რუსეთში მოღვაწე ქართველი მუსიკოსის, კონტანტინე მელაძის ყოფილი ცოლი იანა მელაძე პრესას პირველ გულახდილ ინტერვიუს აძლევს. იანა პირველად ალაპარაკდა კონსტანტინესა და ვერა ბრეჟნევას რომანზე, რასაც მათი ოჯახის დანგრევა მოჰყვა. თუმცა ისიც გაიხსენა, როგორ უყვარდათ ერთ დროს ერთმანეთი და რა ჰარმონიულ ოჯახში ზრდიდნენ სამ შვილს.
- პირველად რომ შევიტყვე მეორე ქალის არსებობის შესახებ, ვერ დავიჯერე. მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ეს ყველაფერი დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა. მალე არჩევანის წინაშე დავდექი, ან ოჯახის შენარჩუნება და ყველაფერზე თვალის დახუჭვა (დღემდე არ მესმის როგორ ახერხებენ ასე ცხოვრებას ქალები) ან საკუთარი თავის გადარჩენა. სხვათა შორის, არავის ურჩევია, ნუ ყოყმანობ, უნდა გაეყაროო. ყველაზე კარგად ვალერის ყოფილ ცოლს, ირინას ესმოდა ჩემი.
- კონსტანტინეს ღალატის შესახებ სხვებისგან შეიტყვეთ?
- თავად მივხვდი. 2005 წელს, როცა მესამე შვილს ველოდებოდი, ჩვენს ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა. მაშინ ვაპატიე ღალატი, თუმცა მხოლოდ 2 წლის შემდეგ დავრწმუნდი, რომ მეუღლე ორმაგ ცხოვრებას ეწეოდა.
გამოგიტყდებით, იმ ქალთა შორის ვარ, რომლებიც ეჭვის გაჩენის შემთხვევაში ქმრის საფულეს ან ტელეფონს ჩხრეკენ... დავრეკე იმ ნომერზე და ვუთხარი: "არც ბრალდებებს გიყენებთ, არც პრეტენზიებს. თქვენთან დარეკვა ჩემთვის დიდი დამცირებაა, მაგრამ ამაზე ერთი რამის გამო მივდივარ - მინდა გავიგო რა ხდება ჩემს ოჯახში-მეთქი". სამწუხაროდ, არაგულწრფელი პასუხი მივიღე. "მხოლოდ სამსახურებრივი ურთიერთობა გვაქვს, ვმეგობრობთ, მამა-შვილით ვართო... ". 2013 წელს კი ეს ქალი იატაკქვეშეთიდან გამოვიდა... ერთადერთი კითხვა მქონდა - "რატომ გაგრძელდა ეს თამაში ასე დიდხანს, ხომ დაგირეკეთ, გამოდის, რომ თითქმის 10 წელი მომპარეთ". მან კი გულუბრყვილო სახით მომახსენა, მეგონა, ასე უკეთესი იქნებოდა ყველასთვისო.
- კონსტანტინეს რა რეაქცია ჰქონდა, როცა განქორწინება მოსთხოვეთ?
- არ დაიჯერა. ეგონა, მისნაირი კაცებს ქალები თავისი ნებით არ ტოვებდნენ. არც განქორწინება უნდოდა. ცალ-ცალკე ცხოვრება მოვითხოვე, ის თუ არა, მე წავიდოდი შვილებთან ერთად. ახლობლები ჩემს გადარწმუნებას ცდილობდნენ, ეგონათ, შევრიგდებოდით, მაგრამ მე მამას დავუჯერე, რომელიც მეუბნებოდა: სიყვარულს მხოლოდ ბედნიერება მოაქვსო. როცა უბედურება იწყება, იქ სიყვარული აღარ არის.
- არ გენანებათ, მდიდარი და ცნობილი კაცი სხვას რომ დაუთმეთ?
- ეს ქალი ან დაღუპავს, ან გააბედნიერებს. არცერთ შემთხვევაში არ შევუშლი ხელს.
- რისთვის გადაუხდიდით მადლობას ყოფილ მეუღლეს?
- მადლობელი, ვარ ზედმეტი დავიდარაბის გარეშე, სწრაფად და წყნარად რომ წავიდა. ამით ემოციური ჯოჯოხეთისგან გამათავისუფლა. კოსტია რომ არ წასულყო, ვერ შევხვდებოდი ადამიანს, რომელიც ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ.
მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.