სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მივუთითოთ მაინც იმაზე, რასაც დასავლეთის უნივერსიტეტებში "აუცილებელი საკითხავი" ჰქვია" - თემურ ალასანიას აზრით, ბიძინა ივანიშვილმა მეტი უნდა იკითხოს
"მივუთითოთ მაინც იმაზე, რასაც დასავლეთის უნივერსიტეტებში "აუცილებელი საკითხავი" ჰქვია" - თემურ ალასანიას აზრით, ბიძინა ივანიშვილმა მეტი უნდა იკითხოს

გა­ე­რო-ს გა­ნი­ა­რა­ღე­ბის კო­მი­სი­ის ყო­ფი­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, პო­ლი­ტო­ლო­გი და სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ბიძა თე­მურ ალა­სა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს "აუ­ცი­ლებ­ლად სა­კი­თხავ­ზე" მი­უ­თი­თებს.

რო­გორც ალა­სა­ნი­ამ "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა უკი­დუ­რე­სად სუს­ტია.

"არ ვი­სურ­ვებ­დი, ახლა გა­ვაკ­რი­ტი­კო სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შიდა პო­ლი­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მოდი, ვი­სა­უბ­როთ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ში დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებ­ზე. ჩვე­ნი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა დღეს უკი­დუ­რე­სად სუს­ტია. სა­ერ­თოდ, ნე­ბის­მი­ე­რი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა ყო­ველ­თვის სუს­ტია, რო­დე­საც გარე ფაქ­ტო­რე­ბის გავ­ლე­ნის ქვეშ ფორ­მირ­დე­ბა, ხოლო უფრო ეფექ­ტუ­რია, რო­დე­საც თა­ვად ახ­დენს გავ­ლე­ნას გარე ფაქ­ტო­რე­ბის ფორ­მი­რე­ბა­ზე – ეს აქ­სი­ო­მაა. დღეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კი­კა არა თუ გავ­ლე­ნას ახ­დენს, არა­მედ არც კი რე­ა­გი­რებს დრო­უ­ლად შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე. რო­გორ მოხ­და ასე, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხმა, რო­გორც რუ­სე­თის ყვე­ლა­ზე უფრო ძლი­ე­რი კრი­ტი­კო­სი­სა, სა­ერ­თოდ დახ­შუ­ლია მა­შინ, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნის მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე წინა რი­გებ­ში უნდა მდგა­რი­ყო. რით აიხ­სნე­ბა ეს – უცო­დინ­რო­ბით, გა­მო­უც­დე­ლო­ბით თუ გა­აზ­რე­ბუ­ლი თა­მა­შით, რომ მოდი, ჩვენ თქვენ არ გა­გაკ­რი­ტი­კებთ და თქვენ...? აქ უკვე მრა­ვალ­წერ­ტი­ლია, და რა, სა­ინ­ტე­რე­სოა, თქვენ აფხა­ზეთს და სამ­ხრეთ ოსეთს დაგ­ვიბ­რუ­ნებთ? ეს ხომ გუ­ლუბ­რყვი­ლო­ბაა", - გა­ნა­ცხა­და თე­მურ ალა­სა­ნი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, კონ­ტექ­სტი­დან ამო­ვარ­დნილ დი­სო­ნან­სად ჟღერს ამ ფონ­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა – არ მჯე­რა, რომ რუ­სეთს სხვი­სი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მი­ტა­ცე­ბა სურ­დე­სო.

"რო­დის აქეთ, უკაც­რა­ვად?! ამ ადა­მი­ანს ან არას­დროს შე­უს­წავ­ლია რუ­სე­თის ეროვ­ნუ­ლი დოქ­ტრი­ნა და მისი ის­ტო­რია. ყვე­ლა­ზე არა­ო­ბი­ექ­ტუ­რი ის­ტო­რი­კო­სე­ბი მა­ინც წა­ი­კი­თხოს. რად­გან მას არ უს­წავ­ლია, რად­გან მას არ ეს­მის, ჩვე­ნი საზ­რუ­ნა­ვია, მათ ან ვას­წავ­ლოთ ან ავუხ­სნათ, ან რად­გან და­კა­ვე­ბუ­ლი ხალ­ხი ვართ და ცოტა დრო გვაქვს, მი­ვუ­თი­თოთ მა­ინც იმა­ზე, რა­საც და­სავ­ლე­თის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში "აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­კი­თხა­ვი" ჰქვია", - გა­ნა­ცხა­და თე­მურ ალა­სა­ნი­ამ.

რუბრიკის სხვა სიახლეები

"მივუთითოთ მაინც იმაზე, რასაც დასავლეთის უნივერსიტეტებში "აუცილებელი საკითხავი" ჰქვია" - თემურ ალასანიას აზრით, ბიძინა ივანიშვილმა მეტი უნდა იკითხოს

"მივუთითოთ მაინც იმაზე, რასაც დასავლეთის უნივერსიტეტებში "აუცილებელი საკითხავი" ჰქვია" - თემურ ალასანიას აზრით, ბიძინა ივანიშვილმა მეტი უნდა იკითხოს

გაერო-ს განიარაღების კომისიის ყოფილი წარმომადგენელი, პოლიტოლოგი და საქართველოს ექსპრეზიდენტის ბიძა თემურ ალასანია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს "აუცილებლად საკითხავზე" მიუთითებს.

როგორც ალასანიამ "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა უკიდურესად სუსტია.

"არ ვისურვებდი, ახლა გავაკრიტიკო საქართველოს ხელისუფლება შიდა პოლიტიკის მიმართულებით. მოდი, ვისაუბროთ საგარეო პოლიტიკაში დაშვებულ შეცდომებზე. ჩვენი საგარეო პოლიტიკა დღეს უკიდურესად სუსტია. საერთოდ, ნებისმიერი საგარეო პოლიტიკა ყოველთვის სუსტია, როდესაც გარე ფაქტორების გავლენის ქვეშ ფორმირდება, ხოლო უფრო ეფექტურია, როდესაც თავად ახდენს გავლენას გარე ფაქტორების ფორმირებაზე – ეს აქსიომაა. დღეს საქართველოს საგარეო პოლიტიკიკა არა თუ გავლენას ახდენს, არამედ არც კი რეაგირებს დროულად შექმნილ ვითარებაზე. როგორ მოხდა ასე, რომ საქართველოს ხმა, როგორც რუსეთის ყველაზე უფრო ძლიერი კრიტიკოსისა, საერთოდ დახშულია მაშინ, როდესაც უკრაინის მოვლენების ფონზე წინა რიგებში უნდა მდგარიყო. რით აიხსნება ეს – უცოდინრობით, გამოუცდელობით თუ გააზრებული თამაშით, რომ მოდი, ჩვენ თქვენ არ გაგაკრიტიკებთ და თქვენ...? აქ უკვე მრავალწერტილია, და რა, საინტერესოა, თქვენ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს დაგვიბრუნებთ? ეს ხომ გულუბრყვილობაა", - განაცხადა თემურ ალასანიამ.

მისივე თქმით, კონტექსტიდან ამოვარდნილ დისონანსად ჟღერს ამ ფონზე ბიძინა ივანიშვილის განცხადება – არ მჯერა, რომ რუსეთს სხვისი ტერიტორიების მიტაცება სურდესო.

"როდის აქეთ, უკაცრავად?! ამ ადამიანს ან არასდროს შეუსწავლია რუსეთის ეროვნული დოქტრინა და მისი ისტორია. ყველაზე არაობიექტური ისტორიკოსები მაინც წაიკითხოს. რადგან მას არ უსწავლია, რადგან მას არ ესმის, ჩვენი საზრუნავია, მათ ან ვასწავლოთ ან ავუხსნათ, ან რადგან დაკავებული ხალხი ვართ და ცოტა დრო გვაქვს, მივუთითოთ მაინც იმაზე, რასაც დასავლეთის უნივერსიტეტებში "აუცილებელი საკითხავი" ჰქვია", - განაცხადა თემურ ალასანიამ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა