მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გოთუას ქუჩის ასახვევთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრ 112-დან აცნობეს, ადგილზე სამი სამედიცინო დახმარების ბრიგადა არის გასული. ავტოავარიის შედეგად დაშავებული ოთხი პირიდან ერთი ფეხმძიმეა, რომელიც ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.