პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეოთხე სართულიდან გადმოგდებული გოგონას ოჯახმა სასამართლო პროცესი წააგო
მეოთხე სართულიდან გადმოგდებული გოგონას ოჯახმა სასამართლო პროცესი წააგო

იმ სა­ზა­რე­ლი შემ­თხვე­ვი­დან, როცა გვან­ცა ადა­მია უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ო­რე კორ­პუ­სის კი­ბი­დან გად­მო­აგ­დეს, ათი თვე გა­ვი­და. უპა­სუ­ხო სიყ­ვა­რუ­ლის­თვის ვანო ღონ­ღა­ძემ გვან­ცა სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­ი­მე­ტა. უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის მე­ო­თხე კურ­სის სტუ­დენ­ტი სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა. ოთხთვი­ა­ნი წო­ლი­თი რე­ჟი­მი, ექი­მე­ბი, წამ­ლე­ბი, რე­ა­ბი­ლი­ტო­ლო­გე­ბი, ფსი­ქო­ლო­გე­ბი - ერთი სი­ტყვით, გო­გო­ნამ მძი­მე ათი თვე გა­მო­ი­ა­რა.

ექ­სპერ­ტი­ზამ და­ას­კვნა, რომ მო­ძა­ლა­დე ვანო ღონ­ღა­ძე ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლია და მას­ზე სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა შე­წყდა. ის წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის საკ­ნი­დან პირ­და­პირ ხო­ნის ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. რო­დის და­ას­რუ­ლებს ვანო მკურ­ნა­ლო­ბის კურსს, არა­ვინ იცის.

გვან­ცა ადა­მია:

- იმ დღის და­ვი­წყე­ბას ვერ ვა­ხერ­ხებ. მენ­ჯის ძვლის მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბის გამო ოთხი თვე წო­ლი­თი რე­ჟი­მი მქონ­და, სპე­ცი­ა­ლუ­რი კორ­სე­ტი მეც­ვა და გვერ­დზე გა­დაბ­რუ­ნე­ბაც არ შე­მეძ­ლო. მერე ნელ-ნელა ექი­მებ­მა წა­მოჯ­დო­მის უფ­ლე­ბა მომ­ცეს, შემ­დეგ - სა­წო­ლი­დან ფე­ხე­ბის ჩა­მო­წე­ვის, მერე წა­მოდ­გო­მის, გავ­ლის... ერთი თვე რე­ა­ბი­ლი­ტო­ლო­გი მო­დი­ო­და და მა­ვარ­ჯი­შებ­და. ახლა უკვე უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც დავ­დი­ვარ. წინა წელს გა­მოც­დე­ბი სახ­ლში ჩა­ვა­ბა­რე, ჩემ­თან მო­დი­ო­და დამ­კვირ­ვე­ბე­ლი.

- ალ­ბათ მძი­მე იყო შენ­თვის იმ კედ­ლებ­ში შეს­ვლა, სა­დაც ეს ამ­ბა­ვი მოხ­და...

- რა თქმა უნდა! დღე­საც მი­ჭირს მე­ო­რე კორ­პუს­ში შეს­ვლა. იქა­უ­რო­ბა ჯო­ჯო­ხე­თად მეჩ­ვე­ნე­ბა, მაგ­რამ სხვა გზა არ მაქვს. ოქ­ტომ­ბრი­დან უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. დე­კან­მა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როს­მა შე­მომ­თა­ვა­ზეს, - თუ იმუ­შა­ვებ, გულს გა­და­ა­ყო­ლებ და შე­მო­სა­ვა­ლიც გექ­ნე­ბაო. დავ­თან­ხმდი.

- მკურ­ნა­ლო­ბა კი­დევ გჭირ­დე­ბა?

- მე­დი­კა­მენ­ტებს აღარ ვი­ღებ, მაგ­რამ ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ ვარ. კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ზე ქი­რურგთან დავ­დი­ვარ. ყვე­ლა­ზე რთუ­ლი მა­ინც, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა: მას მერე ღამე მშვი­დად არ მძი­ნე­ბია. სახ­ლი­დან გას­ვლის ში­შიც მაქვს, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა შე­ბინ­დდე­ბა. მშობ­ლე­ბი მხვდე­ბი­ან მეტ­როს­თან, რომ სახ­ლამ­დე მი­მა­ცი­ლონ. სულ მგო­ნია, ვი­ღაც მით­ვალ­თვა­ლებს. ქუ­ჩა­ში რომ დავ­დი­ვარ, ხალ­ხს ვაკ­ვირ­დე­ბი და თუ ვინ­მე არ მო­მე­წო­ნე­ბა, თავს ვა­რი­დებ. ყვე­ლა­ზე მე­ტად იმის მე­ში­ნია, ვანო არ იყოს გა­მო­სუ­ლი ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი­დან. ამ­დე­ნი ხანი ვინ აჩე­რებს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში პა­ცი­ენტს? აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­უც­ვე­ლი ვარ.

- რო­გორც ვიცი, ვა­ნოს წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის დევ­ნა შე­წყდა.

- ასეა. ის სა­სა­მარ­თლომ შე­უ­რა­ცხა­დად ცნო. ავად­მყოფს რა პა­სუ­ხი მოვ­თხო­ვო­თო და იძუ­ლე­ბის წე­სით, სამ­კურ­ნა­ლოდ ხონ­ში გა­უშ­ვეს. მისი დი­აგ­ნო­ზი იყო არა­დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი ში­ზოფ­რე­ნია. ახ­ლაც რომ და­მეს­ხას თავს, ამა­ზე პა­სუხს ვინ აგებს?

- ვიცი, რომ სა­მე­დი­ცი­ნო დას­კვნა­ში, რო­მე­ლიც სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზამ შე­ად­გი­ნა, ეჭვი გე­პა­რე­ბო­დათ...

- ამა­ში არა მხო­ლოდ ჩვენ, არა­მედ პრო­კუ­რა­ტუ­რა­საც და გა­მომ­ძი­ე­ბელ­საც ეპა­რე­ბო­დათ ეჭვი. უც­ნა­უ­რი იცით, რა იყო? ექ­სპერ­ტი­ზამ ხომ მშობ­ლე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბი­დან, მო­ნა­თხრო­ბი­დან გა­მო­ი­ტა­ნა დას­კვნა და სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ერთ-ერთი ექ­სპერ­ტი, თა­მარ ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი ამ­ბობ­და, - მშობ­ლებს შე­იძ­ლე­ბა, ვერ შე­ემ­ჩნი­ათ ვა­ნოს ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბაო. რო­გორ ვერ უნდა შე­ემ­ჩნი­ათ, როცა თა­ვად ჰყვე­ბოდ­ნენ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მი­სას, თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო მათი შვი­ლი. პირ­და­პირ თუ ირი­ბად ყვე­ლა ამ­ბობს, რომ ეს დას­კვნა სან­დო არ არის. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­მე­დი­ცი­ნო დას­კვნის გა­სა­ჩივ­რე­ბა­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რამ უარი გვი­თხრა, - სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხი გა­სა­ჩივ­რე­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბაო.

- ვიცი, რომ სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნეთ, მო­რა­ლუ­რი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნის­თვის კომ­პენ­სა­ცი­ას ითხოვ­დით. რო­გორ დამ­თავ­რდა ეს პრო­ცე­სი?

- ად­ვო­კატ­მა გვი­თხრა, რომ გვქონ­და მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ვე­ლი. ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნი­დან, მშობ­ლე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ ვა­ნოს 11 წლის ასაკ­ში აღ­მო­აჩ­ნდა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი. ძაღლს შე­უ­ში­ნე­ბია. დაჰ­ყავ­დათ ნევ­რო­პა­თო­ლოგ­თან, რო­მე­ლიც ფსი­ქი­ატრთან ვი­ზიტს სთხოვ­და, ში­ზოფ­რე­ნია რომ გა­მო­ე­რი­ცხათ. მის­მა ოჯახ­მა კი შვილს მკურ­ნა­ლო­ბა შე­უ­წყვი­ტა. დე­და­მი­სი თავს იტყუ­ებ­და, რომ მის შვილს არა­ფე­რი სჭირ­და. ორი წლის წინ, ვიდ­რე ეს ამ­ბა­ვი მოხ­დე­ბო­და, ვა­ნოს აგ­რე­სი­ას ახ­ლობ­ლე­ბიც ატყობ­დნენ. თურ­მე, არა­ფერს ჭამ­და და ამ­ბობ­და, - მო­წამ­ლუ­ლი ვარო. თუ შე­ჭამ­და, მერე გულს ირევ­და. დღე­საც ამ­ბობს, ში­ზოფ­რე­ნია გე­ნი­ო­სე­ბის და­ა­ვა­დე­ბა­აო. მა­მა­მი­სის ჩვე­ნე­ბა­ში წე­რია, რომ ვა­ნოს პრობ­ლე­მე­ბი ბავ­შვო­ბი­დან ჰქონ­და; საჭ­მელს არ ჭამ­და, რად­გან ეგო­ნა, მო­წამ­ლუ­ლი იყო და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი წყალ­საც არ სვამ­და თურ­მე. სწო­რედ მა­მის­თვის უთ­ქვამს, რომ 250-ჯერ იყო ჩემს სახ­ლთან, მით­ვალ­თვა­ლებ­და, ფო­ტო­ებს მი­ღებ­და და მერე ის­ტე­რი­კუ­ლად ათ­ვა­ლი­ე­რებ­და... ერთი სი­ტყვით, ჩვენ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბას ვი­თხოვ­დით ოჯა­ხის­გან, იმის გამო, რომ მათ ვა­ნოს და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ იცოდ­ნენ და არა­ნა­ი­რი ზო­მე­ბი არ მი­ი­ღეს, რომ მას სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქო­ნო­და. პრო­ცე­სი წა­ვა­გეთ. უფრო მე­ტიც, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებს ვა­ნოს მშობ­ლე­ბი არც კი ეს­წრე­ბოდ­ნენ, მხო­ლოდ ნა­თე­სა­ვე­ბი და ად­ვო­კა­ტი მო­დი­ოდ­ნენ. ახლა სა­ა­პე­ლა­ცი­ო­ში ვა­პი­რებთ გა­სა­ჩივ­რე­ბას.

გვან­ცას დედა, შო­რე­ნა თვალ­თვა­ძე :

- არ გავ­ჩერ­დე­ბი, ყვე­ლა ინ­სტან­ცი­ა­ში ვუ­ჩივ­ლებ. ეკა ბე­სე­ლი­ას­თან მინ­დო­და შეხ­ვედ­რა, მაგ­რამ პარ­ლა­მენ­ტი­დან და­მი­რე­კეს, - ეკა ბე­სე­ლი­ას ნაც­ვლად, გე­დე­ვან ფო­ფხა­ძე მი­გი­ღებ­სო. და­მა­წე­რი­ნეს გან­ცხა­დე­ბა და დღემ­დე პა­სუ­ხი არ მი­მი­ღია. გვან­ცამ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­საც მის­წე­რა, რო­მე­ლიც მა­შინ ჯერ კი­დევ პრე­ზი­დენ­ტი იყო, სა­ა­კაშ­ვილ­მა კი პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­დას­ცა საქ­მე, პრო­კუ­რა­ტუ­რამ - სხვა ინ­სტან­ცი­ას და საქ­მე კვლავ შე­წყდა. აი, ასეა, ვცხოვ­რობთ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც გა­ნუ­კი­თხა­ო­ბაა. გა­მო­დის, არა­ვინ არა­ფერ­ზე პა­სუხს არ აგებს. თით­ქოს ჩვე­ნი ბრა­ლი ყო­ფი­ლი­ყოს ყვე­ლა­ფე­რი. ვა­ნოს დე­დას უთ­ქვამს, - ნა­ზად გად­მო­აგ­დო ჩემ­მა შვილ­მა, თო­რემ არ გა­დარ­ჩე­ბო­დაო. ასეთ არა­ა­დეკ­ვა­ტურ ხალ­ხს რაზე უნდა ელა­პა­რა­კო?! ჩემ­თა­ნაც მო­ვი­და დე­და­მი­სი და მი­თხრა, ნო­ტა­რი­უსს მო­ვიყ­ვან და ფული აიღე, ვიდ­რე გვი­ა­ნი არ არი­სო. უარი ვუ­თხა­რი: შენ­მა შვილ­მა პა­სუ­ხი უნდა აგოს ჩა­დე­ნი­ლის­თვის-მეთ­ქი. რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუხს თუ გა­ა­ყალ­ბებ­დნენ?! ექ­სპერტს უკი­თხავს ვა­ნოს­თვის, ადრე თუ გი­ფიქ­რია გვან­ცას მოკ­ვლაო? - კი, ფიქ­სა­ტო­რი­ა­ნი და­ნით ვა­პი­რებ­დი, ალ­ბათ ზურ­გი­დან ჩა­ვარ­ტყამ­დიო, - ასე­თი ყო­ფი­ლა მისი პა­სუ­ხი.

- გვან­ცა, ეს აგ­რე­სია, ნერ­ვუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა მა­ნამ­დე არ შე­გი­ნიშ­ნავს მის­თვის?

- ვანო ამ შემ­თხვე­ვამ­დე ორი თვით ადრე გა­ვი­ცა­ნი. როცა თა­ვი­სი გრძნო­ბე­ბის შე­სა­ხებ მი­თხრა, იმე­დი არ მი­მი­ცია, მაგ­რამ მა­ინც მა­წუ­ხებ­და, დამ­დევ­და. უც­ნა­უ­რი კი იყო, ზედ­მე­ტად წყნა­რი ისე ჩუ­მად ლა­პა­რა­კობ­და, დიდი ძა­ლის­ხმე­ვა გჭირ­დე­ბო­და, რამე რომ გა­გე­გო. არა­ვის­თან ურ­თი­ერ­თობ­და და მე­გობ­რე­ბიც არ ჰყავ­და. სულ კი­თხუ­ლობ­და, წიგ­ნებ­ზე სა­უბ­რობ­და. პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან მო­წი­წე­ბით მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და, მე კი მის მი­მართ და­დე­ბი­თად ვერ გან­ვე­წყვე. თით­ქოს არა­ფე­რი აკ­ლდა, ერუ­დი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, მა­ღა­ლი, სიმ­პა­თი­უ­რი, ჩემ მი­მართ ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი, მაგ­რამ... ეტყო­ბა ვგრძნობ­დი, რაც მოხ­დე­ბო­და.

- მარ­თა­ლია, რომ შემ­თხვე­ვის წი­ნა­დღეს ვა­ნოს "ფე­ის­ბუკ­ზე" და­უ­წე­რია: ხვალ ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდე­ბა ჩემ­თვი­საც და მის­თვი­სა­ცო?

- ეს ერთ-ერ­თმა ლექ­ტორ­მა ნახა. ორი მუ­სი­კა ჰქონ­და გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი, ერთი სა­თა­უ­რით, - "რო­გორ მოვ­ხვდეთ ჯო­ჯო­ხეთ­ში" - და მე­ო­რე, "სიკ­ვდი­ლის სიმ­ღე­რა". სწო­რედ იმ დღეს და­უ­წე­რია ის ფრა­ზაც.

- ვანო ქრის­ტი­ა­ნია?

- მო­ნათ­ლუ­ლი კი არის, მაგ­რამ ღმერ­თის არ სწამ­და. აუ­გად მო­იხ­სე­ნი­ებ­და მღვდლებ­საც, ეკ­ლე­სი­ა­საც და პატ­რი­არ­ქსაც.

- ქალ­ბა­ტო­ნო შო­რე­ნა, ვა­ნოს მშობ­ლებ­მა გვან­ცას სამ­კურ­ნა­ლოდ თან­ხა არ გა­ი­ღეს?

- 3 ათა­სი ლარი მოგ­ვცეს თა­ვი­დან. მას მერე ბევ­რი ვალი ავი­ღე, სახ­ლი გავ­ყი­დე სე­ნაკ­ში... ჩემი ქმა­რიც ავად არის, რად­გან გვან­ცას ამ­ბა­ვი ძა­ლი­ან ინერ­ვი­უ­ლა და მას მერე ერთი დღეც აღარ უმუ­შა­ვია. ვართ ამ ერთ ოთახ­ში და სე­ნა­კის ბი­ნის ფუ­ლიც დაგ­ვე­ხარ­ჯა ექი­მებ­სა და საკ­ვებ­ში. ბი­ნას ვინ და­ე­ძებ­და, როცა ჩვე­ნი ერ­თა­დერ­თი შვი­ლი სამ­კურ­ნა­ლო გახ­და...

- ახლა რას აპი­რებთ?

გვან­ცა:

- რო­გორც გი­თხა­რით, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­ვა­სა­ჩივ­რებთ. ცალ­კე სა­ჩი­ვა­რი გვინ­და შე­ვი­ტა­ნოთ იმის­თვის, რომ ქმე­დუ­უ­ნა­როდ ცნონ ვანო ღონ­ღა­ძე. ამ სტა­ტუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი ვერც ის­წავ­ლის, ვერც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ე­რე­ვა, ვერც და­საქმდე­ბა, ვერც ცოლს მო­იყ­ვანს. მას­ზე მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას და­ა­კის­რე­ბენ მშო­ბელს. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ რა­ი­მეს და­ა­შა­ვებს, მეთ­ვალ­ყუ­რე აგებს პა­სუხს. მე უნდა მქონ­დეს გა­რან­ტია, რომ ამ შე­უ­რა­ცხად ადა­მი­ანს ვინ­მე აკონ­ტრო­ლებს. არც ისაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, ხვალ სხვა ჩა­აგ­დოს მსგავს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში.

გვან­ცას მამა, თა­მაზ ადა­მია:

- ავა­რია ან სხვა შემ­თხვე­ვი­თო­ბა რომ მომ­ხდა­რი­ყო, ხმას არ ამო­ვი­ღებ­დი, მაგ­რამ ეს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა მა­გი­ჟებს. მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მუშა რომ ხა­რა­ჩო­დან გად­მო­ვარ­დეს, ამა­ზეც კი ვი­ღაც აგებს პა­სუხს. ჰოდა, ჩვენც გაგ­ვა­გე­ბი­ნონ, ვინ არის დამ­ნა­შა­ვე გვან­ცას გად­მოგ­დე­ბა­ში? ისიც არ სურთ, გვან­ცას მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯი და­ფა­რონ. არა­და, მარ­თლა აღარ ვი­ცით, მკურ­ნა­ლო­ბა რო­გორ უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ, როცა სა­ა­მი­სოდ სა­შუ­ა­ლე­ბა აღარ გვაქვს.

ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

მეოთხე სართულიდან გადმოგდებული გოგონას ოჯახმა სასამართლო პროცესი წააგო

მეოთხე სართულიდან გადმოგდებული გოგონას ოჯახმა სასამართლო პროცესი წააგო

იმ საზარელი შემთხვევიდან, როცა გვანცა ადამია უნივერსიტეტის მეორე კორპუსის კიბიდან გადმოაგდეს, ათი თვე გავიდა. უპასუხო სიყვარულისთვის ვანო ღონღაძემ გვანცა სასიკვდილოდ გაიმეტა. უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ოთხთვიანი წოლითი რეჟიმი, ექიმები, წამლები, რეაბილიტოლოგები, ფსიქოლოგები - ერთი სიტყვით, გოგონამ მძიმე ათი თვე გამოიარა.

ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ მოძალადე ვანო ღონღაძე ფსიქიკურად დაავადებულია და მასზე სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. ის წინასწარი დაკავების საკნიდან პირდაპირ ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როდის დაასრულებს ვანო მკურნალობის კურსს, არავინ იცის.

გვანცა ადამია:

-  იმ დღის დავიწყებას ვერ ვახერხებ. მენჯის ძვლის მრავლობითი მოტეხილობის გამო ოთხი თვე წოლითი რეჟიმი მქონდა, სპეციალური კორსეტი მეცვა და გვერდზე გადაბრუნებაც არ შემეძლო. მერე ნელ-ნელა ექიმებმა წამოჯდომის უფლება მომცეს, შემდეგ - საწოლიდან ფეხების ჩამოწევის, მერე წამოდგომის, გავლის... ერთი თვე რეაბილიტოლოგი მოდიოდა და მავარჯიშებდა. ახლა უკვე უნივერსიტეტშიც დავდივარ. წინა წელს გამოცდები სახლში ჩავაბარე, ჩემთან მოდიოდა დამკვირვებელი.

-  ალბათ მძიმე იყო შენთვის იმ კედლებში შესვლა, სადაც ეს ამბავი მოხდა...

-  რა თქმა უნდა! დღესაც მიჭირს მეორე კორპუსში შესვლა. იქაურობა ჯოჯოხეთად მეჩვენება, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ოქტომბრიდან უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დავიწყე მუშაობა. დეკანმა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსმა შემომთავაზეს, - თუ იმუშავებ, გულს გადააყოლებ და შემოსავალიც გექნებაო. დავთანხმდი.

-  მკურნალობა კიდევ გჭირდება?

-  მედიკამენტებს აღარ ვიღებ, მაგრამ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ვარ. კონსულტაციებზე ქირურგთან დავდივარ. ყველაზე რთული მაინც, ფსიქოლოგიური მდგომარეობაა: მას მერე ღამე მშვიდად არ მძინებია. სახლიდან გასვლის შიშიც მაქვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა შებინდდება. მშობლები მხვდებიან მეტროსთან, რომ სახლამდე მიმაცილონ. სულ მგონია, ვიღაც მითვალთვალებს. ქუჩაში რომ დავდივარ, ხალხს ვაკვირდები და თუ ვინმე არ მომეწონება, თავს ვარიდებ. ყველაზე მეტად იმის მეშინია, ვანო არ იყოს გამოსული ფსიქიატრიულიდან. ამდენი ხანი ვინ აჩერებს საავადმყოფოში პაციენტს? აბსოლუტურად დაუცველი ვარ.

-  როგორც ვიცი, ვანოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა.

-  ასეა. ის სასამართლომ შეურაცხადად ცნო. ავადმყოფს რა პასუხი მოვთხოვოთო და იძულების წესით, სამკურნალოდ ხონში გაუშვეს. მისი დიაგნოზი იყო არადიფერენცირებული შიზოფრენია. ახლაც რომ დამესხას თავს, ამაზე პასუხს ვინ აგებს?

-  ვიცი, რომ სამედიცინო დასკვნაში, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზამ შეადგინა, ეჭვი გეპარებოდათ...

-  ამაში არა მხოლოდ ჩვენ, არამედ პროკურატურასაც და გამომძიებელსაც ეპარებოდათ ეჭვი. უცნაური იცით, რა იყო? ექსპერტიზამ ხომ მშობლების ჩვენებებიდან, მონათხრობიდან გამოიტანა დასკვნა და სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი ექსპერტი, თამარ ნიკოლაიშვილი ამბობდა, - მშობ­ლებს შეიძლება, ვერ შეემჩნიათ ვანოს ფსიქიკური აშლილობაო. როგორ ვერ უნდა შეემჩნიათ, როცა თავად ჰყვებოდნენ ჩვენების მიცემისას, თუ რა მდგომარეობაში იყო მათი შვილი. პირდაპირ თუ ირიბად ყველა ამბობს, რომ ეს დასკვნა სანდო არ არის. მიუხედავად ამისა, სამედიცინო დასკვნის გასაჩივრებაზე პროკურატურამ უარი გვითხრა, - სამხარაულის ექსპერტიზის პასუხი გასაჩივრებას არ ექვემდებარებაო.

-  ვიცი, რომ სასამართლოში სარჩელი შეიტანეთ, მორალური და მატერიალური ზიანისთვის კომპენსაციას ითხოვდით. როგორ დამთავრდა ეს პროცესი?

-  ადვოკატმა გვითხრა, რომ გვქონდა მოთხოვნის საფუძველი. ექსპერტიზის დასკვნიდან, მშობლების ჩვენებებიდან ირკვევა, რომ ვანოს 11 წლის ასაკში აღმოაჩნდა ფსიქოლოგიური პრობლემები. ძაღლს შეუშინებია. დაჰყავდათ ნევროპათოლოგთან, რომელიც ფსიქიატრთან ვიზიტს სთხოვდა, შიზოფრენია რომ გამოერიცხათ. მისმა ოჯახმა კი შვილს მკურნალობა შეუწყვიტა. დედამისი თავს იტყუებდა, რომ მის შვილს არაფერი სჭირდა. ორი წლის წინ, ვიდრე ეს ამბავი მოხდებოდა, ვანოს აგრესიას ახლობლებიც ატყობდნენ. თურმე, არაფერს ჭამდა და ამბობდა, - მოწამლული ვარო. თუ შეჭამდა, მერე გულს ირევდა. დღესაც ამბობს, შიზოფრენია გენიოსების დაავადებააო. მამამისის ჩვენებაში წერია, რომ ვანოს პრობლემები ბავშვობიდან ჰქონდა; საჭმელს არ ჭამდა, რადგან ეგონა, მოწამლული იყო და გარკვეული პერიოდი წყალსაც არ სვამდა თურმე. სწორედ მამისთვის უთქვამს, რომ 250-ჯერ იყო ჩემს სახლთან, მითვალთვალებდა, ფოტოებს მიღებდა და მერე ისტერიკულად ათვალიერებდა... ერთი სიტყვით, ჩვენ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას ვითხოვდით ოჯახისგან, იმის გამო, რომ მათ ვანოს დაავადების შესახებ იცოდნენ და არანაირი ზომები არ მიიღეს, რომ მას საზოგადოებასთან ურთიერთობა არ ჰქონოდა. პროცესი წავაგეთ. უფრო მეტიც, სასამართლო პროცესებს ვანოს მშობლები არც კი ესწრებოდნენ, მხოლოდ ნათესავები და ადვოკატი მოდიოდნენ. ახლა სააპელაციოში ვაპირებთ გასაჩივრებას.

გვანცას დედა, შორენა თვალთვაძე :

-  არ გავჩერდები, ყველა ინსტანციაში ვუჩივლებ. ეკა ბესელიასთან მინდოდა შეხვედრა, მაგრამ პარლამენტიდან დამირეკეს, - ეკა ბესელიას ნაცვლად, გედევან ფოფხაძე მიგიღებსო. დამაწერინეს განცხადება და დღემდე პასუხი არ მიმიღია. გვანცამ მიხეილ სააკაშვილსაც მისწერა, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო, სააკაშვილმა კი პროკურატურას გადასცა საქმე, პროკურატურამ - სხვა ინსტანციას და საქმე კვლავ შეწყდა. აი, ასეა, ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც განუკითხაობაა. გამოდის, არავინ არაფერზე პასუხს არ აგებს. თითქოს ჩვენი ბრალი ყოფილიყოს ყველაფერი. ვანოს დედას უთქვამს, - ნაზად გადმოაგდო ჩემმა შვილმა, თორემ არ გადარჩებოდაო. ასეთ არაადეკვატურ ხალხს რაზე უნდა ელაპარაკო?! ჩემთანაც მოვიდა დედამისი და მითხრა, ნოტარიუსს მოვიყვან და ფული აიღე, ვიდრე გვიანი არ არისო. უარი ვუთხარი: შენმა შვილმა პასუხი უნდა აგოს ჩადენილისთვის-მეთქი. რას წარმოვიდგენდი, ექსპერტიზის პასუხს თუ გააყალბებდნენ?! ექსპერტს უკითხავს ვანოსთვის, ადრე თუ გიფიქრია გვანცას მოკვლაო? - კი, ფიქსატორიანი დანით ვაპირებდი, ალბათ ზურგიდან ჩავარტყამდიო, - ასეთი ყოფილა მისი პასუხი.

-  გვანცა, ეს აგრესია, ნერვული აშლილობა მანამდე არ შეგინიშნავს მისთვის?

-  ვანო ამ შემთხვევამდე ორი თვით ადრე გავიცანი. როცა თავისი გრძნობების შესახებ მითხრა, იმედი არ მიმიცია, მაგრამ მაინც მაწუხებდა, დამდევდა. უცნაური კი იყო, ზედმეტად წყნარი ისე ჩუმად ლაპარაკობდა, დიდი ძალისხმევა გჭირდებოდა, რამე რომ გაგეგო. არავისთან ურთიერთობდა და მეგობრებიც არ ჰყავდა. სულ კითხულობდა, წიგნებზე საუბრობდა. პირველივე დღიდან მოწიწებით მელაპარაკებოდა, მე კი მის მიმართ დადებითად ვერ განვეწყვე. თითქოს არაფერი აკლდა, ერუდირებული ადამიანი იყო, მაღალი, სიმპათიური, ჩემ მიმართ ყურადღებიანი, მაგრამ... ეტყობა ვგრძნობდი, რაც მოხდებოდა.

-  მართალია, რომ შემთხვევის წინადღეს ვანოს "ფეისბუკზე" დაუწერია: ხვალ ყველაფერი დამთავრდება ჩემთვისაც და მისთვისაცო?

-  ეს ერთ-ერთმა ლექტორმა ნახა. ორი მუსიკა ჰქონდა გაზიარებული, ერთი სათაურით, - "როგორ მოვხვდეთ ჯოჯოხეთში" - და მეორე, "სიკვდილის სიმღერა". სწორედ იმ დღეს დაუწერია ის ფრაზაც.

-  ვანო ქრისტიანია?

-  მონათლული კი არის, მაგრამ ღმერთის არ სწამდა. აუგად მოიხსენიებდა მღვდლებსაც, ეკლესიასაც და პატრიარქსაც.

-  ქალბატონო შორენა, ვანოს მშობლებმა გვანცას სამკურნალოდ თანხა არ გაიღეს?

-  3 ათასი ლარი მოგვცეს თავიდან. მას მერე ბევრი ვალი ავიღე, სახლი გავყიდე სენაკში... ჩემი ქმარიც ავად არის, რადგან გვანცას ამბავი ძალიან ინერვიულა და მას მერე ერთი დღეც აღარ უმუშავია. ვართ ამ ერთ ოთახში და სენაკის ბინის ფულიც დაგვეხარჯა ექიმებსა და საკვებში. ბინას ვინ დაეძებდა, როცა ჩვენი ერთადერთი შვილი სამკურნალო გახდა...

-  ახლა რას აპირებთ?

გვანცა:

-  როგორც გითხარით, სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ. ცალკე საჩივარი გვინდა შევიტანოთ იმისთვის, რომ ქმედუუნაროდ ცნონ ვანო ღონღაძე. ამ სტატუსის მატარებელი ვერც ისწავლის, ვერც საზოგადოებაში გაერევა, ვერც დასაქმდება, ვერც ცოლს მოიყვანს. მასზე მეთვალყურეობას დააკისრებენ მშობელს. იმ შემთხვევაში, თუ რაიმეს დააშავებს, მეთვალყურე აგებს პასუხს. მე უნდა მქონდეს გარანტია, რომ ამ შეურაცხად ადამიანს ვინმე აკონტროლებს. არც ისაა გამორიცხული, ხვალ სხვა ჩააგდოს მსგავს მდგომარეობაში.

გვანცას მამა, თამაზ ადამია:

-  ავარია ან სხვა შემთხვევითობა რომ მომხდარიყო, ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ ეს განზრახ მკვლელობის მცდელობა მაგიჟებს. მშენებლობაზე მუშა რომ ხარაჩოდან გადმოვარდეს, ამაზეც კი ვიღაც აგებს პასუხს. ჰოდა, ჩვენც გაგვაგებინონ, ვინ არის დამნაშავე გვანცას გადმოგდებაში? ისიც არ სურთ, გვანცას მკურნალობის ხარჯი დაფარონ. არადა, მართლა აღარ ვიცით, მკურნალობა როგორ უნდა გავაგრძელოთ, როცა საამისოდ საშუალება აღარ გვაქვს.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია