პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის გადააბრძანებენ მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს სამთავროს დედათა მონასტერში
როდის გადააბრძანებენ მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს სამთავროს დედათა მონასტერში

მამა გაბ­რი­ე­ლის წმინ­და ნა­წი­ლებს სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რი­დან სამ­თავ­როს დე­და­თა მო­ნას­ტერ­ში სამ­შა­ბათს გა­და­აბ­რძა­ნე­ბენ, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ დღე­ვან­დე­ლი ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა.

რო­გორც უწ­მინ­დეს­მა აღ­ნიშ­ნა, 1-ელ აპ­რილს, 17:00 სა­ათ­ზე ღირ­სი მამა გაბ­რი­ე­ლის ნეშ­ტი იქ­ნე­ბა გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი სამ­თავ­როს დე­და­თა მო­ნას­ტერ­ში, სა­დაც ის მოღ­ვა­წე­ობ­და.

აქამ­დე სა­პატ­რი­არ­ქო­ში აცხა­დებ­დნენ, რომ წმინ­და მამა გაბ­რი­ე­ლის სხე­უ­ლის წმინ­და ნა­წი­ლე­ბი სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლამ­დე, 20 აპ­რი­ლამ­დე დარ­ჩე­ბო­და. სა­პატ­რი­არ­ქოს ცნო­ბით, წმინ­და­ნის ნა­წი­ლებს სა­მე­ბის ტა­ძარ­ში დღე-ღა­მე­ში 70 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი მო­ი­ლო­ცავს.

მამა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლა­ვი 22 თე­ბერ­ვალს გახ­სნეს. ღირ­სი მა­მის ნეშ­ტი სამ­თავ­როს დე­და­თა მო­ნას­ტრის ფე­რიც­ვა­ლე­ბის ტა­ძარ­ში გა­და­ას­ვე­ნეს, სა­დაც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა პა­რაკ­ლი­სი გა­და­ი­ხა­დეს. ამის შემ­დეგ მამა გაბ­რი­ე­ლის წმინ­და ნა­წი­ლე­ბი სამ­თავ­როს ფე­რიც­ვა­ლე­ბის ტაძ­რი­დან სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში გა­და­ას­ვე­ნეს, სა­დაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით უწ­მინ­დე­სი მიბ­რძან­და, რო­მელ­მაც წმინ­და ნა­წი­ლე­ბი მო­ი­ლო­ცა. სიწ­მინ­დის მო­ლოც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა სვე­ტი­ცხო­ველ­ში მრევლსაც ჰქონ­და. 24 თე­ბერ­ვლი­დან კი წმინ­და­ნის სხე­უ­ლი სა­მე­ბის ტა­ძარ­შია დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როდის გადააბრძანებენ მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს სამთავროს დედათა მონასტერში

როდის გადააბრძანებენ მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს სამთავროს დედათა მონასტერში

მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს სამების საკათედრო ტაძრიდან სამთავროს დედათა მონასტერში სამშაბათს გადააბრძანებენ, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი ქადაგებისას ბრძანა.

როგორც უწმინდესმა აღნიშნა, 1-ელ აპრილს, 17:00 საათზე ღირსი მამა გაბრიელის ნეშტი იქნება გადასვენებული სამთავროს დედათა მონასტერში, სადაც ის მოღვაწეობდა.

აქამდე საპატრიარქოში აცხადებდნენ, რომ წმინდა მამა გაბრიელის სხეულის წმინდა ნაწილები სამების საკათედრო ტაძარში აღდგომის დღესასწაულამდე, 20 აპრილამდე დარჩებოდა. საპატრიარქოს ცნობით, წმინდანის ნაწილებს სამების ტაძარში დღე-ღამეში 70 ათასამდე ადამიანი მოილოცავს.

მამა გაბრიელის საფლავი 22 თებერვალს გახსნეს. ღირსი მამის ნეშტი სამთავროს დედათა მონასტრის ფერიცვალების ტაძარში გადაასვენეს, სადაც სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს. ამის შემდეგ მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სამთავროს ფერიცვალების ტაძრიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც მოგვიანებით უწმინდესი მიბრძანდა, რომელმაც წმინდა ნაწილები მოილოცა. სიწმინდის მოლოცვის საშუალება სვეტიცხოველში მრევლსაც ჰქონდა. 24 თებერვლიდან კი წმინდანის სხეული სამების ტაძარშია დაბრძანებული.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია