღარ აქვს, სადაც საკუთარ თავზე მუშაობას მოვახერხებდით. უფრო მეტიც, ზამთარში, ვიდრე სცენაზე გავალთ, გაყინულები საკუთარ თავს ჩავჩიჩინებთ, რომ მოდუნება არ ივარგებს, რომ სცენაზე აუცილებლად უნდა გავიდეთ! ყოფითი პრობლემების დაძლევა რთულია, მაგრამ ჩვენ მაინც ვახერხებთ, სცენაზე ისე ვითამაშოთ, თითქოს კულისებში ფუფუნება გვქონდეს... თამაშს რომ ვიწყებთ, ვხურდებით, სიცივეს ვეღარ ვგრძნობთ, მაგრამ ახლა მაყურებელია ცუდ დღეში, - უმოძრაობისგან იყინებიან. წელს "თოვლის დედოფალი" რომ "გავაკეთეთ", მაყურებელმა სიცივეს ვერ გაუძლო და დარბაზი ნელ-ნელა დაიცალა. თუმცა, 300-დან 100 ბავშვი მაინც დარჩა, გმირულად გაუძლეს ყინვას. რაღაც პერიოდის შემდეგ მეზობელმა მითხრა, იმ დღეს ჩემი შვილი ისე გაცივდა, რომ რამდენიმე თვე ლოგინიდან ვერ ადგაო. აი, ასე დაისაჯა ბავშვი ერთგულებისთვის...

დანგრეული შენობა და რისკიანი ზუგდიდელები

-  ჩვენი თეატრი საშინელ მდგომარეობაშია. უკვე 15 წელია, შენობა ავარიულია, მაგრამ ჩვენი პრობლემის მოგვარებას საშველი არ დაადგა. მაყურებელი მთავარი კარიდან კი არა, გვერდიდან, კაფის გავლით შემოგვყავს. პარტერის იატაკი ლამის, ჩავარდეს. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო მოზარდ მაყურებელთა თეატრს, რადგან ჩვენს დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გამართეს. თუმცა, ცხადია, ეს ზღვაში წვეთია... რამდენიმე თვის წინ კულტურის მინისტრი დაგვპირდა, რომ დაგვეხმარება. იმედია, დანაპირებს შეგვისრულებს და მალე, ისეთ შენობაში შევძლებთ მაყურებლის გამასპინძლებას, სადაც მათ აღარ შესცივდებათ, დისკომფორტი არ ექნებათ.

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია