პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მის საქართველო 2013" ანა ზუბაშვილი მშობლიური ცხინვალის ნახვაზე ოცნებობს
"მის საქართველო 2013" ანა ზუბაშვილი მშობლიური ცხინვალის ნახვაზე ოცნებობს

"მის სა­ქარ­თვე­ლოს 2013"-ის გა­რეგ­ნო­ბა­ში ყვე­ლა, პირ­ველ რიგ­ში, მის თმის ფერს აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას. ბევ­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ წელს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო გა­რეგ­ნო­ბის "მის სა­ქარ­თვე­ლო" გვყავს. ბავ­შვო­ბა­ში კი ანას "რი­ჟას" რომ ეძახ­დნენ, ძა­ლი­ან არ მოს­წონ­და. უნ­დო­და, მე­გობ­რე­ბის მსგავ­სად მა­საც შავი თმა ჰქო­ნო­და. გა­ი­ზარ­და და მიხ­ვდა, რომ მისი გა­რეგ­ნო­ბის ერთ-ერთი პლუ­სი სწო­რედ თმის ფე­რია. ანას თა­ვის ცხოვ­რე­ბა­ზე ვე­სა­უბ­რეთ. "მის სა­ქარ­თვე­ლო" წარ­მო­შო­ბით ცხინ­ვა­ლი­და­ნაა, თუმ­ცა მშობ­ლი­უ­რი მხა­რე არას­დროს უნა­ხავს.

"ბავ­შვო­ბა­ში "რი­ჟას" რომ მე­ძახ­დნენ, მწყინ­და"

- ჩემი მშობ­ლე­ბი წარ­მო­შო­ბით ცხინ­ვა­ლი­დან გახ­ლა­ვან. 1991 წლის ომის შემ­დეგ მათ სა­კუ­თა­რი ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბა მო­უხ­დათ. ჯერ გორ­ში, შემ­დეგ კი თბი­ლის­ში და­იმ­კვიდ­რეს თავი. მშო­ბე­ლი ყვე­ლას­თვის ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლია. მეც ვფიქ­რობ, რომ სა­უ­კე­თე­სო მშობ­ლე­ბი მყავს. მი­უ­ხე­და­ვად რთუ­ლი პე­რი­ო­დი­სა, მათ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს იმის­თვის, რომ კარგ გა­რე­მო­ში აღვზრდი­ლი­ყა­ვით.

- გყავს ოსი ნა­თე­სა­ვე­ბი?

- მა­მი­და­ჩე­მის ქმა­რი ოსია. მა­მი­დაშ­ვი­ლე­ბი ოსე­ბი არი­ან.

- მათ­თან გაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა?

- რა თქმა უნდა, მათ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. წლე­ბია, მოს­კოვ­ში ცხოვ­რო­ბენ. ზა­ფხუ­ლო­ბით ჩვენ­თან სტუმ­რად ჩა­მო­დი­ან ხოლ­მე.

- რამ­დე­ნი დედ­მა­მიშ­ვი­ლი გყავს?

- უფ­რო­სი და მყავს, ლიკა, ძმა უმ­ცრო­სია, მე­ა­თე კლას­ში სწავ­ლობს.

- ცხინ­ვალ­ში ხარ და­ბა­დე­ბუ­ლი?

- მე თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე. ჩემი და ათი თვის იყო, რო­დე­საც მშობ­ლებს ცხინ­ვა­ლის და­ტო­ვე­ბა მო­უხ­დათ. მე და ჩემი ძმა თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დეთ. სამ­წუ­ხა­როდ, მხო­ლოდ გად­მო­ცე­მით ვიცი, ცხინ­ვა­ლი რო­გო­რი იყო. დიდი იმე­დი მაქვს, ოდეს­მე ჩემს მშობ­ლი­ურ ქა­ლაქს ვნა­ხავ. ჩემი მშობ­ლე­ბის ოც­ნე­ბაც ესაა, უნ­დათ, რო­დის­მე დაბ­რუნ­დნენ თა­ვი­ანთ მშობ­ლი­ურ მხა­რე­ში.

- ბავ­შვო­ბა­ში წი­თე­ლი თმი­სა და ჭორფლის გამო, ალ­ბათ, პე­პის გე­ძახ­დნენ.

- გა­რეგ­ნო­ბით ყო­ველ­თვის გა­მო­ვირ­ჩე­ო­დი სხვე­ბის­გან. მე­გობ­რე­ბი და უფ­რო­სე­ბი პე­პის და "რი­ჟას" მე­ძახ­დნენ. "რი­ჟას" რომ მე­ძახ­დნენ, ცო­ტა­თი მწყინ­და. თან მხო­ლოდ მე და ჩემი და ვი­ყა­ვით ასე­თი ფე­რის თმით და გული მწყდე­ბო­და. ბავ­შვო­ბა­ში ჩემს დას­თან ერ­თად ფოტო გორ­ში მაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი. რომ გა­ვი­ზარ­დე, მივ­ხვდი, რომ ჩემი თმა ჩემი პირ­ვე­ლი პლუ­სია. თმა და­მეხ­მა­რა ასე­თი წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში.

- ვის ჰგავ­ხართ დები თმის ფე­რით?

- გად­მო­ცე­მით ვიცი, რომ პა­პა­ჩე­მის ძმას ჰქონ­და წი­თე­ლი ფე­რის თმა. ჩემი ძმაც შავგვრე­მა­ნია.

- ბავ­შვო­ბა­ში რა ფე­რის თმა­ზე ოც­ნე­ბობ­დი?

- ჩემს მე­გობ­რებს შავი თმა ჰქონ­დათ და ძა­ლი­ან მინ­დო­და, მეც მათი მსგავ­სი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.

- ახ­ლაც იგი­ვე სურ­ვი­ლი გაქვს?

- არას­დროს შე­ვი­ღე­ბავ და არას­დროს შე­ვე­ლე­ვი წი­თელ თმას. ჩემი თმის ფერი მარ­თლა ღვთის წყა­ლო­ბაა.

- ბავ­შვო­ბი­დან მო­დე­ლო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­დი?

- ყვე­ლა­ფე­რი სპონ­ტა­ნუ­რად მოხ­და. მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა "ელიტ მო­დელ ლუქ­ში", მოვ­ხვდი თხუთ­მეტ ულა­მა­ზეს გო­გო­ნას შო­რის. მას შემ­დეგ ამ სფე­რო­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თე და ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­და.

- სკო­ლა­ში ბე­ჯი­თი მოს­წავ­ლე იყა­ვი?

- სა­უ­კე­თე­სო მოს­წავ­ლე არას­დროს ვყო­ფილ­ვარ, თუმ­ცა არც ვზარ­მა­ცობ­დი. სწავ­ლა ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. ახ­ლაც ვცდი­ლობ, რომ სწავ­ლა­ში მო­დე­ლო­ბამ ხელი არ შე­მი­შა­ლოს და მგო­ნი, ვა­ხერ­ხებ.

იხი­ლეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

"მის საქართველო 2013" ანა ზუბაშვილი მშობლიური ცხინვალის ნახვაზე ოცნებობს

"მის საქართველო 2013" ანა ზუბაშვილი მშობლიური ცხინვალის ნახვაზე ოცნებობს

"მის საქართველოს 2013"-ის გარეგნობაში ყველა, პირველ რიგში, მის თმის ფერს აქცევს ყურადღებას. ბევრი აღნიშნავს, რომ წელს განსხვავებული და საინტერესო გარეგნობის "მის საქართველო" გვყავს. ბავშვობაში კი ანას "რიჟას" რომ ეძახდნენ, ძალიან არ მოსწონდა. უნდოდა, მეგობრების მსგავსად მასაც შავი თმა ჰქონოდა. გაიზარდა და მიხვდა, რომ მისი გარეგნობის ერთ-ერთი პლუსი სწორედ თმის ფერია. ანას თავის ცხოვრებაზე ვესაუბრეთ. "მის საქართველო" წარმოშობით ცხინვალიდანაა, თუმცა მშობლიური მხარე არასდროს უნახავს.

"ბავშვობაში "რიჟას" რომ მეძახდნენ, მწყინდა"

- ჩემი მშობლები წარმოშობით ცხინვალიდან გახლავან. 1991 წლის ომის შემდეგ მათ საკუთარი ტერიტორიის დატოვება მოუხდათ. ჯერ გორში, შემდეგ კი თბილისში დაიმკვიდრეს თავი. მშობელი ყველასთვის ძალიან საყვარელია. მეც ვფიქრობ, რომ საუკეთესო მშობლები მყავს. მიუხედავად რთული პერიოდისა, მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ კარგ გარემოში აღვზრდილიყავით.

- გყავს ოსი ნათესავები?

- მამიდაჩემის ქმარი ოსია. მამიდაშვილები ოსები არიან.

- მათთან გაქვს ურთიერთობა?

- რა თქმა უნდა, მათთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. წლებია, მოსკოვში ცხოვრობენ. ზაფხულობით ჩვენთან სტუმრად ჩამოდიან ხოლმე.

- რამდენი დედმამიშვილი გყავს?

- უფროსი და მყავს, ლიკა, ძმა უმცროსია, მეათე კლასში სწავლობს.

- ცხინვალში ხარ დაბადებული?

- მე თბილისში დავიბადე. ჩემი და ათი თვის იყო, როდესაც მშობლებს ცხინვალის დატოვება მოუხდათ. მე და ჩემი ძმა თბილისში დავიბადეთ. სამწუხაროდ, მხოლოდ გადმოცემით ვიცი, ცხინვალი როგორი იყო. დიდი იმედი მაქვს, ოდესმე ჩემს მშობლიურ ქალაქს ვნახავ. ჩემი მშობლების ოცნებაც ესაა, უნდათ, როდისმე დაბრუნდნენ თავიანთ მშობლიურ მხარეში.

- ბავშვობაში წითელი თმისა და ჭორფლის გამო, ალბათ, პეპის გეძახდნენ.

- გარეგნობით ყოველთვის გამოვირჩეოდი სხვებისგან. მეგობრები და უფროსები პეპის და "რიჟას" მეძახდნენ. "რიჟას" რომ მეძახდნენ, ცოტათი მწყინდა. თან მხოლოდ მე და ჩემი და ვიყავით ასეთი ფერის თმით და გული მწყდებოდა. ბავშვობაში ჩემს დასთან ერთად ფოტო გორში მაქვს გადაღებული. რომ გავიზარდე, მივხვდი, რომ ჩემი თმა ჩემი პირველი პლუსია. თმა დამეხმარა ასეთი წარმატების მიღწევაში.

- ვის ჰგავხართ დები თმის ფერით?

- გადმოცემით ვიცი, რომ პაპაჩემის ძმას ჰქონდა წითელი ფერის თმა. ჩემი ძმაც შავგვრემანია.

- ბავშვობაში რა ფერის თმაზე ოცნებობდი?

- ჩემს მეგობრებს შავი თმა ჰქონდათ და ძალიან მინდოდა, მეც მათი მსგავსი ვყოფილიყავი.

- ახლაც იგივე სურვილი გაქვს?

- არასდროს შევიღებავ და არასდროს შეველევი წითელ თმას. ჩემი თმის ფერი მართლა ღვთის წყალობაა.

- ბავშვობიდან მოდელობაზე ოცნებობდი?

- ყველაფერი სპონტანურად მოხდა. მივიღე მონაწილეობა "ელიტ მოდელ ლუქში", მოვხვდი თხუთმეტ ულამაზეს გოგონას შორის. მას შემდეგ ამ სფეროში აქტიურად ჩავერთე და ძალიან შემიყვარდა.

- სკოლაში ბეჯითი მოსწავლე იყავი?

- საუკეთესო მოსწავლე არასდროს ვყოფილვარ, თუმცა არც ვზარმაცობდი. სწავლა ძალიან მიყვარდა. ახლაც ვცდილობ, რომ სწავლაში მოდელობამ ხელი არ შემიშალოს და მგონი, ვახერხებ.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება