ორ­თა­ჭა­ლის ბა­ღი ცნო­ბი­ლი დუქ­ნე­ბით, აბა­ნო­ე­ბითა და სა­როს­კი­პო­ე­ბით - თბილისში შემორჩენილი ძველი ბოჰემის ნაშთები

ორ­თა­ჭა­ლის ბა­ღი ცნო­ბი­ლი დუქ­ნე­ბით, აბა­ნო­ე­ბითა და სა­როს­კი­პო­ე­ბით - თბილისში შემორჩენილი ძველი ბოჰემის ნაშთები

"ორ­თა­ჭა­ლის ბაღ­ში მნა­ხე, ვი­ნა ვარ, დარ­დი­მან­დის ლხინ­ში მნა­ხე, ვი­ნა ვარ!"... გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნის ამ სტრი­ქონს უფ­რო დი­დი აზ­რი აქვს, ვიდ­რე წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია. არა­და, იყო დრო, რო­დე­საც ორ­თა­ჭა­ლა თბი­ლი­სის მთა­ვარ კულ­ტუ­რულ ოაზი­სად მი­იჩ­ნე­ო­და. აქ გულ­დამ­წ­ვა­რი ყა­რა­ჩო­ხე­ლე­ბი ცეცხ­ლან­თე­ბუ­ლი თა­სე­ბით ლა­მაზ­მა­ნებს მუ­ხამ­ბა­ზებს უმ­ღე­როდ­ნენ; აქ ხა­ტავ­და ფი­როს­მა­ნი თეთრ ფარ­დაგ­ზე წა­მო­წო­ლილ ტურ­ფებ­სა თუ მო­ქე­ი­ფე­ებს. აქ იწე­რე­ბო­და თბი­ლი­სუ­რი მო­ტი­ვე­ბით მდი­და­რი ლექ­სე­ბი თუ სიმ­ღე­რე­ბი. თუმ­ცა, ეს ყვე­ლა­ფე­რი უკ­ვე ის­ტო­რიაა და XIX სა­უ­კუ­ნის თბი­ლი­სის სა­კუთ­რე­ბად დარ­ჩა.

ალ­ბათ, ხან­დაზ­მულ­მა თბი­ლი­სე­ლებ­მაც არ იცი­ან, რე­ა­ლუ­რად სად მდე­ბა­რე­ობ­და ორ­თა­ჭა­ლის ბა­ღი თა­ვი­სი ცნო­ბი­ლი დუქ­ნე­ბით, აბა­ნო­ე­ბით, სას­ტუმ­რო­ე­ბი­თა და სა­როს­კი­პო­ე­ბით.

თუმ­ცა, ორ­თა­ჭა­ლა­ში არ­სე­ბობს ად­გი­ლი, სა­დაც შე­მორ­ჩე­ნი­ლია XIX სა­უ­კუ­ნის თბი­ლი­სუ­რი ბო­ჰე­მის ნაშ­თე­ბი. ეს ტე­რი­ტო­რია რი­გი­თი გამ­ვ­ლე­ლე­ბის­გან თვალს მო­ფა­რე­ბუ­ლია. კარ­გად უნ­და იც­ნობ­დე ორ­თა­ჭა­ლას, რომ მიხ­ვ­დე, კონ­კ­რე­ტუ­ლად სად მდე­ბა­რე­ობ­და თბი­ლი­სუ­რი "მონ­მარ­ტრი".

ორ­თა­ჭა­ლის ცი­ხე­ე­ბი­დან მტკვარს ცენ­ტ­რა­ლუ­რი გზით უნ­და აუყ­ვეთ და და­ახ­ლო­ე­­ბით 1 კი­ლო­მეტ­რ­ში, საცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბის უკან სა­ო­ცა­რი სა­ნა­ხა­ო­ბა დაგ­ხ­ვ­დე­ბათ.

ამ ად­გილს ჯერ ისევ ატყ­ვია ძვე­ლი თბი­ლი­სის ქუ­ჩის იერ­სა­ხის კვა­ლი. ცენ­ტ­რა­ლურ ად­გი­ლას აბა­ნოს ფა­სა­დის კე­დე­ლია, რომ­ლის არ­ქი­ტექ­ტუ­რა აღ­მო­სავ­ლურ სტილ­ში გა­და­უწყ­ვე­ტია მშე­ნე­ბელს. სა­გუ­ლის­ხ­მოა, რომ აბა­ნო­ში არა კა­რი­დან, არა­მედ სა­ხუ­რა­ვი­დან შე­იძ­ლე­ბო­და ჩას­ვ­ლა. შე­ნო­ბა კლდე­შია შემ­დ­გა­რი და შიგ შეს­ვ­ლა უკა­ნა მხრი­დან, კუთხე­ებ­ში და­ტა­ნე­ბუ­ლი კი­ბით შე­იძ­ლე­ბო­და. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში აბა­ნოს გუმ­ბა­თი ჩან­გ­რე­უ­ლა და ის სა­ხუ­რა­ვის გა­რე­შეა დარ­ჩე­ნი­ლი. დარ­ბა­ზის ტი­პის აბა­ნო­ში ეკალ-ბარ­დე­ბი და ხე­ე­ბია ამო­სუ­ლი. შე­ნო­ბის ნაშ­თებ­თან მი­ახ­ლო­ე­ბა ძნე­ლია, რად­გან ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას ფიც­რუ­ლი ფარ­დუ­ლე­ბი და სა­ქათ­მე­ე­ბი აქვს მი­შე­ნე­ბუ­ლი. აბა­ნოს ჩა­სას­ვ­ლელ­თან, მთის ფერ­დობ­ზე მოხ­ვედ­რა კი მო­სახ­ლე­ო­ბის მი­ერ, სა­ხელ­და­ხე­ლოდ გა­შე­ნე­ბუ­ლი ბაღ-ბოს­ტ­ნე­ბის გავ­ლით შე­იძ­ლე­ბა. აბა­ნოს შე­ნო­ბის უკან, და­ახ­ლო­ე­ბით 10 მეტ­რის და­შო­რე­ბით, მცი­რე ზო­მის, აგუ­რით ნა­შე­ნი აუზის ფრაგ­მენ­ტე­ბია შე­მორ­ჩე­ნი­ლი, რო­მე­ლიც მთი­დან ჩა­მოშ­ლი­ლი მი­წი­თაა ამოვ­სე­ბუ­ლი. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა ამ­ბობს, ამ მცი­რე ზო­მის აუზ­ში კლდი­დან გა­მო­სუ­ლი გო­გირ­დო­ვა­ნი თერ­მუ­ლი წყლე­ბი გროვ­დე­ბო­და, რო­მე­ლიც შემ­დ­გომ აბა­ნოს მი­ე­წო­დე­ბო­და. მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, კლდი­დან გა­მო­მა­ვა­ლი გო­გირ­დო­ვა­ნი ცხე­ლი წყა­ლი რამ­დე­ნი­მე წლის წინ, მო­უვ­ლე­ლო­ბის გა­მო და­ი­კარ­გა.

რაც შე­ე­ხე­ბა აბა­ნოს შე­ნო­ბის მარ­ცხე­ნა მხა­რეს მდე­ბა­რე ძველ ქუ­ჩას, აქაც აბა­ნოს მსგავ­სად შე­ნო­ბე­ბი აგუ­რით ყო­ფი­ლა ნა­შე­ნი. ამ­ჟა­მად შე­ნო­ბე­ბის სა­ძირ­კ­ვ­ლე­ბი და და­ახ­ლო­ე­ბით 3-4 მეტ­რამ­დე აყ­ვა­ნი­ლი კედ­ლე­ბია შე­მორ­ჩე­ნი­ლი, რო­მელ­თა ფა­სა­დე­ბი სხვა­დას­ხ­ვა დე­კო­რი­თა და თა­ღე­ბით არის მორ­თუ­ლი.

მო­სახ­ლე­ო­ბამ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სას­ტუმ­რო­ე­ბის, დუქ­ნე­ბი­სა და სა­როს­კი­პო­ე­ბის სა­ძირ­კ­ვ­ლებ­სა და კედ­ლებს საცხოვ­რე­ბე­ლი თუ სა­ყო­ფაცხოვ­რე­ბო ნა­გე­ბო­ბე­ბი და­ა­შე­ნა, რის გა­მოც ძვე­ლი ნა­შე­ნი კედ­ლე­ბი სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნ­და.

ულა­მა­ზეს, აგუ­რით ნა­შე­ნებ კედ­ლებს კლდი­დან გა­მო­მა­ვა­ლი წყლე­ბი და მცე­ნა­რე­ე­ბის ფეს­ვე­ბიც აზი­ა­ნებს... ასე ქრე­ბა ნაშ­თი "ძვე­ლი დი­დე­ბი­სა"...

რაც შე­ე­ხე­ბა ორ­თა­ჭა­ლის ის­ტო­რი­ას, ისე­ვე, რო­გორც თბი­ლი­სის სხვა უბ­ნებს, მა­საც სა­ინ­ტე­რე­სო წარ­სუ­ლი აქვს. ორ­თა­ჭა­ლა ძვე­ლი თბი­ლი­სის ერთ-ერ­თი კო­ლო­რი­ტუ­ლი უბა­ნია. ის მდე­ბა­რე­ობს მტკვრის მარ­ჯ­ვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე. წი­ნათ, თურ­მე ქა­ლა­ქის სამ­ხ­რე­თით, ვიწ­რო კა­ლა­პო­ტი­დან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი მტკვა­რი იტო­ტე­ბო­და და წარ­მო­შობ­და დიდ კუნ­ძულს - ჭა­ლაკს, რო­მე­ლიც სიგ­რ­ძით და­ახ­ლო­ე­ბით 852 მეტ­რი და სი­გა­ნით 640 მეტ­რი იყო.

ვა­ხუშ­ტი ბა­ტო­ნიშ­ვილს ქარ­თ­ლის ერთ-ერთ რუ­კა­ზე ამ ად­გი­ლას და­ტა­ნი­ლი აქვს წარ­წე­რა - "ჭა­ლა­ის ბა­ღი".

პირ­ვე­ლად კუნ­ძუ­ლი, სა­ხე­ლად "ორ­თა­ჭა­ლა" 1735 წლით და­თა­რი­ღე­ბულ დო­კუ­მენ­ტ­შია მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი. იგი ორ­ნა­წი­ლი­ა­ნი სიტყ­ვაა ("ორ­თა (თურ­ქუ­ლად "შუ­ა") და ქარ­თუ­ლი - "ჭა­ლა", ე.ი. "შუა ჭა­ლა"). კუნ­ძუ­ლი მდე­ბა­რე­ობ­და ქა­ლა­ქის აღ­მო­სავ­ლე­თით, სე­ი­და­ბა­დის (შემ­დ­გომ - ხარ­ფუ­ხის) ქვე­და მხა­რეს. სწო­რედ ამის გა­მო და­ერ­ქ­ვა ამ ად­გილს ორ­თა­ჭა­ლა. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში შედ­გე­ნილ გეგ­მა­ზე ორ­თა­ჭა­ლა აღ­ნიშ­ნუ­ლია კრწა­ნი­სის ბა­ღის სა­ხელ­წო­დე­ბით.

ორ­თა­ჭა­ლის ბა­ღებ­ზე ბევ­რი თქმუ­ლა და და­წე­რი­ლა. ამ ბა­ღებ­ში ზაფხუ­ლის ცხელ დღე­ებ­ში, რო­ცა ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში თა­კა­რა სიცხე ჩა­მოწ­ვე­ბო­და ხოლ­მე, თბი­ლი­სე­ლი კა­ცე­ბი მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვინ ეტ­ლით, ვინ კი­დევ ფე­ხით, თოკ­შებ­მუ­ლი ცხვრი­თა და კა­ხუ­რი ღვი­ნით სავ­სე ტი­კით ორ­თა­ჭა­ლის ბა­ღებს მი­ა­შუ­რებ­დ­ნენ. დარ­ბა­ის­ლუ­რი, ქა­ლა­ქუ­რი პურ­მა­რი­ლი, მოს­წ­რე­ბუ­ლი სიტყ­ვა-პა­სუ­ხი, სადღეგ­რ­ძე­ლო­ე­ბი, არ­ღ­ნის ხმა, ზურ­ნა-დუ­დუ­კი, ლექ­სი და ბა­ი­ა­თი თბი­ლის­ში სტუმ­რად მყო­ფი უცხო­ე­ლე­ბის­თ­ვი­საც სა­ა­მუ­რი ყო­ფი­ლა. სწო­რედ აქა­უ­რი ტურ­ფე­ბი და "არ­ღ­ნის ჩი­ტე­ბი" გამ­ხ­და­რან არა­ერ­თი სა­ხალ­ხო მთქმე­ლი­სა თუ მუ­სი­კო­სის შთა­გო­ნე­ბის წყა­რო.

ორ­თა­ჭა­ლის ხში­რი სტუ­მა­რი ყო­ფი­ლა პო­ე­ტი გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნი, რო­მელ­მაც ლექ­ს­ში "მუ­ხამ­ბა­ზი" მოგ­ვითხ­რო ორ­თა­ჭა­ლის ხე­ივ­ნებ­ში გა­მარ­თუ­ლი მოლ­ხე­ნის, პურ­მა­რი­ლის ეშ­ხ­სა და ლა­ზათ­ზე. ორ­თა­ჭა­ლის ბაღს საქ­ვეყ­ნოდ გა­უთ­ქ­ვა სა­ხე­ლი ნი­კო ფი­როს­მა­ნაშ­ვილ­მა. სწო­რედ ორ­თა­ჭა­ლა­ში შე­იქ­მ­ნა არა­ერ­თი ტი­ლო, რო­მე­ლიც დღეს ფას­და­უ­დებ­ლად ით­ვ­ლე­ბა.

კულ­ტუ­რულ-გა­სარ­თობ-მო­სალ­ხე­ნი ფუნ­ქ­ცი­ის გარ­და, ორ­თა­ჭა­ლას სხვა დატ­ვირ­თ­ვაც ჰქონ­და. სწო­რედ ორ­თა­ჭა­ლი­დან მა­რაგ­დე­ბო­და თბი­ლი­სი ბაღ­ჩე­ულ-ბოს­ტ­ნე­უ­ლით. სწო­რედ იმ პე­რი­ოდს ეკუთ­ვ­ნის სიმ­ღე­რა, სა­დაც ყა­რა­ჩო­ხე­ლი მღე­რის "პა­ტარ­ძ­ლის დაკ­რე­ფი­ლი კიტ­რე­ბი და მწვა­ნი­ლი"...

მარ­თ­ლაც, ორ­თა­ჭა­ლის ბოს­ტ­ნე­უ­ლი, ყო­ველ სის­ხამ დი­ლით გო­დო­რა­კი­დე­ბუ­ლი ვი­რე­ბით მოჰ­ქონ­დათ ქა­ლა­ქის ბაზ­რებ­ში. ბაზ­რე­ბის დუქ­ნებ­სა და დახ­ლებ­ზე იყი­დე­ბო­და ორ­თა­ჭა­ლა­ში და­ჭე­რი­ლი და "ორ­თა­ჭა­ლუ­რად" მო­ხარ­შუ­ლი თევ­ზე­უ­ლი.

ორ­თა­ჭა­ლის კუნ­ძუ­ლი მარ­ჯ­ვე­ნა ნა­პირ­თან ხის სა­ცალ­ფე­ხო ხი­დით იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რო­მელ­საც "ვი­რის ხიდს" უწო­დებ­დ­ნენ, რად­გან ჭირ­ნა­ხუ­ლი მას­ზე სა­ხედ­რებს გა­დაჰ­ქონ­დათ. კუნ­ძულ­ზე გა­და­დი­ოდ­ნენ ნა­ვი­თაც.

კუნ­ძულ­ზე ვიწ­რო ქუ­ჩებს ბოს­ტ­ნის, ხი­ლის, ბაღ­ჩის, ყუ­რის, ორ­თა­ჭა­ლის სა­ნა­პი­როს, სა­ნა­პი­როს ჩი­ხის, ორ­თა­ჭა­ლის ჩი­ხის სა­ხელ­წო­დე­ბე­ბი ჰქონ­და....

დღეს უკ­ვე აღარც ორ­თა­ჭა­ლის კუნ­ძუ­ლი არ­სე­ბობს, აღარც მი­სი ბა­ღე­ბი. შე­მორ­ჩე­ნილ ნაშ­თებს მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა და ყუ­რადღე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა. ეს ად­გი­ლი ჩვე­ნი დე­და­ქა­ლა­ქის ის­ტო­რიაა. მზრუნ­ვე­ლი ხე­ლი ამ ად­გილს წალ­კო­ტად აქ­ცევ­და და თბი­ლის­ში ჩა­მო­სუ­ლი ტუ­რის­ტე­ბის­თ­ვის მიმ­ზიდ­ველ ად­გი­ლად გახ­დი­და.

იოსებ გრი­შაშ­ვილ­მა თბი­ლისს მი­უძღ­ვ­ნა: "სა­ქარ­თ­ვე­ლო ბე­ჭე­დია ბა­ჯაღ­ლო და თბი­ლი­სი შიგ ჩას­მუ­ლი ბა­დახ­ში"... გა­ვუფ­რ­თხილ­დეთ და ჯე­რო­ვა­ნი ყუ­რადღე­ბა მი­ვაქ­ცი­ოთ იმ კულ­ტუ­რულ მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბას, რა­საც თბი­ლი­სუ­რი კო­ლო­რი­ტი და ტრა­დი­ცი­ე­ბი ჰქვია.

გი­ორ­გი ბე­რი­ძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია